![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 ![]() |
მოგესალმებით ყველას, როგორც იქნა შევძელი და წავიჭირე ყურებით ისეთი ამინდი როგორიც სჭირდებოდა იმას რის გაკეთებასაც ვაპირებდი დღეს ანუ რამდენიმე გასროლიდან 150 მეტრში უნდა მომენადირებინა ბერტყვი და პარალელურად ოპტიკის გასწორებისას 25 და 50 მეტრზეც გავაკეთე ჯგუფები. ამინდი იყო იდიალური და ადგილი ხო საერთოდ უიდიალურესი. ძალიან იშვიათად ზურგის ქარი თუ მიფუჭებდა ვერტიკალს. დანარჩენ შემთხვევებში ყველაფერი იყო იდიალურად ანუ ჰორიზონტალისთვის ხელის შემშლელი ნიავიც კი არ მიგრძვნია. გადავიდეთ დეტალებზე ანუ თოფზე ტყვიებზე და ოპტიკაზე. ეს თემა ვინც გაააქტოალურა იცით რომელ თოფზეც იყო საუბარი თუმცა მე მაინც დავწერ მათთვის ვინც არ იცის, რომ საუბარი იყო ჩემს ექს ნიტროზე, რომელიც ჩამოაქვს გრეგორს და ზუსტად მან მათხოვა დღეს ეს თოფი. Benjamin Nitro BT1500WNP გადავიდეთ ტყვიებზე, პირველად ოპტიკის გასწორება დავიწყე JSB-ის 13.43 გრეინიანი ტყვიებით და მალევე მივხვდი, რომ კარგი შედეგის მიღება გამორიცხული იყო და სწრაფადვე გადავინაცვლე JSB 10.34-ზე ![]() ოპტიკა მქონდა Vortex Viper HS 4-16x44 ჩემი ნანატრი Vortex Precision რინგებით ![]() ![]() ერთი რჩევა მინდა მოგცეთ ნიტრო ზამბარიანი თოფის მფლობელებს. ბალიშიდან სროლისას შეეცადეთ თოფი მოიზიდოთ ქვემოთ ბალიშისკენ რაც შეიძლება თანაბარი ძალით ყოველი გასროლისას და მნიშვნელოვანს თუ არა შესამჩნევ სხვაობას მაინც იგრძნობთ ჯგუფებში. ![]() გადავინაცვლოთ უშუალოდ ჯგუფებზე, რაზეც ძალიან დიდი დრო არ დამიკარგავს, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ 150 მეტრზე სასროლად ამინდის გაშვება არ მინდოდა ხელიდან. ნუ 25 მეტრზე ცოტა წვალებას მაინც ვერ ავცდი, პირველ სამიზნეს ვესროლე რამდენიმე ათეული 13 გრეინიანი და მივხვდი რო ტყვიები უნდა შემეცვალა. გადავინაცვლე 0.67-ზე და პირველი ორი ჯგუფიც გავაკეთე 25 მეტრზე ![]() ![]() ![]() აქედან უკვე შეძლებისდაგვარად თანაბარი ძალით თოფის ბალიშისკენ მოზიდვა დავიწყე და შედეგიც სახეზეა ![]() ![]() 50 მეტრზეც დაახლოებით იგივე გავაკეთე, პირველ ქაღალდს ვესროლე 15-20 ტყვია და მეორეზე ეგრევე ჯგუფი. ნუ ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ 10 ჯგუფიდან 2-3 ჯგუფის 40-45-მმ-დე შემოწევაც შეიძლება. ოდესღაც სადმე თუ გავედით თქვენ თვალწინ 10-დან 3-ს 40-45მმ-ან ჯგუფებს გავაკეთებ ![]() ![]() ![]() და ყველაზე მთავარი 150 მეტრი, რომელზეც ასევე ცოტათი წვალება დამჭირდა სანამ საერთოდ ყუთს გავარტყავდი. ჩემი მეგობარი დადგა ახლოს სამიზნესტან და პაპრავკებით მიმიყვანა ნელნელა მიზნამდე. ნუ იმის გამო რომ ცალი ბალიშით ვისროდი, მახავიკების ტრიალი აღარ დამიწყია იმის შიშით, რომ ამინდი არ არეულიყო. ![]() მიზნამდე რო მივედი ქაღალდები გამოვცვალე და 2 ცდა გავაკეტე 10-10 გასროლით პირველ ცდაზე 10-დან 9 გავარტყი ყუთს და სამიზნეში მოხვედრილი 4 ტყვიიდან რამდენი მოხვდებოდა კაჭკაჭს თქვენ იმსჯელეთ, ჩემი აზრით 2 ან 1 ყველა შემთხვევაში ![]() მეორე ცდაზე მთლიანად ქაღალდების გამოცვლა დამეზარა და მარტო სამიზნე გამოვცვალე, თუმცა პირველი ცდისას სამიზნის გარეთ მოხვედრილი ტყვიების მონიშვნა არ დამზარებია ![]() მეორე ჯერზეც ზუსტად იგივე განმეორდა, ერთი ტყვია საერთოდ აცდა ყუთს, 9 ტყვია მოხვდა და 4 სამიზნეს მოხვდა. ![]()
