Benjamin Trail NP XL 1500, დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პნევმატიკა ზამბარ დგუშიანებში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Benjamin Trail NP XL 1500, დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პნევმატიკა ზამბარ დგუშიანებში |
Feb 2 2014, 01:48 PM
პოსტი
#1
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,361 რეგისტრ.: 10-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,257 ქალაქი:თბილისი |
მოგესალმებით... მიუხედავად იმისა, რომ ფორუმზე არის დაახლოებით ერთი ასეთი თემა, გადავწყვიტე გამეხსნა ახალი, რადგან მფლობელი ამ შემთხვევაში მე ვარ... 1 წლის წინ მქონდა შესანიშნავი იარაღი, Crosman sierra pro, igive remington summit-ი. შემდეგ მოხდა ასეთი შემთხვევა რომ თანხა დამჭირდა, ძალიან კი გამიჭირდა იმ იარაღს დავშორებოდი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, ამიტომ გავყიდე და გამოვეთხოვე მას. იარაღის ფიქრში და მისი ქონის სურვილში განვლო ტანჯულმა ერთმა წელმა, რის განმავლობაშიც თანხას ნელ-ნელა ვაგროვებდი და როდესაც მოვიდა დრო ნანატრი სურვილის ახდენისა, ამაზონიდან გამოვიწერე Benjamin Trail NP XL 1500, რომელიც ფასდაკლებით დამიჯდა 620 ლარი, მაგრამ სამწუხაროდ გარკვეული დეფექტის მქონე აღმოჩნდა. ძალიან გავბრაზდი (620 ლარი თითქოს ჰაერში გაიფანტა). ვერც უკან გავაგზავნე დეფექტიანი იარაღი, რადგან Bestex-მა მითხრა რომ ჩვენ პროდუქციას უკან არ ვაგზავნითო და რომც შესაძლებელი ყოფილიყო უკან გაგზავნა, მაინც ვერ გავაგზავნიდი იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ჩამოსვლისას იარაღი საბაჟომ დამიკავა და 2 კვირის შემდეგ გამომატანა. უკან დაბრუნების გარანტია კი მხოლოდ 1 კვირაზე ვრცელდებოდა. შემდეგ გამიმართლა და ეს იარაღი გავყიდე, დავამატე ცოტა თანხა და ეგრევე დავუკავშირდი გრეგორს... -ბატონო... -გრეგორ გაუმარჯოს, ხმელო ვარ. როგორ ხარ? -მადლობთ კარგად, თავად? -გაიხარე, მეც არა მიშავს. გრეგორ... -კი გისმენ... - ბენჯამინ 1500 ხომ გაქვს დარჩენილი? -კი მაქვს. -შენთან მინდა შევიძინო და ხვალისთვის გცალია? -კი მცალია. -ძალიან კარგი, გამოვალ... -დროის რომელ მონაკვეთში დაახლოებით? -ესე 12-ი 1-ისკენ. -კი ბატონო, მოდი, აარჩიე რომელიც გინდა და წაიღე... -კარგი გრეგორ, აბა დროებით. -დროებით... ამ საუბრის შემდეგ და ხვალინდელი დღის მოლოდინში როგორც იქნა გათენდა დილა. ნელ-ნელა გავემზადე გრეგორთან წასასვლელად და წავედი კიდეც. რომ მივედი გრეგორმა დამახვედრა ბენჟოები, მეც ავიღე შევათვალიერე გადავატრიალ-გადმოვატრიალე და რომ მომეწონა ავიღე, თანხა გადავეცი გრეგორს, დავემშვიდობე და გამოვეშურე