![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() Rastafari ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 ![]() |
სწორად გაკეთებული ლულის კვეთის "ფასკა", ცეცხლსასროლი თუ პნევმატური იარაღი იქნება, არის ზუსტი გასროლის 80%, დანარჩენი კი 10-10% არის ტყვიის ხარისხი და მსროლელის გამოცდილება. ცეცხლსასროლ იარაღს როგორც წესი უკვე აქვს, ნორმალური ლულის კვეთის "ფასკა" და მაგის უმაღლეს ხარისხს აქცევენ ყურადღებას მხოლოდ ზეზუსტი სროლის შაშხანებზე. პნევმატურ იარაღში კი, თუ ეს არ არის ძვირად ღირებული ევროპული ბრენდი, ძირითადად საშინელი "ფასკებია". არა და იქედან გამომდინარე რომ პნევმატიკას აქვს დაბალი ენერგეტიკა და ასე ვთქვათ ტყვიის ქვე-ბგერის სიჩქარე, ლულის კვეთის ფასკა ძალიან დიდ გავლენას ახდენს ტყვიის სტაბილურობაზე. ამ თემაში მინდა გავაკეთო ვრცელი, ასე ვთქვათ, მანუალი, თუ როგორ გავაკეტოთ ლულის კვეთის "ფასკა" პნევმატური შაშხანას ლულაზე. არსებობს უამრავი მეთოდი. ჩვენ კი გავჩერდებით ყველაზე მარტივ, და ხელმისაწვდომ მეთოდზე, რომლისთვის არ დაგვჭირდება სპეციალური ხელსაწყოები და დაზგები. ყველა სამუშაოს, ჩატარება თავისუფლად შესაძლებელია სახლის პირობებში, ელემენტალური ინსტრუმენტის გამოყენებით. ჯერ სურათებს დავდებ როგორი არის ხოლმე ქარხნული "ფასკა", და როგორი უნდა გავხადოთ იგი. 3-4 დღეში იქნება თვითონ მანუალი. ქარხნული "ფასკა" ![]() ![]() დამუშავებული "ფასკა" ![]() ქარხნული ფასკა შტეირ-ზე ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
SVD ბიჭებო ნარეზს რა უკეთებს ლულას შეგიძლიან მანახოთ სურათი ? კარგად გამეღიმა, ![]() ამ ეტაპზე მხოლოდ 31-ე ქარხანას აქვს ეგეთი სტანოკი, ისიც ძველი რუსული, მაგრამ მხოლოდ სამხედრო დაკვეთებს აკეთებენ ![]() ისე კი საერთო განვითარებისთვის უნდა იცოდე რომ არსებობს 2 დამზადების ძირითადი მეთოდი, ერთი არის, პუანსონის გამოყენებით, მეორე არის ჭედური მეთოდი.. პირველს იყენებს მთელი ცივილიზებური სამყარო, მეორეს კი საბჭოთა კავშირი და პოსტ საბჭოთა ქვეყნები სადაც იარაღი წარმოებდა. ძირითადი პროცესი შემდეგია: ჯერ მზადდება ბალვანკა გარკვეული გარე დიამეტრის (იმაზე მეტი ვიდრე ბოლოს ლულა იქნება), შემდეგ სპეციალური დაზგებით ხდება ღრმა ხვრეტა, რუსულად ჰქვია "გლუბოკოე სვერლენიე" ინგლისურად Gun Drilling. მაგის მერე მიუხედავად იმისა რომ ზედაპირი საკმაოდ სუფთაა ხდება შიდა ზედაპირის საბოლოოდ კალიბრირება, სხვადასხვა ინსტრუმენტებით რომ აფსოლუტურად სუფთა ზედაპირი იყოს და პლიუს აფსოლუტურად მთელს სიგრძეზე იყოს