![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 59 რეგისტრ.: 13-April 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,930 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოკლედ ამ საკითხზე არის თემები, მაგრამ თავს უფლება მივეცი ცალკე გამეხსნა, თან აქტივობა ფორუმზე დიდი არ არის და არამგონია პრობლემა გამოიწვიოს ამან, ვეცდები ბევრი ინფორმაცია დავატიო რომ სხვებსაც დაეხმაროს. ესეიგი დავიწყოთ, მინდა თოფი +-150 USD, დანიშნულება: გართობა, ნადირობა პატარა რაღაცებზე. პრიორიტეტი: 1) გამძლეობა, ხარისხი 2) ძალის და სიზუსტის ბალანსი ეხლა მთავარი არჩევანი: ჩვეულებრივი ზამბარა VS ნიტრო ზამბარა ნიტრო ზამბარა ჩემი გადმოსახედიდან, თან კითხვებს დავურთავ პლუისები: 1) არ შეიკუმშება და ძალას არ დაკარგავს - ბრწყინვალეა, საერთოდ არ კარგავს ძალას? 2) ჩვეულებრივ ზამბარაზე დიდი რესურსი- რეალურად რამდენად დიდი? 3) მცირე უკუცემა- დიდი არაფერი ჩემთვის, პირიქით უკუცემა ცეცხლსასრულის წარმოდგენას მიქმნის ![]() 4) მცირე ხმა - ამაზეც იგივეს ვიტყვი რაც უკუცემაზე მეტი პლიუსები არ ვიცი. მინუსები: 1) დაზიანების დიდი ალბათობა ჩვეულებრივ ზამბარასთან შედარებით - ეს ჩემი მოსაზრებაა, ზამბარის გაფუჭება ძნელია და ეს ვთქვათ არასწორად თუ ჩასვი ან რამე, ნუ ეს ყველაფერი პირობითია 2) დაზიანების ან წუნის შემთხვევაში გამოცვლა ძვირია - ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს მეტი მინუსები არ მახსენდება. ჩვეულებრივი ზამბარა ჩემი გადმოსახედიდან, თან კითხვებს დავურთავ პლიუსები: 1) გამოცვლა იაფია და დაზიანება ძნელი 2) დაშლა ადვილია -ეს მეეჭვება დიდი პლიუსი იყოს მინუსები: 1) უკუცემა - ეს იყოს კაია ![]() 2) მოქმედებს სრულის სიზუსტეზე - ამას მივხედავ შეძლებისდაგვარად 3) ანადგურებს ოპტიკას - ნიტრო არ ანადგურებს? 4) სუსტდება მალე -ეს თანამედროვე ზამბარები რამდენად მალე სუსტდება? ამ ყველაფრის გათვალისწინებით ავარჩიე რამოდენიმე თოფი, ამ თოფების შედარებისას არ მომწონს ზოგიერთზე ღია სამიზნის არარსებობა, სტოკ ოპტიკები არამგონია ყველას კარგი ქონდეს. ნიტრო: 1) Benjamin Titan GP Nitro Piston Air Rifle http://www.pyramydair.com/s/m/Benjamin_Tit..._Air_Rifle/2603 2) Crosman Nitro Venom Air Rifle http://www.pyramydair.com/s/m/Crosman_Nitr..._Air_Rifle/2401 3) Crosman Vantage Air Rifle With Nitro Piston http://www.pyramydair.com/s/m/Crosman_Vant...tro_Piston/2806 4)Gamo Silent Stalker IGT Air Rifle http://www.pyramydair.com/s/m/Gamo_Silent_..._Air_Rifle/2409 5) Gamo Bone Collector Bull Whisper IGT Air Rifle ეს ცოტა ძვირია მარა შეიძლება დაცდა http://www.pyramydair.com/s/m/Gamo_Bone_Co..._Air_Rifle/2706 6) Hatsan Striker 1000X Vortex Gas Piston Air Rifle http://www.pyramydair.com/s/m/Hatsan_Strik..._Air_Rifle/3190 მეტალის ზამბარა: 1) Remington Express Air Rifle http://www.pyramydair.com/s/m/Remington_Ex..._Air_Rifle/3373 2) Eliminator (Gamo Big Cat 1200 & 1250) http://www.pyramydair.com/s/m/Eliminator_G..._1200_1250/2853 3) Stoeger X-20S Suppressed .177 Caliber Air Rifle http://www.airgundepot.com/stoeger-x-20s-30302.html 4)Gamo Varmint Hunter HP .177 Caliber Air Rifle w/4X32 Scope, Laser, Light ეს ცოტა ძვირა http://www.airgundepot.com/gamo-varmint-hu...a-platinum.html 5) Hatsan Model 95 .177 Air Rifle Turkish Walnut Stock With 3-9x32mm Scope http://www.airgundepot.com/hatsan-95-hc95177-combo.html 6) Stoeger X-20 Hardwood Monte Carlo Stock w/3-9x40 Scope http://www.airgundepot.com/x-20-hardwood-m...9x40-scope.html აი ესენია, შეიძლება ბევრი კარგი მოდელი გამომრჩა, ნუ დაიზარებთ და დაწერეთ ორი სიტყვა იმ თოფზე რომელზეც იცით, განსაკუთრებით მინუსები. მგონი ასაპინი თემა გამოვა თუ ამ თოფებზე დაიწერა ინფორმაცია.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 59 რეგისტრ.: 13-April 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,930 ქალაქი:თბილისი ![]() |
