დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ოპტიკის შერჩევა მინდა 50 $-ად
Georgian Airgunners Portal > ოპტიკა > ოპტიკური სამიზნეები
გვერდი: 1, 2
Allstar
ოპტიკის შერჩევაში დამეხამრებით? სადღაც 50 $-ის ფარგლებში. 3-9 ჯერადობის რომ იყოს. ამაზონზე ბევრი ვნახე 3-9 ჯერადობის მაგ ფასად, მაგრამ უკეთესი რომელია ვერ ვხვდები.
მიზანი: ფრინველებზე ნადირობა და მიზანში სროლა. სადღაც 50 მეტრზე.
საერთო ჯამში 120 ლარამდე რომ ჩავჯდე ჩამოტანიანად.

არ იფიქროთ "ეს რა წუწურაქიაო", ფულს ვერ ვიშოვი მეტს, თორემ 1000-ს გადავიხდიდი რომ მქონდეს, სიამოვნებით.
ja_ja
Allstar
შენ მგონი აი ამას ეძებ

UTG 3-9X32 Full Size A.O. Range Estimating Mil-Dot Scope

ყოველ შემთხვევაში ეგ ოპტიკა რამდენიმე ჩვენს ფორუმელს აქვს და კმაყოფილია, თან ფასი რაც გინდოდა იმაში ეტევი, ერთი ეგაა რომ რინგებიც დაგჭირდება სადღაც Medium პროფილი, სავარაუდოდ აი ეს

AccuShot Premium Mid-Profile Airgun .22 Ring for 1-Inch Scope (4 Screws)

მოკლედ ოპტიკა 43.77$, პლიუს რინგები 8.55$ (თან რინგები და ოპტიკა დღეს უფასო დასტავკითაა და სადღაც 6-10$-ის ეკონომიას გააკეთებ) ჰო სად ვიყავი... ა ჰო, ესეიგი ჯამი გამოგდია 52.32$, მაგრამ მაგას კიდევ ჩამოტანის ხარჯები დაემატება სადღაც 1 კილოგრამის, ანუ 9$, სულ თბილისში ჩამოტანიანად დაგიჯდება 61.32$.

მაგაზე იაფად ნორმალური ოპტიკის დათრევა არარეალურია....

იდეაში შენს მიერ გამოყოფილ 120 ლარიან ბიუჯეტში უნდა ჩაეტიო და კიდევ ხურდაც უნდა დაგრჩეს რომ 1-2 ლუდის ქილა იყიდო და აღნიშნო ოპტიკის ბედნიერად ჩამოსვლა.
Allstar
დიდი მადლობა, უცხოეთიდან ჩამოტანილი ოპტიკა არ დაიშლება ხო? თან PCP-ზე ნაკლები უკუცემა რომ არის ეგეც კარგია ხო?
დისკოს ეგ რინგები მოერგება? თუ სტანდარტია? გამარკვიეთ რა ერთი smile.gif
geojorjika
Allstar
მეც მაქვს ერთ დისკოზე ეგეთი და დავითუსსაც ორივე კმაყოფილები ვართ , სანადიროდ კარგია და მიზანში სროლისა რა მოგახსენო smile.gif
ja_ja
Allstar
ციტატა(Allstar @ 21st April 2010 - 10:50 AM) *
დიდი მადლობა, უცხოეთიდან ჩამოტანილი ოპტიკა არ დაიშლება ხო? თან PCP-ზე ნაკლები უკუცემა რომ არის ეგეც კარგია ხო?
დისკოს ეგ რინგები მოერგება? თუ სტანდარტია? გამარკვიეთ რა ერთი

არ დაიშლება რადგან როგორც გითხარი მინიმუმ 4 ცალი თბილისში უკვე არის ეგეთი ოპტიკა და მშვენივრად მუშოაბს უკვე ლამის 1.5 წელია, დაჟე ერთი ეგეთი მუშაობს ზ.დ.პ კლასზე და არაფერიც არ მოსვლია.

რაც შეეხება რინგებს სწორედ დისკოზე წავა ეგ რინგები, დისკოს აქვს Dovetai-ის პლანკა რინგებისთვის და ეს რინგებიც სწორედ Dowetail-ზეა გათვლილი.

