ჰატსან 125, ზოგი აქებს და ზოგიც აძაგებს. |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
ჰატსან 125, ზოგი აქებს და ზოგიც აძაგებს. |
Dec 22 2014, 05:54 PM
პოსტი
#1
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Banned პოსტები: 1,789 რეგისტრ.: 21-December 14 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: დუშეთი-ჟინვალი წევრი №: 2,024 ქალაქი:დუშეთი |
გამარჯობათ ყველას! ბევრი მსმენია 125 მოდელზე,ვიდეო მიყურებია,ინფო წამიკითხავს,მაგრამ მაინც ამომწურავად ვერ შევაფასებ,იმიტომ,რომ არ მაქვს ჰ.125. ტანაც ზოგი აქებს და ზოგიც აძაგებს!!! გამოცდილ (პნევმომანებთან) მაქვს კიტხვა. ღირს თუ არა 330 ლარის გადახდა ამ თოფში.? რათქმაუნდა, მჯობს მჯობი არ დაელევაო. მესმის,რომ ბევრად უკეთესის ყიდვა შეიძლება,მაგრამ ჰ.125-მა რა დააშავა ამის ფასი,რომ ასე იწუნებენ?????????????????????????????????? გმადლობთ ყურადღებისთვის. ველი თქვენს კომენტარებს...
| |
> |
|
|
Dec 22 2014, 08:02 PM
პოსტი
#2
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Banned პოსტები: 1,789 რეგისტრ.: 21-December 14 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: დუშეთი-ჟინვალი წევრი №: 2,024 ქალაქი:დუშეთი |
ნუ ჯერ გამარჯობა და კეთილი იყოს შენი შემოსვლა... სასიამოვნოა როდესაც ადამიანი ჯერ კითხულობს და მერე დაგროვებული ცოდნით ცდილობს რაიმეს გაკეთებას, ახლა კი რაც შეეხება შენს საკითხს... კერძოდ კი შენმა ერთმა კითხვამ გამიჩინა იქეთ დასასმელი კითხვა... ანუ SCORPIONS და შენში რა დადებით ემოციას თუ ფიზიკურ ფაქტს იწვევს ეგ იარაღი რომ მაგაზე გააჩერე თვალი? ნუ ახლა პირადი ჩემი გამოცდილება ისეთია რომ ვავა მარა სამწუხარო ისაა რომ ბევრი სხვაც ბოლოს იმავე დასკვნამდე მიდის ხოლმე... მოკლედ ძალიან არა ადეკვატური ძალა აქვს, ბევრს კაკრაზ ეგ იხმობს რომ იქ ემალის ქვაბს ხვრიტავს და აგურის კედლებს ანგრევს, რეალში კიდევ: 1) დიდი ძალა იჩიტება ძალიან ხისტი ზამბარის ხარჯზე, შედეგად გადატენვა ძალიან ძნელია, მე მაგალიტად 2 ხელით ვტენი და კონდახის ფეხებში ამოდებით სხვანაირად მაგარი მოუხერხებელია დატენვა და შეიძLება ლულა გაგექცეს დატენვისას 2) იმავე ხისტი სამბარის შეკუმშვის გამო ხშირია ზამბარის გატეხვა. ნუ ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს, არ შეიძLება მანქანაშI ტანკის მატორი ჩააყენო, გიხაროდეს და იძახოდე ძლიერიაო, მანქანა კომფორტისთვსი და მოხერხებულობისთვისაა და არა ძალკის ძალისთვის რომელიც რეალურ ცხოვრებაშI არავის არ სჭირდება 3) ისევ ხისტი ზამბარის გამო ხშირია დგუშის წინა რეზინის დაგლეჯვა დამტვრევა, უმოწყალოდ უტყაპუნებს წინა კედელს და აფუჭებს 4) ისევ ზამბარის გამო - გასროლისას იმდენად აგრესიულად იშლება ზამბარა რომ კაცი ვერ ვნახე რომელიც სიამოვნებას მიიღებ მაგ იარაღიდან, ყველა თავიდან იძახის მე განსხვავებული ვარ ეგ მე არ მეხებაო, მაგრამ ბოლოს ყველას ყელში ამოსდის ამოდენა ვიბრაცია ბეჭის ჩალურჯება უკუცემის