![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
ასეა თუ ისეა ვვითარდებით ქართველებიც აირგანის საქმეში, მოვიდა დრო და ჩვენს გვჭირდება დამჭირხნავი - რუსულიდან "აპრესოვშიკი". ვინც არ იცის მოკლედ ვუხსნი, დამჭირხნავი არის მოჭყობილობა რომელიც ჭირხნის ჰაერს ზეთს წყალს ან რაიმე სხვა ნივთიერებას, შედეგა 1 ატმოსფეროს წნევა მტავალჯერ იზრდება. აირგანებში დამჭირხნავი გამოიყენება PCP რეზერვუარების შესამოწმებლად. მოგეხსენებათ ტენით რეზერვუარებს 200 ატმოსფეროზე, შედეგად კედლებზე დიდი ზაწოლაა და ხელში რომ არ შემოგვასკდეს რაიმე საჭიროა მისი ჩემოწმება. შემოწმებისთვის არსებობს 2 ცნება, სამუშაო წნევა და შესამოქმებელი წნევა. სამუშაო წნევა - გულისხმობს წნევას რომელზეც უნდა იმუშაოს ანა თუ იმ რეზერვუარმა, ვთქვათ იყოს იგივე 200 ატმოსფერო შესამოწმებელი წნევა - როგორც წესი სამუშაო წნევაზე მეტია საჭირო, ანუ თუ რეზერვუარმა უნდა იმუშაოს 200 ატმოსფეროზე, მინიმუმ შემოწმება უნდა მოხდეს 300 ატმოსფეროზე, თუმცა უკეთესია შემოწმება 350-ზე ჩატარდეს. ამ დროს რეზერვუარს არ უნდა აღენიშნებოდეს გეომეტრიის ცვლილება,ან უნდა იყოს მინიმალური ცვლილება და წნევის დაგდების შედმეგ უნდა დაბრუნდეს საწყის ფორმებში. სამუშაო წნევის დროს გეომეტრიის ცვლილება დაუშვებელია, რადგანაც მუშაობის პროცესში ეს გამოიწვევს მუდმივ გადდიება დაპატარავებას (საუბარია მილიმეტრის მეათედებზე, მაგრამ საყურადღებოა), შედეგად ადრე თუ გვიან იქნება ლითონის დაღლილობის ეფექტი. აქვე დავძენ სინამდვილეშ- არსებობს მესამე წნევის ზღვარი, ანუ გასახეთწი წნევა. გასახეთქი წნევა - ანუ წნევა რომელზეც რეზერვუარს ეწყება გამოუსწორებელი ფორმის ცვლილებები და შეიძლება დასრულდეს რეზურვუარის დაშლით დახეთქვით, გასკდომით. სასურველია ასეთი ზღვარი PCP- მშენებლობაში 600 ატმოსფეროზე ნაკლები არ იყოს, რეალობაში კი ნორმალური რეზერვუარი დამსხვრევას 800 ატმოსფეროზე დაბლა არ უნდა იწყებდეს. ბოლოს ასევე შეგახსენებთ ერთ აუცილებელ გარემოებას, შემოწმებისას და დამჭირხნავის გამოყენებისას არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჰაერის გამოყენება, ანუ მიუხედავად იმისა რომ მუშოაბისას ჩვენ ვიყენებთ ჰაერს, შემოწმებისას ჰაერის გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია!. ვინც ვერ მიხვდა ვახსენებ რატომ. პლასტიკური ბომბის აფეთქებისას ნამსხვრევები არ არსებობს, მაგალითად ცარიელ C4-ს ვაფეთქებთ ჭურვში მოთავსების გარეშე. მიუხედავად იმისა რომ არ არსებობს ნამსხვრევები აფეთქებისას მიღებული დარტყმითი ტალღა ისეთ ენერგიას შეიცავს რომელიც ადამიანის სხეულს ფლითავს. რომ გადმოვიყვანოთ PCP საქმეში ვიღებთ შემდეგს, ვთქვათ ვამოწმებთ 1 ლიტრიან ბალონს 600 ატმოსფეროზე, ანუ ეს ნიშნავს სტანდარტულ წნევაზე ბალონში ჩატეულია 600 ლიტრი მოცულობის ჰაერი, რომელიც გამონთავისუფლებისას ცდილობს სწორედ იგივე 600 ლიტრის მოცულობა დაიკავოს. გაფართეობისას წარმოქმნილი