Allstar
ციტატა(geojorjika @ Apr 21 2010, 10:40 AM) *
Allstar
მეც მაქვს ერთ დისკოზე ეგეთი და დავითუსსაც ორივე კმაყოფილები ვართ , სანადიროდ კარგია და მიზანში სროლისა რა მოგახსენო smile.gif

რატო, 60 მეტრზე 3-4 სმ-ის ზომის მიზანს ძნელია გაარტყა?
bazuka
Allstar
ჩემს დისკოზე პირამიდულად ეგ ოპტიკა მოყვა, თუმცა პირამიდზე ლიპერსის სახელით იყიდებოდა wink.gif
Allstar
ციტატა(bazuka @ Apr 21 2010, 01:16 PM) *
Allstar
ჩემს დისკოზე პირამიდულად ეგ ოპტიკა მოყვა, თუმცა პირამიდზე ლიპერსის სახელით იყიდებოდა wink.gif

ანუ ეხლა შენც ეგ ოპტიკა გაქვს? დიდი ხანია?
60 მეტრზე ძნელია 3-4 სმ-ის სიდიდის სამიზნის დაზიანება?
bazuka
Allstar
3-9 ყველაზე ოპტიმალური ზომაა, აიღე ეს ოპტიკა, ძაან მსუბუქი ოპტიკაა და პახოდუ მუშა.
უბრალოდ ძაან მსხვილი ბადე აქვს, და ეგ არ მომწონს.

ხო და 60 მეტრზე 3-4 სანტიმეტრიანი ობიექტი 9X-ის შემთხვევაში, შეუიარაღებელი თვალისთვის 30 სმ-ს ტოლფასია.
ხოდა შენ როგორ ფიქრობ ეხლა ??
Allstar
ციტატა(bazuka @ Apr 21 2010, 12:37 PM) *
Allstar
3-9 ყველაზე ოპტიმალური ზომაა, აიღე ეს ოპტიკა, ძაან მსუბუქი ოპტიკაა და პახოდუ მუშა.
უბრალოდ ძაან მსხვილი ბადე აქვს, და ეგ არ მომწონს.

ხო და 60 მეტრზე 3-4 სანტიმეტრიანი ობიექტი 9X-ის შემთხვევაში, შეუიარაღებელი თვალისთვის 30 სმ-ს ტოლფასია.
ხოდა შენ როგორ ფიქრობ ეხლა ??

კი ალბათ ავიღებ, შენ ამაზონიდან ჩამოიტანე?
bazuka
Allstar
ჩემი, თოფს მოყვა კომპლექტში. ადრე იყო ეგეთი კომპლექტი, ეხლა აღარაა.
geojorjika
Allstar
3-4 სმს მიზანი უვკვე მიზანშI სროლა არ არის smile.gif
ja_ja
Allstar
შენ რას გულისხმობ 60 მეტრში 3-4 სანტიემტრიან მიზანს? თუ ცხოველს ან ფრინველს გულისხმობ საკმარისია, მაგრამ თუ ქარალდზე გინდა ზუსტი ჯგუფები ეგ უკვე სხვა მოთხოვნაა და 9-ით მაგის გაკეთება საკმაოდ ძნელია.

მოკლედ ჩვენ 2 კატეგიორიად ვყოფთ მიზანში სროლას სპორტული ზეზუსტი სროლა როდესაც 50 მეტრზე 5 გასროლიდან მაქსიმუმ 10 თეთრიანში უნდა ჩაატიო ყველა ტყვია, ან მეორე სანადირო ზუსტი სროლა. სანადიროდ ეგ ოპტიკა მშვენიერია, სპორტისთვის არა.

კაროჩე სპორტულ სამიზნეებს ნუ მოსთვის მაგ ოპტიკას, ეგ არის სუფთა სანადირო. სანადირო პონტში თუ გინდა 100 მეტრზე ესროლე. ნუ თუ ჯინაზე გინდა ყვავს 100 მეტრზე მაინცა და მაინც თვალში გაარტყა... ნუ მაგას 9x-ით ვერ გააკეთებ....
iorama
Allstar
ციტატა
ნუ თუ ჯინაზე გინდა ყვავს 100 მეტრზე მაინცა და მაინც თვალში გაარტყა... ნუ მაგას 9x-ით ვერ გააკეთებ....



მართალია აი კაცი.დაუჯერე drinks.gif
geojorjika
სხათაშორის არასდროს არ მიხმარი სანადიროდ 10X-ზე მეტი გადიდება, ეგეც ზედმეტია დაჟე smile.gif
soxa
6-7 ჯერადობა საკმარისია სანადიროდ. 50-60 მეტრში კარგად ხედავ ყველაფერს
Allstar
ციტატა(soxa @ Apr 21 2010, 05:10 PM) *
6-7 ჯერადობა საკმარისია სანადიროდ. 50-60 მეტრში კარგად ხედავ ყველაფერს

ძალიან კარგი, ქაღალდზე სროლა, ალბათ მარტო მიზნის გასწორების დროს დამჭირდება, ისე კიდევ მოძრავ სამიზნეებს დავერევი.
ისე საბოლოოდ 4-16x40 ყიდვა მაქვს გეგმაში და რამდენიმე თვეში ჩამოვიტან კიდევაც. 4-16 ნადირობისთვის როგორია და მიზანში სროლისთვის? "ყვავს თვალში გავარტყამ?" smile.gif
ja_ja
Allstar
მგონი კიდევ უკუღმა გაიგე, ქაღალდზე სროლა რომელზეც აქ იყო საუბარი საუბარია ოლიმპიურ სიზუსტეზეეეეე, ანუ სალუქვაძე გინდა იყო????

თუ ეგ არ გაწუხებს, მაშინ თრეულობ 3-9-ს და გინდა გასასწორებლად ესვრი ქაღალდს გინდა დასაკლავად მოძრავ ობიექტს. ვსიო. მოკლედ, ან უნდა დაითრიო და მიხვდები რაზეა საუბარი, ან ვინმეს უნდა შეხვდე შეძენამდე და ნახო მისი ოპტიკა რომ წარმოდგენა შეგექმნას რაზეა საუბარი.
Allstar
ციტატა(ja_ja @ Apr 21 2010, 05:46 PM) *
Allstar
მგონი კიდევ უკუღმა გაიგე, ქაღალდზე სროლა რომელზეც აქ იყო საუბარი საუბარია ოლიმპიურ სიზუსტეზეეეეე, ანუ სალუქვაძე გინდა იყო????

თუ ეგ არ გაწუხებს, მაშინ თრეულობ 3-9-ს და გინდა გასასწორებლად ესვრი ქაღალდს გინდა დასაკლავად მოძრავ ობიექტს. ვსიო. მოკლედ, ან უნდა დაითრიო და მიხვდები რაზეა საუბარი, ან ვინმეს უნდა შეხვდე შეძენამდე და ნახო მისი ოპტიკა რომ წარმოდგენა შეგექმნას რაზეა საუბარი.

ნამდვილად არ ვიცი ვინ არის სალუქვაძე და შესაბამისად არც მინდა ვიყო, ანუ შენ იმის თქმა გინდა, რომ 4-16 ნადირობისას ხელს უშლის მსროლელს? თუ არა მაშინ ცოტა გაუგებრად დაწერე რაღაც. მე კითხვა ძალიან მარტივად დავსვი, "4-16 როგორია ნადირობისთვის?"
CIYVI
გაუმარჯოს, ბიჭებო რას მირჩევთ, ფანტომისტვის როგორი ოპტიკაა? unknw.gif
ja_ja
Allstar
ციტატა(Allstar @ 21st April 2010 - 05:49 PM) *
4-16 როგორია ნადირობისთვის?"

გადასარევი, შტუკაა, პროსტა არასდროს არ გამოიყენებ ნადირობისას 16x-ს, ყოველთვის ჩამოწევ 8x-ზე ან 6x-ზე. რამდენიმეჯერ ვცადე 16-ზე დამემიზნებინა ამა თუ იმ არსებისთვის მაგრამ არ გამოდის. საქმე იმაშია რომ არც უფრო დიდი ჯერადობა აქვს ოპტიკას და მაქსიმალურ ჯერადობაზე აყენებ, მით უფრო გიმცირდება ხედვის კუთხე და ხდვის სივრცე. შედეგად იმ პაწუწკუნა ხვრელით ვეღარ მოულობ ისე უცებ საჭირო ობიექტს როგორც საჭიროა. ამიტომ იძულებული ხარ დააგდო ჯერადობა რომ მაქსიმალურად დიდი ტერიტორია დაინახო.

