გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> გაზის ზამბარა crosman sierra pro-სათვის, იგივე remington summit-ისათვის, მართლაც კარგი ყოფილა.
ხ.მ.ე.ლ.ო
პოსტი Jun 26 2012, 07:53 PM
პოსტი #1


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,361
რეგისტრ.: 10-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,257
ქალაქი:თბილისი



გამარჯობათ........

მინდოდა გაზის ზამბარის შეკვეთა ჩემი ქროსმანასათვის, როგორც თვითონაც იცით, ბატონ მინჩანინის სახელოსნოს მზადება ძალზედ გაჭიანურდა, ამიტომ ვეღარ მოვითმინე და შევუკვეტე უკრაინაში მისი დამზადება, ოსტატ ვოდოს. მასთან ერტად შევუკვეთე მანჟეტი. ის ფოსტით ჩამოვიდა 2 კვირის შემდეგ. (მშვენიერი დროა როგორც ვხედავთ, ძალიან არ გაჭიანურებულა wink.gif )
დღეს მე და სეკურიფამ დავიწყეთ ჩემი დაშლილი და სულიერად დაცემული ( biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ) ქროსმანას ფეხზე წამოდგომა და აი შედეგებიც:

გაზის ზამბარა გამოიყურება ასე: როგორც ჩანს ქარხნულივითააა, მშვენიერია wink.gif



გაზის ზამბარის ჩასაყენებლად ჩემი ქროსმანას მიმმართველს დასჭირდა გადაკეთება, და ჩამოვაშორე ზედმეტი ნაწილი. გადაჭრა და მთელი ამბები არ დასჭირვებია რადგან მისი დაშლა შესაძლებელია:



შემდეგ მე და ზურამ დავაყენეთ ზამბარის სპეციალური შაიბა მიმმართველის უკანა ნაწილზე:



რაც შეეხება მანჟეტს, რათქმაუნდა შევცვალეთ, მინდა გითხრათ საკმაოდ კარგი მანჟეტია, ოდნავაც არ ატარებს ჰაერს wink.gif აქვე ზურას შედარებას მოვიყვან მან თქვა რომ: ძველი მანჟეტი ზანგს ჰგავს, ხოლო ახალი თეთრკანიანს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif შეცვლილი ძველი მანჟეტი ახლით, გამოიყურება შემდეგნაირად:



ბოლოს კი სტანოკის საშუალებით როგორც იქნა ჩავსვით ზამბარა, შედეგად გამოიყურება ასე:



იარაღი ავაწყვე, გადავტენე, გავისროლე. მინდა გითხრათ სასიამოვნო შეგრძნებაა. biggrin.gif ჩემი crosman sierra pro, იგივე remington summit ისევ ფეხზე დგას wink.gif wink.gif


მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. რაც შეეხება მის გატესტვას, მიზანში სროლას და ძალის გასინჯვას, ამას სხვა დროს შემოგთავაზებთ, როცა მაგის დრო გვექნება მე და ზურას wink.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
ja_ja
პოსტი Oct 19 2012, 12:11 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(x.m.e.l.o @ 19th October 2012 - 10:30 AM) *
მოიცა მოიცა, ეხლა რა გამოდის, ოპტიკას მიბანძებ?

კაი მთქმელს კაი გამგები უნდაო! შენ ჩემს სიტყვებში ვეჩნა ცდილობ იპოვო ის თუ რაში ვცდილობ ჩაგჭრა, გამოგიჭირო, რაღაცით ვაძაგო სიტუაცია... სცდები და მწარედ

ვერ ხვდები რა მინდა ვთქვა, ან ხვდები და ძალით ირგვლივ ტრიალებ და ქირქილობ.

საბოლოოდ რომ გაიგო გიმეოპრედ ჩამოთვლილად

1) ზ.დ.პ- არ უნდა გაგეტესტად ჯგუფებზე 50 მეტრზე, რაც არ უნდა აირის ზამბარა ან სუპერ თერმო ბირტთვული რეაქტორი იყოს ჩაყენებული! აგერ ჩვეულებრივი ვეირაუხის სურათი დააგდო ნიხომ წინა გვერდზე, სულ არ აქვს თოფს აირის ზამბარა...

