გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Crosman Optimus, ყველაფერი Crosman Optimus-ის შესახებ
mr.man
პოსტი Jul 28 2013, 11:14 AM
პოსტი #1


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 47
რეგისტრ.: 9-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 1,600
ქალაქი:თბილისი



მოგესალმებით

2-3 დღის წინ ვიყიდე Crosman Optimus მაიმარკეტზე 250 ლარად 2 კვირის ნახმარი. სანამ ვიყიდდი, უცხოურ ფორუმებზე და ამაზონზე შთაბეჭდილებები გადავიკითხე ამ თოფზე და კიდევ უფრო გამიმყარდა ყიდვის სურვილი. თანაც ყველა მახასიათებლით ეს იარაღი აკმაყოფილებდა ჩემს მოთხოვნებს (უნდა ყოფილიყო ძლიერი და შეძლებისდაგვარად ზუსტი), ამასთანავე ჰქონდა ლამაზი ხის კონდახი. ერთი სიტყვით, 20 წუთის დადებული იყო განცხადება, პატრონს რომ დავურეკე, საღამოს კი უკვე სახლში მქონდა ეს სილამაზე smile.gif


მანამდე ერთადერთი იარაღი მქონია, ამავე ფორუმელისგან შარშან მურკა შევიძინე, რადგან თითქმის 1 თვე ვუცადე 200-300 ლარად კროსმან ფანტომის ან ჰატსან მოდ 80-ის ზემოთ მაიმარკეტზე დაგდებას უშედეგოდ. ერთ-ორჯერ კი დაიდო ხაჩიკა, მაგრამ რომ დავრეკე, გაყიდული დამხვდა :| ხოდა მეც ავიღე და მურკა ვიყიდე ფორუმელისგან. ერთადერთი, რაც არ მომწონდა ამ თოფში, მისი სისუსტე იყო (საპლინკაოდ მინდოდა თავიდანვე, ფიცრების და ბოთლების სახვრეტად, მურკა კი ამას თავს ვერ ართმევდა). ვუპირებდი ჩემს მურკას გაძლიერებას, ჰაერის ზამბარის დაყენებას, კონდახის დამძიმებას, მანჟეტის შეცვლას და ა. შ, მაგრამ დროს ვერა და ვერ ვნახულობდი.

ბევრი ლაპარაკი რომ არ გავაგრძელო, შთაბეჭდილებებზე მოგიყვებით. მურკას შეჩვეულ ადამიანს ეს თოფი ძალიან მძიმედ მომეჩვენა თავიდანვე. გადატენვა რომ ვცადე, მაშინ კიდევ ერთხელ ვიგრძენი მისი ძალა. ამან ცოტა შემაცბუნა, ვიფიქრე, ეს რომ ისვრის, საერთოდ ხელიდან გამივარდება მეთქი, მაგრამ რომ ვისროლე, აღმოვაჩინე, რომ უკუცემა სულაც არ ჰქონდა მურკაზე მეტი. 2-3 დღეში ერთი სიტყვით, მივეჩვიე გადატენვასაც და სიმძიმესაც. ერთი ეგაა, რომ ოპტიკა არ აქვს გასწორებული, ღია სამიზნით სროლაც არ მიცდია, თუმცა ამას ყველაფერს იქითა "უიქენდზე" გავაკეთებ. აქვე მინდა დავუმატო, რომ მივხვდი, რატომ აფასებენ მურკას: ის არის მსუბუქი, ძალიან მარტივი მოხმარებაში და ამტანი, ბევრი დეტალის გარეშე, ერთი სიტყვით ბევრად უკეთესი დამწყებისთვის, ვიდრე თუნდაც ხაჩიკა ან კროსმანი. ამიტომ აღარც მისი უცხოური ფასი - თითქმის 200 დოლარია ჩემთვის გასაკვირი. დღეს სულაც არ ვნანობ, რომ უფრო ძლიერი პნევმატიკის გამოყენებამდე მურკამ გაიარა ჩემს ხელში.

