Benjamin Trail NP XL 1500, დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პნევმატიკა ზამბარ დგუშიანებში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Benjamin Trail NP XL 1500, დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პნევმატიკა ზამბარ დგუშიანებში |
Feb 2 2014, 01:48 PM
პოსტი
#1
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,361 რეგისტრ.: 10-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,257 ქალაქი:თბილისი |
მოგესალმებით... მიუხედავად იმისა, რომ ფორუმზე არის დაახლოებით ერთი ასეთი თემა, გადავწყვიტე გამეხსნა ახალი, რადგან მფლობელი ამ შემთხვევაში მე ვარ... 1 წლის წინ მქონდა შესანიშნავი იარაღი, Crosman sierra pro, igive remington summit-ი. შემდეგ მოხდა ასეთი შემთხვევა რომ თანხა დამჭირდა, ძალიან კი გამიჭირდა იმ იარაღს დავშორებოდი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, ამიტომ გავყიდე და გამოვეთხოვე მას. იარაღის ფიქრში და მისი ქონის სურვილში განვლო ტანჯულმა ერთმა წელმა, რის განმავლობაშიც თანხას ნელ-ნელა ვაგროვებდი და როდესაც მოვიდა დრო ნანატრი სურვილის ახდენისა, ამაზონიდან გამოვიწერე Benjamin Trail NP XL 1500, რომელიც ფასდაკლებით დამიჯდა 620 ლარი, მაგრამ სამწუხაროდ გარკვეული დეფექტის მქონე აღმოჩნდა. ძალიან გავბრაზდი (620 ლარი თითქოს ჰაერში გაიფანტა). ვერც უკან გავაგზავნე დეფექტიანი იარაღი, რადგან Bestex-მა მითხრა რომ ჩვენ პროდუქციას უკან არ ვაგზავნითო და რომც შესაძლებელი ყოფილიყო უკან გაგზავნა, მაინც ვერ გავაგზავნიდი იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ჩამოსვლისას იარაღი საბაჟომ დამიკავა და 2 კვირის შემდეგ გამომატანა. უკან დაბრუნების გარანტია კი მხოლოდ 1 კვირაზე ვრცელდებოდა. შემდეგ გამიმართლა და ეს იარაღი გავყიდე, დავამატე ცოტა თანხა და ეგრევე დავუკავშირდი გრეგორს... -ბატონო... -გრეგორ გაუმარჯოს, ხმელო ვარ. როგორ ხარ? -მადლობთ კარგად, თავად? -გაიხარე, მეც არა მიშავს. გრეგორ... -კი გისმენ... - ბენჯამინ 1500 ხომ გაქვს დარჩენილი? -კი მაქვს. -შენთან მინდა შევიძინო და ხვალისთვის გცალია? -კი მცალია. -ძალიან კარგი, გამოვალ... -დროის რომელ მონაკვეთში დაახლოებით? -ესე 12-ი 1-ისკენ. -კი ბატონო, მოდი, აარჩიე რომელიც გინდა და წაიღე... -კარგი გრეგორ, აბა დროებით. -დროებით... ამ საუბრის შემდეგ და ხვალინდელი დღის მოლოდინში როგორც იქნა გათენდა დილა. ნელ-ნელა გავემზადე გრეგორთან წასასვლელად და წავედი კიდეც. რომ მივედი გრეგორმა დამახვედრა ბენჟოები, მეც ავიღე შევათვალიერე გადავატრიალ-გადმოვატრიალე და რომ მომეწონა ავიღე, თანხა გადავეცი გრეგორს, დავემშვიდობე და გამოვეშურე ბედნიერი სახლისაკენ... მოკლედ ბევრი რომ აღარ ვიბაასო, ესეც ჩემი ბენჯამინ 1500... ვიდით მე ძალიან მომწონს და ალბად თქვენც... ლულის ნარეზებს რაც შეეხება, კარგი ნარეზებია და ფასკაც კარგად აქვს მოჭრილი, მაგრამ ის რეზინა ცოტათი არ მომწონს რაც გადატეხვის ადგილზე აქვს იარაღს, ტყვია სადაც იდება. ჩემი აზრით ამ თოფს გაცილებით კარგი რეზინა ეკადრება, რათა უკეთ უზრუნველყოს ჰაერის შეკავება, მაგრამ ეს არაფერია, გამოცვლა შესაძლებელია. რაც შეეხება სასხლეტს: როგორც თითქმის ყველა პნევმატიკას აქვს სასხლეტის დამცავი. ასევე აქვს ეგრედ წოდებული რეგულირებადი სახლეტი. სიმართლე გითხრათ ის ვინტი, რომელიც არეგულირებს სასხლეტს, გვიან გამოიკრას თუ ადრე-შესაცვლელია, რადგან სიგრძე არ ჰყოფნის დასარეგულირებლად. ოპტიკას რაც შეეხება აქვს 3-9X40 Center Point-ის ოპტიკა. მწარმოებელი კვლავ გვახსენებს ხელის მოსაკიდზე დატვიფრული "B" ინიციალით და ასევე სრული სახელის კონდახზე დაწერით, რომ ამ შესანიშნავი იარაღის სახელი Benjamin-ია. რაც შეეხება ამ ფოტოს, მწარმოებელმა იზრუნა რომ ამ ეგრედ წოდებული მძიმე (4.5 კგ) იარაღის სატარებლად ხელი დაეღლებოდა მონადირეს და ამიტომ გაუკეთა საკიდი. ფოტოზე- 2-იანით მონიშნულ სურათზე საკიდის კაუჭა შევცვალე სპეციალურად, რადგან იმ ქამრის გასაკეთებლად, რომელიც მე მინდა, ასეთი რამ იყო საჭირო. და ბოლოს, რაც შეეხება მის ძალას... იარაღი არის საკმაოდ ძლიერი. ფოტოზე ნაჩვენებია ემალის ქვაბი. როგორც ვხედავთ, ქვაბის კედლები გახვრეტილია. ფოტოზე წითლად მონიშნული ნახვრეთები არის აქედან ნასროლი ტყვიით გამოწვეული, ხოლო ლურჯად მონიშნული ნახვრეტები არის მეორე მხრიდან ნასროლი, რაც მიგვანიშნებს, რომ ტყვია ქვაბის მეორე მხარესაც ღუნავს გარკვეული ძალით მოხვედრისას... რაც შეეხება ჩემს შეხედულებას ამ იარაღის მიმართ, მე ძალიან მომწონს ვიდითაც და ძალითაც და ვიმედოვნებ როდესაც მის გარეთ გატანას და კარგად შემოწმებას ვცდი მიზანში სროლის საშუალებით, ამითაც მომეწონება. თუ რამე დამატებითი შეკითხვები გაგიჩნდათ, მკითხეთ... მადლობთ ყურადღებისთვის...
