![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
კროსმანის საიტზე შევამჩნიე რაღაც წარწერა nitro piston, coming in june 16... ძალიან დამაინტერესა :blink: მოკლედ დღეს შევედი პირამიდის საიტზე და ჰოი საოცრებავ, თურმე ეს ნიტრო რაღაცა ყოფილა კროსმანის ახალი ზ.დ.პ. ჰაერის პრუჟინაზე- თეობენის ზ.დ.პ-სავით :o კონდახზე წერია რომ ნახშირბადოვანი ბოჭკოაო(ეჭვი მეპარება მთლიანად ნახშირბადოვანი ბოჭკო იყოს, მარა მგონი მართლა რაღაც ნაწილები ეგ მასალაა. ესეც ერთი სიახლე კროსმანისაგან ![]() იმედია ფასის მომატებასთან ერთად ხარისხიც გაიზარდა და რადგან ფასმაც კარგად აიწია (350$) ![]() მოკლედ სულ მინდოდა კარგი ზ.დ.პ. ჰაერის ზამბარაზე და თუ გაამართლებს ჩემი შემდეგი სამიზნე(ვაირაუხის შემდეგ რათქმა უნდა) ნამდვილად ეს იქნება... აი იმედის მომცემი სურათებიც: ![]() ![]() ეს ვერსია კონდახის "ციფრული კამუფლაჟით" მაგარი მომეწონა: ![]() ჰა რას იტყვით დისცოების მფლობელებო, დისკოსავით კარგი რო იყოს ღირს თუ არა ეს ზ.დ.პ ამდენი?
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
აი, ახალი ვიდეო: მგონი ყველამ ვინც ბოლო გასვლაზე იყავით კარგად ნახეთ ბენჯამინ მარადიორი რა ფიშტოა, მისი დამუშავების ხარისხი და ა.შ. რისი თქმა მინდა ამით, ვიფიქრე(და ალბათ არც შევცდები) რომ თუ მარადიორი და ეს ნიტრო ფიშტო ერტადერთი პროდუქტია რაც ამერიკაში, და არა ჩინეთში, იწარმოება კროსმანის მიერ, მაშინ ნიტრო ფიშტო საკმაოდ კარგი რამე ჩანს. ხარისხიც, სიზუსტეც, და ყურადღება დეტალებისაკენ ამ მოდელს მშვენიერ ვარიანტად აქცევს იმათთვის, ვისაც ჰაერის ზ.დ.პ. უნდა შედარებით იაფად (400-420 დოლარად). ეს ჩემი აზრია მხოლოდ და გთხოვთ თავი შეიკავოთ შემდეგი ტიპის კომენტარებისგან( მე ზ.დ.პ.-ში მაგდენის გადამხდელი არ ვარ, ისევ დისკო იყიდოს კაცმა ჯობია, ან, რა სისულელეა, ზ.დ.პ.-სკენ აღარ გავიხედები საერთოდ, იმიტომ, რომ ჩემაა 300 ლარიანმა თურქულმა/რუსულმა/ჩინურმა/ესპანურმა ზ.დ.პ.-მ კარგი შედეგები არ აჩვენა, და ა.შ.) მე რო იმდენი მქონდეს, რომ მარადიორის და ამის ყიდვა ერთბაშად შემეძლოს, ორივეს ვიყიდიდი, თუმცა დღეს პრიორიტეტი მარადიორია. აი მარადიორის შემდეგ კი ნამდვილად დავფიქრდები ამ ვარიანტზე, თუ რა თქმა უნდა სხვა უკეთესი ზ.დ.პ. ალტერნატივა არ გამოჩნდა ბაზარზე. :rolleyes:
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th June 2025 - 08:16 AM |
Hosted by Pro-Service |