მე პირადად 4-16 იმიტომ ვიყიდე რომ ადრე მქონდა 6-25-იანი და სანადიროდ ვერ გამოვიყენე, ჯერ მძიმეა და ხელები დამაწყვიტა, მერეადა უცებ რომ მოგინდება ვერაფერს მიზანში ვერ ამოიღებ... ამიტოამც გადავწყვიტე რაღაც საშაულო მეთრია ისეთი რომელიც სანადიროდ გამოდგებოდა და რაც შეიძლება მინიმალური ჯერადობა ექნებოდა, პლიუს უცებ რამე რომ იყოს დიდ მანძილზე რაიმეს დანახვა რომ დამჭირვებოდა მაქსიმალური გადიდება ჰქონოდა.

ეგეთი ვნახე ყველაზე ოპტიმალური 4-16 ჯერადობა, თითქმის 3-ზე ჩადის მინიმალური ჯერადობა , საჭიროების შემთხევვაში შეგიძლია 9-10-მდე აიყვანო. მაგრამ თუ სადმე წყნარად ზიხარ და მაგალიტად ელოდები რომ მეზობელი კორპუსის თავზე ყვანჩალა ჩამოჯდება და მისი კეფა გინდა კარგად დაინახო და წყნარად ესროლო, მაშინ შეგიძლია 16-ზეც აწიო ჯერადობა და დატკბე რაფრა მოხვდება გოგრაში წკლიპურტი, მაგრამ მაქსიმუმ მოხვედრის მომენტს დაიხავ სად ჩავარდა ისევ ვერ დაინახავ ისე და ისევ პატარა ხედვითი არეალის გამო, ჩქარი მოძრაობისას კი ფოკუსირებას ვერ ასწრებ ობიექტზე.

მოკლედ რეალში 3-9 არის სანადირო არჩევანი, დალშე არის გატრაკება და ფასონობა, ან მართლა რაიმე მოთხოვნა ოპტიკისადმი კონკრეტული ამოცანების მიხედვით. მაგრამ 4-16 უკვე 80$-ზე მეტი ღირს..... შენ კი ბიუჯეტი 120 ლარი გამოყავი, იმ 80-85$-ს დაამატე კიდევ 10$ რინგები, პლიუს ჩამოტანა სადღაც 10-12$ და გამოვიდა რომ გიჯდება ეგეთი ოპტიკა 100$. ანუ ბიუჯეტში ვერ ჩაეტევი...

კაროჩე ჯერადობას ნუ გაეკიდები, მე მაქვს 4-16, მაქვს 6-25-იანი, ღორობის მიხედვით არ მყოფნის და ვუტრიალებ 10-50-იანს, მაგრამ ფინანსები ლოს კოსმოს!!!!
cz80
ციტატა(Allstar @ 21st April 2010 - 05:49 PM) *
ნამდვილად არ ვიცი ვინ არის სალუქვაძე და შესაბამისად არც მინდა ვიყო



http://ka.wikipedia.org/wiki/ნინო_...ქვაძე

ციტატა(Allstar @ 21st April 2010 - 05:49 PM) *
ანუ შენ იმის თქმა გინდა, რომ 4-16 ნადირობისას ხელს უშლის მსროლელს?

