Benjamin Trail NP XL 1500, დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პნევმატიკა ზამბარ დგუშიანებში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Benjamin Trail NP XL 1500, დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პნევმატიკა ზამბარ დგუშიანებში |
Feb 2 2014, 01:48 PM
პოსტი
#1
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,361 რეგისტრ.: 10-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,257 ქალაქი:თბილისი |
მოგესალმებით... მიუხედავად იმისა, რომ ფორუმზე არის დაახლოებით ერთი ასეთი თემა, გადავწყვიტე გამეხსნა ახალი, რადგან მფლობელი ამ შემთხვევაში მე ვარ... 1 წლის წინ მქონდა შესანიშნავი იარაღი, Crosman sierra pro, igive remington summit-ი. შემდეგ მოხდა ასეთი შემთხვევა რომ თანხა დამჭირდა, ძალიან კი გამიჭირდა იმ იარაღს დავშორებოდი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, ამიტომ გავყიდე და გამოვეთხოვე მას. იარაღის ფიქრში და მისი ქონის სურვილში განვლო ტანჯულმა ერთმა წელმა, რის განმავლობაშიც თანხას ნელ-ნელა ვაგროვებდი და როდესაც მოვიდა დრო ნანატრი სურვილის ახდენისა, ამაზონიდან გამოვიწერე Benjamin Trail NP XL 1500, რომელიც ფასდაკლებით დამიჯდა 620 ლარი, მაგრამ სამწუხაროდ გარკვეული დეფექტის მქონე აღმოჩნდა. ძალიან გავბრაზდი (620 ლარი თითქოს ჰაერში გაიფანტა). ვერც უკან გავაგზავნე დეფექტიანი იარაღი, რადგან Bestex-მა მითხრა რომ ჩვენ პროდუქციას უკან არ ვაგზავნითო და რომც შესაძლებელი ყოფილიყო უკან გაგზავნა, მაინც ვერ გავაგზავნიდი იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ჩამოსვლისას იარაღი საბაჟომ დამიკავა და 2 კვირის შემდეგ გამომატანა. უკან დაბრუნების გარანტია კი მხოლოდ 1 კვირაზე ვრცელდებოდა. შემდეგ გამიმართლა და ეს იარაღი გავყიდე, დავამატე ცოტა თანხა და ეგრევე დავუკავშირდი გრეგორს... -ბატონო... -გრეგორ გაუმარჯოს, ხმელო ვარ. როგორ ხარ? -მადლობთ კარგად, თავად? -გაიხარე, მეც არა მიშავს. გრეგორ... -კი გისმენ... - ბენჯამინ 1500 ხომ გაქვს დარჩენილი? -კი მაქვს. -შენთან მინდა შევიძინო და ხვალისთვის გცალია? -კი მცალია. -ძალიან კარგი, გამოვალ... -დროის რომელ მონაკვეთში დაახლოებით? -ესე 12-ი 1-ისკენ. -კი ბატონო, მოდი, აარჩიე რომელიც გინდა და წაიღე... -კარგი გრეგორ, აბა დროებით. -დროებით... ამ საუბრის შემდეგ და ხვალინდელი დღის მოლოდინში როგორც იქნა გათენდა დილა. ნელ-ნელა გავემზადე გრეგორთან წასასვლელად და წავედი კიდეც. რომ მივედი გრეგორმა დამახვედრა ბენჟოები, მეც ავიღე შევათვალიერე გადავატრიალ-გადმოვატრიალე და რომ მომეწონა ავიღე, თანხა გადავეცი გრეგორს, დავემშვიდობე და გამოვეშურე ბედნიერი სახლისაკენ... მოკლედ ბევრი რომ აღარ ვიბაასო, ესეც ჩემი ბენჯამინ 1500... ვიდით მე ძალიან მომწონს და ალბად თქვენც... ლულის ნარეზებს რაც შეეხება, კარგი ნარეზებია და ფასკაც კარგად აქვს მოჭრილი, მაგრამ ის რეზინა ცოტათი არ მომწონს რაც გადატეხვის ადგილზე აქვს იარაღს, ტყვია სადაც იდება. ჩემი აზრით ამ თოფს გაცილებით კარგი რეზინა ეკადრება, რათა უკეთ უზრუნველყოს ჰაერის შეკავება, მაგრამ ეს არაფერია, გამოცვლა შესაძლებელია. რაც შეეხება სასხლეტს: როგორც თითქმის ყველა პნევმატიკას აქვს სასხლეტის დამცავი. ასევე აქვს ეგრედ წოდებული რეგულირებადი სახლეტი. სიმართლე გითხრათ ის ვინტი, რომელიც არეგულირებს სასხლეტს, გვიან გამოიკრას თუ ადრე-შესაცვლელია, რადგან სიგრძე არ ჰყოფნის დასარეგულირებლად. ოპტიკას რაც შეეხება აქვს 3-9X40 Center Point-ის ოპტიკა. მწარმოებელი კვლავ გვახსენებს ხელის მოსაკიდზე დატვიფრული "B" ინიციალით და ასევე სრული სახელის კონდახზე დაწერით, რომ ამ შესანიშნავი იარაღის სახელი Benjamin-ია. რაც შეეხება ამ ფოტოს, მწარმოებელმა იზრუნა რომ ამ ეგრედ წოდებული მძიმე (4.5 კგ) იარაღის სატარებლად ხელი დაეღლებოდა მონადირეს და ამიტომ გაუკეთა საკიდი. ფოტოზე- 2-იანით მონიშნულ სურათზე საკიდის კაუჭა შევცვალე სპეციალურად, რადგან იმ ქამრის გასაკეთებლად, რომელიც მე მინდა, ასეთი რამ იყო საჭირო. და ბოლოს, რაც შეეხება მის ძალას... იარაღი არის საკმაოდ ძლიერი. ფოტოზე ნაჩვენებია ემალის ქვაბი. როგორც ვხედავთ, ქვაბის კედლები გახვრეტილია. ფოტოზე წითლად მონიშნული ნახვრეთები არის აქედან ნასროლი ტყვიით გამოწვეული, ხოლო ლურჯად მონიშნული ნახვრეტები არის მეორე მხრიდან ნასროლი, რაც მიგვანიშნებს, რომ ტყვია ქვაბის მეორე მხარესაც ღუნავს გარკვეული ძალით მოხვედრისას... რაც შეეხება ჩემს შეხედულებას ამ იარაღის მიმართ, მე ძალიან მომწონს ვიდითაც და ძალითაც და ვიმედოვნებ როდესაც მის გარეთ გატანას და კარგად შემოწმებას ვცდი მიზანში სროლის საშუალებით, ამითაც მომეწონება. თუ რამე დამატებითი შეკითხვები გაგიჩნდათ, მკითხეთ... მადლობთ ყურადღებისთვის...
