![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 857 რეგისტრ.: 11-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 66 ქალაქი:თბილისი ![]() |
ინტერნეტით გამოწერილი პროდუქცია დაბეგვრას დაექვემდებარება რადიო ``კომერსანტი``, FM 95.5 ``ეს ცვლილება ისედაც შემცირებულ კლიენტურას უფრო შეგვიმცირებს`` საბაჟო კონტროლი კიდევ უფრო მკაცრდება. ერთი თვის წინ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ფიზიკური პირების დაბეგვრის ახალი წესი ამოქმედდა და თვის განმავლობაში მეორედ შემოტანილი პირადი მოხმარების საქონელიც კი განბაჟებას ექვემდებარება. ამის შესახებ დღევანდელი ``ეკონომიკური პალიტრა`` წერს. როგორც ირკვევა, ახლა უკვე იმ პირების დაბეგვრაც იწყება, ვინც უცხოეთიდან სხვადასხვა ნივთს ინტერნეტით იწერს. ინტერნეტით შეძენისას მყიდველი ნივთისა და ტრანსპორტირების ღირებულების საფასურს იხდიდა, მცირე ღირებულების საქონელს განბაჟება არ ესაჭირდებოდა. ამიერიდან კი, თუ აღმოჩნდა, რომ პირი ხშირად იწერს ნივთს უცხოეთიდან და ამანთშიც ერთი და იგივე სახეობის რამდენიმე პროდუქტია, მაკონტროლებელი ეკონომიკურ საქმიანობაზე მიიტანს ეჭვს და დაბეგრავს. როგორც ფინანსთა სამინისტროში რადიო ``კომერსანტის`` განუცხადეს, საბაჟო კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით, ინტერნეტით გამოწერილი პროდუქცია 300 ლარის ღირებულების ზევით დაბეგვრას დაექვემდებარება. ”ინტერნეტით პროდუქციის გამოწერამ მასიური ხასიათი მიიღო. ეს იგივე ეკონომიკური საქმიანობაა, მაღაზიებს კი ასეთი საქონელი კონკურენციას უწევს. სწორედ ამიტომ საბაჟო კოდექსში ცვლილებები შევიტანეთ”, - განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში. ეს ცვლილება 15 აგვისტოდან ამოქმედდება. საბაჟო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს საქართველოში არსებული ინტერნეტ-მაღაზიების ნაწილი უარყოფითად ხვდება. ინტერნეტ მაღაზია “ი დილერში”, რომელსაც პროდუქცია ძირითადად ამერიკიდან შემოაქვს, ცვლილების შესახებ იციან. თუმცა ამბობენ, რომ ცვლილება მომხმარებელის შემცირებას გამოიწვევს. “300 ლარი ის თანხა არ არის, საიდანაც განბაჟება უნდა დაიწყოს, ადრე ზღვარი 1500 ლარამდე იყო, ცვლილება აუცილებლად იმოქმედებს მომხმარებელზე, რომელიც კრიზისის პერიოდში ისედაც შემცირებულია”,- განუცხადეს რადიო კომერსანტს ინტერნეტ-მაღაზიაში. "ინტერნეტ-მარკეტში” კი ცვლილების შესახებ არაფერი იცოდნენ. თუმცა, განმარტავენ, რომ ზღვარის დაწევა 1500 ლარიდან 300 ლარამდე დაუშვებელია
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოკლედ ჩამოვაყალიბებ ამ ბოლო 2-3 დღის განმავლობაში რაც გაირკვა. ჩვენმა უვიცმა ჟურნალისტებმა სრული აბდაუბდიზმი გამოიჩინეს ისევე როგორც ყველა სფეროში, ტრიალებდა აზრი 500 ლარის შესახებ, 1 ცალის შესახებ, თვეშI ერთხელ შემოტანის შესახებ, ხან 30 კილოს ლიმიტი ხან 50-ის, ხან 15 აგვისტო ხან 10აგვისტო 1) კანონში ცვლილება მართლაც შევიდა და ძალაში 10 აგვისტოდან შედის და არა 15-დან როგროც თავიდან გავრცელდა ინფო. 2) კანონი ჩუმჩუმად მზადდებოდა ასე რომ ვთქვათ მხოლოდ სახელი იყო ცნობილი და რა შედიოდა არავინ ყურადღებას არ აქცევდა თუ არ აქცევინებდა კაცმა არ იცის. მოკლედ ასე თუ ისე 17 ივლისს მესამე მოსმენით და პრეტენზიების გარეშე მიიღეს. