![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 857 რეგისტრ.: 11-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 66 ქალაქი:თბილისი ![]() |
ინტერნეტით გამოწერილი პროდუქცია დაბეგვრას დაექვემდებარება რადიო ``კომერსანტი``, FM 95.5 ``ეს ცვლილება ისედაც შემცირებულ კლიენტურას უფრო შეგვიმცირებს`` საბაჟო კონტროლი კიდევ უფრო მკაცრდება. ერთი თვის წინ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ფიზიკური პირების დაბეგვრის ახალი წესი ამოქმედდა და თვის განმავლობაში მეორედ შემოტანილი პირადი მოხმარების საქონელიც კი განბაჟებას ექვემდებარება. ამის შესახებ დღევანდელი ``ეკონომიკური პალიტრა`` წერს. როგორც ირკვევა, ახლა უკვე იმ პირების დაბეგვრაც იწყება, ვინც უცხოეთიდან სხვადასხვა ნივთს ინტერნეტით იწერს. ინტერნეტით შეძენისას მყიდველი ნივთისა და ტრანსპორტირების ღირებულების საფასურს იხდიდა, მცირე ღირებულების საქონელს განბაჟება არ ესაჭირდებოდა. ამიერიდან კი, თუ აღმოჩნდა, რომ პირი ხშირად იწერს ნივთს უცხოეთიდან და ამანთშიც ერთი და იგივე სახეობის რამდენიმე პროდუქტია, მაკონტროლებელი ეკონომიკურ საქმიანობაზე მიიტანს ეჭვს და დაბეგრავს. როგორც ფინანსთა სამინისტროში რადიო ``კომერსანტის`` განუცხადეს, საბაჟო კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით, ინტერნეტით გამოწერილი პროდუქცია 300 ლარის ღირებულების ზევით დაბეგვრას დაექვემდებარება. ”ინტერნეტით პროდუქციის გამოწერამ მასიური ხასიათი მიიღო. ეს იგივე ეკონომიკური საქმიანობაა, მაღაზიებს კი ასეთი საქონელი კონკურენციას უწევს. სწორედ ამიტომ საბაჟო კოდექსში ცვლილებები შევიტანეთ”, - განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში. ეს ცვლილება 15 აგვისტოდან ამოქმედდება. საბაჟო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს საქართველოში არსებული ინტერნეტ-მაღაზიების ნაწილი უარყოფითად ხვდება. ინტერნეტ მაღაზია “ი დილერში”, რომელსაც პროდუქცია ძირითადად ამერიკიდან შემოაქვს, ცვლილების შესახებ იციან. თუმცა ამბობენ, რომ ცვლილება მომხმარებელის შემცირებას გამოიწვევს. “300 ლარი ის თანხა არ არის, საიდანაც განბაჟება უნდა დაიწყოს, ადრე ზღვარი 1500 ლარამდე იყო, ცვლილება აუცილებლად იმოქმედებს მომხმარებელზე, რომელიც კრიზისის პერიოდში ისედაც შემცირებულია”,- განუცხადეს რადიო კომერსანტს ინტერნეტ-მაღაზიაში. "ინტერნეტ-მარკეტში” კი ცვლილების შესახებ არაფერი იცოდნენ. თუმცა, განმარტავენ, რომ ზღვარის დაწევა 1500 ლარიდან 300 ლარამდე დაუშვებელია
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოკლედ 10 აგვისტოდან შესაბამისი კანონი გარანტირებულად შედის ძალაში. რაცხა გაუგებარ და ჯერ დაუნახავ ონლაინ სისტემაზეა საუბარი. ანუ სტანდარტული დღევანდელი პირობები ქაჯობაა, თუ ტავარი 300 ლარზე მეტია, მაშIნ იხდი 18%-ს პლიუს მოსაკრებელი 5 ევრო, პლიუს ბროკერის მომსახურება 30-60 ლარი, პლიუს თითო დასახელებაზე 15 ლარი. კაროჩე ეს პირობა იმა აკეთებს რომ ზოგიერთ შემთხვვეაში კურსის ცვლილების გამო თუ შენი ტავარი 301 ლარი გახდა, იმდენი გადასახადი შეიLძება დაგიგროვდეს რომ შენს 301 ლარს გადააჭარბებს და 18%-ის მაგივრად გადაიხდი 150%-ს. არ ვიცი ხალხის დასაწყნარებლად გამოვიდა ინფო თუ მართლა რაიმე ნორმლაური მოიგონა ფინანსთა სამინისტრომ, მაგრამ საუბარია გამარტივებულ გადასახადებზე, ანუ 301 ლარის საქონლის 18% მხოლოდ, ნუ სადღაც ალაგ ალაგ ჟონავს რომ 5 ევროცო, მაგრამ ბროკერები და თითო დასახელება პროსტა ვარდება ამ სქემიდან. ნუ ამას გადამზიდავებიც ადასტურებენ. შესაბამისი ონლაინ გადახდების სისტემის გაშვება დაგეგმილია 10 აგვისტოსვე, თუმცა ვინ გატესტავს და რა შეცდომები ამოვარდება კიდევ კაცმა არ იცის. მოკლედ იმედი ვიქონიოთ რომ ყველაფერი კარგად იქნება. მანამდე კი შეგიძლიათ აი ამ ინფორმაციას გაეცნოთ და ვნახოთ იმედია შეგვატყობინებს მთავრობა სად და როგორ მოხდება გადახდა.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 03:28 PM |
Hosted by Pro-Service |