![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 47 რეგისტრ.: 9-July 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 1,600 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოგესალმებით 2-3 დღის წინ ვიყიდე Crosman Optimus მაიმარკეტზე 250 ლარად 2 კვირის ნახმარი. სანამ ვიყიდდი, უცხოურ ფორუმებზე და ამაზონზე შთაბეჭდილებები გადავიკითხე ამ თოფზე და კიდევ უფრო გამიმყარდა ყიდვის სურვილი. თანაც ყველა მახასიათებლით ეს იარაღი აკმაყოფილებდა ჩემს მოთხოვნებს (უნდა ყოფილიყო ძლიერი და შეძლებისდაგვარად ზუსტი), ამასთანავე ჰქონდა ლამაზი ხის კონდახი. ერთი სიტყვით, 20 წუთის დადებული იყო განცხადება, პატრონს რომ დავურეკე, საღამოს კი უკვე სახლში მქონდა ეს სილამაზე ![]() ![]() მანამდე ერთადერთი იარაღი მქონია, ამავე ფორუმელისგან შარშან მურკა შევიძინე, რადგან თითქმის 1 თვე ვუცადე 200-300 ლარად კროსმან ფანტომის ან ჰატსან მოდ 80-ის ზემოთ მაიმარკეტზე დაგდებას უშედეგოდ. ერთ-ორჯერ კი დაიდო ხაჩიკა, მაგრამ რომ დავრეკე, გაყიდული დამხვდა :| ხოდა მეც ავიღე და მურკა ვიყიდე ფორუმელისგან. ერთადერთი, რაც არ მომწონდა ამ თოფში, მისი სისუსტე იყო (საპლინკაოდ მინდოდა თავიდანვე, ფიცრების და ბოთლების სახვრეტად, მურკა კი ამას თავს ვერ ართმევდა). ვუპირებდი ჩემს მურკას გაძლიერებას, ჰაერის ზამბარის დაყენებას, კონდახის დამძიმებას, მანჟეტის შეცვლას და ა. შ, მაგრამ დროს ვერა და ვერ ვნახულობდი. ბევრი ლაპარაკი რომ არ გავაგრძელო, შთაბეჭდილებებზე მოგიყვებით. მურკას შეჩვეულ ადამიანს ეს თოფი ძალიან მძიმედ მომეჩვენა თავიდანვე. გადატენვა რომ ვცადე, მაშინ კიდევ ერთხელ ვიგრძენი მისი ძალა. ამან ცოტა შემაცბუნა, ვიფიქრე, ეს რომ ისვრის, საერთოდ ხელიდან გამივარდება მეთქი, მაგრამ რომ ვისროლე, აღმოვაჩინე, რომ უკუცემა სულაც არ ჰქონდა მურკაზე მეტი. 2-3 დღეში ერთი სიტყვით, მივეჩვიე გადატენვასაც და სიმძიმესაც. ერთი ეგაა, რომ ოპტიკა არ აქვს გასწორებული, ღია სამიზნით სროლაც არ მიცდია, თუმცა ამას ყველაფერს იქითა "უიქენდზე" გავაკეთებ. აქვე მინდა დავუმატო, რომ მივხვდი, რატომ აფასებენ მურკას: ის არის მსუბუქი, ძალიან მარტივი მოხმარებაში და ამტანი, ბევრი დეტალის გარეშე, ერთი სიტყვით ბევრად უკეთესი დამწყებისთვის, ვიდრე თუნდაც ხაჩიკა ან კროსმანი. ამიტომ აღარც მისი უცხოური ფასი - თითქმის 200 დოლარია ჩემთვის გასაკვირი. დღეს სულაც არ ვნანობ, რომ უფრო ძლიერი პნევმატიკის გამოყენებამდე მურკამ გაიარა ჩემს ხელში. ახალი თემის გახსნა კი იმიტომ გადავწყვიტე, რომ მივხვდი, რომ ეს იარაღი მოსავლელად არც ისე მარტივი იქნება, როგორც მურკა, ანუ თურქული 2-3 ლარიანი ტყვიებით მიზანში ნორმალურად ვეღარ გავისვრი, დაზეთვაც უფრო ხშირად დასჭირდება (ეს ყველაფერი ყუთსა და ინსტრუქციის ფურცელზე ეწერა). უფრო გამოცდილი ადამიანებისგან მაინტერესებს, თუნდაც ფანტომის მფლობელებისგან, რა სახის ტყვიებითაა მიზანში სროლა უკეთესი. ასევე მაინტერესებს ამ თოფის ფანტომთან შედარება. ერთადერთი განსხვავება, რაც მე აღმოვაჩინე, ისაა, რომ ჩემი Optimus ოდნავ უფრო ძლიერია და ხის კონდახი აქვს ![]() ![]() ასევე მაინტერესებს, თუ ვინმეს შეგიძლიათ მითხრათ, შეიძლება თუ არა ამ იარაღზე ჰაერის ზამბარის დაყენება და რა შედეგებს მომცემს?
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 510 რეგისტრ.: 7-September 10 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 471 ქალაქი:თბილისი ![]() |
mr.man გილოცავ შენაძენს მშვენიერი ფიშტოა მე მქონდა ფანტომი და ვისროდი ჯსბ ექზაკტებს მაგნუმში იყიდებოდა 17 ლარი ღირდა, მაგრამ როგორც ვიცი აღარ არის დარჩენილი მაღაზიაში... მიდი ბატონ გრიგოლთან და მსუბუქი პრემიერები აიღე, მძიმე 10 გრეინიანი ტყვიები არც არის საჭირო გასართობად და ჩემი ფანტომი ვერც ერეოდა, გაცილებით უკეთესად ისროდა 7.9 გრეინიანებს და თავის საქმეს მშვენივრად ასრულებდა (ნადირობისას) ![]() Rebellion აარჩიე ამ მოდელებიდან რომელიც მოგეწონება ვიზუალურად და თან ფასიც მისაღები იქნება შენთვის. ყველა ნიტრო სისტემაა 1. Crosman Vantage 2. Crosman Fury 3. Crosman nitro venom 4. Nitro venom dusk 5. Crosman titan
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 81 რეგისტრ.: 30-October 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,816 ქალაქი:თბილისი ![]() |
mr.man გილოცავ შენაძენს მშვენიერი ფიშტოა მე მქონდა ფანტომი და ვისროდი ჯსბ ექზაკტებს მაგნუმში იყიდებოდა 17 ლარი ღირდა, მაგრამ როგორც ვიცი აღარ არის დარჩენილი მაღაზიაში... მიდი ბატონ გრიგოლთან და მსუბუქი პრემიერები აიღე, მძიმე 10 გრეინიანი ტყვიები არც არის საჭირო გასართობად და ჩემი ფანტომი ვერც ერეოდა, გაცილებით უკეთესად ისროდა 7.9 გრეინიანებს და თავის საქმეს მშვენივრად ასრულებდა (ნადირობისას) ![]() Rebellion აარჩიე ამ მოდელებიდან რომელიც მოგეწონება ვიზუალურად და თან ფასიც მისაღები იქნება შენთვის. ყველა ნიტრო სისტემაა 1. Crosman Vantage 2. Crosman Fury 3. Crosman nitro venom 4. Nitro venom dusk 5. Crosman titan მადლობა ალბათ ნიტრო ვენომს ავირჩევ
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 07:49 PM |
Hosted by Pro-Service |