![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,338 რეგისტრ.: 22-September 14 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,990 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოგესალმებით ფორუმელებო, ახლავე მინდა ერთი შენიშვნა გავაკეთო: ეს არ არის თოფის სრული რეპორტი, ეს არის პირველი შთაბეჭდილება... სრულ რეპორტს გპირდებით, ცოტა ხანში დავდებ, როცა ყველა იმ აპგრეიდს გაუკეთებ, რაც ჩაფიქრებული მაქვს. ასევე გადვწყვიტე ახალი თემის გახსნა, რადგან კი არის აქ AF Talon-ის სრულზე სრული განხილვა, მაგრამ განხილული Talon-ი საკმაოდ ადრინდელი მოდელია, მას მერე თოფში რაღაც-რაღაცეები შეცვალა მწარმოებელმა და თანაც ეს Condor-ია და არა Talon-ი. დავიწყებ იმით, თუ რატომ მაინც და მაინც Condor-ი? გემოვნებაზე როგორც მოგეხსენებათ არ დაობენ, (თუმცა ზოგი ამბობს, რომ დაობენ), ამ თოფში პირველ რიგში მომხიბლა მინიმალისტურმა დიზაინმა და აპგრეიდის პრაქტიკულად უსასრულო შესაძლებლობამ. დიზაინიდან გამომდინარე, თავიდან ცოტა ეჭვს იწვევდა თუ რაოდენ კომფორტული იქნებოდა სროლის დროს, მაგრამ გარწმუნებთ, ხელში დავიჭირე თუ არა მაშინვე მივხვდი, რომ ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ ჰქონდა. ოპტიკიანად თოფს პრაქტიკულად იდეალური ბალანსი აქვს, სიმძიმის ცენტრი განლაგებულია ზუსტად სასხლეტის დამცავის წინ, რაც ისედაც მსუბუქ თოფზე უფრო მსუბუქის შეგრძნებას ტოვებს. თუმცა, მოდით ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ... თოფი შეუკვეთე პირამიდაზე, ოპტიკა HAWKE SIDEWINDER 30 6x24-56 ამაზონზე, ასევე პირამიდაზე შეუკვეთე აქსესუარები , რომლებიც ფოტოზე ჩანს (ოპტიკის ასამაღლებელი რელსი და ბიპოდის დასამაგრებელი პიკატინი) სამი დღის უკან ჩამომივიდა მთელი კომპლექტი უპრობლემოდ, წამოვიღე სახლში, გავხსენი და დამხვდა ეს: (ხო, ფერი სპეციალურად ეგეთი შევარჩიე, ჯერ ერთი ნაღდ იარაღს არ გავს, ზედმეტი კითხვების თავიდან ასცილებლად და მეორეც, შავი მომბეზრდა უკვე, თან ჩემი მარადაც შავია, ასე რომ, რაღაც განსხვავებული მომინდა.) შეფუთული იყო ასე, თუმცა ეჭვი მაქ ჩვენმა მებაჟეებმა აფათურეს მანდ ხელი...რადგან ამას გარე ყუთიც უნდა ჰქონოდა, კარდონისფერი... ![]() ესეც შიგთავსი, როგორც ხედავთ Talon-ივით ე.წ. აქაფებულ რეზინაში არ დევს, არამედ, უბრალო კარდონში ( აირ ფორსმა ეტყობა ყუთზე ეკონომიის გაკეთება გადაწყვიტა) ![]() ესეც ოპტიკა. რავი მარადაზეც Hawke მიყენია და ძაან კმაყოფილი ვარ, ასე, რომ ახალ ფიშტოზეც იგივე ბრენდის ოპტიკის დაყენება გადავწყვიტე. ![]() ![]() მოკლედ გავხსენი და დავიწყე აწყობა ![]() ![]() და საბოლოო ჯამში მივიღე ეს გადარეული ( თუ რატოა გადარეული, ამას მოგვიანებით