| |
> |
|
|
Mar 6 2014, 08:13 PM
პოსტი
#2
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 70 რეგისტრ.: 17-August 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Rustavi წევრი №: 1,360 |
ხ.მ.ე.ლ.ო და რომელი ტყვიებით ისვრი? ჩემმა მძიმე ჯსბ-ებით ერთი მხრიდან გახვრიტა ემალის ქვაბი. მარა მეორე მხარეს არც ეტყობოდა არაფერი.
| |
> |
|
|
Mar 7 2014, 12:02 AM
პოსტი
#3
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,361 რეგისტრ.: 10-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,257 ქალაქი:თბილისი |
ხ.მ.ე.ლ.ო და რომელი ტყვიებით ისვრი? ჩემმა მძიმე ჯსბ-ებით ერთი მხრიდან გახვრიტა ემალის ქვაბი. მარა მეორე მხარეს არც ეტყობოდა არაფერი. ნუ, სიმართლე რომ გითხრა ყველა ბენჟამინ 1500-ის ზამბარა სხვადასხვანაირადაა დატენილი, მაგალითად ამაზონიდან რომ გამოვიწერე, ის მხოლოდ ერთ მხარეს ხვრეტდა და მეორეზე ვერ ამჩნევდა ემალს, ეს-რომელიც გრეგორთან ვიყიდე ერთ მხარეს ხვრეტს და მეორეზე ხოშიანად ამჩნევდა იგივე ტყვიებით რასაც შენ ამბობ, მძიმე ჯიესბით, ეს 2 დღეა კიდევ ვამჩნევ რომ ერთ მხარეს ხვრეტს და მეორეზე ოდნავ ამჩნევს. ნუ, სიმართლე რომ გითხრა ყველა ბენჟამინ 1500-ის ზამბარა სხვადასხვანაირადაა დატენილი, მაგალითად ამაზონიდან რომ გამოვიწერე, ის მხოლოდ ერთ მხარეს ხვრეტდა და მეორეზე ვერ ამჩნევდა ემალს, ეს-რომელიც გრეგორთან ვიყიდე ერთ მხარეს ხვრეტს და მეორეზე ხოშიანად ამჩნევდა იგივე ტყვიებით რასაც შენ ამბობ, მძიმე ჯიესბით, ეს 2 დღეა კიდევ ვამჩნევ რომ ერთ მხარეს ხვრეტს და მეორეზე ოდნავ ამჩნევს. ikaaa თუ თანაფორუმელი "ბაკოს" ვენომის პრობლემაზე დაყრდნობით ვიმსჯელებთ გადატენვაში სისუსტე ჯერ-ჯერობით არ შემიმჩნევია. ეს ცოტათი მაიმედებს ხ.მ.ე.ლ.ო პირველ რიგში მანჟეტს დააკვირდი, შეიძლება მხოლოდ ეს იყოს მიზეზი, მეორე მომენტი ის არის რომ, ახალ თოფს როცა დიზელი აკლდება, შესაბამისად შედარებით სუსტად ისვრის ჭურვს, , ეგ იმას არ ნიშნავს რომ ცუდად ისვრის თოფი, მაგრამ შედარებით ზუსტი კი იქნება... ახალი ფიშტო, როცა მას დიზელი აქვს, მას შეიძლება 20 ან მეტი მეტრ წამით მეტიც კი ქონდეს ტყვიის საწყისი სიჩქარე, რაც იმის მანიშნებელია რომ შენს მიერ მოწონებულ ემალის ქვაბს, უპრობლემოდ დახვრეტს, ვაკონკრეტებ, ეს უბრლოდ ჩემი ვარაუდია, შეიძლება ვცდებოდე, უბრალოდ მეც მაინტერესებს რა ხდება და შესაბამისად ვარაუდებს გამოვთქვამ, დიზელის ეფექტზე მეც დავფიქრდი, იქნებ დეკონსერვაცია რომ გავუკეთე და ზედმეტი ტაოტი მოვაშორე იმიტომ ვეღარ აკეთებს იმას რაც აკეთებდა თქო, მაგრამ მერე დავფიქრდი და გამახსენდა რომ დეკონსერვაციის შემდეგაც ჰქონდა ისეთი ძალა რომ ერთ მხარეს ხვრეტდა და მეორეზე კარგად ამჩნევდა, და ეს ბოლო 2 დღეა ერთ მხარეს ხვრეტს და მეორეზე ოდნავ ამჩნევს
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 07:07 AM |
Hosted by Pro-Service |