o.cho geojorjika nihontoman gela დიდი მადლობა მეგობრებო, გამიხარდა ამდენი ადამიანი რომ გამომეხმაურა მისა რომ ხმა აქვს და უკუცემა ვირული, რომელიც შენ რატომღაც მოგწონს ცეცხლსასროლის ნოსტალგია ![]() თუ საშუალება არის, ყველა უყურებს BMW-ს Mercedes-ს და არავის აზრად არ მოუვა მასკვიჩის და ზაპოროჟეცის ყიდვა... შენ ისეთი კრიტერიუმები ჩამოყარე, რომ ცოტა ტექნოლოგიაში ჩახედული ადამიანისთვის კაკ მინიმუმ ნონსენსია ეგეთი არგუნებტები... 1) რეალში ხმა არაფერში გჭირდება, პნევმატიკის მუღამი ისაა რომ შეგილძია გამოიყენო ეზოში, ან გარეთ ისე რომ არ შეაწუხო ხალხი (თორემ ეგრე გადმოდექი და მოსინი აბრახუნე აბა ეზოში). წინააღმდეგ შემთხვევაში პარტული შენი მუდმივი თანამგზავრი იქნება 2) უკუცემისგან სიამოვნებას იღებდეს კაცი პირველად გავიგე, ეგრე მანქანაში ამორტიზატორები რათ გინდა დაჯექი ზილ-ის გრუზავიკზე თავისი სუპერ რესორებით, მთელი უკანა ნალით იგრძნობ ყველა კენჭს და ორმოს, ენით აუღწერელი მამაკაცური გამძლეობის შეგრძნებებს მოგანიჭებს უკუცემა მარტო რაღაც მამაკაცობის გამომხატველობისთვის არის საჭირო პრინციპში ზემოთ რაც დავწერე მგონი ხსნის ამ ყველაფერს, ხმა იმიტომ არ მინდა ვინმესთან ვიმარიაჟო რა მაგარი არისთქო. ვერ ვეგუები როცა სასხლეტს გამოკრავ და არაფერი არ ხდება, ისეთი ხმა ვერ იქნება პნევმატიკას რომ სოფელში მეზობლები შევაწუხო. იჟები არიან სამხედროები ყველანაირად რომ ცდილობენ უკუცემა მინიმუმამდე დაიყვანონ? რატომ თუ იცი? იმიტომ რომ პროსტა გასროლა კი არ უნდათ უჭკუო არაბ ტერორისტებივით, არამედ გასროლაც უნდათ მიზანში მორტყმაც, თან არ უნდათ რომ ბეჭი დაიღალოს, არ უნდათ რომ სამიზნე ხედვიდან დაკარგონ ბეჭში უკუღმართი დარტყმის გამო და უნდათ პირველ სამიზნესთან არსებულიც მოხსნან, ან დაათვალიერონ სად დაეცა განწირული სამიზნე ვიცი ეს ყველაფერი იდეალურად, როგორ უშლის უკუცემა გასროლას ეგეც ვიცი. 3) ნიტრო ზამბარა შეგიძლია აღიარო და შეგიძლია არა, მანდ ბევრი მიკრო მიკრო ნიუანსებია რაც საბოლოოს სროლის კომფორტზე აისახება. და არგუნებტი რომ უფრო იაფია რკინის ზამბარა, ან უფრო იოლად ტყდება ნიტრო არის უაზრობა... თუ ბრაკი არ შეგხვდა ნიტრო მინიმუმ 5 ათას გასროლას გაგაკეთებინებს, რეალში კი შეიძლება იოლად 10 000-ს ასცდე რემონტის გარეშე, ამასობაში რკინის ზამბარას ალბათ 4-5-ჯერ გამოცვლი თუ მეტჯერ არა და საბოლოოდ 20 ლარობაში გამოვა რომ 100 ლარის თანხას დახარჯავ ზამბარებიც ცვლაში, ამასობაში ნიტრო ერთხელ გაგიფუჭდება და იგივე 100 ლარი დაჯდება... ეს გასაგებია, როგორ არ ვაღიარებ ნიტროს, უბრალოდ კითხვის დონეზე დავწერე ეგ პლიუს-მინუსები შედეგად გაქვს ხმაურიანი და წიხლების მსროლელი თოფი რომელიც თავის ჭკუაზე დარბის და რაც არ უნდა გასაკრირი იყოს ემალირებული ქვაბები ესეთი რომ არ მინდა ხო ისედაც მიხვდი კაცო ![]() რეალურად ხომ არ ჯობია მართლა გადახედო პრიორიტეტებს??? რატო? პოსტის თავში მიწერია პრიორიტეტები, აი პრიორიტეტი: 1) გამძლეობა, ხარისხი 2) ძალის და სიზუსტის ბალანსი უკუცემა არ ყოფილა აქ და არც ხმა მემგონი პირიქით უნდა გინდოდეს რაც შეიძLება ჩუმი, ნაკლებად უკუცემის მქონე და ნაკლებად ხელში მოხტუნავე თოფი, არა სიჩუმე არ არის პრიორიტეტი ![]() მბიცია გქონდეს პნევმატური და სპილოს კლავდე უტოპიაა შესაბამისად უტოპიაა არც მინდა ეგ, უბრალოდ როგორც აღვნიშნე ცეცხლსასროლ იარაღთან მსგავსება მიზიდავს მაგრამ პრიორიტეტი არ არის
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th July 2025 - 05:26 PM |
Hosted by Pro-Service |