გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> დისკოს ორი რეზერვუარით
datka25
პოსტი Mar 7 2013, 02:01 PM
პოსტი #1


მსროლელი
***

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 643
რეგისტრ.: 20-February 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: yvareli
წევრი №: 1,720
ქალაქი:ყვარელი



მოგესალმებით ყველას!!!
კარგად მოგეხსენებათ დისკოს პატარა რეზიკის ამბავი, რაც ჩემი აზრით ამ იარაღის ერთ-ერთი ყველაზე დიდ მინუსს წარმოადგენს. ჩემნაირ მოყვარულს 30-40 გასროლა არანაირად არ ეყოფოდა (ზდპ_თი დღეში პაჩკანახევარი ტყვია მაქვს გასროლილი)...
სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, როგორმე გასროლების რაოდენობა მომემატებინა ჩემი დისკოსთვის. თავიდან ვიფიქრე უბრალოდ დამეგრძელებინა რეზიკი წინიდან, მაგრამ ამით თოფი ძალიან მახინჯდებოდა და თან ვერც ისე მოიმატებდა რეზიკის მოცულობა როგორც მე მინდოდა..
მერე მაგნუმში ვიყიდე ჰაცანის რეზერვუარი და დავიწყე ტვინის ჭ*ლეტა, როგორ მიმეყენებინა ეს უკანასკნელი ჩემი დისკოსთვის. თავიდან მინდოდა დისკოს მანომეტრის ადგილიდან მიმეერთებინა ჰაჩიკას რეზიკი, მაგრამ რადგან რედუქტორის ჩაყენებასაც ვაპირებდი, გადავიფიქრე და. . .

დავიწყოთ!!!



რადგან მანომეტრის დაყენება თავიდანვე წინიდან მქონდა გადაწყვეტილი, დისკოს მანომეტრისთვის რეზბა აღარ მოვაჭრევინე და იგივე რეზბა წინიდან მოიჭრა





შემდეგ იყო დისკოს დამტენ პორტზე (ესეც სხვა გავჩარხეთ) 10 მმ რეზბის მოჭრა გადამყვანისთვის:



ბოლოს ეს ყველაფერი შეერთდა პაკლის გამოყენებით (არ ვიცი რამდენად რეკომენდირებულია ეს უკანასკნელი, მაგრამ 2 დგეა 180 ატმოსფეროზე დაბერილი თოფი გრამ ჰაერს არ აპარებს smile.gif )
დავიწყე დატუმბვა... თავიდან 50_ზე ... მერე ნელნელა მოვუმატე და ბოლოს150 თუ 160 ჩაკაჩავების შემდეგ 160 ბარზე გავჩერდი. ისე, დაბერვის დროს მე და თოფი სხვადასხვა ოთახებში ვიყავით smile.gif რამდენად მიშველიდა 5 სანტიმეტრიანი ფიჭვის კარები არ ვიცი, მაგრამ მაინც...

ესეც უკვე აწყობილ-დატუმბული თოფი:

რომელსაც დაერღვა ბალანსი, მოიმატა წონაში (4.35კგ) , ალბათ ცოტა დაუშნოვდა კიდეც, მაგრამ სამაგიეროდ მოიმატა ჩემთვის აგრერიგად მნიშვნელოვანმა, გასროლების რაოდენობამ -(100+) ზუსტად რამდენია ვერ გეტყვით რადგან ჯერ-ჯერობით 200 ბარზე დაბერვას ვერიდებიsmile.gif
ეხლა კონდახს და რვიანებს ველოდები (თუ რედუქტორსაც ჩავაყენებ ხო მთლად უკეთესი) და დროებით დავასრულებ . . .



და ბოლოს.... მინდა მაპატიოთ თუ რამე გაურკვევლად დავწერე, ეს ხომ ჩემი პირველი თემა იყო.....


>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
ja_ja
პოსტი Mar 7 2013, 02:49 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მდაა ნაჩალIჩები მაგარია, შემართება და აზარტიც ამას ჰქვია, მაგარია როდესაც კაცს ინტერესი აქვს smile.gif 5-იანი დიდი სქელი პლიუსით იდეის ბოლომდე მიყვანისთვის.

აი დალშე ცოტა უნდა გიკბინო ტექნოლოგიურ პონტში smile.gif იმედია მაპატიებ ასე ვთქვათ საერთო ჯანმრთელობის პონტში გკბენ და არა ნიშნის მოგების ან რაიმე ეგეთ ავადმყოფურ პონტში:

1) რკინის პრობკები..... დურალი არსად იყო ახლო მახლოს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მაი თოფი იმითაა კაი რომ მსუბუქია, ჰაჩიკას რეზიკი ისესაც კაი სქელი და მძიმეა, შენ კიდო თოფში მგონი 2 ცალი რკინის პრობკა გაქვს გამოყენებული (ერთი ძველი მანომეტრის ადგიზლე და მეორე ადრე სადაც დამტენი პონტი იყო იქანე), პლიუს თვითონ ჰაჩიკას წინა მხარეზე ჩანს რკინის ვავა ბალვანკა smile.gif

2) რაც შეეხება 160 და იქანე სადღაც ყური მოვკარი 180 ატმოსფეროს.... ისა რა ჰქვია და არ მინდა უხეშად გამომივიდეს და რამე რომ იყოს, საფლავისთვის ადგილი მონიშნული გააქვს? ქვა და წარწერა უკვე გამზადებულია თუ რაფრაა საქმე smile.gif რას აკეთებ!!!! თავს იკლავ ჯანდაბას, პნევმატიკას რატომ აყენებ ჩრდილს რომ ჩვენმა ავადმყოფმა კანონმდებლებმა კიდევ რაღაც მიზეზი მოიგონონ და აკრძალონ პნევმატიკა?!