მოგახსენებთ) ![]() ![]() ეხლა რაც შეეხება განსხვავებებს ზველ და ახალ ვერსიებს შორის პირველ რიდში ეს არის რეზერვუარის მანომეტრი და სწრაფი დატენვის პორტი, რომლებიც ძველ ვერსიაზე არ იყო და საკმაოდ ბევრ გულისწყრომას და შენიშვნას იმსახურებდა აირფორსის მიმართ. ეხლა რეზერვუარის დასატენად აღარ არის საჭირო მისი მოხსნა. ![]() ესეც მანომეტრი, მინდა გითხრათ, რომ AirForce-ის მანომეტრი მარადასგან განსხვავებით ძალიან ზუსტია, პრაქტიკულად იგივე წნევას აჩვენებს რასაც ხელის ტუმბოს მანომეტრი, რამაც სასიამოვნოდ გამაკვირვა ![]() კიდევ ერთი სიახლე, ეს არის ე.წ. spin-lock sistem რომელიც საშუალებას გვაძლევს რეზერვუარი ტრიალის გარეშე მივამაგროთ თოფზე , ამისთვის მოყვება სპეციალური ხელსაწყო ![]() ![]() როგორც მოგეხსენებათ ადრინდელი condor-ები და talon-ები რბილად რომ ვთქვათ სიჩუმით არ გამოირჩეოდნენ, ახალი თაობის კონდორის ყველაზე დიდი ინოვაცია ჩემი აზრით არის ე.წ. sound lock სისტემა, რომელმაც მართლაც გამაკვირვა, ასეთ რამეს არ მოველოდი... ყველას მოგეხსენებათ თუ რაოდენ ჩუმია მარადა, მაგრამ გასროლისას მაინც რაღაც ჰაერის ხმა ისმის, ახალი კონდორი 240-310 მ/წმ დიპაზონში პრაქტიკულად უხმოა, ისმის მხოლოდ ე.წ. დამრტყმელის ხმა და მერე ტყვიის მიზანში მოხვედრის ხმა, ეგაა და ეგ, და არამც და არამც არ ვაზვიადებ... და ეს ყველაფერი sound lock წყალობით. ![]() ![]() თუმცა, აქვე მინდა ავღნიშნო, რომ გადასცდება თუ არა ტყვიის სიჩქარე ბგერისას, ანუ 330მ/წმ-ს უკვე არავითარი sound lock სისტემა აღარ შველის და ხმა აქ კაი გეკოსავით, თუ მეტი არა... ეხლა გადავიდეთ სროლაზე, კერძოდ სიჩქარის დასარეგულირებელზე, სროლების რაოდენობაზე, წნევაზე და ა.შ. და აქ მიხვდებით თუ რატოა ეს თოფი გადარეული და რას ვაპირებ მის გასახედნად ![]() ესე იგი თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ მიზანში სროლა რასაც ჰქვია, არ მისვრია, უბრალოდ დავკიდე სამიზნეები, რომ ამდენი რტყვია ტყუილა ჰაერში არ მესროლა, თან ქარიც მიშლიდა ხელს და თან მაინცდამაინც დიდი მონდომებით არ უმიზნებდი, დღეს სხვა რამე მაინტერესებდა და მიზანში სროლის რეპორტს მოგვიანებით დავდებ, როცა დრო და ამინდი შემიწყობს ხელს. და მაინტერესებდა კერძოდ რა? რა და სიჩქარეების დიაპაზონი და რამდენ ასე თუ ისე ნორმალურ გასროლას ეყოფოდა ერთი დატენვა. მაშ ასე, დავიწყეთ ნაშუადღევს ჩავალაგე ბარგი-ბარხანა და ავედი ზღვაზე, უფრო სწორად ზღვის მაღლა მთაში. გავაწყვე თოფი,ქრონი და შეუდექი საქმეს. სიმძლავრის დასაყენებელი დავაყენე მინიმალურ ნიშნულზე, ანი 1-ზე, რადგან გუშინ როდესაც სახლში გავაკეთე რამოდენიმე საცდელი გასროლა 5 ნიშნულზე, ბოლომდე დატენილი ბალონით 10.34 გრანიანი