გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> პნევმატურ იარაღში გარკვეული ხალხის რჩევა მჭირდება, Umarex USA Hämmerli CR20-S CO2 Combo .177 Pellet
g. giorgi
პოსტი Nov 28 2014, 02:08 AM
პოსტი #1


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 3-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,469



ფორუმელებს გაუმარჯოს! Umarex USA Hämmerli CR20-S CO2 Combo .177 Pellet ჩამოტანა ხერხდება 600 ლარად, თქვენის აზრით ღირს ეს იარაღი ეს თანხა ან რაიმე უკეთესის ყიდვა ხომ არ შეიძლება ამ ფასად ამაზონზე. ტყვიის სიჩქარე უწერია დაბალი- 560 FPS, და ამის გამო წამოვაყენე ეს საკითხი. გამოდგება მიზანში სასროლად?
ან კიდევ თუ შეგიდზლიათ მითხრათ ესეთ თოფებზე არი მოთხოვნილება? რომ არ მომეწონოს გაყიდვა შესაძლებელია?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
ja_ja
პოსტი Nov 28 2014, 12:25 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მგონი ჯერ ვერ ჩამოყალიბებურხარ რა რისთვისაადა შენ რა გინდა....

თუ არ წაგიკითხავს გადაიკითხე ეს ვებერთელა თემა, მერე გადაწყვიტე რა გინდა და ნუ ფიქრობ პირდაპირ იმაზე რომ იყიდი არ მოგეწონება გაყიდი, ეგრე ცხოვრებაში ვერაფერს გამოსაყენებელს ვერ იყიდი თუ რა თქმა უნდა ვაჭრობას არ აპირებ....


მარა ვაჭრობის შემთხვევაშიც უნდა იცოდე რა რომელი კუთხით ჯობია და რამდენად მოახერხებ ამა თუ იმ საქონლით ადამიანის დაინტერესებას, შენ კი ნამეტანი სპეციფიურ ნივთს მიადექი....

შენი მინი პოსტიდან ჩანს რამდენიმე პუნქტი:

1) ძალიან ახალი ხარ და ჯერ ძებნაში ხარ რა გინდა
2) აშკარად შორს ხარ ჯერ იმისგან თუ რომელი იარაღი რისთვისაა
3) ძალიან სპეციფიური იარაღი გაქვს არჩეული და თუ წინასწარ არ იცი რისთვის გინდა, ან თუ შესაბამისი სპეც მოთხოვნა არ გაქვს ტრენერისგან, ან ვინმე მრჩეველისგან მაშინ მგონი შარში გაყოფ თავს
4) მგონი მხოლოდ ფასით აფასებ და ფასდაკლებით რომ გაიჩითა ეგ უფრო გიზიდავს ვიდრე მისი პირდაპირი დანინულება

კონკრეტულად შენს ამორჩეულს რომ გადავხედოთ შემიძლია გითხრა შემდეგი:

ფირმა არის ძალიან სპეციფიური და უშვებს სპორტულ მოდელებს იუნიორებისთვის (ანუ ახალგაზრდა სპორცმენებისთვის). ნუ ეგ არის საკმაოდ ძლიერი გერმანული მწარმოებლის ამერიკული ქვედანაყოფი, რომელიც ძვირიანი მოდელების მაგივრად ყიდის იუნიორებისთვის შედარებით იაფიან მოდელებს, (ნუ ახლა ჯერ მოზარდს რომელიც ბოლომდე სპორცმენი არაა ძალიან ძვირიანი მოდელი რათ უნდა, ჯერ სროლა უნდა დაამუღამოს და რამე)...

მიუხედავად იმისა რომ Hamerly უშვებს იაფიან მოდელებს, ნუ გაიფიქრებ რომ იაფი გულისხმობს 1000$-ზე ნაკლებიან ფასებს... ეს საუბარია PCP მოდელებზე, მაგრამ არის უფრო იაფანი მოდელები სულ მთლად დამწყები სპორცმენებისთვსი ისეთი რომელსაც შენ მიადექი...

