ციტატა(bazuka @ 19th February 2009 - 03:04 PM)

აჰაა, გავიგე.
ესეიგი pcp გაცილებით სტაბილურია მიზანში სროლისთვის, სიმძლავრეზე როგორაა?? 300მ/წ და ვსიოო (ნუ იდენტური ტყვიებით რათქმაუნდა)
საერთოდ არსებობს პნევმატური ტყვიის ოქროს სიჩქარე... და ის არის 275-295 მ/წ. სრულიად შესაძლებელია მაგალითად PCP-ს აჩქარება 450 მ/წ - მდეც, მაგრამ ტყვიას, თავისი წონიდან და გეომეტრიიდან გამომდინარე, უბრალოდ მოგლიჯავს ლულის ღარებიდან, და შედეგად თქვენ A4 ფორმატში ვერ მოახვედრებთ 50 მეტრზე

და თუ ვიმსჯელებთ სიმძლავრეზე... 285 მ/წ. 5.5 ყალიბში ეს 40 ჯოულია... რაც სავსებით საკმარისია, მაგალითად ყურდღლის დაგდებისთვის 80-90 მეტრზე

ჩიტის კი 120-150 ზეც. მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა...
და თუ უფრო დიდ მანძილებზე აპირებთ სროლას, მაშინ როგორც მინიმუმ, მცირეყალიბიანი შაშხანა გინდათ

არ დაგვავიწყდეს რომ საუბარი გვაქვს პნევმატიკაზე, და ამ ტიპის იარაღს საკმაოდ ბევრი შეზღუდვა აქვს. საქმე იმაშიც არ არის უკეთესია ის ცეცხლსასროლზე თუ არა.
მე მაგალითად მაქვს ბევრი ცეცხლსასროლი შაშხანა, მაგრამ სიამოვნებას ვიღებ მხოლოდ პნევმატიკიდან სროლისას, ასე რომ პნევმო მოყვარულისთვისაა, ჯერ უნდა გადაწყვიტოთ, თუ რა მიზნები გაქვთ... შესაძლოა ეს სულაც არ არის სათქვენო... და იმედებს აგიცრუებთ

ასე რომ... პნევმოსგან არ უნდა ელოდო იმაზე მეტი ვიდრე მას შეუძლია მოგცეს

ის უბრალოდ უნდა გიყვარდეს... ეს იგივეა რაც, მაგალითად თუ გაქვს მანქანა, მაგრამ უდიდეს სიამოვნებას იღებ ველოსიპედით გასეირნებიდან, და მანქანა მხოლოდ საქმეებზე სასიარულოდ...
რაღაც ცავხლართე მაგრამ მგონი გამიგებთ.