ბედნიერი სახლისაკენ... მოკლედ ბევრი რომ აღარ ვიბაასო, ესეც ჩემი ბენჯამინ 1500... ვიდით მე ძალიან მომწონს და ალბად თქვენც... ლულის ნარეზებს რაც შეეხება, კარგი ნარეზებია და ფასკაც კარგად აქვს მოჭრილი, მაგრამ ის რეზინა ცოტათი არ მომწონს რაც გადატეხვის ადგილზე აქვს იარაღს, ტყვია სადაც იდება. ჩემი აზრით ამ თოფს გაცილებით კარგი რეზინა ეკადრება, რათა უკეთ უზრუნველყოს ჰაერის შეკავება, მაგრამ ეს არაფერია, გამოცვლა შესაძლებელია. რაც შეეხება სასხლეტს: როგორც თითქმის ყველა პნევმატიკას აქვს სასხლეტის დამცავი. ასევე აქვს ეგრედ წოდებული რეგულირებადი სახლეტი. სიმართლე გითხრათ ის ვინტი, რომელიც არეგულირებს სასხლეტს, გვიან გამოიკრას თუ ადრე-შესაცვლელია, რადგან სიგრძე არ ჰყოფნის დასარეგულირებლად. ოპტიკას რაც შეეხება აქვს 3-9X40 Center Point-ის ოპტიკა. მწარმოებელი კვლავ გვახსენებს ხელის მოსაკიდზე დატვიფრული "B" ინიციალით და ასევე სრული სახელის კონდახზე დაწერით, რომ ამ შესანიშნავი იარაღის სახელი Benjamin-ია. რაც შეეხება ამ ფოტოს, მწარმოებელმა იზრუნა რომ ამ ეგრედ წოდებული მძიმე (4.5 კგ) იარაღის სატარებლად ხელი დაეღლებოდა მონადირეს და ამიტომ გაუკეთა საკიდი. ფოტოზე- 2-იანით მონიშნულ სურათზე საკიდის კაუჭა შევცვალე სპეციალურად, რადგან იმ ქამრის გასაკეთებლად, რომელიც მე მინდა, ასეთი რამ იყო საჭირო. და ბოლოს, რაც შეეხება მის ძალას... იარაღი არის საკმაოდ ძლიერი. ფოტოზე ნაჩვენებია ემალის ქვაბი. როგორც ვხედავთ, ქვაბის კედლები გახვრეტილია. ფოტოზე წითლად მონიშნული ნახვრეთები არის აქედან ნასროლი ტყვიით გამოწვეული, ხოლო ლურჯად მონიშნული ნახვრეტები არის მეორე მხრიდან ნასროლი, რაც მიგვანიშნებს, რომ ტყვია ქვაბის მეორე მხარესაც ღუნავს გარკვეული ძალით მოხვედრისას... რაც შეეხება ჩემს შეხედულებას ამ იარაღის მიმართ, მე ძალიან მომწონს ვიდითაც და ძალითაც და ვიმედოვნებ როდესაც მის გარეთ გატანას და კარგად შემოწმებას ვცდი მიზანში სროლის საშუალებით, ამითაც მომეწონება. თუ რამე დამატებითი შეკითხვები გაგიჩნდათ, მკითხეთ... მადლობთ ყურადღებისთვის...
| |
> |
|
|
Feb 4 2014, 08:51 AM
პოსტი
#2
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი |
ხ.მ.ე.ლ.ო გილოცავ რომ იარაღი გამოგადგა რაც შეეხება ჯგუფებს: ნუ ჯერ ერთი ამ ყინვაში ესეც რომ ისროლეთ დიდი რესპექტები, მაგრამ ჯგუფები სადაა რო? ჯგუფს რომ აკეთებთ ოპტიკის ბარაბნებში რატომ შეგაქვთ კორექცია? დაუმიზნე, ესროლე 5 ტყვია და ეგაა ჯგუფი . თქვენ კი 2-2 ტყვიიანი ჯგუფები გაქვთ 50 მეტრში ასანთის კოლოფის ხელა სამიზნეს ხსნის ხეზე მიყრდნობით ხელიდან თავისუფლად (ეგ გამოვცადეთ ადგილზე მშვენიერია, ისე უფრო დიდ მანძილზე არ გიცდიათ?
