გაამზადეთ თქვენი ნიანგის ცრემლები, ახალი საბაჟო დაბეგვრვა ანუ ბზდეც |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
გაამზადეთ თქვენი ნიანგის ცრემლები, ახალი საბაჟო დაბეგვრვა ანუ ბზდეც |
Jul 27 2009, 03:28 PM
პოსტი
#1
|
||
მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 857 რეგისტრ.: 11-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 66 ქალაქი:თბილისი |
ინტერნეტით გამოწერილი პროდუქცია დაბეგვრას დაექვემდებარება რადიო ``კომერსანტი``, FM 95.5 ``ეს ცვლილება ისედაც შემცირებულ კლიენტურას უფრო შეგვიმცირებს`` საბაჟო კონტროლი კიდევ უფრო მკაცრდება. ერთი თვის წინ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ფიზიკური პირების დაბეგვრის ახალი წესი ამოქმედდა და თვის განმავლობაში მეორედ შემოტანილი პირადი მოხმარების საქონელიც კი განბაჟებას ექვემდებარება. ამის შესახებ დღევანდელი ``ეკონომიკური პალიტრა`` წერს. როგორც ირკვევა, ახლა უკვე იმ პირების დაბეგვრაც იწყება, ვინც უცხოეთიდან სხვადასხვა ნივთს ინტერნეტით იწერს. ინტერნეტით შეძენისას მყიდველი ნივთისა და ტრანსპორტირების ღირებულების საფასურს იხდიდა, მცირე ღირებულების საქონელს განბაჟება არ ესაჭირდებოდა. ამიერიდან კი, თუ აღმოჩნდა, რომ პირი ხშირად იწერს ნივთს უცხოეთიდან და ამანთშიც ერთი და იგივე სახეობის რამდენიმე პროდუქტია, მაკონტროლებელი ეკონომიკურ საქმიანობაზე მიიტანს ეჭვს და დაბეგრავს. როგორც ფინანსთა სამინისტროში რადიო ``კომერსანტის`` განუცხადეს, საბაჟო კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით, ინტერნეტით გამოწერილი პროდუქცია 300 ლარის ღირებულების ზევით დაბეგვრას დაექვემდებარება. ”ინტერნეტით პროდუქციის გამოწერამ მასიური ხასიათი მიიღო. ეს იგივე ეკონომიკური საქმიანობაა, მაღაზიებს კი ასეთი საქონელი კონკურენციას უწევს. სწორედ ამიტომ საბაჟო კოდექსში ცვლილებები შევიტანეთ”, - განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში. ეს ცვლილება 15 აგვისტოდან ამოქმედდება. საბაჟო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს საქართველოში არსებული ინტერნეტ-მაღაზიების ნაწილი უარყოფითად ხვდება. ინტერნეტ მაღაზია “ი დილერში”, რომელსაც პროდუქცია ძირითადად ამერიკიდან შემოაქვს, ცვლილების შესახებ იციან. თუმცა ამბობენ, რომ ცვლილება მომხმარებელის შემცირებას გამოიწვევს. “300 ლარი ის თანხა არ არის, საიდანაც განბაჟება უნდა დაიწყოს, ადრე ზღვარი 1500 ლარამდე იყო, ცვლილება აუცილებლად იმოქმედებს მომხმარებელზე, რომელიც კრიზისის პერიოდში ისედაც შემცირებულია”,- განუცხადეს რადიო კომერსანტს ინტერნეტ-მაღაზიაში. "ინტერნეტ-მარკეტში” კი ცვლილების შესახებ არაფერი იცოდნენ. თუმცა, განმარტავენ, რომ ზღვარის დაწევა 1500 ლარიდან 300 ლარამდე დაუშვებელია
| |
> |
|
|
Jul 30 2009, 05:08 PM
პოსტი
#2
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
ჰო კიდევ ერთი რამ დამავიწყდა. ფასები...... ფაქტია ამ უაზრო 300 ლარიანი ლიმიტით გადამზიდავებს ნაკადი და სამუსაო შეუმცირდებთ, ამის გამო კაი ტენდენცია რომელიც ამ ბოლო დროს იყო, (იგულისხმება ტრანსპორტირების წონის საფასურის შემცირება), აღარ იქნება, პირველი მერცხალი დრეს გავიგე როდესაც ბარამს ავაკითხე და მოვთხოვე ახსნა განმარტება თუ რატომ დაიანგარიშეს 8$-ზე ჩამოტანის ფასი და არა 7$-ზე როგორც აქამდე იყო. პასუხს ალბათ ხვდებით შესაბამისი სიტუაციიდან გამომდინარე იაფად აღარ უღირთ წამოღება. მოკლედ ლამის 2 წლიანი პერსპექტიული ნიშა რომელიც გადაზიდვების სამსახურის სახით შეიქმნა ასე ლამაზად მიბრიდა ჩვენმა პარლამეტმა და ლობისტება. მაღაზიებს გაყიდვით ბევრი ცვლილება არ შეემჩნევათ ამ აქციით, ხოლო გადამზიდავებს შემოსავალი შეუმცირდებათ და შედეგად ბიუჯეტში უფრო ნაკლები თანხა შევა, ამას ქვია შიგა აქვთოოოოო. ვითომ რაღაცას აკეთებენ და უარესი ქნეს ბიუჯეტისთვის. პირველი 2 კვირა კანონის ამოქმედებიდან გაიტისკება სასტავი, ვისაც უკვე დაკვეთილი აქვს ტავარი და გზაშია თან 300 ტალს აღემატება, დანარჩენი ან გაჩერდება და არ ჩამოიტანს, ან დაელოდება ცვლიებბას, ან ნაწილებად დაუკვეთავს შესაბამის ნივთებს (სამწუხაროდ ყველაფერს ვერა, მაგალითად მე რომ ახალი ცინცხალი დედ პლატა მინდა და ალბათ 1-2 თვეში ბაზარზე გამოვა მინიმუმ 300-350$ ეღირება, რაფერ უნდა დაჭრა და გამოაგზავნო აქეთ არ მესმის ). ვოოტ ბატონო ჩემო. ალბათ მიხვდებიან რომ მიქარეს, მაგრამ ამის გამოსწორებაზე ვინ იფიქრებს არ ვიცი, და რა აღარგებს ჩაფუშულ და იმედგაცრუებული სასტავის შემართებას. geojorjika ჯართი ჯიგარო ჯართი ჯართი აქ მიაქვს ყველაფერს რაღა იქიდან ვათრიო და კიდევ ფული ვიხადო მაგაში მგონი ტერორისტებს უსადკავებენ ე მანდ ურანი და პლუტონი არავინ გადმოიტანოს საზღვარზეო D
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2024 - 03:15 PM |
Hosted by Pro-Service |