ტყვიები პლინქისთვის, ანუ ისეთი ტყვიები, რომელთა ფასი არ აღემატება ერთ თეთ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
ტყვიები პლინქისთვის, ანუ ისეთი ტყვიები, რომელთა ფასი არ აღემატება ერთ თეთ |
Aug 31 2009, 06:59 PM
პოსტი
#1
|
||
გურუ ლამა ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი |
დავიწყებ იმით, რომ თითქმის ყველა აირგანერი უდიდეს სიამოვნებას იღებს უაზრო პლინკისგან. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც იარაღი მხოლოდ მიზანში სასროლად უნდა, ან სანადიროდ. პლინკი პნევმატური იარაღის გამოყენების ყველაზე რეკრეაციული საშუალებაა-მე ძალიან მსიამოვნებს. დარწმუნებული ვარ, ყველა ეარგანერის ცხოვრებაში ყოფილა დღეები, როდესაც უაზროდ უსვრია 1-2 პაჩკა ტყვია. ჩემი პირადი რეკორდიამ მხრივ არის ოთხი პაჭკა(200 ცალიანი) თურქული ტყვია. :rolleyes: როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრი შემიძლია ვისროლო, ხოლო რაც უფრო ბევრს ისვრი, მით მეტი ფული მიფრინავს ჰაერში. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა ტყვიები არის არა ოზიტაი, ან სხვა თურქული ნაგავი, არამედ გაცილებით ძვირი პრემიერები, და ჯსბ-ები. ამ თემის მიზანია, თავი მოვუყარო იმ მწირ ინფოს, (ჩემი და სხვათა გამოცდილებიდან) რაც გამაჩნია პლინქისთვის ადექვატურ ტყვიებზე და გაგიზიაროთ თქვენ. აქვე დავძენ, რომ მართლა ხარისხიან ტყვიებთან ჩემს ცხოვრებაში შეხება მქონია მხოლოდ ერთხელ-ერთი პაჩკა CUM-თან ურთიერთობის წყალობით. ამ ტყვიებით საკმაოდ კმაყოფილი ვარ, ძალიან ზუსტი და სოლიდური ტყვიებია. ფინანსური კრიზისის ფონზეც იგი ამართლებს თავის ფასს-ტყვია 5 თეთრი. თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ თურქული და ჩინური ნაგავიც დოხრენა მაქ ნასროლი, ასე რომ... დავუბრუნდები თემას. ყველამ იცით, რომ საქართველოში ტყვიების დიდი არჩევანი არაა. ჩვენთან იყიდება მხოლოდ ჩინური, თურქული და ესპანური ტყვიები. უკანასკნელი კატასტროფულ ფასად-თითქმის კროსმან პრემიერების ფასად. შეხება მქონია შემდეგ ტყვიებთან: ყველანაირ თურქულ ნაგავთან, ჩინურ "გამოებთან" და კიდე რაღაც დაუდგენელ "კალპაჩოკებთან" კალპაჩოკებზე მოკლედ ვიტყვი: ისეთი ნაგავია, თოფში ჩადებაც არ ღირს, თუნდაც იჟ-ში. კალპაჩოკები: სიზუსტე-0 წონა-მინიმალურზე კიდევ უფრო ნაკლები(დაპრესილ ქაღალდის ბურთს უფრო მეტი წონა აქვს მგონი, ვიდრე ამათ) ფორმა-არანაირი განმეორებადობა, კალიბრიც კი შესამჩნევად სხვადასხვაა. ფასი, არ ვიცი, არ მახსოვს. გადავიდეთ თურქულებზე. თურქული ტყვიები შემხვედრია სამი სახის: ოზტაი დიაბოლო, ოზტაი მატჩი და რაღაც icme თუ ამდაგვარი... ყველაზე უფრო მეტი იყიდება ეს უკანასკნელი, იკმეები. ტყვია არის საშინელი და სახიფათო, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ (სიზუსტის არქონას, დაუდგენელ წონას და ფორმას) ტყვიაში არის ცარიელი ადგილები, დირკები. ეს დირკები არის რამდენიმე ადგილას, ძირათადად მაინც კონცენტრირებულია თავში. მქონია შემთხვევა, როდესაც დირკა იყო გამჭოლი, ანუ თავიდან დაწყებილი მიდიოდა იუბკისკენ და ტრაკიდან გამოდიოდა. ასეთი ტყვია რომ გავისროლე ფანტომით, არ მოხდა ჰაერის დაჭიხვნა, ტყვია ლულიდან უბრალოდ გადმოვარდა და მე არამის გული გამისკდა-ისეთი ხმა ქონდა, გეგონება მანჟეტი შუაზე გასკდაო. იმ დროს გადავრჩი, თუმცა შეიძლება დიდი დაზიანება მიეღო პრუჟინასაც და მანჟეტსაც. :mad: იტოგში, ეს ტყვიები არ გააკაროთ ზ.დ.