გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Crosman Optimus, ყველაფერი Crosman Optimus-ის შესახებ
mr.man
პოსტი Jul 28 2013, 11:14 AM
პოსტი #1


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 47
რეგისტრ.: 9-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 1,600
ქალაქი:თბილისი



მოგესალმებით

2-3 დღის წინ ვიყიდე Crosman Optimus მაიმარკეტზე 250 ლარად 2 კვირის ნახმარი. სანამ ვიყიდდი, უცხოურ ფორუმებზე და ამაზონზე შთაბეჭდილებები გადავიკითხე ამ თოფზე და კიდევ უფრო გამიმყარდა ყიდვის სურვილი. თანაც ყველა მახასიათებლით ეს იარაღი აკმაყოფილებდა ჩემს მოთხოვნებს (უნდა ყოფილიყო ძლიერი და შეძლებისდაგვარად ზუსტი), ამასთანავე ჰქონდა ლამაზი ხის კონდახი. ერთი სიტყვით, 20 წუთის დადებული იყო განცხადება, პატრონს რომ დავურეკე, საღამოს კი უკვე სახლში მქონდა ეს სილამაზე smile.gif


მანამდე ერთადერთი იარაღი მქონია, ამავე ფორუმელისგან შარშან მურკა შევიძინე, რადგან თითქმის 1 თვე ვუცადე 200-300 ლარად კროსმან ფანტომის ან ჰატსან მოდ 80-ის ზემოთ მაიმარკეტზე დაგდებას უშედეგოდ. ერთ-ორჯერ კი დაიდო ხაჩიკა, მაგრამ რომ დავრეკე, გაყიდული დამხვდა :| ხოდა მეც ავიღე და მურკა ვიყიდე ფორუმელისგან. ერთადერთი, რაც არ მომწონდა ამ თოფში, მისი სისუსტე იყო (საპლინკაოდ მინდოდა თავიდანვე, ფიცრების და ბოთლების სახვრეტად, მურკა კი ამას თავს ვერ ართმევდა). ვუპირებდი ჩემს მურკას გაძლიერებას, ჰაერის ზამბარის დაყენებას, კონდახის დამძიმებას, მანჟეტის შეცვლას და ა. შ, მაგრამ დროს ვერა და ვერ ვნახულობდი.

ბევრი ლაპარაკი რომ არ გავაგრძელო, შთაბეჭდილებებზე მოგიყვებით. მურკას შეჩვეულ ადამიანს ეს თოფი ძალიან მძიმედ მომეჩვენა თავიდანვე. გადატენვა რომ ვცადე, მაშინ კიდევ ერთხელ ვიგრძენი მისი ძალა. ამან ცოტა შემაცბუნა, ვიფიქრე, ეს რომ ისვრის, საერთოდ ხელიდან გამივარდება მეთქი, მაგრამ რომ ვისროლე, აღმოვაჩინე, რომ უკუცემა სულაც არ ჰქონდა მურკაზე მეტი. 2-3 დღეში ერთი სიტყვით, მივეჩვიე გადატენვასაც და სიმძიმესაც. ერთი ეგაა, რომ ოპტიკა არ აქვს გასწორებული, ღია სამიზნით სროლაც არ მიცდია, თუმცა ამას ყველაფერს იქითა "უიქენდზე" გავაკეთებ. აქვე მინდა დავუმატო, რომ მივხვდი, რატომ აფასებენ მურკას: ის არის მსუბუქი, ძალიან მარტივი მოხმარებაში და ამტანი, ბევრი დეტალის გარეშე, ერთი სიტყვით ბევრად უკეთესი დამწყებისთვის, ვიდრე თუნდაც ხაჩიკა ან კროსმანი. ამიტომ აღარც მისი უცხოური ფასი - თითქმის 200 დოლარია ჩემთვის გასაკვირი. დღეს სულაც არ ვნანობ, რომ უფრო ძლიერი პნევმატიკის გამოყენებამდე მურკამ გაიარა ჩემს ხელში.

