![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 59 რეგისტრ.: 13-April 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,930 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოკლედ ამ საკითხზე არის თემები, მაგრამ თავს უფლება მივეცი ცალკე გამეხსნა, თან აქტივობა ფორუმზე დიდი არ არის და არამგონია პრობლემა გამოიწვიოს ამან, ვეცდები ბევრი ინფორმაცია დავატიო რომ სხვებსაც დაეხმაროს. ესეიგი დავიწყოთ, მინდა თოფი +-150 USD, დანიშნულება: გართობა, ნადირობა პატარა რაღაცებზე. პრიორიტეტი: 1) გამძლეობა, ხარისხი 2) ძალის და სიზუსტის ბალანსი ეხლა მთავარი არჩევანი: ჩვეულებრივი ზამბარა VS ნიტრო ზამბარა ნიტრო ზამბარა ჩემი გადმოსახედიდან, თან კითხვებს დავურთავ პლუისები: 1) არ შეიკუმშება და ძალას არ დაკარგავს - ბრწყინვალეა, საერთოდ არ კარგავს ძალას? 2) ჩვეულებრივ ზამბარაზე დიდი რესურსი- რეალურად რამდენად დიდი? 3) მცირე უკუცემა- დიდი არაფერი ჩემთვის, პირიქით უკუცემა ცეცხლსასრულის წარმოდგენას მიქმნის ![]() 4) მცირე ხმა - ამაზეც იგივეს ვიტყვი რაც უკუცემაზე მეტი პლიუსები არ ვიცი. მინუსები: 1) დაზიანების დიდი ალბათობა ჩვეულებრივ ზამბარასთან შედარებით - ეს ჩემი მოსაზრებაა, ზამბარის გაფუჭება ძნელია და ეს ვთქვათ არასწორად თუ ჩასვი ან რამე, ნუ ეს ყველაფერი პირობითია 2) დაზიანების ან წუნის შემთხვევაში გამოცვლა ძვირია - ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს მეტი მინუსები არ მახსენდება. ჩვეულებრივი ზამბარა ჩემი გადმოსახედიდან, თან კითხვებს დავურთავ პლიუსები: 1) გამოცვლა იაფია და დაზიანება ძნელი 2) დაშლა ადვილია -ეს მეეჭვება დიდი პლიუსი იყოს მინუსები: 1) უკუცემა - ეს იყოს კაია ![]() 2) მოქმედებს სრულის სიზუსტეზე - ამას მივხედავ შეძლებისდაგვარად 3) ანადგურებს ოპტიკას - ნიტრო არ ანადგურებს? 4) სუსტდება მალე -ეს თანამედროვე ზამბარები რამდენად მალე სუსტდება? ამ ყველაფრის გათვალისწინებით ავარჩიე რამოდენიმე თოფი, ამ თოფების შედარებისას არ მომწონს ზოგიერთზე ღია სამიზნის არარსებობა, სტოკ ოპტიკები არამგონია ყველას კარგი ქონდეს. ნიტრო: 1) Benjamin Titan GP Nitro Piston Air Rifle http://www.pyramydair.com/s/m/Benjamin_Tit..._Air_Rifle/2603 2) Crosman Nitro Venom Air Rifle http://www.pyramydair.com/s/m/Crosman_Nitr..._Air_Rifle/2401 3) Crosman Vantage Air Rifle With Nitro Piston http://www.pyramydair.com/s/m/Crosman_Vant...tro_Piston/2806 4)Gamo Silent Stalker IGT Air Rifle http://www.pyramydair.com/s/m/Gamo_Silent_..._Air_Rifle/2409 5) Gamo Bone Collector Bull Whisper IGT Air Rifle ეს ცოტა ძვირია მარა შეიძლება დაცდა http://www.pyramydair.com/s/m/Gamo_Bone_Co..._Air_Rifle/2706 6) Hatsan Striker 1000X Vortex Gas Piston Air Rifle http://www.pyramydair.com/s/m/Hatsan_Strik..._Air_Rifle/3190 