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა (როდის მოასწრო არ ვიცი, ბაიდენს ხვდებოდა თუ კანონებს ხელს აწერდა...), მიღებულ კანონში წერია რომ გამოქვეყნებიდან 15 დღეში შედის ძალაში, შესაბამისად კომერსანტი 26-ში ახმოვანებს ამ კანონს მაგარი აბდაუბდა იმპროვიზაციებით, ნახევარზე მეტი თვითონ არ იციან, მაგრამ ვალის მოხდის პონტში მთავრობამ დაავალა უნდა გაახნმოვანოო. ნუ ს-გრეხომ პაპალამ ჩაითვალა რომ საზოგადოებას ცვლილების შესახებ ეცნობა 26 ივლისს. შესაბამისად 26-დან 15 დღე ურტყავს 10 აგვისტოს. 3) კანონი შეგიძლიათ აქედან დაქაჩოთ, უნიკოდში გადავიყვანე თორემ თავიდან სრული დომფხალი იყო, ვიღა იყენებს ამ ქვეყანაში ჩვენი პარლამენტის გარდა რუსულ განლაგებას და რუსულ კოდირებას არ ვიცი. დალშე - ვაკოპირებ ჩემს ტექსტს ფორუმ.გე-დან, შესაცვლელი არაფერია, იდეა მგონი ისედაც გასაგები იქნება, იგივეს წერას აზრი არ აქვს. ____________________________ მე ეს კანონი რათქმაუნდა იურისტივით ვერ გადავიკითხე, მაგრამ ძირიტადად ჩვენ გვეხება 52-ე პუნქტი , ანუ 52. 2705 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: აქ არის რამდენიმე ქვეპუნქტი მაგალითად: ლ.ა) - საუბარია დღეში 30 კილოს პროდუქტზე (რამდენადაც მივხვდი სურსათზე) ლ.ბ) - 30 დღეში ერთხელ 500 ლარისა და 30 კილოს პროდუქცია ლ.გ) - საჰაერო ტრანსპორტით შემოტანა (ალბათ როდესაც პირადად შემოგაქვს გადამზიდავის გარეშე) 30 დღეში ერთხელ 200 ღერი სიგარეტი 4 ლიტრა სასმელი და ეგეთი სისულელე ლ.დ) - საზღვარგარეთ პირადად იყავი 6 თვეზე მეტხანს და ჩამოსვლისას შეგიძლია შემოიტანო 15000 ლარის ღირებულების საქონელი (მგონი მოშნად შეეშალათ და 1500 უნდა ეწეროს ) ლ.ე) - ვეჩნა აქ ცხოვრობ და ავეჯი შემოგაქვს შენთვის, ერთი გრუზავიკი შეგიძლია შემოიოტანო (მომკალით და ამ პუნქტს ვერ ჩავწვდი) ლ.ე) - მგონი პირდაპირ ჩვენ გვეხება საფოსტო გზავნილები 300 ლარამდე საქონელი და 30 კილო ერთ ჯერზე, მაგრა არ არის ნახსენები რაოდენობა და პერიოდულობა რატომ ჩავაცივდით თვეში ერთხელ ჩამოტანას ვერ გავიგე. იმედია ეს კანონი ასევეა და მაშინ მე პირადად კიდევ გადავრჩი მხოლოდ სახარჯი მასალები ჩამომაქვს ხოლმე ლ.ზ) - საჰაერო შემოტანა, ნუ უხეშად შეიძლება ესეც ჩვენ გვეხება, მაგრამ ისევ 300 ლარი და 30 კილო, მაგრა ცალობა და პერიოდულობა არაა დასახელებული და ბოლოს თავზე გვაფარებს ეს დებულება: 1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-4 და მე-7 ნაწილებისა, მე-13 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, მე-20 და 21-ე ნაწილებისა, 22-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა, 29-ე, 30-ე და 32-ე ნაწილებისა, 41-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა, 43-ე ნაწილისა, 46-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა, 53-ე და 54-ე ნაწილებისა და 