|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Jul 28 2013, 11:14 AM
პოსტი
#1
|
||
|
ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 47 რეგისტრ.: 9-July 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 1,600 ქალაქი:თბილისი |
მოგესალმებით 2-3 დღის წინ ვიყიდე Crosman Optimus მაიმარკეტზე 250 ლარად 2 კვირის ნახმარი. სანამ ვიყიდდი, უცხოურ ფორუმებზე და ამაზონზე შთაბეჭდილებები გადავიკითხე ამ თოფზე და კიდევ უფრო გამიმყარდა ყიდვის სურვილი. თანაც ყველა მახასიათებლით ეს იარაღი აკმაყოფილებდა ჩემს მოთხოვნებს (უნდა ყოფილიყო ძლიერი და შეძლებისდაგვარად ზუსტი), ამასთანავე ჰქონდა ლამაზი ხის კონდახი. ერთი სიტყვით, 20 წუთის დადებული იყო განცხადება, პატრონს რომ დავურეკე, საღამოს კი უკვე სახლში მქონდა ეს სილამაზე ![]() მანამდე ერთადერთი იარაღი მქონია, ამავე ფორუმელისგან შარშან მურკა შევიძინე, რადგან თითქმის 1 თვე ვუცადე 200-300 ლარად კროსმან ფანტომის ან ჰატსან მოდ 80-ის ზემოთ მაიმარკეტზე დაგდებას უშედეგოდ. ერთ-ორჯერ კი დაიდო ხაჩიკა, მაგრამ რომ დავრეკე, გაყიდული დამხვდა :| ხოდა მეც ავიღე და მურკა ვიყიდე ფორუმელისგან. ერთადერთი, რაც არ მომწონდა ამ თოფში, მისი სისუსტე იყო (საპლინკაოდ მინდოდა თავიდანვე, ფიცრების და ბოთლების სახვრეტად, მურკა კი ამას თავს ვერ ართმევდა). ვუპირებდი ჩემს მურკას გაძლიერებას, ჰაერის ზამბარის დაყენებას, კონდახის დამძიმებას, მანჟეტის შეცვლას და ა. შ, მაგრამ დროს ვერა და ვერ ვნახულობდი. ბევრი ლაპარაკი რომ არ გავაგრძელო, შთაბეჭდილებებზე მოგიყვებით. მურკას შეჩვეულ ადამიანს ეს თოფი ძალიან მძიმედ მომეჩვენა თავიდანვე. გადატენვა რომ ვცადე, მაშინ კიდევ ერთხელ ვიგრძენი მისი ძალა. ამან ცოტა შემაცბუნა, ვიფიქრე, ეს რომ ისვრის, საერთოდ ხელიდან გამივარდება მეთქი, მაგრამ რომ ვისროლე, აღმოვაჩინე, რომ უკუცემა სულაც არ ჰქონდა მურკაზე მეტი. 2-3 დღეში ერთი სიტყვით, მივეჩვიე გადატენვასაც და სიმძიმესაც. ერთი ეგაა, რომ ოპტიკა არ აქვს გასწორებული, ღია სამიზნით სროლაც არ მიცდია, თუმცა ამას ყველაფერს იქითა "უიქენდზე" გავაკეთებ. აქვე მინდა დავუმატო, რომ მივხვდი, რატომ აფასებენ მურკას: ის არის მსუბუქი, ძალიან მარტივი მოხმარებაში და ამტანი, ბევრი დეტალის გარეშე, ერთი სიტყვით ბევრად უკეთესი დამწყებისთვის, ვიდრე თუნდაც ხაჩიკა ან კროსმანი. ამიტომ აღარც მისი უცხოური ფასი - თითქმის 200 დოლარია ჩემთვის გასაკვირი. დღეს სულაც არ ვნანობ, რომ უფრო ძლიერი პნევმატიკის გამოყენებამდე მურკამ გაიარა ჩემს ხელში. ახალი თემის გახსნა კი იმიტომ გადავწყვიტე, რომ მივხვდი, რომ ეს იარაღი მოსავლელად არც ისე მარტივი იქნება, როგორც მურკა, ანუ თურქული 2-3 ლარიანი ტყვიებით მიზანში ნორმალურად ვეღარ გავისვრი, დაზეთვაც უფრო ხშირად დასჭირდება (ეს ყველაფერი ყუთსა და ინსტრუქციის ფურცელზე ეწერა). უფრო გამოცდილი ადამიანებისგან მაინტერესებს, თუნდაც ფანტომის მფლობელებისგან, რა სახის ტყვიებითაა მიზანში სროლა უკეთესი. ასევე მაინტერესებს ამ თოფის ფანტომთან შედარება. ერთადერთი განსხვავება, რაც მე აღმოვაჩინე, ისაა, რომ ჩემი Optimus ოდნავ უფრო ძლიერია და ხის კონდახი აქვს ასევე მაინტერესებს, თუ ვინმეს შეგიძლიათ მითხრათ, შეიძლება თუ არა ამ იარაღზე ჰაერის ზამბარის დაყენება და რა შედეგებს მომცემს?