ახალი თემის გახსნა კი იმიტომ გადავწყვიტე, რომ მივხვდი, რომ ეს იარაღი მოსავლელად არც ისე მარტივი იქნება, როგორც მურკა, ანუ თურქული 2-3 ლარიანი ტყვიებით მიზანში ნორმალურად ვეღარ გავისვრი, დაზეთვაც უფრო ხშირად დასჭირდება (ეს ყველაფერი ყუთსა და ინსტრუქციის ფურცელზე ეწერა). უფრო გამოცდილი ადამიანებისგან მაინტერესებს, თუნდაც ფანტომის მფლობელებისგან, რა სახის ტყვიებითაა მიზანში სროლა უკეთესი. ასევე მაინტერესებს ამ თოფის ფანტომთან შედარება. ერთადერთი განსხვავება, რაც მე აღმოვაჩინე, ისაა, რომ ჩემი Optimus ოდნავ უფრო ძლიერია და ხის კონდახი აქვს smile.gif ერთი სიტყვით, სიამოვნებით გავეცნობი თქვენს აზრებსა და გამოცდილებას ამ იარაღის შესახებ. სურვილის შემთხვევაში, დაახლოებით ერთ თვეში, რაღაც რეპორტისნაირსაც მოვამზადებ smile.gif

ასევე მაინტერესებს, თუ ვინმეს შეგიძლიათ მითხრათ, შეიძლება თუ არა ამ იარაღზე ჰაერის ზამბარის დაყენება და რა შედეგებს მომცემს?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
mr.man
პოსტი Jul 28 2013, 09:50 PM
პოსტი #2


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 47
რეგისტრ.: 9-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 1,600
ქალაქი:თბილისი



ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ Jul 28 2013, 12:29 PM) *
გილოცავ 250 ლარად შესანიშნავი შენაძენია. მე გირჩევდი JSB diabolo-ს 8 გრანიანებს, გუდვილში 500 ცალი პაჩკით 17 ლარი ღირს. შესანიშნავად ზუსტი ტყვიებია და საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი რომ მაგ იარაღზეც შესანიშნავია, ასევე შეგიძლია სცადო JSB EXACT 10.34 გრანიანები, გუდვილში 500 ცალი პაჩკით 20 ლარი ღირს, ან ცროსმან პრემიერები 10 გრანიანი, გრეგორს აქვს smile.gif ოღონდ ეს იმ შემთხვევაში უფრო აჯობებს, როცა უკვე ჰაერის ზამბარას ჩააყენებ. და გირჩევ რომ ჩააყენო, რადგან 250 ლარი დაგიჯდა მეტი არა და ჰაერიოს ზამბარას გავიმეტებდი შენს ადგილას მისთვის. smile.gif ჰაერის ზამბარას კი რაც შეეხება, მისი ჩაყენება შესაძლებელია და შესანიშნავ შედეგებსაც მოგცემს, უკუძალა საგრძნობლად შემცირდება, სიზუსტე მოემატება, გადატენვა გაგიიოლდება და ძალაც მოემატება (ნუ გააჩნია ეხლა რამდენი ატმოსფეროთი დაატენინებ) smile.gif


ალბათ ზამბარის ჩაყენებაზე შემოდგომიდან ვიფიქრებ. იმიტომ, რომ მინდა, მანამდე ამ მონაცემებით "მოვისურვილო" ეს იარაღი. ერთი ასპექტია კიდევ, მომავალში ალბათ ჩემი pcp-ზე გადასვლა გარდაუვალი იქნება, მაგრამ მანამდე მინდა, ვაირაუხი ან დიანა ვიქონიო (უბრალოდ იმის გამო, რომ ხარისხიანი იარაღის შესანიშნავი მაგალითია), ხოდა ზუსტად ეს არჩევანი დამიდგება - ან ამ იარაღის აპგრეიდი უნდა დავიწყო, ან გავყიდო და გერმანელებზე ვიფიქრო smile.gif