არა აქვს მნიშვნელობა რა ტექნოლოგია იქნება თოფში, თუ ჯგუფებზე ვსაუბრობთ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს 25 მეტრზე მეტი (ნუ პლიუს მინუმ 1-2 მეტრზე არაა საუბარი)... ვერ ხვდები რამხელა განსხვავებაა 25-სა და 50 მეტრს შორის, უმეტესობა PCP 25 მეტრზე ტყვიას ტყვიაში სვავს, მაგრამ 50 მეტრზე უკვე ზოგიერთი 30-40 მილიმეტრზე ადის, თქვენ კიდევ ზ.დ.პ-თი და 50 მეტრზე... თუ ჯგუფის გაკეთებაზეა საუბარი და კლასიკურად შედეგების შემოწმებაზე, ჯერ გააკეთეთ სტანდარტული ტესტი და მერე ალტერნატივად, თუ სურვილი დიდია, გააკეთე 50 და 75 მეტრზე ჯგუფები და დადე ყველაფერი ერთად მინაწერით, აი ამას აკეთეს კლასიკურ დისტანციაზე, მაგრამ ექსტრემ პირობებში შეიძლება ამის მიღება... გამოჩნდება მთლიანი თოფის პოტენციალი და არა რაღაც შუალედური და გაუგებარი იქეთაა თუ აქეთაა თუ საერთო რა არის...


2) არანაირად არ არის გამართლებული ჯგუფების კეთება და 9x-ი, არ ჰქვია ამას ჯგუფები, ეს არის საკუთარი გულის გახარება და რაღაცის მიღება. რაც მცოდნეს, ან ახალბედა ინფორმაციის მაძიებელს არაფერს აძლევს... საკუთარი გულის გასახარებლად ისედაც ქე იცი რასაც გაძლევს და თუ გაკმაყოფილებს ბედნიერებაა, მაგრამ როდესაც ჯგუფზეა საუბარი, იმდენ იქსი უნდა ჰქონდეს ოპტიკას რამდენი მეტრიც არის, ნუ სულ მინიმუმ იმის ნახევარი...

არ გჯერავს შენ და ზურაც აიყოლიე რომ 9 კი არა უკეთესი ოპტიკით 10x-ზე VO-ს ოპტიკით 50 მეტრზე არაერთხელ მაქვს ნასროლი ჯორჯიკას თოფიდან, არ ჩანს ეს დედა არღნიანი სამიზნე, გაიხედავ ოდნავ დიდი ჯერადობის ოპტიკიდან და მიხვდები რაზეა საუბარი... შენ უყურებ რაღაც საერთო წერტის, ჰიპოტეტურ ადგილს რაც მიგაჩნია ერთ ადგილად/წერტილად, სინამდვილეში დიდი ჯერადობის ოპტიკიდან გახედვისას დაინახავ რომ შენს მოხაზულ 10 თეთრიან წერტილს აქვს, ზედა მხარე შუა მხარე, ქვედა მხარე და სხვა გვერდები...

დეგენერატი არაა მთელი სამყარო რომ ესვრიან პატარა წერტილს, 2-5 მილიმეტრიანს და არა 22 მილიმეტრიან ტაფას, იმიტომ რომ მუდმივად ერთ წერტილს უნდა უყურებდე და ერთ წერტილში ისროდე და არა 22 მილიმეტრიანი ტაფის საორიენტაციო ფორმებში... რა გარანტიას მაძლევ რომ სროლისას ხან ერთ კუთხისკენ არ იყო გაწეული ლულა ხან მეორესკენ?! რით იზღვევ თავს რომ მაგის გამო არაა გამოწვეული გაფანტვა და ბანძი შედეგი? ან პირიქით რით იზღვევ თავს და ამტკიდევ რომ ერთგვაროვნად ისროდით მუდმივად და კაკრაზ მაგ დაბალი ჯერადობის ოპტიკის და დიდი სამიზნის ბრალი არაა რომ ეგეთი შედარებით კაი ჯგუფი გამოვიდა, შეიძლება ყოველ გასროლაზე უერთიერთ საწინააღმდეგო გასროლას აკეთებდით და იმის მაგივრად რომ გაფანტულიყო ტყვიები (რაც კაი ოპტიკის და სამიზნის, ასევე მყარი საყრდენის დროს აუცილებლად მოხდებოდა), გამომრიცხავი ტრაექტორიებით გაფრინდნენ და შემთხვევით კარგად დაჯგუუფდნენ!

მილიმეტრის გადახდა საწყის ადგილზე, 50 მეტრში მოგცემს 5 სანტიმეტრზე გადახრას...

