![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() ![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
იყო და არა იყო რა, იყო ერთი დიდი თურქეთი... ისე რა ბედი გვაქვს რა აქეთ დიიდი თურქი, იქეთ დიიდი რუსი.. მდაა ჰო ესეიგი სად გავჩერდი? აა ჰოო, ესეიგი იყო დიდი თურქი და უშვებდა ოდითგანვე თურქულ პნევმო ტყვიებს, ოღონდ ერთ დღესაც გათენდა და გადაწყვიტეს რომ თურქული ტყვიების დონე დაბალია და სასწრაფოდ გამოსასწორებელია ეს პრობლემა. ალბათ ასე დაიწყებოდა რომელიმე დიდი რომანი ზღაპრული ჩანართებით სადაც მოთხრობილი იქნებოდა დიადი თურქების შრომაზე პნევმო ბაზრისთვის... მაგრამ ჩვენი დღევანდელი საქმე ამ ტყვიების განხილვა და შეფასებაა და არა ზღაპრების მოყოლა. მოკლედ დავაძრეთ სასწორი, პლასტენილი, ქაღალდი თოფი შტანგელი... ჩავიცვით რეზინის ხელთათმანები, გამოვაძრეთ კარბონის სათვალეები და ბრჭყვიალა პინცეტი... სადაა პაციენტი??? ო! აგერაა ბატონო ![]() მაშ ასე დღეს სტუდიაში გვყავს თურქული ფირმა Hatsan-ის შედარებით ახალი პროდუქტი (ეს ჩვენთვისაა ახალი პროდუქტი რადგან აქამდე ქართულ ბაზარზე ეს ტყვიები არ არსებობდა), ტყვიები კარგად არის შეფუთული, და ვიზუალურადაც კარგად გამოიყურება, მაგრამ მოდით ჩვენს ჩვეულ მეთოდს მივყვეთ რომ პარალელების გაყოლება იოლი იყოს. წონა: მწარმოებლის განცხადებით 9.5 გრანი კალიბრი: 177 (4.5მმ) რაოდენობა შეფუთვაში: 450 ცალი მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი შეძენილია: მაღაზია "მაგნუმში" ფასი თბილისში: 30 ლარი მართალი რომ გითხრათ თურქულ ტყვიებზე დიდი ვერაფერი წარმოდგენა მაქვს, ქვეცნობიერად ველოდები რომ რაღაც ისე არ იქნება როგორც საჭიროა, მაგრამ გარეგნულად ვერაფერს იტყვი, ტყვიები იდეალური ფორმისაა, წონაც თუ სიმართლეს შეესაბამება არც თუ ისე მსუბუქი გამოდის. მაგალითად Crosman Premier-ები 10.5 გრანია, JSB Heavy 10.2 გრანი, მაშინ რატომ არ უნდა იყოს თურქულისთვის ოპტიმალური წონა 9.5 გრანი??? ![]() ასე თუ ისე პირველი გადათვალიერებისას ვერაფერი თვალის ფრძხილის და ასევთქვათ მიზეზის წამოსადები ვერაფერი ვნახე, ტყვიები გარეგნულად მართლაც იდეალურად გამოიყურებიან, აშკარად განსხვავდება Hatsan Pointed Pellet-ისგან, შეიძლება ითქვას ცა და დედამიწაა. კაი ბატონო ჩემი სუბიექტური აზრი ერთია, მაგრამ თქვენც ხომ უნდა შეაფასოდ? ამიტომაც გადავხედოთ მწკრივში ჩასმულ ტყვიებს ![]() ხედავთ რაიმე ხარვეზს?? მე ბევრი თვალიერების შემდეგ ვერაფერი ვერ ვიპოვე, ან პრეს ფორმა შეარჩიეს თურქებმა იდეალური, ან სათითაოდ ახარისხებენ, ან ხარისხის კონტროლი აწიეს ზეციურ ნიშნულამდე, იდეაში ეგრეც უნდა იყოს 30 ლარი ღირს 450 ცალი ტყვია, ამასობაში არ დაგავიწყდეთ იდეალური JSB 500 ცალიანი კოლოფი ჯდება სადღაც 30-33 ლარი თბილისში ჩამოტანით, CUM 500 ცალიანი კოლოფი ჯდება 25-28 ლარი, დასახელებული 2 ტყვია უმაღლეს დონეს განეკუთვნება, შესაბამისად 30 ლარში HATSAN-ს მწარე მოთხოვნებს ვუყენებთ. იმიტომ რომ ფასით ლამის JSB-ზე ძვირი გამოდის. კაი მოდით შევხედოთ ქვედა ბოლოებს ![]() ისევ და ისე პრაქტიკულად იდეალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, არ იცი რა გააკეთეს ან შეცვალეს თურქებმა, ან აქამდე სად იყვნენ... ![]() სურათს მხოლოდ ფასი აფუჭებს, ეს ტყვიებიც სხვა თურქულებივით 2-3 ლარი რომ ღირდეს, მგონი მთელი საქართველო ამ ტყვიებზე გადავიდოდა. ![]() ტყვიის შენადნობი სხვათაშორის საოცარია. ქვედაბოლოში რომ შეხედავთ ტყვიას, აშკარად ჩანს რომ მისი კედლები CP-ზე მინიმუმ 3-ჯერ ნაკლებია, ანუ თხელია, მაგრამ ამასობაში მისი გასრესვა თითებით საკმაოდ ძნელია, კარგად, თითების გალურჯებამდე უნდა დააწვე ტყვიას რომ დეფორმაცია დაიწყოს. სხვათაშორის საკმაოდ თეთრი ფერის ტყვიებია, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია იმით რომ შენადნობში კალა არის დიდი რაოდენობით გამოყენებული კაი ბატონო გადავიდეთ წონით ერთეულებზე. დავაძრე სასწორი და სტანდარტულად ველოდები რომ მექნება 1-1.5 გრანიანი ნახტომები ტყვიების წონებს შორის... ![]() ნურას უკაცრავად.. ![]() ![]() გაინტერესებთ 10 ტყვიის საშუალო წონა? არ დაიჯერებთ, არც მე მეჯერა, მაგრამ 3 სხვადასხვა 10-ეულის აწონვის მერე მომიწია დაჯერება, ან სასწორი ახურებს, ან თურქებს ზეციერი ცხონება ეღირსათ. ![]() აბა რას იტყვით გჯერავთ?? მგონი პირველი რეპორტია ჩემგან როდესაც ტყვიებზე ასეთ დადებით რეპორტს ვწერ ![]() კაი ბატონო წონის ტესტი ჩაბარებულია გადავიდეთ ზომით ტესტზე... ![]() თავის ზომა საკმაოდ სტაბილურია, მერყეობს 4.49-სა და 4.5-ს შორის. ![]() იდეაში 4.49 ჩვენს კანონმდებლებს გაუხარდებოდათ ![]() ![]() კაი დავუბრუნდეთ ჩვენს ტყვიებს და გავზომოთ ქვედაბოლო... ![]() ჰოო საკმაოდ დიდია, ვერაფერს ვიტყვი, მთელი 0.3 მილიმეტრით მეტია 4.5 კალიბრზე. ერთი შეხედვით უზრუნველყოფს ლულასთან კაი მოჭიდებას, მაგრამ მეორეს მხრივ ლულაში შეტენვისას შეიძლება დეფორმაცია მიიღოს. ![]() თუმცა უნდა ავღნიშნო მარადიორში უპრობლემოდ იტენება და სულაც ვერ გრძნობ რომ მყარი ლითონია და 0.3 მილიმეტრით მეტია, არ ვიცი რატომ. სიგრძეშიც ვიღებთ სტაბილურ ზომებს.. ![]() მოკლედ თურქებმა რაღაც ჯადო გააჩალიჩეს ![]() ![]() ![]() ![]() იმედია ნელნელა თურქები ჩაჯდებიან ფორმაში, ჩვენი მაღაზიები კი დაწევენ ფასებს და ეს ტყვიები საყოველთაოდ მიღებული იქნება... სანამ ამ მიმოხილვას დავამთავრებ, წინ დაგვრჩა