ლულის კვეთის "ფასკა", როგორ გავაკეთოთб მანუალი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
ლულის კვეთის "ფასკა", როგორ გავაკეთოთб მანუალი |
Feb 7 2009, 11:35 AM
პოსტი
#1
|
||
Rastafari ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 |
სწორად გაკეთებული ლულის კვეთის "ფასკა", ცეცხლსასროლი თუ პნევმატური იარაღი იქნება, არის ზუსტი გასროლის 80%, დანარჩენი კი 10-10% არის ტყვიის ხარისხი და მსროლელის გამოცდილება. ცეცხლსასროლ იარაღს როგორც წესი უკვე აქვს, ნორმალური ლულის კვეთის "ფასკა" და მაგის უმაღლეს ხარისხს აქცევენ ყურადღებას მხოლოდ ზეზუსტი სროლის შაშხანებზე. პნევმატურ იარაღში კი, თუ ეს არ არის ძვირად ღირებული ევროპული ბრენდი, ძირითადად საშინელი "ფასკებია". არა და იქედან გამომდინარე რომ პნევმატიკას აქვს დაბალი ენერგეტიკა და ასე ვთქვათ ტყვიის ქვე-ბგერის სიჩქარე, ლულის კვეთის ფასკა ძალიან დიდ გავლენას ახდენს ტყვიის სტაბილურობაზე. ამ თემაში მინდა გავაკეთო ვრცელი, ასე ვთქვათ, მანუალი, თუ როგორ გავაკეტოთ ლულის კვეთის "ფასკა" პნევმატური შაშხანას ლულაზე. არსებობს უამრავი მეთოდი. ჩვენ კი გავჩერდებით ყველაზე მარტივ, და ხელმისაწვდომ მეთოდზე, რომლისთვის არ დაგვჭირდება სპეციალური ხელსაწყოები და დაზგები. ყველა სამუშაოს, ჩატარება თავისუფლად შესაძლებელია სახლის პირობებში, ელემენტალური ინსტრუმენტის გამოყენებით. ჯერ სურათებს დავდებ როგორი არის ხოლმე ქარხნული "ფასკა", და როგორი უნდა გავხადოთ იგი. 3-4 დღეში იქნება თვითონ მანუალი. ქარხნული "ფასკა" f1.jpg ( 24.48 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 199 f2.jpg ( 23.85 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 174 დამუშავებული "ფასკა" f3.jpg ( 39.63 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 188 ქარხნული ფასკა შტეირ-ზე f4.jpg ( 36.71 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 151
| |
> |
|
|
Apr 8 2015, 08:40 AM
პოსტი
#2
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
SVD მიზეზი მაინტერესებს რატომ არის აკრძალული 4.5 ზევით? ადრესატი შეგეშალა მაგ კითხვისთვის ეეგ კითხვა ჩვენც გვაქვს, მაგრამ როგორც ირკვევა ეგ კითხვა ჩვენ კი არა უნდა დაუსვა ჯერ, ედიკას დროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, შემდეგ, მიშას დროინდელ შსს-ს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს, თუმცა ახლა ეგ "პამიატნიკივით" ზის და რაღას გიპასიუხებს... დალშ ეუნდა მიმართო ხალხზე ზრუნვით ტვინმოღუნულ ივანიშვილის დროინდელ შსს-ს მინისტს ღარიბაშვილს, თუმცა მაგან ისეთ სტანდარტებს მოაწერა ხელი რომ თამამად შემიძლია გითხრა გაგებაში არაა და ვერ გიპასუხებს რა არის პოლისჯოხი და რა არის თოფი... მაგის მერე იყო ინტელექტის მფრქვეველი და აი ერუდიციის ეტალონის მქონე შსს-ს მინისტრი ჭიკაიძე... ეგ იმდენად ჭკვიანი იყო რომ ისეთ კანონს მოაწერა ხელი რომლის გამოც დღემდე პნევმატური იარაღის გაფორმება გვინდა და ვერ ვიფორმებთ... შედეგად მემგონი ეგეც ვერ გიპასუხებს, იმიტომ რომ პოლისჯოხს და თოფს კი არა პოლისჯოხს და ბაბოჩკა დანას ვერ ანსხვავებდა ერთმანეთისგან.. ამიტომაც ინტერექტმა უკარნახა სანამ დროა გადადექიო და ისე წავიდა რომ სად წავიდა კაცმა არ იცის... ახლანდელი შსს-ს მინისტრი კიდევ რავიცი მგონი ფიზიკურად არ სცალია რომ გიპასუხოს, ჯერ სხვა საქმეებია მოსაგვარებელი, არ დავიწყებ ახლა ჩამოთვლას აი იმათ ყველას რომ მოაგვარებს ალბათ მერე თავისუფალი 1-2 კვირა რომ გამოუჩნდება შეიძლება დაფიქრდეს ღირს თუ არა მაგ კითხვაზე პასუხის გაცემა
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2024 - 04:21 PM |
Hosted by Pro-Service |