გითახით უკვე გვქონდა ეგეთი შედეგი ფორუმზე მეთქი, ამიტომაც ჯგუფებზე სროლისას შესაბამისი პირობებია დასაცავი თუ გვინდა ინფორმაციული ღირებულება ჰქონდეს დადებულ ინფორმაციას, ხოლო რადი პონტა ინფოს დაყრა კი იცით წესებით მიღებული არაა

მოკლედ მე ვამბობ რომ არასწორი შედეგი გაქვთ არასწორი პირობების და ტექნიკური საშუალებების გამო და დადებული შედეგი აფსოლუტურად არაფერზე არ მეტყველებს სანამ ნორმალურად არ გააკეთებთ ტესტირებას, რომელმაც შეილება გვაჩვენოს რომ წინა გვერდებზე დადებული შედეგი დებილობაადა თურმე თოფს აირის ზამბარის ჩადგმის შემდეგ, 50 მეტრზე შეუძლია 10 მილიმეტრიანი ჯგუფები აკეთოს, ან შეილება გვაჩვენოს რომ 50 მეტრი ზ.დ.პ კლასის ბიუჯეტური თოფისთვის როგროც არ იყო მიღებული სპორტისთვის და ჯგუფებისთვის ასევე დარჩა მიუღებელი.

ახლა გინდა დაწერე რომ ოპტიკას გიწუნებ, გინდა დაწერე რომ თოფს გიწუნებ, სროლის ტექნიკას, ბუნებას, ჰაერს, წყალს და დედამიწას... შეგიძლია იუპიტერიც მიაყოლო დავიწუნე იმის გამო რომ არამდგრადი ატმოსფერული პირობები აქვს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif...

P.S. შეკაცო ის მაინც გაგეკეთებინათ მოდიფიკაციამდე რას აკეთებდა თოფი იგივე პირობებში და ახლა რას აკეთებს... ასე ცალმხრივი, ცალფაზიანი განხილვა რაიმე საკითხის, არის ჭორ ბიურო forum.ge-ს მეთოდი რაც შეუძლებელია სპეციალიზირებულ ტექნიკურ ფორუმზე მიღებულ პირობად ჩაითვალოს.

ნუ გწყინს ის რომ რაიმე კრიტიკა გამოვთქვი, გამოვთქვი იმიტომ რომ აქ კონკრეტული ზატოჩკის ფორუმია და კონკრეტული პირობებია უკვე, საერთო რადი პონტა პირობები არის, ფორუმ.გე-ზე სადაც ტექნიკური დეტალი არავის აინტერესეს smile.gif. აგერ ერთი ჭკვიანი ფორუმ.გე-ზე მიმტკიცებდა რომ co2 პისტალეტი 300 მეტრ წამზე ისვრისო...ერთი მივუთითე ცოტა რამ მესმის და არ გვინდა მეთქი და როჟამ არიქა ეგ რა მაკადრე მეთვითონ ვისროდი და ვიცო რომ ეგრე იქნებაო...