მეტალის ზამბარა: 1) Remington Express Air Rifle http://www.pyramydair.com/s/m/Remington_Ex..._Air_Rifle/3373 2) Eliminator (Gamo Big Cat 1200 & 1250) http://www.pyramydair.com/s/m/Eliminator_G..._1200_1250/2853 3) Stoeger X-20S Suppressed .177 Caliber Air Rifle http://www.airgundepot.com/stoeger-x-20s-30302.html 4)Gamo Varmint Hunter HP .177 Caliber Air Rifle w/4X32 Scope, Laser, Light ეს ცოტა ძვირა http://www.airgundepot.com/gamo-varmint-hu...a-platinum.html 5) Hatsan Model 95 .177 Air Rifle Turkish Walnut Stock With 3-9x32mm Scope http://www.airgundepot.com/hatsan-95-hc95177-combo.html 6) Stoeger X-20 Hardwood Monte Carlo Stock w/3-9x40 Scope http://www.airgundepot.com/x-20-hardwood-m...9x40-scope.html აი ესენია, შეიძლება ბევრი კარგი მოდელი გამომრჩა, ნუ დაიზარებთ და დაწერეთ ორი სიტყვა იმ თოფზე რომელზეც იცით, განსაკუთრებით მინუსები. მგონი ასაპინი თემა გამოვა თუ ამ თოფებზე დაიწერა ინფორმაცია.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
zaza0070 შენი პოსტის წაკითხვის მერე მივხვდი რომ ყველა თოფი უნდა დაივიწყო და ეგრევე უნდა იყიდო Hatsan Mod 125 თუ გაქაჩავ უფრო მაგარია Hatsan Mod 135 ხოლო Mod 155 ვააბშე მაგარია გარდა იმისა რომ ხმა აქვს და უკუცემა ვირული, რომელიც შენ რატომღაც მოგწონს, მოკელდ ასევე აქვს ბეჭის ჩალეწვა ჩალურჯების და ხელში ტანგოს ცეკვის პლაგინები ინტეგრირებული ![]() ნუ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ხუმრობით, იმედია არ მიწყენ, მაგრამ ისეთი დიალოგი გაქვს შენს თავთან, ამ თემის პირველ პოსტში წამოწეული რომ უნებლიედ მომინდა რაღაც საზიზღრობა თოფის რჩევა, რომელის ისე იქნევს გასროლისას კონდახს როგორც ცხენი ჩლიქებს , ისეთი ხმა აქვს როგორც ბარეტს და გადატენვაც მხოლოდ Macho-ებისთვის არის შექმნილი ![]() რეალში კი დაივიწყე, ან ცოტახნით გვერდზე გადადებ კომპლექსები, რომელიც უნებლიედ გაფიქრებინებს და გათქმევინებს რომ უკუცემა არაფერია და დაჟე კაია, იქ რომ ზამბარა უკეთესია ნიტროზე, ის რომ წონა და ხმა გინდა..... ასეთ მაგალიტს მოგიყვან, 15 წლის წინ ჩემმა ერთმა მეზობელმა გოლფი გაყიდა და რენო მოსკვიჩი იყიდა იმ განმარტებით რომ რას ამბობ რეალური რკინაა ვერაფერს მოსწევო.... ხომ ხვდები არის მანქანა და არის ასევე მანქანა, რატომღაც ამ ბოლოდროს არ მინახია ვინმეს სურვილი გამოეთქვა "პაბედას" ვიყიდი უფრო გამძლეა სქელი რკინისგანაა გაკეთებული და ნამდვილი მამაკაცცებისთვის არისო... თუ საშუალება არის, ყველა უყურებს BMW-ს Mercedes-ს და არავის აზრად არ მოუვა მასკვიჩის და ზაპოროჟეცის ყიდვა... შენ ისეთი კრიტერიუმები ჩამოყარე, რომ ცოტა ტექნოლოგიაში ჩახედული ადამიანისთვის კაკ მინიმუმ ნონსენსია ეგეთი არგუნებტები... 