არანაირად არ უშლის ნადირობას ხელს.. და ქაღალდზე სროლაც 50 მეტრიან დისტანციაზე შესაძლებელია ამ ჯერადობის ოპტიკით wink.gif

პირადად მე, ჯაჯასაც და დავითისაც ეს ოპტიკები გვაქვს.. ტოესტ ამ ჯერადობის

და კმაყოფილები ვართ მთელი ოჯახით biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
cz80
აუფ, ჯაჯას დაუწერია უკვე smile.gif
ja_ja
cz80
ციტატა(cz80 @ 21st April 2010 - 06:39 PM) *
აუფ, ჯაჯას დაუწერია უკვე

მარა მთელი ოჯახი მაინც კმაყოფილი ვართ smile.gif
soxa
cz80
შენ ის ოჯახიც მოიკითხე დილა-საღამოს რომ აწიოკებ შენი ტრუბით და მასზე მიმაგრებული ფიშტოთი biggrin.gif იმას სიამოვნებს? სადღა დაგემალოს 100 მეტრზე არ გეკარება მაგრამ.... biggrin.gif
bazuka
soxa
ციტატა(lasha_74 @ 21st April 2010 - 10:19 PM) *
100 მეტრზე არ გეკარება

ზოგ ზოგიერტებს ასოცზეც (ეხლა არ გადამრიოთ და პირველი "ც" არ ჩამოაშოროთ ჩემი წინადადების ბოლო სიტყვას biggrin.gif rofl.gif )
soxa
bazuka
საღოლ ბაზუკ, დღის ხუმრობა უყო clapping.gif lol2.gif
cz80
ციტატა(bazuka @ Apr 21 2010, 09:46 PM) *
soxa

ზოგ ზოგიერტებს ასოცზეც (ეხლა არ გადამრიოთ და პირველი "ც" არ ჩამოაშოროთ ჩემი წინადადების ბოლო სიტყვას biggrin.gif rofl.gif )

rofl.gif rofl.gif rofl.gif
Allstar
საიდან მოაქვთ ქართულ მაღაზიებს ასეთი ფასები, 160 ლარზე ნაკლებად ვერ ვნახე წესიერი ოპტიკა. ვალები აქვთ ალბათ...
foxi
Allstar

ლილოს ბაზრობაზე ნახე ძალიან იაფებია. wink.gif
ja_ja
Allstar
ციტატა(Allstar @ 22nd April 2010 - 10:02 PM) *
საიდან მოაქვთ ქართულ მაღაზიებს ასეთი ფასები, 160 ლარზე ნაკლებად ვერ ვნახე წესიერი ოპტიკა. ვალები აქვთ ალბათ...

ჩვეულებრივი ხამები არიან, და ცდილობენ ასევთქვათ ფულიანი გოიმები გამოიჭირონ. გარდა იმისა რომ უხარისხო ოპტიკები, უდევთ ფასებიც გაბერილი აქვთ. ჯანდაბას ფული რომ გქონდეს და იყიდო მაინც ვერ გამოიყენებ, 60-70% უხარისხო ჩინური პადდელკაა რომელიც ან შესაბამის ჯერადობას არ იძლევა, ან იშლება, ან კიდევ კაცმა არ იცის რა სჭირს.

შენ კი არა აქ მყოფს არცერთს არ გვესმის საიდან თხრიან ეგეთ ფასებს და რის საფუძველზე. აგერ რაცია ვიყიდე ინტერით მგონი 19-20$ დამიჯდა და თბილისში გერმანიის საელჩოსთან რომ მაღაზიაა მანდ მაგ 20$-იან რაციას 250 ლარად ყიდიან.... საიდან მოაქვთ ფასები????
iorama
ციტატა(ja_ja @ Apr 22 2010, 10:42 PM) *
Allstar

ჩვეულებრივი ხამები არიან, და ცდილობენ ასევთქვათ ფულიანი გოიმები გამოიჭირონ. გარდა იმისა რომ უხარისხო ოპტიკები, უდევთ ფასებიც გაბერილი აქვთ. ჯანდაბას ფული რომ გქონდეს და იყიდო მაინც ვერ გამოიყენებ, 60-70% უხარისხო ჩინური პადდელკაა რომელიც ან შესაბამის ჯერადობას არ იძლევა, ან იშლება, ან კიდევ კაცმა არ იცის რა სჭირს.

შენ კი არა აქ მყოფს არცერთს არ გვესმის საიდან თხრიან ეგეთ ფასებს და რის საფუძველზე. აგერ რაცია ვიყიდე ინტერით მგონი 19-20$ დამიჯდა და თბილისში გერმანიის საელჩოსთან რომ მაღაზიაა მანდ მაგ 20$-იან რაციას 250 ლარად ყიდიან.... საიდან მოაქვთ ფასები????



