![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
ასეა თუ ისეა ვვითარდებით ქართველებიც აირგანის საქმეში, მოვიდა დრო და ჩვენს გვჭირდება დამჭირხნავი - რუსულიდან "აპრესოვშიკი". ვინც არ იცის მოკლედ ვუხსნი, დამჭირხნავი არის მოჭყობილობა რომელიც ჭირხნის ჰაერს ზეთს წყალს ან რაიმე სხვა ნივთიერებას, შედეგა 1 ატმოსფეროს წნევა მტავალჯერ იზრდება. აირგანებში დამჭირხნავი გამოიყენება PCP რეზერვუარების შესამოწმებლად. მოგეხსენებათ ტენით რეზერვუარებს 200 ატმოსფეროზე, შედეგად კედლებზე დიდი ზაწოლაა და ხელში რომ არ შემოგვასკდეს რაიმე საჭიროა მისი ჩემოწმება. შემოწმებისთვის არსებობს 2 ცნება, სამუშაო წნევა და შესამოქმებელი წნევა. სამუშაო წნევა - გულისხმობს წნევას რომელზეც უნდა იმუშაოს ანა თუ იმ რეზერვუარმა, ვთქვათ იყოს იგივე 200 ატმოსფერო შესამოწმებელი წნევა - როგორც წესი სამუშაო წნევაზე მეტია საჭირო, ანუ თუ რეზერვუარმა უნდა იმუშაოს 200 ატმოსფეროზე, მინიმუმ შემოწმება უნდა მოხდეს 300 ატმოსფეროზე, თუმცა უკეთესია შემოწმება 350-ზე ჩატარდეს. ამ დროს რეზერვუარს არ უნდა აღენიშნებოდეს გეომეტრიის ცვლილება,ან უნდა იყოს მინიმალური ცვლილება და წნევის დაგდების შედმეგ უნდა დაბრუნდეს საწყის ფორმებში. სამუშაო წნევის დროს გეომეტრიის ცვლილება დაუშვებელია, რადგანაც მუშაობის პროცესში ეს გამოიწვევს მუდმივ გადდიება დაპატარავებას (საუბარია მილიმეტრის მეათედებზე, მაგრამ საყურადღებოა), შედეგად ადრე თუ გვიან იქნება ლითონის დაღლილობის ეფექტი. აქვე დავძენ სინამდვილეშ- არსებობს მესამე წნევის ზღვარი, ანუ გასახეთწი წნევა. გასახეთქი წნევა - ანუ წნევა რომელზეც რეზერვუარს ეწყება გამოუსწორებელი ფორმის ცვლილებები და შეიძლება დასრულდეს რეზურვუარის დაშლით დახეთქვით, გასკდომით. სასურველია ასეთი ზღვარი PCP- მშენებლობაში 600 ატმოსფეროზე ნაკლები არ იყოს, რეალობაში კი ნორმალური რეზერვუარი დამსხვრევას 800 ატმოსფეროზე დაბლა არ უნდა იწყებდეს. ბოლოს ასევე შეგახსენებთ ერთ აუცილებელ გარემოებას, შემოწმებისას და დამჭირხნავის გამოყენებისას არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჰაერის გამოყენება, ანუ მიუხედავად იმისა რომ მუშოაბისას ჩვენ ვიყენებთ ჰაერს, შემოწმებისას ჰაერის გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია!. ვინც ვერ მიხვდა ვახსენებ რატომ. პლასტიკური ბომბის აფეთქებისას ნამსხვრევები არ არსებობს, მაგალითად ცარიელ C4-ს ვაფეთქებთ ჭურვში მოთავსების გარეშე. მიუხედავად იმისა რომ არ არსებობს ნამსხვრევები აფეთქებისას მიღებული დარტყმითი ტალღა ისეთ ენერგიას შეიცავს რომელიც ადამიანის სხეულს ფლითავს. რომ გადმოვიყვანოთ PCP საქმეში ვიღებთ შემდეგს, ვთქვათ ვამოწმებთ 1 ლიტრიან ბალონს 600 ატმოსფეროზე, ანუ ეს ნიშნავს სტანდარტულ წნევაზე ბალონში ჩატეულია 600 ლიტრი მოცულობის ჰაერი, რომელიც გამონთავისუფლებისას ცდილობს სწორედ იგივე 600 ლიტრის მოცულობა დაიკავოს. გაფართეობისას წარმოქმნილი დარტყმითი ტალღა არაფრით ჩამოუვარდება იმავე C4-ს. ამიტომაც ჩვენც რომ მთელები ვიყოთ და ირგვლივ ხალხიც არ შევაწოხოთ ტესტირებისთვის ყოველთვის