სროლის შედეგები, მაგრამ ჯერ ჩავამატებ შედარებით ახალ ხილს, ანუ პლასტენილში სროლას და ტყვიის ბალისტიკური შესაძლებლობების ჭრილის დათვალიერებას. ადრე უკვე დავდე ამ ტყვიის შესაძლებლობები. ![]() იმის გამო რომ ტყვია საკმაოდ მკვრივია, პლასტენილში მოხვედრისას დეფორმაციას არ იღებს, თუმცა შემავალი ჭრილობა მაინც საკმაოდ დიდია და რაღაც ბალისტიკური და ჰიდრო დარტყმის ეფექტი აქვს. ![]() ვერ ვიტყვი რომ ეს ტყვია დააგდებს ნებისმიერ არსებას ან კონკურენციას გაუწევს ვთქვათ და BHP-ს, მაგრამ რაღაც კომბინირებული შესაძლებლობები აქვს, ანუ თან ჰიდრო დარტყმას აჩალიჩებს თან ხვრეტის ეფექტი აქვს. კაი ბატონო გადავიდეთ ქაღალდზე... უფრო სწორედ ქაღალდის სამიზნის დახვრეტაზე. სროლა ჩავატარე 2 სიჩქარეზე საშუალოდ 260 მეტრ-წამზე და 300 მეტრ წამზე. სროლა სტანდარტულად 25 მეტრიან დისტანციაზე ![]() ეს არის ნასროლი 260 მეტრ წამზე, შედარებით კარგად მიდის მიზანში, მართალია 25 მეტრზე 25 მილიმეტრი ციდან ვარსკვლავების მოწყვეტას არ ნიშნავს, მაგრამ მაინც კაი, მითუმეტეს რომ ერთი მოწყვეტილი ტყვია არის ამ ნასროლში, თუ მას გამოვაკლებთ მივიღებთ 18 მილიმეტრის ![]() რაც უკვე საკმაოდ მიმზიდველს ხდის ამ ტყვიებს. მაგრამ ამ ტყვიებისთვის მაღალი სიჩქარეები არ არის მიღებული და აი რატომ... ![]() 300 მეტრ წამზე გაფანტვა უკვე საკმაოდ დიდია... ასე რომ მაღალი სიჩქარეები ამ ტყვიისთვის არ არის, ან სპეციფიური ლულა უნდა შესაბამისი ტვისტით. კაი მოდით დავაჯამოთ შედეგები რაც მივიღეთ პლიუსები: 1) პრაქტიკულად მძიმე ტყვიებში გადის 2) თბილისშივე იყიდება 3) კაი შესრულებულია, პრეს ფორმით დამზადებულია. 4) 25 მეტამდე მანძილზე მიზანში სტაბილურად მიდის დაბალ სიჩქარეზე 5) სტაბილური წონა 6) სტაბილური ფორმები მინუსები: 1) ძვირია 2) მაღალ სიჩქარეზე გაფანტვა აქვს. 3) მიზანში ზუსტი სროლისთვის არ გამოდგება მართალია მე პირადად ამ ტყვიებში 30 ლარს არ გადავიხდიდი, იმიტომ რომ იგივე ფასში შემიძლია უკეთესი ტყვიების შეძენა და თან 500 ცალის 450-ის მაგივრად.... მაგრამ ალტერნატივად შეიძლება განხილული იყოს, თუმცა ფასი რომ დაბალი იყოს უფრო გამართლებული იქნებოდა ამ ტყვიების ბაზარზე არსებობა.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 17-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 212 ![]() |
ძვირია!!! ფანტომზე წავა. ია ტაკ დუმაიუ
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
მდააა, ვიდზე მართლა მაგრებია ეს შეობელძაღლი... იორამას ვეთანხმები, ფანტომი ალბათ საამისო სიჩქარით გაუშვებს ამ ტყვიებს, თუმცა 30 ლარი ჰატსანის 450 ცალ ტყვიაში..... ბენჯამინ ჰოლო-პოინტს რამით ჯობია? არა, ხოდა იმას ვიყიდი რაა...