სრულად ვეთანხმები მთლიან ტექსტს. გარდა ხამობისა უნამუსოებიც არიან და პირში ვეტყვი.მითუმეტეს მქონდა უკვე ეგ საუბარი მაგ გერმანიის საელჩოს გამყიდველთან. 150 ლარად შემტენა კალიმატორი რომელიც 5 ევრო ღირდა თურმე. რო გავიგე მესამე დღეს მივუტანე უკან და რაც აქ დავწერე ზუსტად ის მოვახსენე. არ უნდოდა ქალბატონს უკან დაბრუნება,მაგრამ ორიოდე შემეცნებითი და ტკბილი სიტყვის მერე მიიბრუნა.დაჟე გროს ბოსის ჩარევამაც ვერ უშველა უკან შეეტენა თავისი ვალტერი კოლიმატორული სამიზნე ბლიად.
soxa
ეგ ჩვენი ქართული მენტალიტეტია. დღევანდელი რაძაცა ურჩევნიათ ხვალინდელ უფრო კარგ რაღაცას
bazuka
მაგნუმშ რაღაც SHIRSTONE გაიჩითა, ყველას აწერია მეიდ ინ ჯაპან, http://www.shirstone.com/shirstone/riflescopes.html აი ვებგვერდიც

გსმენიათ რამე ამ მწარმოებელზე, ნორმალურია თუ მართლა "გაქვავებილიქაქია"???
ja_ja
bazuka
ჰმმმმმმ

ჩტოტო ნეპონიატნოე, ნუ დიდი მცოდნე მე არა ვარ, მაგრამ ეგეტი ფირმა არ მსმენია. თუმცა არის რამდენიმე საინტერესო მოდელი.
geojorjika
bazuka
ja_ja
კი იაპონური მწარმოებელია, თუუმცა ბევრი ინფო ვერ ვიპოვე მაგაზე , რაც ვნახე მაგნუმშუ ცუდები არ არის მაგრამ ყველას ფასი 1000-ის ზევით არის smile.gif
soxa
ჩემს ლილოში ნაყიდ ბუშნელსაც აწერია მეიდ ინ ჯაპან. ჩინეთში რასაც გინდა იმას დაგიმზადებენ წარწერასაც სურვილისამებრ მიაწერენ. მე არ მჯერა მაგათი
Allstar
მაღაზიაში ვიყავი დინამოსთან და რამდენჯერ შეუძლია გადიდება მეთქი ვკითხე გამყიდველს, მან მითხრა 4-32 და ფასი 260 ლარიო. 4-32 ხომ ბევრია?
geojorjika
Allstar
მაგან გითხრა რომ 4 ჯერადი გადიდებით არის ალბატ და 32 მმ არის გამომავალი მილის ზომა smile.gif , უფრო სწორედ კი ვერ გითხრა რაც შენ კითხე იმაზე პასუხი და მოგიბოდიალრა რაღაც რაც ზედ ეწერა იმ ფიქრით რომ მეტი აღარ გეკითხა biggrin.gif biggrin.gif , აზრზე არ არიან რას ყიდიან გამყიდველების 99% smile.gif
soxa
მე ცოტა კი მეძვირება, ცოტა კი არა მაგრად მეძვირება biggrin.gif
bazuka
Allstar
მართალი ჟორჟი, რამდენადაც ვიცი 4-32 ზე არ მინახავს. 6-24-ზეა ჩემი ოპტიკა და 32-ჯერადზე ალბად მინიმუმ 8 უნდა ქონდეს.
ja_ja
Allstar
ციტატა(Allstar @ 24th April 2010 - 12:50 PM) *
მაღაზიაში ვიყავი დინამოსთან და რამდენჯერ შეუძლია გადიდება მეთქი ვკითხე გამყიდველს, მან მითხრა 4-32 და ფასი 260 ლარიო. 4-32 ხომ ბევრია?

