Benjamin Trail NP XL 1500, დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პნევმატიკა ზამბარ დგუშიანებში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Benjamin Trail NP XL 1500, დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პნევმატიკა ზამბარ დგუშიანებში |
Feb 2 2014, 01:48 PM
პოსტი
#1
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,361 რეგისტრ.: 10-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,257 ქალაქი:თბილისი |
მოგესალმებით... მიუხედავად იმისა, რომ ფორუმზე არის დაახლოებით ერთი ასეთი თემა, გადავწყვიტე გამეხსნა ახალი, რადგან მფლობელი ამ შემთხვევაში მე ვარ... 1 წლის წინ მქონდა შესანიშნავი იარაღი, Crosman sierra pro, igive remington summit-ი. შემდეგ მოხდა ასეთი შემთხვევა რომ თანხა დამჭირდა, ძალიან კი გამიჭირდა იმ იარაღს დავშორებოდი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, ამიტომ გავყიდე და გამოვეთხოვე მას. იარაღის ფიქრში და მისი ქონის სურვილში განვლო ტანჯულმა ერთმა წელმა, რის განმავლობაშიც თანხას ნელ-ნელა ვაგროვებდი და როდესაც მოვიდა დრო ნანატრი სურვილის ახდენისა, ამაზონიდან გამოვიწერე Benjamin Trail NP XL 1500, რომელიც ფასდაკლებით დამიჯდა 620 ლარი, მაგრამ სამწუხაროდ გარკვეული დეფექტის მქონე აღმოჩნდა. ძალიან გავბრაზდი (620 ლარი თითქოს ჰაერში გაიფანტა). ვერც უკან გავაგზავნე დეფექტიანი იარაღი, რადგან Bestex-მა მითხრა რომ ჩვენ პროდუქციას უკან არ ვაგზავნითო და რომც შესაძლებელი ყოფილიყო უკან გაგზავნა, მაინც ვერ გავაგზავნიდი იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ჩამოსვლისას იარაღი საბაჟომ დამიკავა და 2 კვირის შემდეგ გამომატანა. უკან დაბრუნების გარანტია კი მხოლოდ 1 კვირაზე ვრცელდებოდა. შემდეგ გამიმართლა და ეს იარაღი გავყიდე, დავამატე ცოტა თანხა და ეგრევე დავუკავშირდი გრეგორს... -ბატონო... -გრეგორ გაუმარჯოს, ხმელო ვარ. როგორ ხარ? -მადლობთ კარგად, თავად? -გაიხარე, მეც არა მიშავს. გრეგორ... -კი გისმენ... - ბენჯამინ 1500 ხომ გაქვს დარჩენილი? -კი მაქვს. -შენთან მინდა შევიძინო და ხვალისთვის გცალია? -კი მცალია. -ძალიან კარგი, გამოვალ... -დროის რომელ მონაკვეთში დაახლოებით? -ესე 12-ი 1-ისკენ. -კი ბატონო, მოდი, აარჩიე რომელიც გინდა და წაიღე... -კარგი გრეგორ, აბა დროებით. -დროებით... ამ საუბრის შემდეგ და ხვალინდელი დღის მოლოდინში როგორც იქნა გათენდა დილა. ნელ-ნელა გავემზადე გრეგორთან წასასვლელად და წავედი კიდეც. რომ მივედი გრეგორმა დამახვედრა ბენჟოები, მეც ავიღე შევათვალიერე გადავატრიალ-გადმოვატრიალე და რომ მომეწონა ავიღე, თანხა გადავეცი გრეგორს, დავემშვიდობე და გამოვეშურე ბედნიერი სახლისაკენ... მოკლედ ბევრი რომ აღარ ვიბაასო, ესეც ჩემი ბენჯამინ 1500... ვიდით მე ძალიან მომწონს და ალბად თქვენც... ლულის ნარეზებს რაც შეეხება, კარგი ნარეზებია და ფასკაც კარგად აქვს მოჭრილი, მაგრამ ის რეზინა ცოტათი არ მომწონს რაც გადატეხვის ადგილზე აქვს იარაღს, ტყვია სადაც იდება. ჩემი აზრით ამ თოფს გაცილებით კარგი რეზინა ეკადრება, რათა უკეთ უზრუნველყოს ჰაერის შეკავება, მაგრამ ეს არაფერია, გამოცვლა შესაძლებელია. რაც შეეხება სასხლეტს: როგორც თითქმის ყველა პნევმატიკას აქვს სასხლეტის დამცავი. ასევე აქვს ეგრედ წოდებული რეგულირებადი სახლეტი. სიმართლე გითხრათ ის ვინტი, რომელიც არეგულირებს სასხლეტს, გვიან გამოიკრას თუ ადრე-შესაცვლელია, რადგან სიგრძე არ ჰყოფნის დასარეგულირებლად. ოპტიკას რაც შეეხება აქვს 3-9X40 Center Point-ის ოპტიკა. მწარმოებელი კვლავ გვახსენებს ხელის მოსაკიდზე დატვიფრული "B" ინიციალით და ასევე სრული სახელის კონდახზე დაწერით, რომ ამ შესანიშნავი იარაღის სახელი Benjamin-ია. რაც შეეხება ამ ფოტოს, მწარმოებელმა იზრუნა რომ ამ ეგრედ წოდებული მძიმე (4.5 კგ) იარაღის სატარებლად ხელი დაეღლებოდა მონადირეს და ამიტომ გაუკეთა საკიდი. ფოტოზე- 2-იანით მონიშნულ სურათზე საკიდის კაუჭა შევცვალე სპეციალურად, რადგან იმ ქამრის გასაკეთებლად, რომელიც მე მინდა, ასეთი რამ იყო საჭირო. და ბოლოს, რაც შეეხება მის ძალას... იარაღი არის საკმაოდ ძლიერი. ფოტოზე ნაჩვენებია ემალის ქვაბი. როგორც ვხედავთ, ქვაბის კედლები გახვრეტილია. ფოტოზე წითლად მონიშნული ნახვრეთები არის აქედან ნასროლი ტყვიით გამოწვეული, ხოლო ლურჯად მონიშნული ნახვრეტები არის მეორე მხრიდან ნასროლი, რაც მიგვანიშნებს, რომ ტყვია ქვაბის მეორე მხარესაც ღუნავს გარკვეული ძალით მოხვედრისას... რაც შეეხება ჩემს შეხედულებას ამ იარაღის მიმართ, მე ძალიან მომწონს ვიდითაც და ძალითაც და ვიმედოვნებ როდესაც მის გარეთ გატანას და კარგად შემოწმებას ვცდი მიზანში სროლის საშუალებით, ამითაც მომეწონება. თუ რამე დამატებითი შეკითხვები გაგიჩნდათ, მკითხეთ... მადლობთ ყურადღებისთვის...
| |
> |
|
|
Mar 8 2014, 01:12 PM
პოსტი
#2
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 90 რეგისტრ.: 2-December 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ხობი წევრი №: 1,840 ქალაქი:ხობი |
მოკლედ, სროლაში საკმაოდ კარგი შედეგები მაქვს ზოგადად, ნებისმიერი ტიპის იარაღიდან, ცეცხლსასროლი იქნება თუ პნევმატური. პირველი კლასის მსროლელი ვარ, მაგრამ მსროლელ-ექსპერტობაზეც მაქვს პრეტენზია :-D თავი რომ არ შეგაწყინოთ, პირდაპირ გეტყვით, რომ პნევმატიკაში დიდი გამოცდილება არა მაქვს, ზოგადად კი ძალიან დაინტერესებული ვარ ამ ტიპის თოფებით, მაგრამ ჯერ სწავლის პროცესში ვარ. რაშიც ეს ფორუმი და თქვენ, ფორუმელები ძალიან მეხმარებით. ჩემს ბავშვობაში პნევმატიკა საკმაოდ პოპულარული იყო, მაგრამ ისეთ დროში ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ, რომ კალაშნიკოვი უფრო საჭიროდ ჩავთვალე თავის დროზე და მაგას მივყევი :-) ეხლა კი მინდა რაღაცეები მაინც ვიცოდე პნევმატიკაზე. ჩემს დროს მხოლოდ იჟ-ის პნევმატიკას თუ იშოვიდი და აქაიქ თუ ვინმეს ჰქონდა რაღაც უცნაური უკრაინული პნევმოები. ეხლა კი არჩევანი დიდია და ცოტა ვიბნევი ხოლმე სანამ რამის ყიდვას გადავწყვეტ. რამდენიმე თვის წინ ვიყიდე Benjamin Titan NP (მანამდე სამჯერ სხვადასხვა რუსული პნევმო მქონდა), ნუ, საკმაოდ კარგი თოფი გამოდგა, 3 თვე იმენნო ვიხმარე რასაც ქვია :-) მერე გავყიდე და Gamo Big Cat ვიყიდე, ეს ისე, შესადარებლად უბრალოდ, რომ ნიტრო ზამბარის უპირატესობა გამომეცადა პრაქტიკაში :-) გამოც ნორმალური იყო, მაგრამ ტიტანი თავის ნიტრო ზამბარით მაინც მირჩევნია :-) ამ ყველაფრის შემდეგ უფრო ძლიერი Benjamin Trail XL 1500 უნდა მეყიდა და ერთხელ მივწერე გრიგოლს აქ და ჯაჯამ ისე ჩამამწარა, გადამინდა :-D ეხლა PCP მინდა გამოვცადო, ხელფასებზე ვდებ ხოლმე გვერდზე გარკვეულ თანხას მაგისთვის, რომ შევაგროვებ ვიყიდი და იმედია შემდეგ ჩემპიონატს არ გამამაზინებთ :-D
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2024 - 05:01 AM |
Hosted by Pro-Service |