![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() ![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
როგორც იცით, ამასწინათ მე, ჩეზემ და სოხამ შევიძინეთ სასწორები, ამაზონიდან. საქართველომდე ჩამოტანის ხარჯებიანად თითო სასწორი დაჯდა 19.08$, საკმაოდ მისაღები ფასია (თუ, რა თქმა უნდა, სასწორი მუშაა და კარგად წონის). შეძენის დეტალები შეგიძლიათ . ამანათი დღეს ჩამოვიდა და გამოვიტანე, ჩემს კუთვნილ სასწორსაც გავუსინჯე უკვე გემო, დავტესტე და, შესაბამისად, მცირე მიმოხილვასაც შემოგთავაზებთ ![]() მოკლედ, მივყვეთ ნელ-ნელა. სასწორის ტექნიკური მახასიათებლები:
ასე გამოიყურება სასწორი ყუთში, 100 გრამიან კალიბრაციის გირაგთან ერთად, რომელიც ასევე დამატებით მოყვა ჩვენს სასწორებს: ![]() ამოვიღოთ სასწორი ყუთიდან: ![]() ჰმ... თქვენც შეამჩნიეთ არა? ![]() დიახ, დიახ, საიტზეც და ყუთზეც სასწორი აშკარად შავი ფერისაა, რეალურად კი ვერცხლისფერი აღმოჩნდა. არ ვიცი რა ფერისაა ჩეზესა და სოხას სასწორები, მაგრამ ალბათ ისინიც იგივე იქნება. გარედან სასწორი პლასტმასისაა. უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული თეფში. დამატებით სასწორის უკან დევს ინსტრუქცია, საგარანტიო ტალონი და გარანტიის პირობები რამდენიმე ენაზე. ხედი "უკნიდან": ![]() ზემოთ შავი "გუბკა" რომ დევს, არის გახეხილი ყველის შესანახი კონტეინერი... უკაცრავად, დამატებითი ბატარეების შესანახი სივრცეა ![]() გავხსენით სასწორი და ვცდილობთ ჩართვას (ინსტრუქცია როგორც ხედავთ, სასწორის შიგნითაცაა აღწერილი): ![]() ბლინ... ვაჭერ ON/OFF-ს, არ ირთვება... ვიფიქრე, გაფუჭებული ხომ არაა მეთქი, მაგრამ უცბად მოვტვინე, ბატარეები უკუღმა იქნებოდა ჩალაგებული! მოვხსენი უკანა ხუფი და ეგრეც აღმოჩნდა, თან არამარტო შებრუნებული იყო ბატარეები, არამედ დამცავი ცელოფანიც კი შემოკრული ჰქონდათ! აი სურათიც: ![]() მოკლედ, ჩავრთეთ სასწორი და ესეც პირველი აწონვა: ![]() როგორც ჩანს, ცოტა კალიბრაცია არ აწყენდა ![]() გავუკეთე კიდეც კალიბრაცია და მას შემდეგ მკაცრად 100 გრამის ჩვენება დაიწყო. გადავედით ჩვენს საქმეზეც, ავწონოთ რამდენიმე ტყვია. ჰო მართლა, რეალურად კიდევ რამდენიმე ტყვიაც ავწონე, მაგრამ სურათებში ვერ მოხვდნენ ისინი, ეგ სხვა დროისთვის გადავდოთ. ახლა კი წარმოგიდგენთ CP 10.5 გრანიანის აწონვის შედეგებს: ![]() 10.5-იო, ამბობს სასწორი. ვნახოთ რა ხდება 10 ტყვიის შემთხვევაში: ![]() 105.3 გრანიო ![]() ![]() მოკლედ, ესეც ჩვენი ახალი სასწორის მიმოხილვა. დასკვნის სახით, ვიტყვი, რომ სასწორი ფასს ნამდვილად ამართლებს, ძვირი არაა, ზუსტია, ნორმალურად მუშაობს. რამდენად გაუძლებს გამოყენებას, ამას დრო გვიჩვენებს ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
Power_VANO კაია, ისევ კომპინფოელები თუ ვიხსნით ამ მიძინებულ ფორუმს ![]() ახლა შეჯიბრზე მხოლოდ აწონილი ტყვიებით წამოცუნცულდი ხოლმე ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Super Moderator პოსტები: 4,125 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 158 ქალაქი:თბილისი ![]() |
Power_VANO მშვიდობაში ![]() ხვალ მეც დავეუფლები :P ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
ციტატა(ja_ja @ Aug 5 2010, 09:43 PM) Power_VANO კაია, ისევ კომპინფოელები თუ ვიხსნით ამ მიძინებულ ფორუმს ![]() ახლა შეჯიბრზე მხოლოდ აწონილი ტყვიებით წამოცუნცულდი ხოლმე ![]() აბაა, შენ ეგა თქვი, იქამდე მივედით, ენერგეტიკაზე დავიწყეთ უკვე ენების ფხანა, ფლეიმი დაგვრჩა აქტიური ნაწილი ![]() ჰო, ახლა უკვე კარგად აწონილ-გაზომილი ტყვიები მექნება ხოლმე მიზანში სასროლად ![]() ისე ჯა_ჯ, შენი სასწორი რომ ურევდა, ელემენტების ბრალი გამოდგა თუ კალიბრაციის ამბავია? თუ რამეა, აგერ კი გვაქვს უკვე 3 ცალი 100 გრამიანი გირაგი კალიბრაციისთვის. ციტატა(cz80 @ Aug 5 2010, 10:16 PM) Power_VANO მშვიდობაში ![]() ხვალ მეც დავეუფლები :P ![]() თენქიუ, შენ ხვალ მოგილოცავ ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 5th August 2010 - 11:13 PM) ისე ჯა_ჯ, შენი სასწორი რომ ურევდა, ელემენტების ბრალი გამოდგა თუ კალიბრაციის ამბავია? თუ რამეა, აგერ კი გვაქვს უკვე 3 ცალი 100 გრამიანი გირაგი კალიბრაციისთვის. არ ვიცი ჯერ არ გამომიცვლია ელემენტები, ნაყიდი მაქვს და კაკრაზ დღეს შევცვლი, მერე ვნახოთ რა მოხდება ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Super Moderator პოსტები: 4,125 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 158 ქალაქი:თბილისი ![]() |
მეც გავხდი ბედნიერი მფლობელი ამ ვერცხლისფერი სასწორისა... ![]() ![]() 20 გილზაც დავტენე უკვე ![]() ![]() ![]() პ.ს. ვანოს დიდი მადლობა (პოვერ ვანოზე ვიძახი,ის ვანო არ გეგონოთ ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 04:31 AM |
Hosted by Pro-Service |