დავწექიიიიიიიიიიიიიი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

კაცოუ რამდენჯერ გიპასუხე PM-ში თბილისში ნუ ეძებ ოპტიკას მეთქი ვაა, არ უნდა ამ კაცს დაჯერება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif გარდა იმისა რომ კოშმარული ფასი მოგითხარა ისიც კი არ იცის იმ გამყიდველმა თუ რას ყიდის biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ეს არის 4x32 და არა 4-32x56

განსხვავებას მარკირებაში იჭერ???

4x32-ში მარკირება მიგინიშნებს რომ ოპტიკას აქვს ფიქსირებული 4 ჯერადი გადიდებაა თუ მოახლოება და წინა ლინზის ზომა არის 32 მილიმეტრი. მორჩა არანაირი 32-იანი გადიდება, მხოლოდ 4-ჯერადი

4-32x56 უკვე ნიშნავს რომ ოპტიკას აქვს 4 ჯერადობიდან 32-ჯერადობამდე ცვლის შესაძლებლობა და რომელზეც გინდა იმაზე გადაწევ სასურველ მომენტში, ხოლო გამომავალი წინა ლინზა რომელიც შუქს აგროვებს არის 56 მილიმეტრიანი.

ახლა რატომ გავსკდი მაგ გამყიდველის ტექსტზე სიცილით... იმიტომ რომ ბუნებაში არ არსებობს ოპტიკა რომელსაც მინიმუმი ჯერადობა ექნება 4 ხოლო მაქსიმუმ 32

არის გარკვეული სტანდარტები ცვალებად ჯერადობიან ოპტიკაზე

3-9
4-12
4-16
6-24
8-32
10-40
10-50

ანუ წარმოუდგენელია მაგხელა დიაპაზონის დაჭერა ჰქონდეს რაღაც ჩინურ ოპტიკას, ხოლო თუ ვთქვათ და გაიჩითა, გარანტიას გაძლევ მანდ ისეთი ტვინი და ტექნოლოგია იქნება ჩაქცელული რომ 260 ლარად კი არა ალბათ კაი 2600 ევროდ ვერ იყიდი ეგეთ ოპტიკას.

შეეშვი ქართულ მაღაზიებს, არ არსებობს თბილისში და გინდაც მთელს საქართველოში, კარგი ოპტიკა და არ არსებობს ნორმალურ ფასად, ყველგან ყრია ნაგავი ჩინური პადვალ მეიკინგი და ფასი ადევს თითქოსდა იაპონიის ელიტარულ ქარხნებში იყოს გაკეთებულიო. არ არსებობს გამონაკლისი, პონტია ტყუილა ეძებ, მართალია არ გჯერავს და კიდევ გახვალ რომელიღაც მაღაზიაში, მაგრამ ვერ ნახავ ვერსად საქათველოს მაშტაბით ნორმლაურ ნასად ნორმალურ ოპტიკას

ეგეთი ოპტიკა ამაზონზე ალბათ 30$ ღირს, შენ კი 260 ლარს იხდი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ვააბშე აგერ ვიპოვე 23.31$ ღირს
Allstar
ციტატა(ja_ja @ Apr 24 2010, 03:06 PM) *
Allstar
კაცოუ რამდენჯერ გიპასუხე PM-ში თბილისში ნუ ეძებ ოპტიკას მეთქი ვაა, არ უნდა ამ კაცს დაჯერება

როგორ ნუ ვეძებ? თუ აქ რა იყიდება ის არ ვიცი, გარეთ როგორ ვეძებო და შედარება როგორ მოვახდინო? თბილისში ნაღდად არ ვიყიდი ოპტიკას, ფასისა და მონაცემებიდან გამომდინარე.
თან სპეციალურად არ ვყოფილვარ ოპტიკისთვის, ხელოსანს ვაჩვენე თოფი და ბარემ შევეკითხე რა ჯერადობა აქვს მეთქი, მე უბრალოდ გკითხეთ: ასეთი რამ არის მეთქი შესაძლებელი? ესეც ერთგვარი ცოდნის გაღრმავებაა.
ja_ja
Allstar
ციტატა(Allstar @ 24th April 2010 - 03:14 PM) *
მე უბრალოდ გკითხეთ: ასეთი რამ არის მეთქი შესაძლებელი?

