![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
ასე თუ ისე Benjamin Discovery-ს მომხმარებლები საკმაოდ ვმრავლდებით საქართველოში, თოფი ასე ვთქვათ ბიუჯეტურია, ანუ 256$-იან პნევმატიკას მიზანში სროლა სპორტული 1500 ევროიანი თოფივით არ მოეთხოვება მაგრამ.... აქ მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ. მიუხედავათ იმისა, რომ საუბარია 0.177-იან კალიბრს ენერგია არა აქვს, არ აქვს თავიო, არ შეუძლია 50 მეტრზე ნორმალურად ისროლოს და 100 მეტრზე სროლა ლეგენდებიაო, მინდა უარვყო ეს მცდარი ლეგენდები. მაგალითად მოვიყვან 2-3 სიტუაციას რომელშიც პირადად მე მივიღე მონაწილეობა. თუმცა მანამდე მინდა გაგახსენოთ ჩვენი მე-2 გასვლა, ბოთლს როდესაც ვესროდით სადღაც 100 იარდზე (უხეშად 100 ნაბიჯზე), ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, რომ დისკოს აქვს მშვენიერი პოტენციალი. პირადად ვისროდი მაგ თოფიდან მეორე შეხვედრისას და რამდენიმე ბოთლს ვესროლეთ, მხოლოდ ერთი ჩავიწერეთ ვიდეოზე. მოკლედ 3 თუ 4 ბოთლს ვესროლე და ყველა მოხვდა მიზანს, ცვლილება იყო მხოლოდ ვერტიკალზე, მარცხნივ, მარჯვნივ გადახრა ამ თოფს კროსმანის 10.5 ტყვიებზე მაშინაც არ აღინიშნებოდა. ![]() მიუხედავად ამისა, დასადგენია რამდენად ზუსტია დისკო. ამისათვის გამოვიყენე 2 ადგილი, პირველი საექსპერიმენტო იყო საკუთარი უბანი, ვესროდი სადღაც 80-85 მეტრზე, მოპირდაპირე კორპუსის სახურავზე არსებული ლიფტის რკინის კარს. ამოვიღე მიზანში ერთერთი დაჟანგული ადგილი და ჩაკუზული მდგომარეობიდან, პირდაპირ ხელიდან ყველანაირი ფიქსირების გარეშე დავიწყე სროლა. ![]() თავიდან ერთ ადგილს ვუმიზნებდი და მარჯვნივ მიდიოდა. ნელნელა შევიტანე ცვლილებები ოპტიკის პარამეტრებში და მიზანი გასწორდა. გამეორება შესაშურია, თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმ დღეს კორპუსებს შორის ქარი დასეირნობდა და აშკარად შეჰქონდა კორექტივები ტყვიის ფრენის ტრაექტორიაში. მიუხედავად ამისა ვთვლი, რომ იმ დღეს მშვენივრად გაართვა დისკომ მიზანში სროლას თავი. არ დაგვავიწყდეს იმ დღეს იყო პატარა ქარ-ნიავი, პლიუს ყველანაირი მყარი საბრჯენის გარეშე მიდიოდა დამიზნება, უბრალოდ ოთახში იატაკზე წამომჯდარი და დისკო ხელში, საკმაოდ კარგად დადიოდა თოფი ხელში. შემდეგი ტესტირება ჩავატარე მე-5 გასვლის ადგილზე, გახსოვთ ალბათ ჯვრის მონასტრის ქვევით არსებული მდელო. გასახსენებლად სურათს დავდებ. ჩვენ ძირითადად ვისროდით 2 დისტანციაზე 45 და 70 მეტრზე. მაგრამ ყურადღება არავინ მივაქციეთ, რომ უკან კიდევ ერთი ბეტონის ფილაა, რომლამდეც კიდევ თითქმის 25 მეტრია. ანუ სადღაც საუბარია 90-95 მეტრზე. ![]() საქმის გასართულებლად სწორედ ამ ბეტონის ფილაზე ჩამოვალაგე პინგ-პონკის ბურთები. მიზნის გასწორების შემდეგ, ზედიზედ 5 ბურთი მოვხსენი, შედეგი მეგობარმაც გაიმეორა, მართალია ზედიზედ არა, მაგრამ ყოველ მეორე გასროლაში ბურთს ხსნიდა. ბურთები აგერ შეგიძლიათ ნახოთ ა.... ![]() ამჯერად უკვე ვიყენებდი მიწაზე დასაფენ პარალონს და cardwell-ის ტომრებს, რომლებიც გავსებული იყო ოპოზიციონერი წიწიბურათი ![]() მესამე და საბოლოო ექსპერიმენტი ჩემის მხრიდან. ისევ მოპირდაპირე კორპუსი, ამჯერად მოპირდაპირე კორპუსის შუაში ამოსული ნაგვის ბუნკერის მილის თავსახურავი გახდა სამიზნე. ![]() სამიზნე მანძილი სადღაც 90 მეტრამდეა, უფრო ზუსტად თქმა მიძნელდება. სამიზნედ ამოვირჩიე იმიტომ, რომ ჟანგიანია და ნატყვიარები წესით კარგად უნდა დამჩნეოდა. გასროლილია მხოლოდ 5 ტყვია. ამინდი იდეალური ოდნავი ნიავიც არ იყო. ვუმიზნებდი ერთ ადგილს და წესით შემეძლო კორექტივების შეტანა, მაგრამ რომ არ ყოფილიყო გაწელილი ჯგუფი გადავწყვიტე ერთი და იმავე ადგილისთვის დამემიზნებინა და მენახა რას გააკეთებდა თოფი. ![]() სროლის პოზიცია ისევ ხელიდან, იატაკზე ჯდომით, საყრდენად გამოიყენებოდა მუხლი. პირველი სროლისგან განსხვავებით ხელი ნაკლებად დადიოდა, მაგრამ მყარ საყრდენს ამას ვერ დავარქმევ. შედეგები ზედა სურათზეც ჩანს, მაგრამ დეტალურად შეგიძლიათ ძირა სურათს დააკვირდეთ. მემგონი ბიუჯეტური 256$-იანი თოფისთვის იდეალური სროლაა. ![]() უხეშად რკინაზე მოხვედრის შემდეგ ჩავთვალოთ თითო ტყვიის გადიდების და ლაქის დატოვება 6 მილიმეტრად. თუ ერთი ტყვიის მოწყვეტას არ ჩავთვლით (რომელიც აშკარად ჩემი ხელის ბრალია და არა დისკოსი), გამოდის, რომ ამ თოფმა სადღაც 90 მეტრის დისტანციაზე 20-22 მილიმეტრიანი ჯგუფი გააკეთა. რაღა ვთქვა იმ შემთხვევაზე როდესაც ეს თოფი მყარ საყრდენზე იქნება განთავსებული!!! მემგონი დისკოთი თავისუფლად შეიძლება შეჯიბრზე გასვლა, ამ თოფისთვის არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს 25 და 50 მეტრზე სროლა, თუ გავითვალისწინებთ რა სურათებიც მოვიყვანე..... მე მეტ კომენტს ვერ გავაკეთებ, და ვერც ვერავინ დამარწმუნებთ, რომ ამავე ფასებში მცურავი რომელიმე ზ.დ.პ.-ს მეშვეობით ასეთი შედეგის მიღწევა შეიძლება (PCP მეორე ამ ფასებში არ არსებობს).
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi ![]() |
ja_ja რითი გაზომე?
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th May 2025 - 01:55 AM |
Hosted by Pro-Service |