ახალი თემის გახსნა კი იმიტომ გადავწყვიტე, რომ მივხვდი, რომ ეს იარაღი მოსავლელად არც ისე მარტივი იქნება, როგორც მურკა, ანუ თურქული 2-3 ლარიანი ტყვიებით მიზანში ნორმალურად ვეღარ გავისვრი, დაზეთვაც უფრო ხშირად დასჭირდება (ეს ყველაფერი ყუთსა და ინსტრუქციის ფურცელზე ეწერა). უფრო გამოცდილი ადამიანებისგან მაინტერესებს, თუნდაც ფანტომის მფლობელებისგან, რა სახის ტყვიებითაა მიზანში სროლა უკეთესი. ასევე მაინტერესებს ამ თოფის ფანტომთან შედარება. ერთადერთი განსხვავება, რაც მე აღმოვაჩინე, ისაა, რომ ჩემი Optimus ოდნავ უფრო ძლიერია და ხის კონდახი აქვს smile.gif ერთი სიტყვით, სიამოვნებით გავეცნობი თქვენს აზრებსა და გამოცდილებას ამ იარაღის შესახებ. სურვილის შემთხვევაში, დაახლოებით ერთ თვეში, რაღაც რეპორტისნაირსაც მოვამზადებ smile.gif

ასევე მაინტერესებს, თუ ვინმეს შეგიძლიათ მითხრათ, შეიძლება თუ არა ამ იარაღზე ჰაერის ზამბარის დაყენება და რა შედეგებს მომცემს?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
ilariona
პოსტი Oct 30 2013, 08:58 AM
პოსტი #2


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



Rebellion
ნუ იდეაში კითხვა გასაგებია მგონი, მე ჩამოვაყალიბებ ზუსტად აზრს და თქვენ დამიდასტურეთ ასეა თუ არა.

1) ზემოთ ჩამოთვლილი თოფებიდან რომელი არის უფრო ზუსტი და ძლიერი.
2) გამოატარებს თუ არა საბაჟო
3) რომელი ოპტიკა იქნება ოპტიმალური ზემოთ მოყვანილი თოფებისათვის (მიზანში სროლისთვის)
4) თქვენ გინდათ ზ.დ.პ ანუ ზამბარ დგუშიანი პნევმატიკა.

ასეა?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Rebellion
პოსტი Oct 30 2013, 09:49 AM
პოსტი #3


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 81
რეგისტრ.: 30-October 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,816
ქალაქი:თბილისი



ციტატა(ilariona @ Oct 30 2013, 09:58 AM) *
Rebellion
ნუ იდეაში კითხვა გასაგებია მგონი, მე ჩამოვაყალიბებ ზუსტად აზრს და თქვენ დამიდასტურეთ ასეა თუ არა.

1) ზემოთ ჩამოთვლილი თოფებიდან რომელი არის უფრო ზუსტი და ძლიერი.
2) გამოატარებს თუ არა საბაჟო
3) რომელი ოპტიკა იქნება ოპტიმალური ზემოთ მოყვანილი თოფებისათვის (მიზანში სროლისთვის)
4) თქვენ გინდათ ზ.დ.პ ანუ ზამბარ დგუშიანი პნევმატიკა.

ასეა?


კი და კიდე მიზანში სასროლად ის მოდელი ტყვიები თუ გამოდგება

ციტატა(smekosmeko @ Oct 30 2013, 09:56 AM) *
ძალა ერტდაიგივე აქვს კროსმანის ყვენა ზდპ-ს მე როგორც ვიცი, დიდი ტრეილის გარდა. 1000 და 1200 ეგ რეკლამის პონტია მხოლოდ. ჰაერის ზამბარა იგულისხმბება ნიტროში. უნუ პრუჟუნის მაგივრად დგას სხვა მექანიმზმი ოღონდ ასე ვთქვათ ახალი ტექნოლიგური თვალაზრისით. არაფრით არ იტენება სპეციალურით, ჩვეულებრივ ლულის გადატეხვით იტენება, პროსტო პრუჟინის შემცვლელია და ვსიო. შედეგაგ სიზუსტე შედარებით უკეთესი აქვს და უკუცემა ოდნავ ნაკლები, ასევე ხმაც უფრო ნაკლები. არჩევანი კი ვიზუალურად უნდა გააკეთო, აიღე რომელიც მოგწონს პროსტო ჯობს ნიტრო სისტემის იყოს.