დარტყმითი ტალღა არაფრით ჩამოუვარდება იმავე C4-ს. ამიტომაც ჩვენც რომ მთელები ვიყოთ და ირგვლივ ხალხიც არ შევაწოხოთ ტესტირებისთვის ყოველთვის გამოიენება სითხე (წყალი, ან ზეთი), ფიზიკის კურსიდან შეგახსენებთ სითხე არ იკუმშება (იკუმშება, მაგრამ იმდენად უმნიშვნელოდ რომ ....), დამჭირხნავის გამოყენებისას მაქსიმუმ შეიძლება რამდენიმე მილილიტრი წყალი დავხარჯოთ თუ მოხდება რეზერვუარის დაშლა, მაქსიმუმ რაც იქნება ეს არის ერთი ფშიკ-ის დაძახება და ცივი წყლის თავზე გადავლება. ერთის მხრივ ეს უნივერსალური მეთოდია, მაგრამ მიუხედავად ამისა რეზერვუარის შემოწმებისას თუ არსებობს დაშლის საშიშროება (ახალ რეზერვუარზე კი ყოველთვის არსებობს ამის საშიშროება), არასდროს არ შეიძლება რეზერვუართან გვერდზე დადგომა, რომ დაშლა დამსხვრევის დროს, გაფანტულმა შრაპნელმაც ადამიანი არ დააზიანოს. მოკლედ ვისაც არაფერი ესაქმება ამ სფეროში, ან სრული ახალბედაა ვთხოვ 100 თვალი და 10 000 ყური გამოიბას სანამ რაიმეს გააკეთებს, საშიშროება რეალურია და არაერთ ქვეყანაში მოყოლია ამ საქმეს მსხვერპლი. გთხოვთ ნუ ეთამაშებით სიცოცხლეს და ზერელედ ნუ უყურებთ ამ საკითხს. მტააკ გაფრთხილებები და ახსნა განმარტებები მორჩა, ახლა კი დნარჩენს შეუძლია კონსტრუქციულად ამ საკითხზე საუბარი, დიდი თხოვნა მაქვს სტანდარტულად "აუ რა მაგარი თემაა" და "მე ამისგან გავაკეთებ" ეგეთი პოსტები ნუ იქნება ყველას მივაშლი, ესთემა არ არის სათამაშო და ოფოფების თემა, გვიყვარს ამ ფორუმზე ოფოფები, ნაბიჯი იქეთ-აქედა და დახვრეტა გარანტირებულია. ასევე არ იყოს აუ ჩემი თოფი შემამოწმებინეთ და ასე შედმეგ, მხოლოდ დამჭირხნავის შექმნა, ტესტირება, გამოყენება, კონსტრუქციის თემაა, გინდათ რაიმე დამატებით - გახსენით ცალკე თემა, ამით ფრჩხილებზე მანიკური არ გაგიცვდებათ ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოდი ამ თემას ცოოტათი გამოვაცოცხლებ. მოკელდ კაი 3 თუ 4 თვის წინ დამჭირხნავისთვის შევიძინე მანომეტრი 1000 BAR-ზე. მანომეტრი კი ჩამოვიდა მარა ისეთი არასტანდარტული რეზბა ჰქონდა რომ ამდენიხანი მეჩინებს ველოდებოდი (ნუ შეძენა ჩამოტანას 2 კვირა დასჭირდა, მანამდე აქ ვეძებე ელიავაზე და ვერ ვნახე, პლიუს ცოტა სხვა საქმებით ვიყავი დაკავებული ცოტა ვისაჩკავე და ქე გავიდე 4 თვე ![]() ეს სამი დღე დასვენების ვარიანტში დრო გამოჩნდა და ძალიან ნელი ტემპებით შევუდექი რაცხაების ჩალიჩს. ნუ პირველი ისაა რომ არ მომწონს რუსების ზეთის გამოყენების იდეა, ამიტომაც, უფრო წყლის გამოყენების ვარიანტისკენ ვიხრები. წყლის ვარიანტით გაკეთება კი ნიშნავს უკრაინლების მიერ გაკეთებულის გადმოკოპირებას. ჰოდა კაკრაზ მაგ იდეას ჩავეჭიდე ![]() მართალია ჯერ ჰიდრავლიკური დანკრატი არ დამითრევია, მაგრამ ეგ უცებ მოგვარდება ელიავაზე ოხრად ყრია, უფრო რთული იქნება დანკრატის და შესაბამისი მექანიზმის დამჭერი ჩარჩოს გაკეთება.. კაი ბატონო ჯერ დავიწყე მანომეტრის სადგურით, ვითრიე დურალის