![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() გურუ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 ![]() |
parallax. პარალაქსი - არის მიზნის გამოსახულების ხილული ჩაწევა, სამიზნის მარკასთან (reticle) შეფარდებით, თუ თვალი იწევა ოკულარის ცენტრიდან გვერდზე. ![]() ******************************************************************************** mil-dot მილდოტი-ყველას გინახავთ პოტიკურ სამიზნეში არსებული ჯვარი, და ჯვარზე არსებული დანაყოფები. აი ამას ქვია mil-dot. ![]() ******************************************************************************** Collimator კოლიმატორი-არის ღია სამიზნის ალტერნატივა, როგორც ცნობილია კოლიმატორით დამიზნება ხდება 2-3-ჯერ უფრო სწრაფად ვიდრე ღია სამიზნით, ეს გამომდინარეობს იქედან, რომ ღია სამიზნეზე დასაფიქსირებელია 2 წერთილი+ დასამიზნებელი ობიექტი. ხოლო კოლიმატორით მხოლოდ ერთი წერტილია დასამიზნებელი. ასევე არსებობს 2 სახის კოლიმატორი ღია და დახურული, დახურული კოლიმატორი წააგავს ოპტიკურ სამიზნეს ![]() ღია კოლიმატორი არის ჩვეულებრივი ლინზით არანაირი გადიდებით ![]() ეს სია შეივსება თანდათან ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
![]() ![]() სურათებში მოყვანილი მეთოდით იგებ რომელი თვალი აქვს ადამიანს წამყვანი, მარჯვენა თუ მარცხენა. მეთოდი შეიძლება ყველამ იცით, მაგრამ მაინც ვახსენებ. ხელი წინ უნდა გაწიო (რომლითაც წერ) შეკრა მუშტი, და ამოწიო ცერა თითი. შემდეგ ორივე ღია თვალით ცერა თითზე უნდა გააკეთო კონცენტრირება და თვითონ ცერა თითი უნდა დაუმიზნო რაიმე ობიექტს, ვთქვათ 3-დან 10 მეტრამდე არსებულ რაიმე ობიექტს რომელიც ცერა თითის ზომაში ჩაეტევა (ანუ 20 მეტრში ცერა თითისხელა ობიექტს კი არ უნდა დაუმიზმო, არამედ ობიექტს რომელიც ახლოს შეიძლება დიდი ტაფაა, მაგრამ 20 მეტრზე თითის დიამეტრს არ აღემატება). ცერა თითზე ორივე თვალით და მხედველობის კონცენტრირებით უნდა შეეცადო რომ შორს მყოფი ობიექტი გადაიფაროს ცერა თითით. როდესაც ეგ გამოგივათ (თავიდან ჭირს, რამდენიც არ უნდა იჩალიჩო ორივე თვალით ობიექტზე დაკვირვებისას არასდროს თითით არ დაიფარება, მუღამი სწორედ თითზე მხედველობის კონცენტრირებაა, თორემ ადამიანს ორი თვალი იმიტომ აქვს თომ ობიექტები იქედანაც და აქედანაც დაინახოს ![]() როდესაც მარჯვენა თვალი არის წამყვანი და მარჯვენას გახილვისას ობიექტი იფარება, იგივე პოზაში რომ დარჩე და მარცხენა თვალი გაახილო, ობიექტი ცერა თითს არ ამოეფარება და თითიდან მარცხენა მხარეს აღმოჩნდება. თუ ცერა თითი აღარ ფარავს ობიექტს და ობიექტი თითის მარჯვნივ გამოჩნდა, მაშინ მეორე თვალი გაახილეთ ანუ მარცხენა, და დახურეთ მარჯვენა, თითი დაფარავს ობიექტს, ესეიგი თქვენი წამყვანი თვალი არის მარცხენა.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th August 2025 - 07:38 AM |
Hosted by Pro-Service |