1) რეალში ხმა არაფერში გჭირდება, პნევმატიკის მუღამი ისაა რომ შეგილძია გამოიყენო ეზოში, ან გარეთ ისე რომ არ შეაწუხო ხალხი (თორემ ეგრე გადმოდექი და მოსინი აბრახუნე აბა ეზოში). წინააღმდეგ შემთხვევაში პარტული შენი მუდმივი თანამგზავრი იქნება 2) უკუცემისგან სიამოვნებას იღებდეს კაცი პირველად გავიგე, ეგრე მანქანაში ამორტიზატორები რათ გინდა დაჯექი ზილ-ის გრუზავიკზე თავისი სუპერ რესორებით, მთელი უკანა ნალით იგრძნობ ყველა კენჭს და ორმოს, ენით აუღწერელი მამაკაცური გამძლეობის შეგრძნებებს მოგანიჭებს ![]() 3) ნიტრო ზამბარა შეგიძლია აღიარო და შეგიძლია არა, მანდ ბევრი მიკრო მიკრო ნიუანსებია რაც საბოლოოს სროლის კომფორტზე აისახება. და არგუნებტი რომ უფრო იაფია რკინის ზამბარა, ან უფრო იოლად ტყდება ნიტრო არის უაზრობა... თუ ბრაკი არ შეგხვდა ნიტრო მინიმუმ 5 ათას გასროლას გაგაკეთებინებს, რეალში კი შეიძლება იოლად 10 000-ს ასცდე რემონტის გარეშე, ამასობაში რკინის ზამბარას ალბათ 4-5-ჯერ გამოცვლი თუ მეტჯერ არა და საბოლოოდ 20 ლარობაში გამოვა რომ 100 ლარის თანხას დახარჯავ ზამბარებიც ცვლაში, ამასობაში ნიტრო ერთხელ გაგიფუჭდება და იგივე 100 ლარი დაჯდება... 4) რკინის სამბარას გატყდომის გარდა ახასიათებს გასროლისას როგორც წრფიული ასევე გვერდული გადახრები ჟღარუნი და ათასი უბედურება რაც ნიტროს არ აქვს, რაღაც ისეთ პონტს მაგონებს რა აი ბარახოლკებზე და ელიავაზე რომ იციან რას ამბობ ჩისტა რუსულია მაგარიაო.... იმას კი არავინ უკვირდება რომ შედეგად ხარისხს კი არ ნიშNავს არამედ ნიშნავს რომ მოუიხერხებელია ჟანგიანია ძველია, ტექნოლოგიურად ჩამორჩენილია, ვიზუალურად უვარგისი და გამოუდეგარია 5) იქნება უკუცემის შემცირება, მასის თუ ხმის ყველაფერი ნელნელა გეხმარება იმაშI რომ უფრო და უფრო ზუსტი გასროლა გააკეთო, თორემ ეგრე მართლა შეგიძლია Hatsan Mod 125 იყიდო, ჟანი აქვს იმის დედა ვატირე, ხმა აქვს მამა ვატირე, ბეჭს ალურჯებს ვაბშე რა, ემალის ქვაბებს ხვრიტავს ისე რომ გაგაშერებს, მაგრამ რათ გინდა 25 მეტრში მიზანში ვერ გაარტყავ, თუ გაარტყავ და ვერ დაინახავ სად წავა ისე დახტის თოფი ხელში. შედეგად გაქვს ხმაურიანი და წიხლების მსროლელი თოფი რომელიც თავის ჭკუაზე დარბის და რაც არ უნდა გასაკრირი იყოს ემალირებული ქვაბები არც დაფრინავს და არც მიწაზე დარბიან ასე რომ 1 კრივაში ყველა ქვაბს დახვრიტავ გამოყენების სფეროს თოფს ვერ მოუძებნი და ბოლსო მაი მარკეტზე გაეძრობა ეგ საცოდავი თოფი ტექსტით _ მაგარია 1 კილომეტრზე სპილოს კლავს ![]() რეალურად ხომ არ ჯობია მართლა გადახედო პრიორიტეტებს??? მემგონი პირიქით უნდა გინდოდეს რაც შეიძLება ჩუმი, ნაკლებად უკუცემის მქონე და ნაკლებად ხელში მოხტუნავე თოფი, თან რომელიც არ დაგღლის გადატენვისას....
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th July 2025 - 06:16 PM |
Hosted by Pro-Service |