ნაჭერი, უხესად გარედან გადავთალე, ამოვღრუტნე, ჩავაგდე გირაგში და მოვჭერი რეზბა ![]() კი მიხაროდა ეს კბილებ გამოტოვებული კაია იოლად მოჭრის მეთქი რეზბას... ნუ გარკვეულწილამდე კი მარა იმის გამო რომ კონუსია და ბოლოში ფართოვდება... მოკელდ ბოლოში მაინც დამჭირდა ჩალიჩი ![]() ![]() ![]() მერე საბოლოო გავლა და მანომეტრის მიზომება ![]() ![]() ნუ შემდეგი არის, სითხის მიწოდება ამ მოწყობილობაში, ამისათვის რა თქმა უნდა კონექტორები და კაპილარკაა საჭირო ![]() ![]() ![]() მერე ვჭრით და უკნიდან ვასწორებთ ![]() ![]() ჩამოვაწვით კაპილარკას და ვუალია, ზის ეს შობელძაღლი ![]() ![]() ![]() ესეც მანომეტრის ბუდეზე მიმაგრებული, მარჯვენა მისაერთებელი ბოლომდე არაა ჩახრახნილი ![]() ჟორიკჯან, გახსოვს რომ მეკითხებოდი ელიავაზე რა ჭირად გინდა 2 მეტრა კაპილარკაო ![]() ![]() ![]() ![]() მარცხელა მხარეს არსებული კუსოკი ტყუილაა მიმაგრებული, მაგ კაპილარკას მოვხსნი და რაიმე გრძელს მივუერთებ. ახლა რაში გავეჭედე და რაში მინდა აქაური საზოგადოების დახმარება.... მოკელდ კაპილარკა გარედან არის 2 მილიმეტრი, დამჭერ ბოლტებში წესით უნდა ჩამაგრდეს დარჩილვით... ჯერესერთი ამას რაცხა ტავისი ფლუსი უნდა და მე პაიალნიკთან მაგრა სტრანნად ვარ, მეორეცესერთი მაინტერესებს ხვრელი რამხელა უნდა იყოს რომ კალაც კარგად ჩაჯდეს ლატუნის ბოლტებში (ნუ ლატუნი სპეციალურად ავიღე, იმიტომ რომ ყველა წყარო მაგას ამბობს დასაპაიანებლად საუკეთესო რამეაო)... მოკელდ ამჯერად ხვრელი არის 2.2 მილიმეტრი, თვითონ კაპილარკა 2 მილიმეტრია, ეყოფა ეს ხვრელი თუ მეტი უნდა იყოს? ნუ ძალიან დიდი ხვრელი არ მინდა რომ მერე მარტო კალას არ ეჭიროს რა მილი, პლიუს უკანა მხრიდან მერე ცოტა გავაფართოებ კაპილარკას, მაცივრის ხელოსნების მეთოდით რომ გაეჭედოს შიგნით... მოკლედ იმედია იდეას ჩაწვდით, პაიალნიკთან ვინ ხართ მეგობრულად ან ვის მიმასწავლით... დანარჩენი დარჩა ძირიტადი საპრესი ჭიქა და დგუში... დღეს მაგისთვის 2 ალუმინის ნაჭერი გავამზადე ![]() ![]() უბრალოდ დრუშზე რეზინისთვის ღარის ამოღება და იმ სქელ ალუმინზე ხვრელის გაკეთება დგუშისთვის ვეღარ დავამთავრე, რაცხა შემამცივნა ცემინება დამაწყებინა და ვამჯობინე სახლში და სითბოში დავბრუნებულიყავი... ნუ ძირითად იდეას იმედია ვდებით აი მასტეროფამ რომ დაყარა უკრაინლების დამჭირხვნელის სურათები ისეთი პონტი იქნება რა (პირველივე სურათი). ნუ იქეთა შაბათ კვირას თუ მეცალა ალბათ ამ ჭიქის და დგუშის ამბებს მოვრჩები, მერე წავა ყველაზე უსიამოვნო და ძვირიანი საკითხი ![]() ![]() ![]() მოკლედ ჩემი ნელი ტემპებით იმედია გაზაფხულისთვსი გვექნება ერთი ნორმალური მოქმედი დამჭირხნავი... ველი იდეებს, კრიტიკას (ოღონდ არ დამანახოთ ისევ რაზრიადები და ზარიადები, რეალური ნორმალური მისაღებია ყველანაირად), დახმარების შემოთავაზებებს.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th June 2025 - 05:51 PM |
Hosted by Pro-Service |