| |
> |
|
|
Mar 8 2014, 02:32 PM
პოსტი
#2
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
ნუ, ზოგს პცპ ურჩევნია ზოგს ზდპ. ჩემთვის მაგალითად პცპ-ს ისეთი მინუსები აქვს რომ ზდპ-ს ვამჯობინებ რაც შეეხება ამას , მე ჯერ კაცი არ მინახია ვისაც PCP ქონია ეთქვას ეს რა არის ამაზ ზდპ მირჩევნიაო მინუსები რაც შეიძლება ობიექტური იყოს არის მხოლოდ ორი : 1) არაავტონომიურობა , ანუ PCP-თვის საჭიროა, ნასოსი ან მაღალი წნევის ბალონი , აქვს გასროლების განსაზღვრული რაოდენობა რის შემდეგაც აუცილებელია ისევ დატენვა ( თუმცაღა აქაც არსებობს გამოსავალი ამ ფიშტოს სახით 2) ზდპ–თან შედარებით არის ძვირი , შესაბამისი კლასის PCP მინიმუმ 3 ჯერ ძვირია მისი კლასის ზდპ–სთან შედარებით სხვა მინუსი PCP–ს ზდპ–სთან შედარებით უბრალოდ არ აქვს, სამაგიეროდ აქვს უამრავი პლიუსი მაგ: სიმძლავრე, სიზუსტე, უკუცემის არ არსებობა, ზედმეტი ფიზიკური ძალა არ სჭირდება მის გადატენას, არ ხარ კალიბრში შეზღუდული (ნუ არ ვგულისხმობ საქართველოს , მაგ თვენ წარმოგიდგენიათ 9მმ ზდპ–? არადა ამ კალიბრის PCP უამრავია და თან საკმადო წარმატებულიც) და მოკლედ ბევრი სხვა პლიუსები. მოკლედ რომ ვთქვათ თუ ციმბირში მიდიხარ და იცი რომ გარშემო 500 კმ–ს მანძილზე ცივილიზაციას ვერ ნახავ , მაშინ წაიღე ზდპ და უამრავი ტყვია, ხოლო თუ მანქანით დადიხარ , გაქვს თან ბალონი ან ნასოსი და დაუსახლებელ კუნძულზე არ ხარ მაშინ PCP–ს ალტერნატივა არ აქვს
| |
> |
|
|
Mar 8 2014, 07:27 PM
პოსტი
#3
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,361 რეგისტრ.: 10-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,257 ქალაქი:თბილისი |
ციტატა geojorjika რაც შეეხება ამას , მე ჯერ კაცი არ მინახია ვისაც PCP ქონია ეთქვას ეს რა არის ამაზ ზდპ მირჩევნიაო აი, ხო მნახე ზდპ მირჩევნია ხ.მ.ე.ლ.ო ფაქტები თუ არ შეწუხდებით არ მჯერა მე რომ მაგ ფიშტოდან ვინმე საქართველოში სტაბილურად 15 მმ ჯგუფს აკეთებს 50 მეტრში ავტვირთო შედეგები, და მერე როგორც რემინგტონით გაკეთებული ჯგუფები განახეთ 50 მეტრსი და არ დამიჯერეთ, აქაც ისევ ისე არ უნდა დამიჯეროთ ხო? თქვენ თვალწინ თუ არ გატესტა სეკურიფამ, თქვენ არავის არაფერს არ დაუჯერებთ ისე, სეკურიფა რომელიმე შეჯიბრში რომ გამოსულიყო, არავის არცერთ მედალს არ შეგახვედრებდათ ანუ მაინც PCP ჯობია და არ ვიყიდო ეს ბენჟო? :-) რაღაც ისევ გამიჩნდა ყიდვის სურვილი :-D არ ვიცი, თუ სიმძიმის დაძლევა შეგიძლია, მაშინ შესაძლებელია ყიდვა კარგი გადაწყვეტილება იყოს, მაგრამ თუ არ გაგიმართლა და ისეთი შეგხვდა, როგორსაც ჩვენი თანაფორუმელები აძაგებენ, აი მასინ არ ვიცი უკვე ისე, მე მართლა გამიმართლა როგორც ჩანს ამ თოფში და კარგი შემხვდა...
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 08:10 PM |
Hosted by Pro-Service |