| |
> |
|
|
Feb 4 2014, 10:56 AM
პოსტი
#3
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,361 რეგისტრ.: 10-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,257 ქალაქი:თბილისი |
ციტატა gregory გილოცავ რომ იარაღი გამოგადგა გაიხარე, მადლობა ციტატა gregory რაც შეეხება ჯგუფებს: ნუ ჯერ ერთი ამ ყინვაში ესეც რომ ისროლეთ დიდი რესპექტები, მაგრამ ჯგუფები სადაა რო? ჯგუფს რომ აკეთებთ ოპტიკის ბარაბნებში რატომ შეგაქვთ კორექცია? დაუმიზნე, ესროლე 5 ტყვია და ეგაა ჯგუფი . თქვენ კი 2-2 ტყვიიანი ჯგუფები გაქვთ ეს კი ვიცით, ამდენი ხანია ამ ფორუმზე ვართ და ეგ არ გვეცოდინება 5 - 5 ტყვია რომ უნდა ესროლო? მაგრამ ხო გეუბნებით, ისე ყინავდა მე მაგალითად გამოქცევაზე ვიყავი, ზურამ მაგდენს რომ გაუძლო ეგეც მიკვირს, რო მოვდიოდით იმასაც ვეუბნებოდი აღარც თოფი მინდა და აღარც არაფერი, წავალ ეხლა ფეჩთან დავჯდები თქო... ციტატა gregory მშვენიერია, ისე უფრო დიდ მანძილზე არ გიცდიათ? არა დიდ მანძილზე აღარ გვისვრია, 30 მეტრზე 5 თეთრიანიც კი იფარებოდა ოპტიკის ბადით და ვერ ხედავდი სად უმიზნებDი ცენტრში თუ ოდნავ გვერძე, ან მაღლა-დაბლა, შედეგად კი ხომ იცი შორ მანძილზე მცირედი გვერძე ან მაღლა დაბლა დაწევა დიდ სხვაობას იძლევა არამცთუ 30 მეტრზე ციტატა ja_ja ნუ ვაბშეტა გრიშამ სწორად გითხრა ჯგუფები 2-2 გასროლა არაა , კლასიკურად ჯგუფში 5 ტყვია იგულისხმება. კი ბატონო, მაგრამ ზედიზედ ვისროდით ბარაბანზე ცვლილების შეტანიდან, მთავარია რომ გვერდებზე ან დიაგონალებზე არ მოძრაობდა ტყვია, მხოლოდ ნელ ნელა იწევდა მაღლა რაც ცვლილებაშ შეიტანდი, ეს იმის მანიშნებელია რომ, ბარაბანი რომც არ დაგვეტრიალებინა და 5 გვესროლა ერთ წერტილში, 5 ივე ერთადვე დაჯდებოდა, თან ძალიან ახლოს ციტატა ja_ja და ბოლოს ამ სიცივეში რამ გასროლინათ ... თითები მთელი გაქვთ? უბრალოდ სულ თავიდან გავსინჯე, ხომ უნდა შეამოწმო თოფს რამე პობლემა ხომ არ აქვს? ჰო და მეც შევამოწმე რა, ჩემმა მეორე თოფმა მწარე მაგალითი მომცა, რაც დიდი ხნის წინ მქონდა, ლულა გვერძე და დაბლა მისდიოდა და 20 მეტრში 50 სანტიმეტრიან სხვაობას იძლეოდა ისეთი საშინელი რამე იყო თორემ ეს ამინდი ჯგუფების გასაკეთებლად ნამდვილად არ გამოდგება და არც ის პოზიცია, საიდანაც ჩვენ ვისროდით, უბრალოდ ზურა კარგად ისვრის თორემ სხვა ამ ჯგუფებსაც ვერ დასვავდა, შანსი არაა თუ მაგრად არ ისვრის ვინმე, ვერ დასვავს მე იმიტომ ვიდექი გვერძე და ვუყურებდი
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th May 2024 - 12:58 AM |
Hosted by Pro-Service |