JSB-ით, მომცა 353 მ/წმ, და ბალონში წნევის ვარდნისას, მოგეხსენებათ სიჩქარეც იმატებს, რასაც ქვევით მოყვანილ ცხრილში იხილავთ. ეხლა წარმოდგენაც მიჭირს რა სიჩქარეს მომცემს 2400-2500 psi-ზე, რომელიც ამ კონკრეტული თოფის მაქსიმალური სიმძლავრის წნევაა, და თანაც კიდე თუ სიჩქარის, სიმძლავრის) მარეგულირებელს მაქსიმუმზე, ანუ 13-ზე დავაყენებ. (აი რატომაცაა გადარეული). რადგანაც ასეთი სიჩქარეები არაფრად გვჭირდება დავაყენე მარეგულირებელი მინიმუმზე, ანუ 1-ზე, და აი რა მივიღე ![]() AirForce Condor ss 18' 0.177 PW-1 (min) 1. 241 3000 PSI 2. 245 3. 245 4. 244 5. 243 6. 244 7. 246 8. 243 9. 245 10. 241 11. 243 12. 242 13. 249 14. 244 15. 245 16. 249 17. 247 18. 244 19. 245 20. 246 21. 247 22. 254 23. 248 24. 251 25. 252 26. 251 27. 256 28. 255 29. 253 30. 257 31. 254 32. 256 33. 256 34. 258 35. 259 36. 259 37. 258 38. 262 39. 262 40. 260 41. 266 42. 260 43. 265 44. 268 45. 270 46. 262 47. 262 48. 274 49. 266 50. 265 51. 271 52. 278 53. 272 54. 285 *** 55. 280 56. 276 57. 284 58. 287 59. 287 60. 287 61. 291 62. 287 63. 288 64. 296 65. 287 66. 290 67. 288 68. 293 69. 284 70. 294 71. 300 72. 305 73. 310 74. 303 75. 309 76. 306 77. 294 78. 310 79. 306 80. 309 2300 PSI მიაქციეთ ყურადღება, 80 გასროლა აღმავალი სიჩქარით და შევჩერდი თოფის ოპტიმალურ წნევაზე, რადგან უკვე არც ტყვიების ხარჯვა მინდოდა(მითუმეტეს პირამიდაზეც დეფიციტი გახდა 10.34 გრანიანი JSB, წინასწარი შეკვეთა გაუკეთე ერთი კვირის უკან, და 9 მარტს იქნება მხოლოდ სტოკში სავარაუდოდ ![]() აი რას ნიშნავს 490 კუბიკიანი რეზერვუარი, თუმცა ამას მეორე მხარეც აქვს, როცა ცარიელი რეზიკის დატუმბვა დავიწყე დაახლოებით 450 ბუქნის გაკეთება მომიწია, გამწყვიტა წელში ![]() ეხლა ყველაზე საინტერესო, ანუ რა აპგრეიდის გაკეთებას ვაპირებ. პირველ რიგში, რომ მოვთოკო ეს არაადეკვატური ენერგია ვაყენებ ALTAROS რედუქტორს, რომელსაც დავარეგულირებ ისე, რომ მომცეს 290-295 მ/წმ, ეს ყველაზე ადეკვატური სიჩქარეა ჩემი აზრით, ეს კიდე მომცემს პრაქტიკულად ''უსასრულო'' გასროლების რაოდენობას, რედუქტორი გზაშია და იმედია მაქსიმუმ 2 კვირაში ჩამოვა ![]() პლიუს ამას გადამშვები კლაპნის სპეციალური თავი, რომელსაც აქვს 3 კვეთა: დიდი, საშუალო და მცირე (გზაშია) მართალია ეს თოფი არის 0.177 კალიბრში, თუმცა თუ გახსოვთ დასაწყისში მოგახსენეთ, რომ მას აქვს აპგრეიდის უზარმაზარი საშუალება, ასე რომ ვიყურებით წინ, მომავალში ![]() ![]() ერთ-ერთი რაც არ მომეწონა ეს არის ე.