შენს მიერ ამორჩეული მოდელი არის სპორტული FT ვერსია AR20-ის შესუსტებული ვერსია სახელად CR20, სიმბოლო C შენს შემთხვევაში ნიშნავს Co2, ხოლო ორიგინალში არსებული სიმბოლო A ნიშნავს Air ანუ ჰაერზე მომუშავე სრულყოფილი PCP ვერსიაა.

AR20 იაფი არ ღირს, ეს კი საკმაოდ იაფია, ბევრი ნაწილი პლასტმასისაა და ალბათ ლულაც იმ დონის არაა რაც საჭიროა. ეგ მოდელი ალბათ განკუთვნილია სროლის სწავლისთვის, რომ არ იწვალო PCP იარაღის დატენვაზე, ნუ იქ ცალკე ნასოსის, თუ ბალონის შეძენაზე და ასე შედმეგ... მარტივი გამოსავალი ახალგაზრდებისთვის არის co2 ბალონი რომელიც დიდ დატვირთვებს და ფინანსურ ხარჯებს არ მოითხოვს (იარაღის აირით დატენვისთვის შემთხვვეაში იღლება ადამიანი ან ფულს ხარჯავს ბალონში და შედეგად სროლისთვის ნაკლები დრო გრჩება თუ ნასოს იყენებ, ან ბევრ ფულს ხარჯავ ბალონში ) შედეგად უფრო მეტ დროს უთმობ სროლას.

იმის გამო რომ იარაღი განკუთვნილია სპორტული სროლისთვის თან co2-ზე, მას არ გააჩნია პრეტენზიები მაღალ სიჩქარეებზე, co2 იდეალური გამოსავალია, დაბალი სიჩქარე და მსუბუქი ტყვია კი ნიშნავს მოკლე მანძილებს, პლიუს სპეციფიური კონდახის ფორმა, მოკლედ რავიცი, 35 მეტრზე ეს იარაღი უკვე კაი დიდ გაფანტვას იძლევა, ასე რომ მგონი მაქსიმუმ 10-20 მეტრია მაგის სამუშაო მანძილი

მაგ იარაღს ვერ გამოიყენებ ნორმლაური ტყვიების სასროლად, ანუ თუ მსუბუქ ტყვიაზე იძლევა 165 მეტრ წამს, ნორმალურ მძიმე ტყვიაზე მოგცემს 110-120 მეტრ წამს, ეგ კი მაქსიმუმ 10-15 მეტრზე ბოთლების დასამტვრევად გამოდგება.

ამ იარაღს არ აქვს მცველი რას სპორტულ ღონისძიებაში გამართლებულია, მაგრამ სანადირო ან საპლინკაო საქმეში გაუმართლებელია და შეიძლება შემთხვვეით გაგივარდეს იარაღი, ასევე სპორტული სპეციფიკაციებიდან გამომდინარე აქვს ძალიან მგრძნობიარე სასხლეტი და ოპტიკის რელსი სპეციალური 5 გრადუსიანი დახრით რომელიც სპორტული იარაღისთვისაა განკუთვნილი.

შინაარსი ასეთია, არის სპეციფიური იარაღი სპეციფიური დანიშნულებისთვის, არავინ ამბობს იმას რომ შენ ახლა ვერ შესძლებ ჯინაზე სხვა საქმეში გამოყენებას, ნუ აქ ისეთი პონტია რა აი ყველას ყავს ნავაროჩენი სპორტული მანქანები და შენ მათ საგონკაოდ უდგები შენი ჟიგულით... ნუ არავინ გიკრძალავს დადგომას და მონაწილეობას მაგრამ შედეგი ხომ წინასწარ ცნობილია smile.gif... გაყიდვა მოგინდება და უნდა უმტკიცო ვიღაცას რომ მაგარი მანქანაა და რავი....

პლიუს მგონი მაგას 88 გრამიანი co2 ბალონები უნდა რაც ჩვენთან არ იშოვება, რაფერ აპირებ მაგის გამოყენებას ეგ ვააბშე ცალკე საკითხია...