რედაქტირების მიზეზი: ცენზურა
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Banned პოსტები: 1,789 რეგისტრ.: 21-December 14 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: დუშეთი-ჟინვალი წევრი №: 2,024 ქალაქი:დუშეთი ![]() |
okela84 მასეთ პოზიციიდან რო ეგეც შესძელი,რაც გვაჩვენე,ყოჩაღ!!! იარაღი,თუ მთლად თავისუფლად არ დევს,ჩემი აზრით,ჯგუფების კეთება,ძალიან რთულია და შესაბამისად აზრიც არ აქვს. მოკლეედ,მაგიდა და ორი ბალიში ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,361 რეგისტრ.: 10-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,257 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა SCORPIONS ვწევარ ხოლმე და მასე მიჭირს.....და დგომით,ვაშეეეეეეე რა ![]() არ იდგა, იჯდა, და ბალისიც ჰქონდა, ამას კი მნიშვნელობა აქვს... ციტატა okela84 ციტატა ხ.მ.ე.ლ.ო სასხლეტის მიუჩვევლობის ბრალია. 500-მდე ტყვია უნდა მაგ საქმეს და ეგ პრობლემაც გვარდება ნაწილობრივ. თუმცა დარეგულირებით უკეთ მოგვარდება ალბათ. შესაძლებელია, ისე კი მე სასხლეტის ვინტი გამოცვლილი მქონდა, ეგ ვინტები რაც მოჰყვება საკმაოდ დაბალია და კარგად ვერ ურეგულირებს სასხლეტს, (კარგად კი არა საერთოდაც ვერ ურეგულირებს) მე ზუსტად ზავაცკოის ნაირი ცოტა მეტად გრძელი ვინტი დავუყენე და რომ დავატრიალე საგრძნობლად შეწია სასხლეტი და მიდიხარ რაღაც პოზიციამდე და მერე უკვე პატარა შეხებისას გამოიკვრება სასხლეტი, სჯობს ვინტი შეუცვალო და გაგიადვილდება ბევრად, თორემ მასე ვიცი რა სიტუაციაც წარმოიქმნება, დაუმიზნებ გამოკვრა გინდა, ნელ-ნელა ზიდავ სასხლეტს და ამ დროს თოფზე მაინც მოქმედებს ეგ სასხლეტის მოზიდვა და მოზრაობს, შედეგად კი სამიზნეს ისე ვერ ხვდება როგორც საჭიროა... ციტატა geojorjika ისე ვიტყოიდი ტომ მეტს მოველოდი 25 მეტრზე, ასე 5თეთრიანისხელა ჯგუფს მაინც თუმცა ისიც გასათვალისწინებელია რომ არცთუისე მოხერხებული პოზიციიდან ისროდი ხო ნუ, მეც ასე მგონია რომ 25 მეტრისთვის ცუდი ჯგუფებია და არც პოზიციააა ცუდი მე თუ მკითხავთ... რავიცი რავიცი, გახრიოკებულ ბლოკზე დაჯდომილი და სოლზე ჩამოყრდნობილ მდგომარეობაში ვისვროდი და კი იცით ის ჯგუფები რაც ბენჟამინის თემაში ავტვირთე... okela84 სასხლეტის ვინტი უეჭველი შესაცვლელია, ასევე გაითვალისწინე ისიც რომ რომელიმე კონკრეტული ტყვიის ხმარებამდე, ან ჯგუფის გასაკეთებლად წასვლის წინ თოფის ლულა უნდა გაწმინდო. მაგასაც აქვს მნიშვნელობა. P.S მაგ თოფს ლულის ვინტიც კარგად უნდა ჰქონდეს დაფიქსირებული თორემ დიდი ძალის შედეგად, რამდენიმე გასროლის შემდეგ იშვებს და ზეგავლენას ახდენს ჯგუფების სიზუსტეში.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 07:41 AM |
Hosted by Pro-Service |