![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
ჰოო, მოკლედ რაღაც მასალა უკვე მაქვს მოგროვებული, როგორც დასამუჩავებელი მასალა, ისეთი როგორიცაა ლულა რეზერვუარი და დურალის ნაჭერი, ასევე დამიგროვდა ნაწილი თეორიული მასალა, რომელსაც გაანალიზება და გაკეთება უნდა. ამ ეტაპზე ხელთ თავში მაქვს მონახაზი და იდეების ნაწილს გამოვიყენებ თემებიდან, პირველი იქნება Hatsan AT-44 მინი რეპორტი, მეორე Benjamin Marauder-ის ახალი თოფი და მესამე კონდახი ბულპაპისთვის, მეოთხე ხელნაკეთი სასხლეტი , მეხუთე EdGun-ის იდეების მოპარვა . დრო მიჩვენებს კიდევ რაიმე თუ იქნება საჭირო. აგერ ერთი განახლება ახლავე გახდა საჭირო, შრაუდერი იქნება საჭირო და ბოლო ეტაპზე მოსასინჯი იქნება ჰაერის მოკვეთის მოწყობილობის გაჩალიჩება, რომელზეც JAH-ი წერდა აი ამ თემაში მოკელდ რაღაც ფრაკლენშტეინი იდეებია ამ მომენტში, ყველაფერს ერთად რომ ვაანალიზებ ზუსტად ისეთივე საშინელება გამომდის, რაც ფრანკლენშტეინს გამოუვიდა ![]() მაშ ასე ამ ეტაპზე მაქვს შემდეგი მონახაზი: ![]() როგორც სურათიდან ჩანს ამ ეტაპზე მაქვს ლულა, რეზერვუარი, ლულის კოლოფის მასალა, ხის ნაჭერი მიანიშნებს რომ კონდახი ხის იქნება, ვგეგმავ ცლიპზე იყოს ეს ყველაფერი გათვლილი, მაგრამ პირველ ეტაპზე შეიძლება კლიპის საქმე არ გამოვიდეს და ერთ ტყვიანი ვერსია გაკეთდეს, ვგეგმავ რედუქტორსაც, მაგრამ გასაგებია რომ ამ ფორმის რედუქტორი არ იქნება, ანუ გარე რედუქტორი უნდა გაკეთდეს რომ რეზერვუარში არც მოცულობა დაიკარგოს და არც ზედმეტი ხვრელები არ კეთდებოდეს. რინგების დასამაგრებელი ჯერ არ გადამიწყვეტია, ან ლულაზე და რეზერვუარზე იქნება გადატანილი და შესაბამისად ბულ-პაპზე ქინება საუბარი, ან თუ მოხერხდება კოლოფზე მერცხლის კუდის ამოჭრა, მაშინ შეიძLება ჩვეულებრივი კლასიკური თოფი გაკეთდეს. რა თქმა უნდა ამ სიამოვნებას მინდა მოდერი მივაყოლო, ფაქტია მაგის გარეშე პნევმატიკა პნევმატიკა არაა, მარადიორის შეძენის შემდეგ მოდერის მაგივრად ენაზე სულ შრაუდერი მაკერია, მოკელდ მინიმუმ ინტეგრირებული მოდერი იქნება (ანუ ლულის ნაწილსაც დაფარავს) ან მთლიანი შრაუდერი (ანუ ლულა მთლიანად მოდერში იქნება დამალული და ლულის იგრვლივ არსებული სივრცეც გამოყენებული იქნება მოკვეთილი ჰაერის ნაკადის გასანაწილებლად) სამუშაოებს ამ ზამთარში ვერ დავიწყებ (მე საკმაოდ მცივანა ვარ და როდესაც მზე არ ანათებს ხასიათზე ვერ ვარ ხოლმე), მუშაობა დაგეგმილი მაქვს 4-5 თვეზე (სმსახურის გადამკიდე დროს ვიცი რომ ვერ გამოვჩხრიკავ, თორემ მოფიქრებულ-დალაგებული იდეების შემთხვევაში ალბათ 1-2 კვირის საქმეა სულ), ანუ ზაფხულისთვის თუ მოვრჩი ხომ კაი ![]() მოკლედ ამ ეტაპზე ჯერ ვზივარ და ვხაზვ რაღაცეებს, გაგეცინებათ და ჯერ Hatsan-ის რეზერვუარის შიგნეულობას ვსწავლობ და ვხაზავ, ანუ რა არის ამ მომენტში, იმიტომ რომ გადასაკეთებელი მექნება და შესაბამისად რა როგორ უნდა გადაკეთდეს., მაგალითად რეზერვუარზე მიმაგრებული საბრძოლო კლაპანი იმ ადგილზე არ გამომდგება სადაც არის, შესაბამისად ახალი ჯერ უნდა გავიგო როგორ რა არის ამ კლაპანში, შემდეგ რა გამოვჩარხო რომ იქ ჩავსვა და რა გადასაყვანი გავაკეთო როემლსაც რეზერვუარზე მოვათავსებ და შიგნით რედუქტორს განვათავსებ. მოკლედ იდეები ბევრია, მაგრამ უაზროდ დარბიან. დიდად მადლობელი ვიქნები ყველა კონსტრუქციულ შემოთავაზებაზე, მისაღები იქნება უაზრო იდეებიც, რადგან შეიძLება მთლიანად იდეა გამოუდეგარი იყოს, მაგრამ რომელიღაც ერთი კომპონენტი საჭირო იქნება. მოკლედ ვნახოთ რა გამოვა, იმედია თქვებნც გაინტერესებთ, ეს ხელნაკეთი PCP გავაკეთოთ ასევთქვათ GPL და GNU ლიცენზიით ერთად, თუ ვინმეს რაიმე დეტალი ან კომპონენტი დააინტერესებს თავისუფლად შეუძლია აიღოს და გამოიყენოს. მოკელდ დროებით გიტოვებთ ამ ტემას, გადასახარშად, მე კი წავედი რაღაცეების დასახაზათ.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 07:02 PM |
Hosted by Pro-Service |