ასე რომ მგონი ჯობია სხვა რამისკენ გაიხედო smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- g. giorgi   პნევმატურ იარაღში გარკვეული ხალხის რჩევა მჭირდება   Nov 28 2014, 02:08 AM
- - temo-777   g. giorgi CO2-ში ამხელა ფულ...   Nov 28 2014, 11:36 AM
- - gregory   g. giorgi წმინდა სპორტუ...   Nov 28 2014, 12:17 PM
- - ja_ja   მგონი ჯერ ვერ ჩამო...   Nov 28 2014, 12:25 PM
- - temo-777   g. giorgi ციტატა(g. giorgi @ 28t...   Nov 28 2014, 01:44 PM
- - okela84   temo-777 ციტატა(temo-777 @ ...   Nov 28 2014, 02:15 PM
- - temo-777   okela84 http://www.ebay.com/itm/Benjamin-Discover...   Nov 28 2014, 03:18 PM
- - DaV1nCh   temo-777 ეგ დისკო .22-ია, მ...   Nov 28 2014, 04:52 PM
- - temo-777   DaV1nCh ეგ ვიცი კაცო რო...   Nov 28 2014, 05:25 PM
- - g. giorgi   გმადლობთ პასუხისთ...   Nov 28 2014, 08:25 PM
- - ja_ja   g. giorgi ციტატა(g. giorgi @ 28t...   Nov 28 2014, 10:12 PM
- - geojorjika   ja_ja ციტატა(ja_ja @ 28th Novemb...   Nov 28 2014, 10:19 PM
- - g. giorgi   http://www.amazon.com/gp/product/B004XVIRM...=A2QR...   Nov 29 2014, 12:29 AM
- - g. giorgi   წერია რომ უხმარია ...   Nov 29 2014, 12:34 AM
|- - cz80   ციტატა(g. giorgi @ Nov 29 2014, 0...   Nov 29 2014, 01:16 AM
- - cz80   ამ ლინკზე ორი ცალი ...   Nov 29 2014, 01:29 AM
- - g. giorgi   199-ია, 11 დოლარი აღარ მ...   Nov 29 2014, 09:39 AM
- - temo-777   ერთი ის მითხარით რ...   Dec 3 2014, 04:37 PM
- - temo-777   თუ კი თვითოეულს რა ...   Dec 3 2014, 04:51 PM
- - ja_ja   temo-777 ციტატა(temo-777 @ ...   Dec 3 2014, 05:34 PM
- - temo-777   ja_ja გასაგებია ყველა...   Dec 3 2014, 06:19 PM
- - gregory   ციტატა(temo-777 @ 3rd Decemb...   Dec 3 2014, 06:28 PM
- - temo-777   gregory ხოდა როგორ გავი...   Dec 3 2014, 06:31 PM
- - gregory   temo-777 მჭიდს დააკვირდ...   Dec 3 2014, 06:45 PM
- - ja_ja   temo-777 ციტატა(temo-777 @ ...   Dec 4 2014, 03:28 PM
- - temo-777   ja_ja ციტატა(ja_ja @ 4th Decembe...   Dec 4 2014, 04:02 PM
- - ja_ja   ციტატა(temo-777 @ 4th Decemb...   Dec 4 2014, 05:26 PM
- - temo-777   ja_ja ციტატა(ja_ja @ 4th Decembe...   Dec 4 2014, 05:30 PM
- - მიხომიტო   გამარჯობა ყველას ა...   Sep 24 2015, 07:17 PM
- - ja_ja   შორი სროლა დაივიწყ...   Sep 24 2015, 08:07 PM
- - samuraisxmali   მიხომიტო გლუვლული...   Sep 25 2015, 10:44 AM
- - SCORPIONS   გამარჯობათ. მეგობა...   Sep 26 2015, 10:30 AM
|- - SCORPIONS   ციტატა(SCORPIONS @ Sep 26 2015, 1...   Sep 26 2015, 03:16 PM
- - temo-777   co2 პისტოლეტი მიზანშ...   Sep 26 2015, 11:01 AM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th August 2025 - 10:32 AM
Hosted by Pro-Service