ერთნაირი ზომის, მიკრონებში. ამის შემდეგ პროცესი იყოფა, იმის და მიხედვით პუნსონით კეთდება ნარეზები თუ ჭედურობით. - პუანსონის შემთხვევაში ლულის ზაგატოვკა ტრიალებს ნელა ხოლო ლულაში წინიდან უკანა მიმართულებით, ანუ შეტენვით კი არა გამოქაჩვით ხდება ვოლფრამის შენადნობის მქონე სპეციალური პუქნსონის გატარება, რომელიც ლულაში სასურველ ბიჯს და ღარებს ტოვებს, პუანსონი შეიძლება რამდენიმე გატარდეს იმის და მიხედვით თუ რა სიღრმის და რა სიზუსტის, ან სისუფთავის ზედაპირია შიგნით საჭირო - ჭედურობის დროს, იგივე ვოლფრამის ზაგატოვკაზე რომელსაც უკვე აქვს მთლიანი ლულის შიდა გეომეტრიის სრული ფორმა, ხდება უკვე გამზადებული და დამუშავებული ზაგატოვკის ჩამოცმა, შემდეგ კი ამ ზაგატოვკის გარკვეულ ტემპერატურაზე გათბობა (და არა გაცხელება და გავარვარება) და გარედან სპეციალური ჩაქუჩებით ლულის შემოჭედვა ვოლფრამის ზაგატოვკაზე, შედეგად ლულის შიდა მხარე იღებს ზაგატოვკის ფორმას, შემდეგ ზაგატოვკის ამოგდება ხდება ცალკე სტანოკით და ლულა პრაქტიკუალდ მზადაა... ამის მერე ორივე მეთოდით დამზადებული ლულა გადის შიდა ხვრელის მიმართულების კორექტირებას რომ ლულა შიგნიდან აფსოლუტურად სწორე იყოს, შედმეგ დაზგაზე ხდება გარე დიამეტრის სასურველ ზომაზე დაყვანა და ზედმეტი ნაწიბურების ჩამოჭრა... ნუ ახლა ფასკის, ჩოკის გაკეთება და წრთობა რომელ ეტაპზე მიდის არ ვიცი, ყველა თავის მეთოდს იყენებს და იმეტეს წილად საიდუმლოა ![]() pilotina აი ეს არა ეგ არაა ლულის ხრახნების გასაკეთებელი, ეგ არის რაიბერი, ინგლისურად Reamer და გამოიყენება ხვრელის კალიბრირებისათვის, ანუ ვთქვათ გინდა ზუსტად 6 მილიმეტრიანი ხვრელი სუფთა ზედაპირით, ამ შემთხვევაში ხვრიტავ ხვრელს 5.8 მილიმეტრიანი სვერლოთი, შემდეგ 5.9-იანით და მაგის მერე უნდა გაატარო ნელი ბრუნით ეგ რაიბერი რომ მიიღო სუფთა ზედაპირი, საწარმოო მაშტაბებში მაგ რაიბერებს აქვს 3 ზომა, ანუ მინუს ზომა, ზუსტი ზომა და პლიუს ზომა, განსხვავება არის 0.01 მილიმეტრში, ანუ არის 5.99, 6.00 და 6.01 მილიმეტრი... ასე რომ დახვეული ფორმა რადგანაცაა ნუ გგონია რომ ხრახნების გასაკეთებელია, ეგეთი ახლო ბიჯი რომ ჰქონდეს ნარეზებს მაშინ ტყვია გაითლებოდა და გარეთ გლუვი გამოვიდოდა, როგორც წესი ბიჯი იგივე ტვისტი იწყება 30 სანტიმეტრიდან და ლულის სიჩქარის და მიხედვით შეიძლება იყოს 30 სანტიმეტრიანი ბიჯით ან 60 სანტიმეტრიანი ბიჯით, რას უფრო სწრაფი ლულაა მით უფრო დიდი მანძილია ბიჭებს შორის.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 07:53 AM |
Hosted by Pro-Service |