ციტატა(gregory @ Jul 28 2013, 12:31 PM) *
mr.man
არაა ეგრე: ფანტომისგან მხოლოდ კონდახით და გამოშვების წლით განსხვავდება wink.gif
ტყვიებს რაც შეეხემა 7.9 გრაინიანებით მშვენივრად ისვეროს როგორც ვიცი


ერთადერთი მიზეზი, რამაც ოპტიმუსის ოდნავ სიძლიერე მაფიქრებინა, ისაა, რომ ყუთზე ეწერა, მსუბუქი ტყვიებით 1200 ფპს-მდე ისვრისო smile.gif ხოდა მეც დავასკვენი smile.gif როგორც ვხვდები, მძიმე ტყვიებით სროლა სჯობია. ეს თავის დროზე ჰატსან 125-ის პატრონმაც მითხრა, ოპტიკასაც ნაკლებად გააფუჭებს და მიზანშიც უკეთესად წავაო. თან მე მგონი, პირველმა პატრონმა iaragi.ge-ზე იყიდა ეს ოპტიმუსი და სწორედ თქვენი ნარჩევი ტყვიები მოაყოლა, რომელთაგან 10-20 ცალი დამრჩა smile.gif სავარაუდოდ მაინც სხვადასხვა სახის თითო ყუთ ტყვიებს შევიძენ (2-3 ყუთს, როგორც ჩანს) და 5-10 ტყვიიან ჯგუფებს გავაკეთებ. ვნახავ, რომელზე უფრო უკეთ მოიქცევა smile.gif

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- mr.man   Crosman Optimus   Jul 28 2013, 11:14 AM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   გილოცავ 250 ლარად შე...   Jul 28 2013, 11:29 AM
- - gregory   mr.man პირველ რიგში გი...   Jul 28 2013, 11:31 AM
- - achi23   ჯსბ-ის 0,67 გრამიანებ...   Jul 28 2013, 07:20 PM
- - giorgi92   რამდენ ატმოსფეროზ...   Jul 28 2013, 09:32 PM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(giorgi92 @ Jul 28 2013, 10...   Jul 29 2013, 12:00 AM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ Jul ...   Jul 29 2013, 10:08 AM
- - gregory   mr.man ციტატა(archili @ 28th Ju...   Jul 28 2013, 09:37 PM
- - mr.man   ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ Jul ...   Jul 28 2013, 09:50 PM
- - gregory   ციტატა(mr.man @ 28th July 2013 ...   Jul 29 2013, 08:41 AM
- - Rebellion   ახალი ვარ და შეიძლ...   Oct 30 2013, 08:44 AM
- - smekosmeko   ძალა ერტდაიგივე აქ...   Oct 30 2013, 08:56 AM
- - ilariona   Rebellion ნუ იდეაში კითხ...   Oct 30 2013, 08:58 AM
|- - Rebellion   ციტატა(ilariona @ Oct 30 2013, 09...   Oct 30 2013, 09:49 AM
- - gregory   ციტატა(Rebellion @ 30th October 2...   Oct 30 2013, 02:40 PM
|- - Rebellion   ციტატა(gregory @ Oct 30 2013, 03...   Oct 30 2013, 02:54 PM
- - EnDeL   mr.man გილოცავ შენაძენ...   Oct 30 2013, 07:08 PM
|- - Rebellion   ციტატა(EnDeL @ Oct 30 2013, 08...   Oct 30 2013, 07:21 PM
- - EnDeL   Rebellion გაიხარე ერთი ...   Oct 30 2013, 07:37 PM
- - Rebellion   წავშლი პოსტებს თუ ...   Oct 30 2013, 10:00 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th July 2025 - 07:51 PM
Hosted by Pro-Service