![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 59 რეგისტრ.: 13-April 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,930 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოკლედ ამ საკითხზე არის თემები, მაგრამ თავს უფლება მივეცი ცალკე გამეხსნა, თან აქტივობა ფორუმზე დიდი არ არის და არამგონია პრობლემა გამოიწვიოს ამან, ვეცდები ბევრი ინფორმაცია დავატიო რომ სხვებსაც დაეხმაროს. ესეიგი დავიწყოთ, მინდა თოფი +-150 USD, დანიშნულება: გართობა, ნადირობა პატარა რაღაცებზე. პრიორიტეტი: 1) გამძლეობა, ხარისხი 2) ძალის და სიზუსტის ბალანსი ეხლა მთავარი არჩევანი: ჩვეულებრივი ზამბარა VS ნიტრო ზამბარა ნიტრო ზამბარა ჩემი გადმოსახედიდან, თან კითხვებს დავურთავ პლუისები: 1) არ შეიკუმშება და ძალას არ დაკარგავს - ბრწყინვალეა, საერთოდ არ კარგავს ძალას? 2) ჩვეულებრივ ზამბარაზე დიდი რესურსი- რეალურად რამდენად დიდი? 3) მცირე უკუცემა- დიდი არაფერი ჩემთვის, პირიქით უკუცემა ცეცხლსასრულის წარმოდგენას მიქმნის ![]() 4) მცირე ხმა - ამაზეც იგივეს ვიტყვი რაც უკუცემაზე მეტი პლიუსები არ ვიცი. მინუსები: 1) დაზიანების დიდი ალბათობა ჩვეულებრივ ზამბარასთან შედარებით - ეს ჩემი მოსაზრებაა, ზამბარის გაფუჭება ძნელია და ეს ვთქვათ არასწორად თუ ჩასვი ან რამე, ნუ ეს ყველაფერი პირობითია 2) დაზიანების ან წუნის შემთხვევაში გამოცვლა ძვირია - ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს მეტი მინუსები არ მახსენდება. ჩვეულებრივი ზამბარა ჩემი გადმოსახედიდან, თან კითხვებს დავურთავ პლიუსები: 1) გამოცვლა იაფია და დაზიანება ძნელი 2) დაშლა ადვილია -ეს მეეჭვება დიდი პლიუსი იყოს მინუსები: 1) უკუცემა - ეს იყოს კაია ![]() 2) მოქმედებს სრულის სიზუსტეზე - ამას მივხედავ შეძლებისდაგვარად 3) ანადგურებს ოპტიკას - ნიტრო არ ანადგურებს? 4) სუსტდება მალე -ეს თანამედროვე ზამბარები რამდენად მალე სუსტდება? ამ ყველაფრის გათვალისწინებით ავარჩიე რამოდენიმე თოფი, ამ თოფების შედარებისას არ მომწონს ზოგიერთზე ღია სამიზნის არარსებობა, სტოკ ოპტიკები არამგონია ყველას კარგი ქონდეს. ნიტრო: 1) Benjamin Titan GP Nitro Piston Air Rifle http://www.pyramydair.com/s/m/Benjamin_Tit..._Air_Rifle/2603 2) Crosman Nitro Venom Air Rifle http://www.pyramydair.com/s/m/Crosman_Nitr..._Air_Rifle/2401 3) Crosman Vantage Air Rifle With Nitro Piston http://www.pyramydair.com/s/m/Crosman_Vant...tro_Piston/2806 4)Gamo Silent Stalker IGT Air Rifle http://www.pyramydair.com/s/m/Gamo_Silent_..._Air_Rifle/2409 5) Gamo Bone Collector Bull Whisper IGT Air Rifle ეს ცოტა ძვირია მარა შეიძლება დაცდა http://www.pyramydair.com/s/m/Gamo_Bone_Co..._Air_Rifle/2706 6) Hatsan Striker 1000X Vortex Gas Piston Air Rifle http://www.pyramydair.com/s/m/Hatsan_Strik..._Air_Rifle/3190 მეტალის ზამბარა: 1) Remington Express Air Rifle http://www.pyramydair.com/s/m/Remington_Ex..._Air_Rifle/3373 2) Eliminator (Gamo Big Cat 1200 & 1250) http://www.pyramydair.com/s/m/Eliminator_G..._1200_1250/2853 3) Stoeger X-20S Suppressed .177 Caliber Air Rifle http://www.airgundepot.com/stoeger-x-20s-30302.html 4)Gamo Varmint Hunter HP .177 Caliber Air Rifle w/4X32 Scope, Laser, Light ეს ცოტა ძვირა http://www.airgundepot.com/gamo-varmint-hu...a-platinum.html 5) Hatsan Model 95 .177 Air Rifle Turkish Walnut Stock With 3-9x32mm Scope http://www.airgundepot.com/hatsan-95-hc95177-combo.html 6) Stoeger X-20 Hardwood Monte Carlo Stock w/3-9x40 Scope http://www.airgundepot.com/x-20-hardwood-m...9x40-scope.html აი ესენია, შეიძლება ბევრი კარგი მოდელი გამომრჩა, ნუ დაიზარებთ და დაწერეთ ორი სიტყვა იმ თოფზე რომელზეც იცით, განსაკუთრებით მინუსები. მგონი ასაპინი თემა გამოვა თუ ამ თოფებზე დაიწერა ინფორმაცია.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 201 რეგისტრ.: 21-September 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: saqartvelo. chaxoxbili წევრი №: 498 ![]() |
zaza0070 სალამი ზაზა ![]() 1) მქონდა ჰაცან 80 ს.ა.ს უბრალო ზამბარით და არ მომწონდა წონა უაზროდაა გადანაწილებული, ვინტებს იშვებდა და სროლისას ჟღარუნობდა ![]() 2) მქონდა გამო სილენთ ქათ. რომელიც ძალიან მსუბუქი იყო მომწონდა სატარებლად, მომწონდა ვიდზეც და სიზუსტეშიც, მაგრამ გული გამიხეთქა მექანიზმმა რომელიც სულ პლასმასია, დაწყებული ლულიდან და დასრულებული სასხლეტი და გამშვები მექანიზმით. გაყიდვის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. P.s ახალ გამოშვება გამოებს ყველა მოდელს ზუსტად იგივე პლასმასის გამშვები მექანიზმი აქვს. 3) მქონდა ქროსმან ნიტრო ვენომი. ეს დაიბრაკა გარე სამიზნეების არქონის გამო. თან მძიმეც იყო, ხელიდან სროლა ჭირდა. ძალიან დაუბალანსებელი მეჩვენებოდა ცინ გადახრილი წონა აქვს თითქოს ლულაზე გექაჩება ვინმეო და ხელს მიღლიდა. 4) მაქვს ქროსმან ვინტაჟი. რომელიც ძალიან მომწონს. მსუბუქია, კაი ბალანსი აქვს, აქვს გარე სამიზნეც და ყენდება ოპტიკაც, არის საკმარისი სიმძლავრის რომ გაერთო და ინადირო მცირე ზომის სამიზნეებზე, უყენდება ოპტიკაც. მოკლედ მე კმაყოფილი ვარ ამ ფასის ამ არჩევანში. ![]() იმედია ჩემზე ბევრად გამოცდილი ხალხი დაწერს რჩევებს ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th July 2025 - 06:54 AM |
Hosted by Pro-Service |