ნუ მაშინ ჩვენი აღშფოთებული პოსტებით გამოდის რომ არ ასებობს smile.gif

შენ თუ ზომა ფორნის გარკვევა გინდა, მაშIნ ჯობია გახვიდე მაგნუმში, თამარ მეფის ქუჩაზე.

მანდ რამდენიმე ოპტკა დევს, ზომებით დაამუღამებ რა რამხელაა ბოლო ბოლო თვალით დაიმახსოვრე და რა ოპტიკებია ამოიწერე, მერე ინტერში დაძებნე და შეადარე შენი თვალით დამახსოვრებული საიტზე არსებულ მონაცემებს და შეადარე ხოლმე სხვა ამორჩეულ ოპტიკებს, ი ვსიო.

მარა კაითვალისწინე თუ კომპაქტური და მსუბუქი გინდა ეს არის 3-9-მდე ოპტიკა საშუალო ზომა წონის არის სადღაც 4-16 და მერე მოდის უკვე მძიმეები ისეთი როგორიცაა 6-24, 8-32 და ასე შედმეგ, ყველა ეგეთი წონა უკვე სადღაც 1 კილოსთანაა და კაი 50 სანტიემტრს უტყაპუნებს ტავისი მზის კეპიანად..
Allstar
მე ბარამ კი მინდა 4-16, მაგრამ ზემოთ ხსენებული მიზეზის გამო ვერ ვყიდულობ, ხოდა თვალი დავადგი 3-9-ს. არადა 4-16 მაგარი იქნებოდა, მიზანშიც ვისროდი sad.gif
ja_ja
Allstar
ციტატა(Allstar @ 24th April 2010 - 03:25 PM) *
, ხოდა თვალი დავადგი 3-9-ს. არადა 4-16 მაგარი იქნებოდა, მიზანშიც ვისროდი

ნუუ, ახლა ყველას ფინანსები გვატორმუზებს თორემ აქ ერთერთ თემაში ისეთი ოცნებების ჩანჩქერი იყო... ეხ, ფული რომ ყველას იმდენი გვქონდეს რამდენიც გვინდა, ყველას მტელი პნევმო არსენალი გვექნებოდა ყველანაირი ნავაროტკებით, მაგრამ სწორედ რომ ფინანსებია ერთერთი დამამუხრუჭებელი პუნქტი sad.gif

ასე რომ თუ ვერ ქაჩავ 4-16-ს ნუ რას ვიზამთ? უნდა შეეშვა და 3-9-ზე იჩალიჩო
iorama
[quote name='ja_ja' date='Apr 24 2010, 03:43 PM' post='28862']


ნუუ, ახლა ყველას ფინანსები გვატორმუზებს თორემ აქ ერთერთ თემაში ისეთი ოცნებების ჩანჩქერი იყო... ეხ, ფული რომ ყველას იმდენი გვქონდეს რამდენიც გვინდა, ყველას მტელი პნევმო არსენალი გვექნებოდა ყველანაირი ნავაროტკებით, მაგრამ სწორედ რომ ფინანსებია ერთერთი დამამუხრუჭებელი პუნქტი sad.gif



მაგის დედაც ჯეკ 17.gif
Allstar
ციტატა(ja_ja @ Apr 24 2010, 03:43 PM) *
Allstar

ნუუ, ახლა ყველას ფინანსები გვატორმუზებს თორემ აქ ერთერთ თემაში ისეთი ოცნებების ჩანჩქერი იყო

180 ლარი ნაღდად არ არის ოცნების ჩანჩქერი, და ადვილად მისაღწევადია, უბრალოდ პრობლემა მაქვს ამჟამად sad.gif
Power_VANO
Allstar
4X-იან ფიქსირებულგადიდებიან ოპტიკაში, თან 32 მმ-იანი გამომავალი ლინზით... ტრუბა ალბათ 1" ექნება დიდი ალბათობით, ან ეგეც არა biggrin.gif

260 ლარი კოშმარული ფასია მაგაში smile.gif


---------------------------

უიჰ, ეს გვერდი გამომრჩენია საერთოდ, მეორე გვერდის ბოლოში ჩავედი და ისე დავწერე ეს პოსტი.
Allstar
rings, ეს რინგები დისკოს მოერგება?
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.