გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> დისკოს ორი რეზერვუარით
datka25
პოსტი Mar 7 2013, 02:01 PM
პოსტი #1


მსროლელი
***

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 643
რეგისტრ.: 20-February 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: yvareli
წევრი №: 1,720
ქალაქი:ყვარელი



მოგესალმებით ყველას!!!
კარგად მოგეხსენებათ დისკოს პატარა რეზიკის ამბავი, რაც ჩემი აზრით ამ იარაღის ერთ-ერთი ყველაზე დიდ მინუსს წარმოადგენს. ჩემნაირ მოყვარულს 30-40 გასროლა არანაირად არ ეყოფოდა (ზდპ_თი დღეში პაჩკანახევარი ტყვია მაქვს გასროლილი)...
სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, როგორმე გასროლების რაოდენობა მომემატებინა ჩემი დისკოსთვის. თავიდან ვიფიქრე უბრალოდ დამეგრძელებინა რეზიკი წინიდან, მაგრამ ამით თოფი ძალიან მახინჯდებოდა და თან ვერც ისე მოიმატებდა რეზიკის მოცულობა როგორც მე მინდოდა..
მერე მაგნუმში ვიყიდე ჰაცანის რეზერვუარი და დავიწყე ტვინის ჭ*ლეტა, როგორ მიმეყენებინა ეს უკანასკნელი ჩემი დისკოსთვის. თავიდან მინდოდა დისკოს მანომეტრის ადგილიდან მიმეერთებინა ჰაჩიკას რეზიკი, მაგრამ რადგან რედუქტორის ჩაყენებასაც ვაპირებდი, გადავიფიქრე და. . .

დავიწყოთ!!!



რადგან მანომეტრის დაყენება თავიდანვე წინიდან მქონდა გადაწყვეტილი, დისკოს მანომეტრისთვის რეზბა აღარ მოვაჭრევინე და იგივე რეზბა წინიდან მოიჭრა





შემდეგ იყო დისკოს დამტენ პორტზე (ესეც სხვა გავჩარხეთ) 10 მმ რეზბის მოჭრა გადამყვანისთვის:



ბოლოს ეს ყველაფერი შეერთდა პაკლის გამოყენებით (არ ვიცი რამდენად რეკომენდირებულია ეს უკანასკნელი, მაგრამ 2 დგეა 180 ატმოსფეროზე დაბერილი თოფი გრამ ჰაერს არ აპარებს smile.gif )
დავიწყე დატუმბვა... თავიდან 50_ზე ... მერე ნელნელა მოვუმატე და ბოლოს150 თუ 160 ჩაკაჩავების შემდეგ 160 ბარზე გავჩერდი. ისე, დაბერვის დროს მე და თოფი სხვადასხვა ოთახებში ვიყავით smile.gif რამდენად მიშველიდა 5 სანტიმეტრიანი ფიჭვის კარები არ ვიცი, მაგრამ მაინც...

ესეც უკვე აწყობილ-დატუმბული თოფი:

რომელსაც დაერღვა ბალანსი, მოიმატა წონაში (4.35კგ) , ალბათ ცოტა დაუშნოვდა კიდეც, მაგრამ სამაგიეროდ მოიმატა ჩემთვის აგრერიგად მნიშვნელოვანმა, გასროლების რაოდენობამ -(100+) ზუსტად რამდენია ვერ გეტყვით რადგან ჯერ-ჯერობით 200 ბარზე დაბერვას ვერიდებიsmile.gif
ეხლა კონდახს და რვიანებს ველოდები (თუ რედუქტორსაც ჩავაყენებ ხო მთლად უკეთესი) და დროებით დავასრულებ . . .



და ბოლოს.... მინდა მაპატიოთ თუ რამე გაურკვევლად დავწერე, ეს ხომ ჩემი პირველი თემა იყო.....