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 17-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 212 ![]() |
ციტატა(nihontoman @ Apr 29 2010, 11:28 PM) მდააა, ვიდზე მართლა მაგრებია ეს შეობელძაღლი... იორამას ვეთანხმები, ფანტომი ალბათ საამისო სიჩქარით გაუშვებს ამ ტყვიებს, თუმცა 30 ლარი ჰატსანის 450 ცალ ტყვიაში..... ბენჯამინ ჰოლო-პოინტს რამით ჯობია? არა, ხოდა იმას ვიყიდი რაა... თუ ჰოლოვპოინტებს შევადარებტ ჩემი აზრი ასეთია. თუ სტაბილურად ისროლა ფანტომმა ჰაჩიკები,წონის ხარჟზე მეტი ეფეკტი არ ექნება დასაზიანებლად? პონტები 7,9 არ არის? მაგრამ ფასი მაინც ნიტოა
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi ![]() |
მადლობა ჯაჯ ![]() ისე მაგის ერთად ერთი პლიუსია ის რომ ტბილისშია მეტი არაფერი ![]() იგივე ფასად JSB-ის იყიდი და თან 50 ცალით მეტს ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
iorama ბენჯამინ ჰოლოპოინტები 10.5 გრანია....
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 17-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 212 ![]() |
ციტატა(nihontoman @ Apr 29 2010, 11:44 PM) iorama ბენჯამინ ჰოლოპოინტები 10.5 გრანია.... აღარ დავაკვირდი ბენჟამინი თუ იყო. სორი
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Super Moderator პოსტები: 4,125 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 158 ქალაქი:თბილისი ![]() |
ჯაჯა ზი ბესტ ![]() ![]() საღოლ ჯაჯ... ![]() ![]() geojorjika ციტატა(giorgi @ 29th April 2010 - 11:33 PM) ისე მაგის ერთად ერთი პლიუსია ის რომ ტბილისშია მეტი არაფერი +100000000 ![]() პროსტო თურქებისგან ცოტა არ იყოს და ძნელი წარმოსადგენი იყო ეგეთი ხარისხი ![]() ისე საინტერესოა თვ ითონ თურქისტანში რა ღირს ეს ტორპედოები (არა და რა სახელია აქვს არა "ტორპედო" ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
||
![]() ზეზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 2,912 რეგისტრ.: 22-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 226 ![]() |
თურქეთში ბავრი რამ იცვლება უკეთესობისკენ.(თუნდაც მაღაზიები და ტურისტული მომსახურება.) ჩვენ საქმე გვქონდა ყველაზე იაფფასიან ცუდად შესრულებულ ტყვიებთან.თუმცა თუ დაათვალიერებთ ჰაცანის საიტს ბევრ საინტე რესო ტყვიებს ნახავთ. ეს უკანასკნელი ამის დასტურია. ასერომ საჭიროა თურქეთის ნაწარმის შემომტანი.მხოლოდ მაგნუმი არა!!!
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
foxi რატო, მაგნუმში მგონი ყველაზე იაფად ყიდიან ჰატსანის ფისტოებს, მე, ყოველ |სემთხვევაში, სხვაგან უფრო იაფად არ მინახავს... ტყვიებზე კი რა მოგახსენო, არ ვიცი როგორაა....
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th April 2025 - 11:59 PM |
Hosted by Pro-Service |