წ. პისტოლეტის სახელურის ფორმა-ზომა, ჩემი ხელისთვის საკმაოდ ვიწროა და მიწევს სასხლეტზე თითის ლამის მეორე ფალანგით დაჭერა, რაც დამეთანხმებით არც თუ ისე მოსახერხებელია. ამიტომ ვცვლით სტოკ სახელურს აი ამაზე: (გზაშია) ![]() მეორე რაც ჩემი აზრით რბილად რომ ვთქვათ, არც ისე მოსახერხებელია, არის ე.წ. კონდახი, ანუ იგივე ჰაერის რეზერვუარი, ამიტომ ვამატებთ ამას (გზაშია): ![]() და მესამე, რაც ჩემი შეხედვით არც თუ მთლად ჯდება თოფის დიზაინში არის სასხლეტის დამცავი, ამიტომ ისიც შეიცვლება ამით (გზაშია): ![]() მოკლედ ეს იყო რაც მინდოდა გამეზიარებინა ამ ეტაპზე, უახლოეს მომავალში, როცა ჩამომივა ყველა ის ნაწილი რაც ჩამოგითვალეთ და მიუსადაგებ ჩემს გემოზე, კიდევ მოგახსენებთ შედეგებს, პლუს დავტესტავ სხვადასხვა ტყვიებზე და მანძილებზე. უჰ, რამდენი დამიწერია, იმედია თავი არ მოგაბეზრეთ. ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,338 რეგისტრ.: 22-September 14 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,990 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოგესალმებით ყველას. როგორც იქნა, ორი თვის ლოდინის (საქართველოს ფოსტის გადამკიდე) შემდეგ ჩამოვიდა კონდორის რედუქტორი და მეც გადავწყვიტე პატარა აპდეითი გაუკეთო ამ თემას. ესე იგი, როგორც თემის დასწყისში მქონდა აღნიშნული, კონდორისთვის გამოწერილი მქონდა სხვადასხვა დამატებითი ნაწილები ტუნინგისთვის (იხ.სურათები), რედუქტორის ჩამოსვლის შემდეგ, ყველა ზემოაღნიშნული ნაწილი უკვე ხელთა მქონდა და გთავაზობთ იმას, რაც საბოლოო ჯამში გამოვიდა. ეს არის talontunes.com - იდან გამოწერილი ჰაერის გადამშვები ცვლადი შიდა დიამეტრებით. მას ვიყენებ მხოლოდ JSB 10.34 გრ. ტყვიებზე, რათა შევამცირო გასროლის სიჩქარე ადეკვატურ მნიშვნელობამდე. თუკი ვიყენებ JSB 25.39 გრ. ტყვიებს, მაშინ ჰაერის გადამშვების შიდა დიამეტრის შემცირება არ მჭირდება, შესაბამისად რჩება გადამშვები მაქსიმალური (5.4 მმ) კვეთით. ![]() ეს არის AR-15 -ის სახელური, რომელიც დამეთანხმებით გაცილებით ერგონომიულია კონდორის ქარხნულ სახელურთან შედარებით. პატარა ხელის შევლება დასჭირდა და დადგა თოფზე იდეალურად. მაგრამ ეს სახელური დაგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასთან ერთად დააყენებთ იგივე talontune-ს ე.წ. rtigger guard-ს ეს სახელური ![]() ესეც rtigger guard-ი ![]() როგორც ადრე ავღნიშნე კონდორის კონდახი რბილად რომ ვთქვათ, მაინც და მაინც მოხერხებული ვერ არის, ამიტომ ამის გამოსწორებაში დამეხმარა აი ეს ![]() საერთო ჯამში ეს ნაწილები ასე გამოიყურება ![]() კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც მართალია საერთოდ არ მჭირდება როცა 10.34 გრ-იან ტყვიებს ვისვრი, რადგან კონდორის თავისი ინტეგრირებული შრაუდერი იდეალურად ახშობს ხმას, მაგრამ მჭირდება როცა 25.39 