>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
ja_ja
პოსტი Mar 7 2013, 04:13 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



წნევას რაც შეეხება მაქსიმუმი 140 ატმოსფერო. მანომეტრს დააკვირდი 2000 რომ აწერია, ეგ არის, ბრიტანულ სტანდარტში და ჩვენებურზე გადმოყვანისას უდრს 136 ატმოსფეროს. მანომეტრზე დაჟე აქვს წითელი ზონა, ანუ განიშნებს არიქა ბოშო რას შობიო smile.gif

რაც შეეხება მანომეტრს, მტელს პლანეტაზე მაგ თოფისთვსი მგონი ერთი საიტი ყიდის, რედუქტორს http://www.airgunsofarizona.com/, კონკრეტულად მაგ რედუქტორის მისამართი არის აი აქინე , ნუ რაც ღირს მანდვე ჩანს, პლიუს დარეგულირებულია დაბალ წნევაზე ისე რომ სიჩქარე ტყვიას აქვს 167.6 მეტრ წამი, თუ გავითვალისწინებთ რომ ნორმალურ მდგომარეობაში თოფი იძლევა 250-260 მეტრ წამს, ნუ ქე ხვდები დალშე....

ნუ გარდა მაგისა შემიძლაი მეც გავაკეთო ეგეთი რედუქტორი (ოღონდ ჩემებური კონსტრუქციის), ფასი ჩემი რედუქტორების ნაკლებია (სადრაც 1/3-ით), მაგრამ მე როგორც წესი ვაკეთებ ხოლმე შედარებით მაღალ წნევაზე მომუშავე თოფებისთვის, ამიტომაც, რედუქტორის წნევას ვაყენებ ხოლმე 110-120 ზოგჯერ დამკვეთის მოთხოვნით 130 ატმოსფეროზე. აი დისკოს შემთXვევაში გაგებაში არ ვარ რა წნევაზე უნდა დავაყენო რედუქტორი smile.gif ვააბშე ახალი სფეროა ასე რომ ვტქვათ და სუფთა ექსპერიმენტების პონტია რა smile.gif

პლიუს რომც მოიჯებნოს ჯადოსნური წნევა, .... ნუ აღარ ექნება დისკოს 250 მეტრ წამი, არამედ ექნება 200 ან 220 მეტრ წამი, იმის გამო რომ რედუქტორმა რომ გამართულად იმუშაოს რეზერვუარში არსებულ წნევაზე ნაკლებზე უნდა იყოს დაკონფიგურირებული, ანუ სიტყვაზე თუ რედუქტორი დაყენებულია 130 ატმოსფეროზე და თოფშI არის, 140 ატმოსფერო, პირობითად 10-15 გასროლაში თოფის რეზერვუარში დაცლილი ჰაერის გამო დაეცემა წნევა და მანდაც გახდება იგივე 130 ატმოსფერო რაზეც რედუქტორია დაყენებული, შედეგად რედუქტორი გინდა გქონია გინდა არა, აწი აღრ დაიკეტება და ტყუილა მოიპარავს მოცულობას...

ჩემის ღრმა რწმენით დისკოში რედუქტორი არ უნდა ჩაყენდეს (ფულის უაზრო ხარჯია, რომელსაც ის ეფექტი არ მოაქვს რასაც ელოდები, იმის გამო რომ მობულობაც პატარაა ადგილიც პატარაა, დაბალ წნევაზე მუშოაბს და ასე შედეგ), აზრი არ აქვს, დისკო უნდა დარეგულირდეს დამრტყმელის და გადამშვების ხვრელის რეგულირებით, აუცილებელია ქრონოგრაფი და აურაცხენი დატენვა გასროლა დაცლა, ხელახლა დატენვა და ბოლოს მიაგნებ სასურველ ოქროს შუალედს.

წესით ქარხნულად დისკო სადღაც 10 მეტრიან დერეფანში მუშოაბს, წესით თუ შენ იგივე 136 ატმოსფეროზე დატენი და კლაპანი არ გადაგიკეთებია, ასევე არ შეგიცვლია დამრტყმელი და სხვა ეგეთი რაღაცეები, მაშინ ავტომატურად იგივე მნიშვნელობაზე დადგება, მაქსიმუმ შეიძLება ერთხელ ქრონში გატარება და დარწმუნება რამდენი გასროლა გაქვს მიახლოებულ დერეფანში და რა სიჩქარეზე ი ვსიო.

ნუ რავი ეს ჩემი მოკრძალებული აზრია (შემდგომში ჩმა)
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th June 2025 - 10:46 AM
Hosted by Pro-Service