![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 857 რეგისტრ.: 11-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 66 ქალაქი:თბილისი ![]() |
ინტერნეტით გამოწერილი პროდუქცია დაბეგვრას დაექვემდებარება რადიო ``კომერსანტი``, FM 95.5 ``ეს ცვლილება ისედაც შემცირებულ კლიენტურას უფრო შეგვიმცირებს`` საბაჟო კონტროლი კიდევ უფრო მკაცრდება. ერთი თვის წინ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ფიზიკური პირების დაბეგვრის ახალი წესი ამოქმედდა და თვის განმავლობაში მეორედ შემოტანილი პირადი მოხმარების საქონელიც კი განბაჟებას ექვემდებარება. ამის შესახებ დღევანდელი ``ეკონომიკური პალიტრა`` წერს. როგორც ირკვევა, ახლა უკვე იმ პირების დაბეგვრაც იწყება, ვინც უცხოეთიდან სხვადასხვა ნივთს ინტერნეტით იწერს. ინტერნეტით შეძენისას მყიდველი ნივთისა და ტრანსპორტირების ღირებულების საფასურს იხდიდა, მცირე ღირებულების საქონელს განბაჟება არ ესაჭირდებოდა. ამიერიდან კი, თუ აღმოჩნდა, რომ პირი ხშირად იწერს ნივთს უცხოეთიდან და ამანთშიც ერთი და იგივე სახეობის რამდენიმე პროდუქტია, მაკონტროლებელი ეკონომიკურ საქმიანობაზე მიიტანს ეჭვს და დაბეგრავს. როგორც ფინანსთა სამინისტროში რადიო ``კომერსანტის`` განუცხადეს, საბაჟო კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით, ინტერნეტით გამოწერილი პროდუქცია 300 ლარის ღირებულების ზევით დაბეგვრას დაექვემდებარება. ”ინტერნეტით პროდუქციის გამოწერამ მასიური ხასიათი მიიღო. ეს იგივე ეკონომიკური საქმიანობაა, მაღაზიებს კი ასეთი საქონელი კონკურენციას უწევს. სწორედ ამიტომ საბაჟო კოდექსში ცვლილებები შევიტანეთ”, - განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში. ეს ცვლილება 15 აგვისტოდან ამოქმედდება. საბაჟო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს საქართველოში არსებული ინტერნეტ-მაღაზიების ნაწილი უარყოფითად ხვდება. ინტერნეტ მაღაზია “ი დილერში”, რომელსაც პროდუქცია ძირითადად ამერიკიდან შემოაქვს, ცვლილების შესახებ იციან. თუმცა ამბობენ, რომ ცვლილება მომხმარებელის შემცირებას გამოიწვევს. “300 ლარი ის თანხა არ არის, საიდანაც განბაჟება უნდა დაიწყოს, ადრე ზღვარი 1500 ლარამდე იყო, ცვლილება აუცილებლად იმოქმედებს მომხმარებელზე, რომელიც კრიზისის პერიოდში ისედაც შემცირებულია”,- განუცხადეს რადიო კომერსანტს ინტერნეტ-მაღაზიაში. "ინტერნეტ-მარკეტში” კი ცვლილების შესახებ არაფერი იცოდნენ. თუმცა, განმარტავენ, რომ ზღვარის დაწევა 1500 ლარიდან 300 ლარამდე დაუშვებელია
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
ისე რა მამაძაღლურად პიკზე გამოიპარა ინფო, ან მოასწრებ რაიმეს გამოგზავნას ან ვერა. ახლა ალბათ ყველა მიაწყდება გვინდა გვინდა, ერთ რეისში არ ჩაეტევა და რამდენი გადავარდება ბლიად!!! მაგარი თავსატეხი გაჩნდა, რამდენი დავუკვეთო ეს საზიზღარი ტყვიები. იდეაში სექტემბრის ბოლომდე ოქტომბრამდე უნდა გავუძლოთ, მაგ დროისთვის გრიგოლი ალბათ ჩამოიტანს შემდეგ პარტიას და მაგას დავუკვეთავ CP-ს და CUM, რამდენსაც გავქაჩავ მაქსიმუმდე. თორემ თითო თითო კოლოფის დაკვეთა თვეში იდიოტიზმის ბოლო ფორმაა. აუ ერთი იმის თავში ჩამახედა ვინც ეს მოიფიქრა და გემრიელად ჩამაფურთხებინა რა. ბლიადდდდდ, JSB ტყვიები ტრაკში მიდის!!! ამ პირამიდს რა ვუთხარი რა 3 თვე ვერ მოაბეს მარაგების შევსება!!!!! არადა გუშინ რომ ვიყავი ჩემთვის გასული ტყვიების შესამოწმებლად JSB-მ მაგარი სახარბიელო ჯგუფი მომცა.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2024 - 07:31 AM |
Hosted by Pro-Service |