გრ-იან ტყვიებზე გადავდივარ,რადგან ამ შემთხვევაში ხმა საკმაოდ იმატებს, ამ დამატებითი საუნდმოდერტორით კი ხმა თითქმის 10.34 გრ-იანი ტყვიების დონეზე დაიყვანება. ![]() ![]() და ბოლოს ALTAROS რედუქტორი. მართალი გითხრათ თავიდან ცოტა ეჭვები გამიჩნდა რედუქტორის ზომებიდან გამომდინარე, რამდენად ეფექტური იქნებოდა. ეს ეჭვები ჯა-ჯა -მაც გააღრმავა, როცა რედუქტორი ნახა, რადგან რედუქტორის უკან მოცულობა ცოტა არ იყოს პატარად მოგვეჩვენა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დატესტვის შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. რედუქტორი დაყენებული აღმოჩნდა 1900 psi გამომავალ წნევაზე, ჰოდა 3000 psi-დან 1900 psi-მდე 25.39 გრ-იანი JSB-ით გამოვიდა 53 გასროლა საშუალო სიჩქარით 263 მ/წმ. ცხრილს დაბლა დავდებ, აქ ფიშტოს საერთო ხედი ეს რედუქტორი( ორი მანომეტრი გამოვიდა, ერთი მიჩვენებს რეზერვუარის წნევას, მეორე კი რედუქტორის შემდეგ წნევას) ![]() ეს კონდახი ![]() ეს AR-15-ის სახელური და talontun-ის სასხლეტის მცველი(trigger guard) ![]() და ესეც საერთო ხედი ![]() ქვემოთ წარმოდგენილია ქრონზე დატესტვის შედეგები. JSB 25.39 გრანი. 1. 263 2. 264 3. 264 4. 263 5. 262 6. 262 7. 262 8. 262 9. 263 10. 262 11. 262 12. 262 13. 262 14. 264 15. 264 16. 263 17. 265 18. 266 19. 265 20. 264 21. 264 22. 264 23. 264 24. 265 25. 264 26. 264 27. 264 28. 263 29. 264 30. 264 31. 265 32. 265 33. 263 34. 263 35. 263 36. 265 37. 263 38. 263 39. 263 40. 264 41. 263 42. 262 43. 264 44. 265 45. 266 46. 265 47. 264 48. 262 49. 264 50. 263 51. 263 52. 261 53. 262 აქ რედუქტორმა დაამთავრა თავის საქმე და თოფი გადავიდა პირდაპირ წნევაზე 1900 psi 54. 260 55. 257 56. 257 57. 256 58. 257 59. 257 60. 255 61. 254 62. 252 63. 251 1600 psi მაშ ასე 53 გასროლა რედუქტორზე 5 მ/წმ დიაპაზონში და 63 საერთო ე.წ. გამოყენებადი გასროლა. მე მგონი არაა ცუდი შედეგი. ჩემი აზრით 10.34 გრ-იანი ტყვიებით მინიმუმ ორჯერ მეტ გასროლას მივიღებ რედუქტორზე. ნუ მაგას მერე დავტესტავ. რაც შეეხება მიზანში სროლას და ჯგუფებს, სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ვერ მოვაბი თავი, ხან ამინდმა შემიშალა ხელი, ხან სამსახური და ა.შ. იმედია უახლოეს მომავალში, როგორც კი ამინდები გამოვა, სიზუსტეზე სროლის შედეგებსაც მოგახსენებთ. თუმცა აქვე მინდა გითხრათ, რომ 15 მეტრზე ორივე ტყვიით შეიძლება ითქვას,რომ დიამეტრის ზომის ხვრელს აკეთებს, მარა რა თქმა უნდა მესმის, რო 15 მეტრი მანძილი არაა კონდორისთვის, მარა ეს ისე მოვიტანე სათქმელად... ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 03:43 PM |
Hosted by Pro-Service |