www.airgun.ge - ყველაზე მაღალი წნევა ქართულ ნეტში :]

კეთილი იყოს თქვენი ფეხი AirGun.ge პორტალზე!

ჩვენ საიტზე, შეძლებთ მიიღოთ ყველაზე ვრცელი და საინტერესო ინფორმაცია პნევმატურ იარაღზე. თანამედროვე პნევმატური იარაღის ყველაზე საინტერესო რეპორტები. ვიდეო მასალა, რჩევები. გთავაზობთ დაამატოთ AirGun.ge ფავორიტებში.
სასტარტო ფავორიტებში მთავარი კონტაქტი საიტის რუქა
ამბები

ამბები->ახალი ამბები->სანადირო იარაღის სახეები იზრდება
სანადირო იარაღის სახეები იზრდება

სანადირო იარაღის სახეები იზრდება
სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში
25 / 03, 2010 16:14

სანადირო იარაღის სახეები იზრდება.
ამასთან დაკავშირებით ცვლილება "იარაღის შესახებ" კანონში შედის, რომლის ინიციატორები დეპუტატები ლაშა თორდია, კახა ანჯაფარიძე და ჩიორა თაქთაქიშვილი არიან.
კანონმდებლობით, სანადიროა იარაღი, რომელიც განკუთვნილია სარეწაო, სპორტული, სამოყვარულო და სამეცნიერო ნადირობის წარმოებისათვის.
მოქმედი ნორმით, სანადირო იარაღის სახეებია: სანადირო ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი; სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი; სანადირო პნევმატური იარაღი.
კანონში ცვლილებების პროექტით კი, სანადირო იარაღის სახეები უფრო დაკონკრეტდება. კერძოდ, იქნება სანადირო გლუვლულიანი ცეცლსასროლი იარაღი (თოფი); სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა); სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი; სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი და სანადირო პნევმატური იარაღი.
კანონპროექტი დღეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.


დაწერა bazuka, ხუთშაბათი, 25 მარტი 2010 16:25 ჩვენება(3139) | კომენტარი(7) სრულად წაკითხვა
კომენტარები
o.cho
05 ნოე 2010
aba tu joulebze atyda chidaoba migulavia da egaa chem unda davacero citlad manqanis nishnebi rom iyo ise 100 metr/camis magali sichqaris tofi ukan ar amoudges traqtorebs ro ecera xolme
bazuka
25 მარ 2010
ეუფ, თუ ჯოულებზე შეზღუდვა დაგვიწესეს თქვენ ეგ თქვით ....
cz80
25 მარ 2010
რაღაც ძალიან პესიმისტურად ვუყურებ მაგას, არა მგონია საჩვენოდ რამე შეცვალონ
iorama
25 მარ 2010
albat joulebze eqnebat aqceni
ja_ja
25 მარ 2010
საინტერესო ამბავია, უბრალოდ საინტერესოა რას ნჳშ§ავს ჩვენი კანონმდებლების აზრით სანადირო პნევმატური იარაღი???

გულისხმობენ კალიბრს თუ ძალას???, რაცხა მეეჭვება ჩვენს დეპუტატებს და კანონმდებლებს ჯოულებში რაიმე ესმოდეთ, მარა....

მოკლედ შექსპირისა არ იყოს - საკითხავი აი ეს არის!
bazuka
25 მარ 2010
აბაა, ველოდები გულის ფანცქალით.
დაწვრილებითი ინფო ვერ ვნახე, სამწუხაროდ.
Jah
25 მარ 2010
ძალიან საინტერესო ინფოა...
ესეიგი შეიძლება ველოდოთ .22-ის დაშვებასაც სავარაუდოდ.