გამო, ლულის და საერთოდ თოფის ხელში ხტუნავი რის გამოც ძნელია რაიმეს ადეკვატურად 10 მეტრზე ზემოთ დაუმისნო და გაარტყა (ახლა ტრაქტორს ვერ გაარტყავს მეთქი არ ვამბობ, ხელიდან 25 მეტრში ბოთლის ხუფის გარტყმა ლამის შამანიზმი და მთელი ვუდის რიტუალია) 5) იშვებს ყოველი მეორე ვინტი გასროლისას მოკვდები მაგათი მოჭერით, ზოგი ბოლოს ებოქსიტს ასხავს ვინტებზე რომ ტრამენაირად გააჩეროს ვინტები 6) ვერ აჩერებენ მაგ თოფზე ოპტიკებს, ყოველი გასროლის მერე უკუცემის გამო ოპტიკა უკან უკან მოსრიალებს, დააფიქსირებ და მერე თვითონ ოპტიკას ერხევა და იშლება შიგნით მთელი ლინზები, ბოლოს გაიხედავ და აღმოაჩენ რომ ბადე გდახრილია ან მთვრალი კაცივით დაქანქარებს მილში 7) თუ გადატენვისას ხელი გაგეშვა ლულა ისეთი ძალით იკეტება და ისეთი ინერცია აქვს რომ ეგრევე ზემოთ აიღუნება და მერე კაპიკია მაგის ფასი 8) მძიმეა და მთელი დღე მაგის თრევა ყველას ყელში ამოსდის 9) ის ძალა რაც მაგ თოფს აქვს არავის არ სჭირდება, იმიტომ რომ ტაფებზე ვერ ინადირებ და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ბუნებაშიც არ დაფრინავენ ტაფები და ქვაბები, ასე რომ სახლში ყველა ტაფის თუ ქვაბის დახვრეტის მერე ყველას ბეზრდება ეგ იარაღი, იმიტომ რომ ნადავლს სIჭრდება გარკვეული ძალა და არა იმაზე მეტი, მაგალიტად სუსტი კროსმან ფანტომი უფრო მოინადირებს რაიმე ფრინველს ვიდრე ეგ მონსტრი, იმიტომ რომ ჯერ ძნელია მაქედან გარტყმა და რომ გაარტყავ ისეთი სიჩქარით გაივლის ტყვია რომ მასში აკუმულირებუი ენერგიის 10%-ს ტოვებს სხეულში, მსხვერპლი კი შოკურ დარტყმას არ იღებს და სანამ მიხვდება რომ რაცხა მოხვდა და ბენზინის შლანგი გადაჭრილია, მანამდე კაიხანს იფრენს ან ადრენალინის ეფექტით აფრინდება და შორს ჩამოვარდება სდიე მერე მაგას ნადირობისას საჭIროა გარკვეული ძალა რომ ტყვია სხეულში მოხვდეს, ვერ გამოხვრიტოს და შიგნით დარჩეს ან გამოხვრიტოს, მაგრამ 50%-ზე მეტი ებერგია მაინც დატოვოს რომ მსხვერპლი შოკის გამო ჩამოვარდეს... რავი კიდევ სხვა არადადებითი ამბები მახსენდება, მაგრამ ნუ მიწყენ და უკვე ხელი დამაღალა ალბათ დამანგრეველი ძალა უფრო მიზიდავს მაგ თოფის და ფასიც. დიდ მადლობას მოგახსენებ ესე დაწვრილებით,რომ ამიხსენი ყველაფერი!!! თან იუმორიც კარგად ჩააქსოვე მოკლედ რომ გიტხრა ახსნის და გადმოცემის ნიჭი მაგარი გქონია. რას მეტყვი ბენჯო 1500-ზე? და კიდევ,მაგეებს მადე ინ ჩაინა რო აწერიატ,ეგ არაფერია??? გულს ვიმშვიდებ,მგონია,რომ კროსმანს ქარხანა აქვს ჩინეთის ტერიტორიაზე და სხვაგვარად ხო არ იქნებათქო. და კიდევ,ჯიგარი ხარ... ეს წერილი ეკუტვნის მას ვინც პირველმა გააკეთა კომენტარი ჩემს თემაზე.
| |
> |
|
|
Dec 22 2014, 08:24 PM
პოსტი
#3
|
|
მსროლელი ჯგუფი: Banned პოსტები: 523 რეგისტრ.: 12-December 14 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 2,020 ქალაქი:tbilisi |
|
> |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th June 2024 - 03:58 PM |
Hosted by Pro-Service |