![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 ![]() |
მოგესალმებით ყველას, როგორც იქნა შევძელი და წავიჭირე ყურებით ისეთი ამინდი როგორიც სჭირდებოდა იმას რის გაკეთებასაც ვაპირებდი დღეს ანუ რამდენიმე გასროლიდან 150 მეტრში უნდა მომენადირებინა ბერტყვი და პარალელურად ოპტიკის გასწორებისას 25 და 50 მეტრზეც გავაკეთე ჯგუფები. ამინდი იყო იდიალური და ადგილი ხო საერთოდ უიდიალურესი. ძალიან იშვიათად ზურგის ქარი თუ მიფუჭებდა ვერტიკალს. დანარჩენ შემთხვევებში ყველაფერი იყო იდიალურად ანუ ჰორიზონტალისთვის ხელის შემშლელი ნიავიც კი არ მიგრძვნია. გადავიდეთ დეტალებზე ანუ თოფზე ტყვიებზე და ოპტიკაზე. ეს თემა ვინც გაააქტოალურა იცით რომელ თოფზეც იყო საუბარი თუმცა მე მაინც დავწერ მათთვის ვინც არ იცის, რომ საუბარი იყო ჩემს ექს ნიტროზე, რომელიც ჩამოაქვს გრეგორს და ზუსტად მან მათხოვა დღეს ეს თოფი. Benjamin Nitro BT1500WNP გადავიდეთ ტყვიებზე, პირველად ოპტიკის გასწორება დავიწყე JSB-ის 13.43 გრეინიანი ტყვიებით და მალევე მივხვდი, რომ კარგი შედეგის მიღება გამორიცხული იყო და სწრაფადვე გადავინაცვლე JSB 10.34-ზე ![]() ოპტიკა მქონდა Vortex Viper HS 4-16x44 ჩემი ნანატრი Vortex Precision რინგებით ![]() ![]() ერთი რჩევა მინდა მოგცეთ ნიტრო ზამბარიანი თოფის მფლობელებს. ბალიშიდან სროლისას შეეცადეთ თოფი მოიზიდოთ ქვემოთ ბალიშისკენ რაც შეიძლება თანაბარი ძალით ყოველი გასროლისას და მნიშვნელოვანს თუ არა შესამჩნევ სხვაობას მაინც იგრძნობთ ჯგუფებში. ![]() გადავინაცვლოთ უშუალოდ ჯგუფებზე, რაზეც ძალიან დიდი დრო არ დამიკარგავს, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ 150 მეტრზე სასროლად ამინდის გაშვება არ მინდოდა ხელიდან. ნუ 25 მეტრზე ცოტა წვალებას მაინც ვერ ავცდი, პირველ სამიზნეს ვესროლე რამდენიმე ათეული 13 გრეინიანი და მივხვდი რო ტყვიები უნდა შემეცვალა. გადავინაცვლე 0.67-ზე და პირველი ორი ჯგუფიც გავაკეთე 25 მეტრზე ![]() ![]() ![]() აქედან უკვე შეძლებისდაგვარად თანაბარი ძალით თოფის ბალიშისკენ მოზიდვა დავიწყე და შედეგიც სახეზეა ![]() ![]() 50 მეტრზეც დაახლოებით იგივე გავაკეთე, პირველ ქაღალდს ვესროლე 15-20 ტყვია და მეორეზე ეგრევე ჯგუფი. ნუ ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ 10 ჯგუფიდან 2-3 ჯგუფის 40-45-მმ-დე შემოწევაც შეიძლება. ოდესღაც სადმე თუ გავედით თქვენ თვალწინ 10-დან 3-ს 40-45მმ-ან ჯგუფებს გავაკეთებ ![]() ![]() ![]() და ყველაზე მთავარი 150 მეტრი, რომელზეც ასევე ცოტათი წვალება დამჭირდა სანამ საერთოდ ყუთს გავარტყავდი. ჩემი მეგობარი დადგა ახლოს სამიზნესტან და პაპრავკებით მიმიყვანა ნელნელა მიზნამდე. ნუ იმის გამო რომ ცალი ბალიშით ვისროდი, მახავიკების ტრიალი აღარ დამიწყია იმის შიშით, რომ ამინდი არ არეულიყო. ![]() მიზნამდე რო მივედი ქაღალდები გამოვცვალე და 2 ცდა გავაკეტე 10-10 გასროლით პირველ ცდაზე 10-დან 9 გავარტყი ყუთს და სამიზნეში მოხვედრილი 4 ტყვიიდან რამდენი მოხვდებოდა კაჭკაჭს თქვენ იმსჯელეთ, ჩემი აზრით 2 ან 1 ყველა შემთხვევაში ![]() მეორე ცდაზე მთლიანად ქაღალდების გამოცვლა დამეზარა და მარტო სამიზნე გამოვცვალე, თუმცა პირველი ცდისას სამიზნის გარეთ მოხვედრილი ტყვიების მონიშვნა არ დამზარებია ![]() მეორე ჯერზეც ზუსტად იგივე განმეორდა, ერთი ტყვია საერთოდ აცდა ყუთს, 9 ტყვია მოხვდა და 4 სამიზნეს მოხვდა. ![]()
რედაქტირების მიზეზი: ცენზურა
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
okela84 პირველი თხოვნა მექნება შენთან და სხვებთანაც, როდესაც ასეთ მიმოხილვას დებთ სურათის ზომები დააპატარავეთ ხოლმე არ ასე 600x800-ზე ან მაქსიმუმ 1024x768-ზე... იშვიათია როდესაც მაგაზე დიდი ზომაა საჭირო, მაინც ფორუმის ბირთვი აპატარავებს ამ პროსტინას და 30%-ს აჩვენებს ორიგინალი სურათიდან, ან რა საჭიროა ეკრანს 2-3-ჯერ აღემატებოდეს სურათი და მერე მაუსით გიწევდეს იქეთ აქეთ სირბილი ![]() დალშე რაც შეეხება მიმოხილვას, მომწონს კარგია, დანარჩენებს მოვუწოდებთ მიბაძეთ კაცს, რავარც იქნა 1-2 კაცი გამოჩნდა ფორუმზე რომლებმაც მოუწოდეს თავის თავს გამოძებნეს სითამამე და დაიწყეს მიმოხილვების და რეპორტების დადება ეს ძალიან სასიამოვნოა ![]() აი ამ სამიზნეში სროლას კი.... რავიცი რაფერ ახერხებთ ასეთ პონტშI დამიზნებას ![]() ![]() და ბოლოს რომ წერ აი ამ კონკრეტულ სურათზე რომ 1-2 მაინც მოხვდებოდაო... ![]() ვერ დაგეთანხმები, დაადე აბა მაგას კაჭკაჭის სილუეტი და ყველაზე კაი შემთხვევაში ან მუცლის ბუმბულს გაპარსავდი ან კუდის ბუმბულს აუფორიაქებდი... არ მინდა ბოროტი ბიძია გამოვიდე, მაგრამ არ აქვს გაპუტულ კაჭკაჭს რაიმე დიდი ზომა, ჯერ ისედაც პატარაა ზომით თავის ბუმბულიანათ და რომ გაატყაო ვააბშე წიწილა რჩება ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2024 - 02:51 PM |
Hosted by Pro-Service |