| |
| > |
|
|
![]() |
Jul 29 2013, 08:41 AM
პოსტი
#2
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი |
თითო ყუთ ტყვიებს შევიძენ (2-3 ყუთს, როგორც ჩანს) და 5-10 ტყვიიან ჯგუფებს გავაკეთებ. ვნახავ, რომელზე უფრო უკეთ მოიქცევა mr.man არ გაამართლებს ეგ ამბავი ყველა იარაღი ახალ ტყვიას უნდა "მიეჩვიოს" ანუ სხვა ტყვიაზე სანამ გადახვალ ჯობს ლულა გაწმინდო, შემდეგ ასე 50 ტყვია ისროლო და მერე დაიწყო ჯგუფებზე ფიქრი ეს იმიტომ ხდება, რომ სხვადასხვა ტყვიას სხვადასხვა შემცველობა, "იუბკის" ფორმა და ასშ აქვს
| |
| > |
|
|
mr.man Crosman Optimus Jul 28 2013, 11:14 AM
ხ.მ.ე.ლ.ო გილოცავ 250 ლარად შე... Jul 28 2013, 11:29 AM
gregory mr.man
პირველ რიგში გი... Jul 28 2013, 11:31 AM
achi23 ჯსბ-ის 0,67 გრამიანებ... Jul 28 2013, 07:20 PM
giorgi92 რამდენ ატმოსფეროზ... Jul 28 2013, 09:32 PM
ხ.მ.ე.ლ.ო ციტატა(giorgi92 @ Jul 28 2013, 10... Jul 29 2013, 12:00 AM
ხ.მ.ე.ლ.ო ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ Jul ... Jul 29 2013, 10:08 AM
gregory mr.man
ციტატა(archili @ 28th Ju... Jul 28 2013, 09:37 PM
mr.man ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ Jul ... Jul 28 2013, 09:50 PM
Rebellion ახალი ვარ და შეიძლ... Oct 30 2013, 08:44 AM
smekosmeko ძალა ერტდაიგივე აქ... Oct 30 2013, 08:56 AM
ilariona Rebellion
ნუ იდეაში კითხ... Oct 30 2013, 08:58 AM
Rebellion ციტატა(ilariona @ Oct 30 2013, 09... Oct 30 2013, 09:49 AM
gregory ციტატა(Rebellion @ 30th October 2... Oct 30 2013, 02:40 PM
Rebellion ციტატა(gregory @ Oct 30 2013, 03... Oct 30 2013, 02:54 PM
EnDeL mr.man
გილოცავ შენაძენ... Oct 30 2013, 07:08 PM
Rebellion ციტატა(EnDeL @ Oct 30 2013, 08... Oct 30 2013, 07:21 PM
EnDeL Rebellion
გაიხარე
ერთი ... Oct 30 2013, 07:37 PM
Rebellion წავშლი პოსტებს თუ ... Oct 30 2013, 10:00 PM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th November 2025 - 11:02 AM |
| Hosted by Pro-Service |