გამოიენება სითხე (წყალი, ან ზეთი), ფიზიკის კურსიდან შეგახსენებთ სითხე არ იკუმშება (იკუმშება, მაგრამ იმდენად უმნიშვნელოდ რომ ....), დამჭირხნავის გამოყენებისას მაქსიმუმ შეიძლება რამდენიმე მილილიტრი წყალი დავხარჯოთ თუ მოხდება რეზერვუარის დაშლა, მაქსიმუმ რაც იქნება ეს არის ერთი ფშიკ-ის დაძახება და ცივი წყლის თავზე გადავლება. ერთის მხრივ ეს უნივერსალური მეთოდია, მაგრამ მიუხედავად ამისა რეზერვუარის შემოწმებისას თუ არსებობს დაშლის საშიშროება (ახალ რეზერვუარზე კი ყოველთვის არსებობს ამის საშიშროება), არასდროს არ შეიძლება რეზერვუართან გვერდზე დადგომა, რომ დაშლა დამსხვრევის დროს, გაფანტულმა შრაპნელმაც ადამიანი არ დააზიანოს. მოკლედ ვისაც არაფერი ესაქმება ამ სფეროში, ან სრული ახალბედაა ვთხოვ 100 თვალი და 10 000 ყური გამოიბას სანამ რაიმეს გააკეთებს, საშიშროება რეალურია და არაერთ ქვეყანაში მოყოლია ამ საქმეს მსხვერპლი. გთხოვთ ნუ ეთამაშებით სიცოცხლეს და ზერელედ ნუ უყურებთ ამ საკითხს. მტააკ გაფრთხილებები და ახსნა განმარტებები მორჩა, ახლა კი დნარჩენს შეუძლია კონსტრუქციულად ამ საკითხზე საუბარი, დიდი თხოვნა მაქვს სტანდარტულად "აუ რა მაგარი თემაა" და "მე ამისგან გავაკეთებ" ეგეთი პოსტები ნუ იქნება ყველას მივაშლი, ესთემა არ არის სათამაშო და ოფოფების თემა, გვიყვარს ამ ფორუმზე ოფოფები, ნაბიჯი იქეთ-აქედა და დახვრეტა გარანტირებულია. ასევე არ იყოს აუ ჩემი თოფი შემამოწმებინეთ და ასე შედმეგ, მხოლოდ დამჭირხნავის შექმნა, ტესტირება, გამოყენება, კონსტრუქციის თემაა, გინდათ რაიმე დამატებით - გახსენით ცალკე თემა, ამით ფრჩხილებზე მანიკური არ გაგიცვდებათ ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
geojorjika ჯერ მოდი უკარისობის გრძნობა რომ არ მქონდეს ამის მუშაობის პრინციპი ამიხსენი რა რა პრინციპი უნდა, იღებ დანკრატს, ხსნი შიგნით ჩასმულ ღერძს, ამზადებ შესაბამისს დამზადებულ ხელნაკეთ ღერძს, რომელსაც ერთი მხრიდან ექნება მანომეტრი, მეორე გვერდიდან ვთქვათ კონექტორი შესამოწმებელ სივრცესთან შესაერთებლად. აკაჩავებ იგივე რიჩაგს და იმის მაგივრად ამოწიოს ღერძი ზემოთ, წარმოქმნილი ზეთის წნევა აწვება მანომეტრს, ნუ პლიუს გვერდზე არსებული ხვრელიდან გადადის საჭირო სივრცეში რომლის შემოწმებასაც აპირებ. იმისათვის რომ დამატებით სივრცეში გეყოს ზეთი უერთებ დამატებით მოცულობას, ზეთის ბანკის სახით ი ვსიო.... მე პროსტა ზეთის გამოყენების იდეა არ მომწონს, კი მესმის უფრო გამოდგება იმიტომ რომ უფრო ბლანტია ვიდრე წყალი, პლიუს არ ჟანგავს არც დანკრატს და არც რეზერვუარის შიგნეულობას, მაგრამ აქვს საზიზღარი თვისება, გაპარების მომენტში მოწუწავს ყველაფერს ![]() აი ზეთით ამოთხვრა რომ არ მინდა, მაგიტომაც მირჩევნია წყალზე იყოს აგებული ყველაფერი (დანკრატი დახურული ციკლით მუშაობს ზეთზე, დამჭირხნავი კი ცალკე გამოყოფილი სივრცეა და წყალზე მუშაობს) და შემოწმების მერე გამოვაშრო და გამოვწმინდო შესამოწმებელი დეტალიც და დამჭირხნავი ჭიქაც. ახლა კომპრენდე?! ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th June 2025 - 05:32 PM |
Hosted by Pro-Service |