55-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. მაინცა და მაინც 52-ე პუნქტი არაა ნახსენები ასე რომ გამოქვეყნებიდან მე-15 დრეს უნდა ამოქმედდეს. ________________________________________ ახლა რეალობა: მოკლედ და მარტვად რომ ვთქვათ: 1) 10 აგვისტოდან ეს ქაჯობა კანონი ძალაში შედის 2) ყველა ტვირთი რომელიც 300 ლარს აღემატება ტრანსპორტირების ფასიანად (ინვოისში რაც წერია კონვერტირებული ლარებში ეროვნული ბანკის კურსით) განეკუთვნება განბაჟების პროცედურას. 3) გადამზიდავთან თუ ჩადის საქონელი რომლის ფასიც ლარში მიახლოებით არის 290 ლარი უპრობლემოდ გადმოლახავს საზღვარს, ამასობაში თუ გადმომზიდავის, მაგალითად ბარამის საფასური არის 50 ლარი ეს ტვირთის ფასს 290 ლარს არ ემატება, ასე რომ პრობლემა ლოკალიზებულია. მხოლოდ საიტზე საქონლის ღირებულება და საიტის შიპინგის ფასი, მხოლოდ ეს ორი რამ ჯამდება, ეს დღეს დაზუსტებით გავარკვიე გადამზიდავებთან. 4) რაც შეეხება რაოდენობას, მიღებულ კანონში არანაირი საუბარი 1 ცალზე არ არის, ასე რომ ეს ჭორი ისევ და ისევ ძლიერ განვითარებული კომერსანტის ჟურნალისტებიდან წამოვიდა და მერე ყველა არხმა თუ ჯგუფმა აიტაცა. რაც ეწერა ძველ კანონში, მგონი 4 ცალი დღემდე ეგრეა არანაირი ცვლილება ერთეულებში არაა, თუმცა ამას მე ვერ დავამტკიცებ, მაინც ძველ კანონშია სრული ინფო ამოსაკითხი. 5) ვადა - ანუ ჭორი იყო რომ თვეში ერთხელ 300 ლარის ოდენობის ტვირთი, ნურას უკაცრავად ეს ეხება მხოლოდ საკვებ პროდუქტებს, სასმელს და სიგარეტს. იდეაში საფოსტო გზავნილები შეიძლება ყოველ მეორე დღეს, ანუ დღეს ერთი პარტია 300 ლარად, ხვალ მეორე და ასე შემდეგ, ასევთქვათ 24 საათიანი რესეტია ![]() 6) დარჩა კიდევ რამდენიმე ჭორი, მაგალითად ასეთი - თუ კლიენტს ხშირად შემოაქვს საქონელი მასაც დააჯდება საბაჟო და დაბეგრავს. ახლა თუ ზეპირსიტყვიერად მოდიფიკაციას და თავზე მოხვევას გაუჩალიჩებს რომელიმე მებაჟე არ ვიცი და კანონში ეგეთი არაფერი არ წერია. ჩვენთან კი მოქმედებს პრინციპი რაც აკრძალული არაა ის ნებადართულია, თუმცა თუ ვინმემ გააჭენა მერე უმტკიცე რომ კურდღელი არ ხარ ![]() ![]() ![]() ამ მომნტისათვის სულ ესაა, თუ რაიმე ახალი იქნება ან თქვენ გაიგებთ დაამატეთ. იმის გამო რომ ჩამოტანის იდეა ბევრს სჭირდება, საერთო ჯგუფური ჩამოტანები ალბათ აწი ნაკლებად შესაძლებელი იქნება. ჩვენი ბოლო დაკვეთა 200$-ს აცდა რაც ავტომატურად ნიშნავს იმას რომ უნდა მოხვდეს განბაჟებაში, ნუ კიდევ კაი ეს ტვირთი იდეაში 6 აგვისტოს ჩამოდის და პრობლემები მგონი აგვცდა. ამიტომ ცოტა ხანში ცალკე თემას გავხსნი და დავდებ სრულ ინსტრუქციას თუ როგრო უნდა მოხდეს ინტერნეტით საქონლის გამოწერა, შემდეგ ყველამ თქვენ თქვენით გადაწყვიტეთ რა და როგორ იქნება. წესით რთული არაფერია, უბრალოდ როცა 1 და 2 იაფიანი შტუკა გინდა ცალკე დაკვეთა ფასს გზრდის ![]() P.S. ისე ამ კანონმდებლებს ნატამალი ჭკუა თუ ჰქონდეთ თავში, გამაგებინეთ სამასი ლარის რა უნდა იყიდო ისეთი რომ 30 კილო გამოვიდეს????
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 03:11 AM |
Hosted by Pro-Service |