სასწრაფოდ ყველანაირი ლაპარაკის გარეშე ჩამოდი 140 ატმოსფეროზე და ბასტა. ეგ თოფი გაანგარიშებულია 136 ატმოსფეროზე, ჯანდაბას 4 ატმოსფერო და მაქსიმუმ დაჯექი 140-ზე, მარა დალშე ზემოთ სად მიდიხარ სად? შენ ჰაჩიკას რეზერვუარს რომ უყურებ 200 ატმოსფეროზე რომაა, ყველაზე სუსტი წერტილი მანდ დისკოს რეზიკია, ჰაჩიკასი დაანგარიშებულია 200-ზე და დისკოსი კიდევ 136-ზე! როგორ ფიქრობ რომელი გაუძლებს და რომელი გასკდება?

იმაზე აღარაფერს ვამბობ რომ მაი თოფი 136-ზე ისვრის ცუდათ, ანუ დაბალი სიჩქარით, იმიტომ რომ კლაპანი არაა შექმნილი იმისთვის რომ მაღალ წნევაზე იმუშაოს ანუ ამერიკული 2000PSI პატალოკია მაგის კლაპნისთვის (ნუ ქარხნულს ვგულისხმობ), რეალურად კარგად მუშაობას იწყებს და მაქსიმუმ სიჩქარეს იძლევს 1800PSi-ზე შენ კიდო 180 შეტენე მაგ უბედურს smile.gif....

გარდა იმისა რომ უსაფრთხოების წესებს არღვევ, ფიზიკურად კლაპნის გახსნა არ ხდება მაგ წნევაზე, შედეგად თავიდან გექნება სუსტი გასროლები, მერე როდესაც წნევა დაიწევს 2000-სთან მერე დაიწყებს ნორმალურაად გასხნას და სიჩქარეც მოიმატებს....

განსხვავება კი ის იქნება რომ გასროლიდან გასროლამდე გექნება სიჩქარეების კუზი, ეგ კი ნიშნავს მიზნის აცდენას, იმიტომ რომ ვერტიკალში ტყვია ვეჩნა ზემოთ ქვემოთ ივლის

3) ამას რომ წერ
ციტატა(datka250885 @ 7th March 2013 - 03:01 PM) *
რადგან ჯერ-ჯერობით 200 ბარზე დაბერვას ვერიდები

აი ნაღდად შავ იუმორს აქვს ადგილი smile.gif ან იმედია და რაიმე მართლა გაქვს მიწის ნაკვეთის პონტში მონიშნული... ღმერთმა გაცილოს და მაი დისკოს რეზერვუარი რომ გაიხსნას სად მიდიხარ? ხომ არა გგონია შამპანიურის გახსნის ხმა იქნება და მეტი არაფერი? დაიხლიჩება რეზერვუარი და შრაპნელი ისეთს იზამს რომ ჩემს მტერს..... რუსეთში 2 ენთუზიასტი გაყვა მარილზე მაგ საქმეს.... დაბრუნდი დედამიწაზე... smile.gif მართლა ხუმრობის გარეშე არ გინდა ეგეთ რაღაცასთან თამაში, გასროლების რაოდენობის დედაც ვატირე, ქართული მულტფილმისა არ იყოს "ნიახური ხომ არა ხარ ამ ქვეყანაზე მეორეთ მოხვიდე"?

4) ისე თუ იმ რკინის პრობკაში სვავდი მანომეტრს, პირდაპირ მანომეტრი ჩაგესვა რაღაც იმ გადამყვანს ტენიდი შიგნით? დავიჯერო ვიზუალურად ეგრე უფრო ლამაზია?

5) რაც შეეხება შემაერთებელ რეზბას 10 მილიმეტრიანი რომ გაქვს მოჭრილი... ეგ კაია რომ M10-ია ნუ უკეთესია თუ M10 არის, ბიჯით 1 მმ, პროსტა შიგნით ხვრელი რამხელაა არ ჩანს, იმედია დიდი არაა რომ კედლები შესუსტებული არ იყოს. წესით 3 მმ მაქსიმუმი უნდა იყოს, მაგის ზემოთ არ ღირს ხვრელის გაფართოება. ჰაერი უპრობლემოდ გადავა და კედელსაც ძალა ექნება.

6) დიზაინი - ნუ აქ ვერ ვისპორებთ, ყველას თავისი ბზიკები გყავს თავში, შეიძლება შენთვის მისაღებია ეგ ფორმა და მთავარია გასროლები, მაგრამ იავიცი, იავიცი smile.gif მგონი ცოტა რაცხა ნიტოდ ჩანს smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th June 2025 - 12:36 PM
Hosted by Pro-Service