ანუ ქვესტია ზამბარიანი თუ იჟი? ტოესც ესე გავიგე რომ ამ ორივეს რაღაც ნიტრო სისტემა აქვს რომელიც იჟის პრუჟინიან სისტემაზე უკეთესია

ციტატა(ilariona @ Oct 30 2013, 09:58 AM) *
Rebellion
ნუ იდეაში კითხვა გასაგებია მგონი, მე ჩამოვაყალიბებ ზუსტად აზრს და თქვენ დამიდასტურეთ ასეა თუ არა.

1) ზემოთ ჩამოთვლილი თოფებიდან რომელი არის უფრო ზუსტი და ძლიერი.
2) გამოატარებს თუ არა საბაჟო
3) რომელი ოპტიკა იქნება ოპტიმალური ზემოთ მოყვანილი თოფებისათვის (მიზანში სროლისთვის)
4) თქვენ გინდათ ზ.დ.პ ანუ ზამბარ დგუშიანი პნევმატიკა.

ასეა?


და კიდე ქვესტი რატომ ღირს უფრო ძვირი როდესაც უფრო ძველი მოდელია

ციტატა(ilariona @ Oct 30 2013, 09:58 AM) *
Rebellion
ნუ იდეაში კითხვა გასაგებია მგონი, მე ჩამოვაყალიბებ ზუსტად აზრს და თქვენ დამიდასტურეთ ასეა თუ არა.

1) ზემოთ ჩამოთვლილი თოფებიდან რომელი არის უფრო ზუსტი და ძლიერი.
2) გამოატარებს თუ არა საბაჟო
3) რომელი ოპტიკა იქნება ოპტიმალური ზემოთ მოყვანილი თოფებისათვის (მიზანში სროლისთვის)
4) თქვენ გინდათ ზ.დ.პ ანუ ზამბარ დგუშიანი პნევმატიკა.

ასეა?


და კიდე დანავაროტკებული ჩამოდის თუ უნდა ავაწყო. კიდე სპეციალური გაწმენდა ხომ არ ჭირდება სროლის დაწყებამდე რომ არ დავაზიანო
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- mr.man   Crosman Optimus   Jul 28 2013, 11:14 AM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   გილოცავ 250 ლარად შე...   Jul 28 2013, 11:29 AM
- - gregory   mr.man პირველ რიგში გი...   Jul 28 2013, 11:31 AM
- - achi23   ჯსბ-ის 0,67 გრამიანებ...   Jul 28 2013, 07:20 PM
- - giorgi92   რამდენ ატმოსფეროზ...   Jul 28 2013, 09:32 PM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(giorgi92 @ Jul 28 2013, 10...   Jul 29 2013, 12:00 AM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ Jul ...   Jul 29 2013, 10:08 AM
- - gregory   mr.man ციტატა(archili @ 28th Ju...   Jul 28 2013, 09:37 PM
- - mr.man   ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ Jul ...   Jul 28 2013, 09:50 PM
- - gregory   ციტატა(mr.man @ 28th July 2013 ...   Jul 29 2013, 08:41 AM
- - Rebellion   ახალი ვარ და შეიძლ...   Oct 30 2013, 08:44 AM
- - smekosmeko   ძალა ერტდაიგივე აქ...   Oct 30 2013, 08:56 AM
- - ilariona   Rebellion ნუ იდეაში კითხ...   Oct 30 2013, 08:58 AM
|- - Rebellion   ციტატა(ilariona @ Oct 30 2013, 09...   Oct 30 2013, 09:49 AM
- - gregory   ციტატა(Rebellion @ 30th October 2...   Oct 30 2013, 02:40 PM
|- - Rebellion   ციტატა(gregory @ Oct 30 2013, 03...   Oct 30 2013, 02:54 PM
- - EnDeL   mr.man გილოცავ შენაძენ...   Oct 30 2013, 07:08 PM
|- - Rebellion   ციტატა(EnDeL @ Oct 30 2013, 08...   Oct 30 2013, 07:21 PM
- - EnDeL   Rebellion გაიხარე ერთი ...   Oct 30 2013, 07:37 PM
- - Rebellion   წავშლი პოსტებს თუ ...   Oct 30 2013, 10:00 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th July 2025 - 08:43 AM
Hosted by Pro-Service