![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 857 რეგისტრ.: 11-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 66 ქალაქი:თბილისი ![]() |
ინტერნეტით გამოწერილი პროდუქცია დაბეგვრას დაექვემდებარება რადიო ``კომერსანტი``, FM 95.5 ``ეს ცვლილება ისედაც შემცირებულ კლიენტურას უფრო შეგვიმცირებს`` საბაჟო კონტროლი კიდევ უფრო მკაცრდება. ერთი თვის წინ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ფიზიკური პირების დაბეგვრის ახალი წესი ამოქმედდა და თვის განმავლობაში მეორედ შემოტანილი პირადი მოხმარების საქონელიც კი განბაჟებას ექვემდებარება. ამის შესახებ დღევანდელი ``ეკონომიკური პალიტრა`` წერს. როგორც ირკვევა, ახლა უკვე იმ პირების დაბეგვრაც იწყება, ვინც უცხოეთიდან სხვადასხვა ნივთს ინტერნეტით იწერს. ინტერნეტით შეძენისას მყიდველი ნივთისა და ტრანსპორტირების ღირებულების საფასურს იხდიდა, მცირე ღირებულების საქონელს განბაჟება არ ესაჭირდებოდა. ამიერიდან კი, თუ აღმოჩნდა, რომ პირი ხშირად იწერს ნივთს უცხოეთიდან და ამანთშიც ერთი და იგივე სახეობის რამდენიმე პროდუქტია, მაკონტროლებელი ეკონომიკურ საქმიანობაზე მიიტანს ეჭვს და დაბეგრავს. როგორც ფინანსთა სამინისტროში რადიო ``კომერსანტის`` განუცხადეს, საბაჟო კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით, ინტერნეტით გამოწერილი პროდუქცია 300 ლარის ღირებულების ზევით დაბეგვრას დაექვემდებარება. ”ინტერნეტით პროდუქციის გამოწერამ მასიური ხასიათი მიიღო. ეს იგივე ეკონომიკური საქმიანობაა, მაღაზიებს კი ასეთი საქონელი კონკურენციას უწევს. სწორედ ამიტომ საბაჟო კოდექსში ცვლილებები შევიტანეთ”, - განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში. ეს ცვლილება 15 აგვისტოდან ამოქმედდება. საბაჟო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს საქართველოში არსებული ინტერნეტ-მაღაზიების ნაწილი უარყოფითად ხვდება. ინტერნეტ მაღაზია “ი დილერში”, რომელსაც პროდუქცია ძირითადად ამერიკიდან შემოაქვს, ცვლილების შესახებ იციან. თუმცა ამბობენ, რომ ცვლილება მომხმარებელის შემცირებას გამოიწვევს. “300 ლარი ის თანხა არ არის, საიდანაც განბაჟება უნდა დაიწყოს, ადრე ზღვარი 1500 ლარამდე იყო, ცვლილება აუცილებლად იმოქმედებს მომხმარებელზე, რომელიც კრიზისის პერიოდში ისედაც შემცირებულია”,- განუცხადეს რადიო კომერსანტს ინტერნეტ-მაღაზიაში. "ინტერნეტ-მარკეტში” კი ცვლილების შესახებ არაფერი იცოდნენ. თუმცა, განმარტავენ, რომ ზღვარის დაწევა 1500 ლარიდან 300 ლარამდე დაუშვებელია
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
კაროჩე დღეს ავედით მე და ჯორჯიკა ბარამში კიდევ ერთხელ, გუშინ თანამშრომლის სიტყვებს მაინც არ ვენდე. ესეიგი იქ ვინც იყო ლიმიტი 300 ლარზე არ ვიცითო, ჯერჯერობით კანონით 1500 ლარია დაშვებულია, თუ რაიმე ახლის მომზადებას აპირებენ ჯერ ჩვენამდე არ მოსულა და ჯობია აეროპორტის საბაჟოზე დარეკოთ და დააზუსტოთო. ცალობას რაც შეეხება მაქსიმუმ ამ დროისთვის არის 4 ცალიო, 5-ზე შეიძლება გაახურონო, შეიძლება გაატარონო, გააჩნია სიტუაციას, მებაჟეს ხასიათს და საქონელის ტიპსო. კაროჩე 4-4 ცალ CP-ს და CUM-ს ვუკვეთავ. მერე რაც მოხდება მოხდება, მაგის დედაც ჯეკ! თუ ჩამოასწრო ვადაში ხომ კაია თუ არა და დამერხევა და ეგაა ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 09:32 AM |
Hosted by Pro-Service |