მეთქი კარგად იყავი და გულში რაც გავიფიქრე კი ხვდები.... არ მინდა იგივე სულელური პირობები აქაც იყოს, სადაც მხოლოდ პაპსაზე იქნება აწყობილი ყველაფერი, არ ვართ APPLE-ს კომპანია და დორბლებ ჩამოცვენილი ფანატიკოსები, ასე რომ ტექნიკური ინფო უნდა დაიდოს ტექნიკურად.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ხ.მ.ე.ლ.ო   გაზის ზამბარა crosman sierra pro-სათვის, იგივე remington summit-ისათვის   Jun 26 2012, 07:53 PM
- - sekurifa   კარგია ხმელო რომ მ...   Jun 26 2012, 08:18 PM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   მადლობ ზურა გაიხარ...   Jun 26 2012, 08:23 PM
- - ja_ja   ნუ რავარც იქნა რაც...   Jun 26 2012, 08:29 PM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   მე დიდი ხანია შეჯი...   Jun 26 2012, 08:37 PM
- - nihontoman   ხ.მ.ე.ლ.ო კარგია, მოძ...   Jun 26 2012, 08:38 PM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   აღარ შემიძლია, არც ...   Jun 26 2012, 08:41 PM
- - sekurifa   ხმელო რამდენჯერ გა...   Jun 26 2012, 08:53 PM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   ალბად 20 ამდე გასროლ...   Jun 26 2012, 08:57 PM
- - ilariona   ხ.მ.ე.ლ.ო გილოცავ, გა...   Jun 26 2012, 11:17 PM
- - Davitus   ხ.მ.ე.ლ.ო ვერ მიხვდვ...   Jun 27 2012, 12:05 AM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(Davitus @ Jun 27 2012, 12...   Jun 27 2012, 08:32 AM
- - WARNer brother   ხ.მ.ე.ლ.ო გილოცავ! ...   Jun 27 2012, 01:39 PM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   ჯგუფები მეც მინდა ...   Jun 27 2012, 01:51 PM
- - foxi   საინტერესოა ასევე ...   Jun 27 2012, 08:13 PM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(foxi @ Jun 27 2012, 08...   Jun 27 2012, 08:57 PM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   სიახლეს დავწერ აქ ...   Oct 17 2012, 07:00 PM
- - ja_ja   ხ.მ.ე.ლ.ო ეხლა გავზო...   Oct 17 2012, 07:26 PM
- - nihontoman   ციტატაP.S. ისე ჯგუფე...   Oct 17 2012, 07:36 PM
- - sekurifa   ციტატა(ja_ja @ 17th October 2012 ...   Oct 17 2012, 07:39 PM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   მე ძალზედ კმაყოფილ...   Oct 17 2012, 07:42 PM
- - nihontoman   ja_ja ჯდება შენს სტა...   Oct 17 2012, 07:49 PM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   ლიპერსი 3X9-50   Oct 17 2012, 08:21 PM
- - ja_ja   nihontoman ციტატა(nihontoman @ 1...   Oct 17 2012, 09:36 PM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   ჯაჯა, მეკაიფები? სა...   Oct 17 2012, 10:11 PM
- - cat   სწორედ ამ აურზაური...   Oct 17 2012, 10:14 PM
- - ja_ja   ხ.მ.ე.ლ.ო ციტატა(x.m.e.l.o ...   Oct 18 2012, 10:04 AM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(ja_ja @ Oct 18 2012, 10...   Oct 18 2012, 03:43 PM
- - foxi   ასეთი შედეგის გამე...   Oct 18 2012, 10:48 AM
- - sekurifa   ციტატა(kakha @ 18th October 2012 ...   Oct 18 2012, 01:56 PM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   და საერთოდაც თუ გა...   Oct 18 2012, 03:49 PM
- - ja_ja   ხ.მ.ე.ლ.ო ციტატა(x.m.e.l.o ...   Oct 18 2012, 03:54 PM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(ja_ja @ Oct 18 2012, 04...   Oct 18 2012, 04:34 PM
- - sekurifa   ციტატა(x.m.e.l.o @ 18th October 2...   Oct 18 2012, 05:25 PM
- - nihontoman   ja_ja ეს ერთი წინადად...   Oct 18 2012, 05:45 PM
- - sekurifa   ციტატა(nihontoman @ 18th October ...   Oct 18 2012, 05:59 PM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   აუ, ისე მიხარია ესე...   Oct 18 2012, 06:49 PM
- - ja_ja   ხ.მ.ე.ლ.ო sekurifa აუ მე ა...   Oct 18 2012, 09:55 PM
- - nihontoman   sekurifa ჰაერის ზამბარა...   Oct 18 2012, 10:34 PM
- - sekurifa   ციტატა(ja_ja @ 18th October 2012 ...   Oct 19 2012, 12:23 AM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატაja_ja ხ.მ.ე.ლ.ო sekur...   Oct 19 2012, 09:30 AM
- - ja_ja   ხ.მ.ე.ლ.ო ციტატა(x.m.e.l.o ...   Oct 19 2012, 12:11 PM
- - sekurifa   მალადეც ჯაჯა შენს ...   Oct 19 2012, 01:15 PM
- - ja_ja   sekurifa ციტატა(sekurifa @ 19th ...   Oct 19 2012, 02:29 PM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატაja_ja პროსტა ხ...   Oct 19 2012, 04:47 PM
- - sekurifa   ციტატა(ja_ja @ 19th October 2012 ...   Oct 19 2012, 03:46 PM
- - Dave   ციტატა(x.m.e.l.o @ 19th October 2...   Oct 21 2012, 08:40 PM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(Dave @ Oct 21 2012, 09...   Oct 21 2012, 09:28 PM
- - GSRAW   გამარჯობა, ძველი თ...   Feb 4 2014, 06:30 PM
- - sekurifa   ციტატა(GSRAW @ 4th February 2014 ...   Feb 4 2014, 06:47 PM
- - GSRAW   დიდი მადლობა სწრაფ...   Feb 6 2014, 08:34 AM
- - M.Mateevich   გამარჯობათ ხალხო ...   Dec 17 2014, 08:22 AM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th June 2025 - 07:40 PM
Hosted by Pro-Service