პ. სისტემის თოფებს, თეორიაში პცპ-ს ვერაფერს დაუშავებს, მარა ამ ტყვიებს არც არაფერს გავაკარებდი. ფასი არის 2-3 ლარი ოზტაი მატჩი: მე ეს ტყვია შემხვდა მხოლოდ ორჯერ, და ისიც თითო პაჩკა იყო დარჩენილი. სიზუსტე-5-დან დავუწერდი 4.5ს 10 მეტრამდე მანძილზე. ჩემი იჟი დირკას დირკაში აჯენდა. წონა-არ ვიცი, იასნი მსუბუქი იქნებოდა. ფორმა-გადასარევი, მართლა, ტყვიებს ქონდა ძალიან კარგი ფორმა და საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა. მე ეს ტყვიები ვნახე რამდენიმე წლის წინ და მის მერე მაგათ ძებნაში ვიყავი, მარა არსად არ შემხვედრია. თუ ნახავთ ოზტაის მატჩის ტყვიებს, გირჩევთ სცადოთ. მართლა ყველას ვურჩევ სცადოს, ფასი ხარისხის შეფარდება ჩემი აზრით არის ძალიან მაღალი. ფასი- 80 თეთრი ტავის დროზე. ოზტაი დიაბოლო: ეს ტყვიები ნაკლებად იშოვება, ვიდრე სხვა თურქული ნაგავი, თუმცა მათი მოძებნა ღირს-ესენი ნორმალური ნაგავია. სიზუსტე-ამ ტყვიით ჩემმა ძმამ ააწიოკა ყვავები საკმაოდ შორ დისტანციებზე. ვაკე საბურთალოს გზას ვინც იცნობთ, ალბათ იცით გზის ერთი ზოლის სიგანე და კიდევ ნაძვებიანი გამყოფი ზოლის სიგანეც. მაგას დაუმატეთ 40 გაზომილი და დაზუსტებული მეტრი და მიიღებთ სადღაც 60-70 მეტრს. აი სწორედ მაგ დისტანციაზე მოხსნა ძამიკომ ყვავი ღია სამიზნიდან ამ ტყვიებით. ნება მომეცით ვახსენო, რომ ეს შემთხვევით არ გავარდნილა, ძაან კარგი ტყვიებია და 15 მეტრზე 7-8 მმ-იანი bughole-ები გავაკეთე ზ.დ.პ.-თი.სიზუსტეზე მივცემდი 5-დან 3.5-4 ბალს. წონა-არ ვიცი, თუმცა საკმაოდ მსუბუქია. ფორმა-ამ კლასში საუკეთესო, ყველაზე სუფთად ნამუშევარი. ფასი-2-3 ლარი. 250 ცალი ჩინური გამო. უცნაური ტყვიებია და მისი მწარმებლის მიკვირს-კაბის და თვის ფორმა ძაან კარგია, თუმცა წვერზე რაღაც სირული წანაზარდები აქ, რომელიც ტყვიის დისბალანსირებას ახდენს და სიზუსტეს უკარგავს.არადა ნორმალური საპლინქაო და სანაფდირო ტყვიები იქნებოდა... სიზუსტე-სიზუსტეზე დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი, რადგან ჩემმა ძამიკომ იმავე ფიშტოთი წეღან ნახსენებ დისტანციაზე ამ ტყვიებით ორი ყვავლი გამოასალმა სიცოცხლეს, მაგრამ ჯგუფურობაზე შედეგები ვერ აჩვენა. ალბათ ის ყვავები შემთხვევის წყალობით უფრო დაიღუპნენ, ვიდრე ჩემი ძმის სნაიპერობის გამო. წონა-შესაბამისი სასწორი არ მაქ, მაგრამ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ყველაზე მძიმე ტყვიებია ამ კლასში. ფორმა-ფორმა უცნაური, წაგრძელებული თხელი და ფართე კაბით. კაბა ძალიან ადვილად იღუნება, და მასალაც რბილი ჩანს. ფასი: 2-3 ლარი, 200 ცალი( დავითვალე და 180-იყო) ნაგლი გამყიდველი 4 ლარადაც შეგიფასებთ დანარჩენი თქვენ დაამატეთ. სურათები არ მაქ და ვერ დავყრი/.
| |
> |
|
|
Aug 31 2009, 07:41 PM
პოსტი
#2
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
nihontoman დიდი მადლობა საიტერესო ინფოა , ერთს დავამატებდი ადრე იყო ტყვიები ისიც თურქული და ერქვა ORNEK ეს იყო თურქულებს შორის საუკეთესო ტყვიები 250 ცალიანი პაჩქკა ღირდა 50 თეთრი ლილოში და ჩემს სოფელში 1 ლარი , ყველაზე ნორმალური ფორმის, დამუშავების და წონის ტყვიები იყო იჟ-ისთვის. მერე ეს ტყვიები ესე 4-5 წლის წინ საერთოდ გაქრა ბაზრიდან. ძაან კარგი ტყვიებია და 15 მეტრზე 7-8 მმ-იანი bughole-ები გავაკეთე ეს ძლიან კარგი შედეგია , რავიცი წამოდი ერთი შეხვედრაზე და კიდევ გაიმეორე ეგ შედეგი და ჩავთვლით რომ ტყვიას-ტყვიაში აჯენ კიდევ ეს ტყვიები რაც შენ ჩამოთვალე და მე მივამატე არის მხოლოდ ზ.დ.პ-თვის , მე ამას PCP-ში არ ჩავდებ და რომც ჩავდო იმხელა ხმა აქვს ( ზებგერითი სიჩქარით გამოდის ლულიდან) რომ შემაწუხებელია, ტან ძალიან მაღალი სიჩქარის გამო საშინლად არასტაბილურია, ნუ მოკლედ PCP-შI ასშინელებაა, თუმცა მურკისთვის და ნებისმიერი არამაგნუმ კლასის ზ.დ.პ-სთვის მემგონი კაი გასართობი იქნება მე ვიყენებ CUM და CP (ძირითადად) JSB 8.4 ( იშვიათად სულ ერთი პაჩკა მქონდა და კიდევ მაქვს დარჩენილი ) მინდა ეხლა მივამატო ჰოლოუპოინტი კროსმანი 10.5-იანი და JSB მძიმეები ვნახოთ რომელი აჯობებ და მემგონი რომ საბოლოოდ CUM და CP-ებზე დავრჩები
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 02:04 PM |
Hosted by Pro-Service |