დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: მე შენ გხედავ, შენ მე არა...
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღის გამოყენება > ნადირობა პნევმატიკით
Jah
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
კამუფლაჟი ან მასკირების ხელოვნება - ეს ძალიან რთული და საკამათო საკითხია, იმიტომ რომ არავის არ შეუძლია თქვას დაზუსტებით, როგორ და როგორ ფერებში ხედავენ ცხოველები და ჩიტები. და იმაზეც თუ როგორი გრძნობებზე ან მოქმედებებზე, პირველ რიგში აქცევენ ყურადღებას ჩიტები, გარშემო სიტუაციის აღსათქმელად. ყველა ჩემი დასკვნები ჩიტების ქცევებზე, ჩვევებზე გამოტანილია მხოლოდ საკუთარი გამოცდილებიდან. კონკრეტულად ლაპარაკი წავა ყვავზე, მაგრამ ეს ყველაფერი ასევე მიეკუთვნება სხვა ჩიტებს.

არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ყვავები, ძალიან მალე და კარგად განვითარებადი ჩიტებია, და ადამიანზე იარაღით ისინი რეაგირებენ სხვანაირად, ვიდრე ჩვეულებრივად, ვთქვათ ჯოხით, მოსიარულე ადამიანზე. მაგიტომ პირველი დასკვნა, რომელსაც ეგრევე მოუტანია დადებითი შედეგი ეს - საჭიროა იარაღის მასკირება. არსებობს საკმაოდ ეფექტური და მარტივი მეთოდი - ვიღებთ კამუფლაჟის ლენტს, გამოვჭრათ მაგისგან ზოლი 10-12სმ. განით, და 2.5-3 მ. სიგრძით, სასურველია ლენტის კიდე გავაკეთოთ ბუსუსებით, რომლებიც ასევე აბუნდოვნებს იარაღის სილუეტს. ეს ლენტი ძალიან მჭიდროდ ეხვევა შაშხანას, და მაგრდება იგივე მასალისგან თასმებით. სასურველია ლენტი მივამაგროთ შაშხანასთან, ქაღალდის ორმაგი სკოჩით, ისე რო სკოჩი არ ჩანდეს ლენტის ქვეშ. შედეგად ლენტი არ მოძრაობს იარაღზე, და არ ცურავს ხელში. ყვავებს პრაქტიკულად არ ეშინიათ მასკირებული იარაღის - ეს ფაქტია. შაშხანა ხდება პრაქტიკულად შეუმჩნეველი, თუ სროლა მიმდინარეობს ბუჩქებიდან ან ხის უკნიდან, იმიტომ რომ იარაღის სილუეტი ერევა ფოთლებში.
მეორე ძალზედ მნიშვნელოვანი დასკვნა იყო ის რომ ტანსაცმელი არ უნდა იყოს დიდ კონტრასტებში, მაგალითად ბევრ მკვეთრ ფერებში ან შავი და თეთრ ფერებში, ის უნდა იყოს ერთ ტონალობაში. ჩვეულებრივი სამ ან ორფერიანი კამუფლაჟი ფარავს მონადირეს, სიმჭვანის ფონზე ძალიან კარგად, ყვავები რჩებიან ტოტებზე ბევრად უფრო დიდხანს, რაც არის ზეზუსტი გასროლის საშუალების საფიძველი

კამუფლაჟის ყველაზე დიდი ეფექტია, როდესაც ჩუმად ზიხარ "ზასიდკაში", ბუჩქის ქვეშ, შეუმჩნეველი ყვავებისთვის. ასეთ სიტუაციაში გამომსვლია 60-მდე ყვავის ჩამოგდება, იქამდე სანამ ყვავები გაიგებდნენ რაშია საქმე და გაფრინდებოდნენ. კამუფლაჟის გარეშე არ გამოდის 2-3 ყვავზე მეტის ჩამოგდება. ყვავები ეგრევე იგებდნენ, რაშია საქმე, და ტყდებოდნენ smile.gif იყო ეგეთი შემთხვევა როდესაც ყვავი დაჯდა იმ ბუჩქის ტოტზე, სადაც მე ვიყავი მასკირებული, ჩემგან 1.5 მეტრში, და მე მომიწია მხარეზე მიუდებლად, ხელებიდან სროლა smile.gif

ყვავი ძალიან ფრთხილი ნადირია, ის ყოველთვის ფხიზლად არის, განსაკუთრებით როდესაც უთვალთვალებს მონადირეს. უნდა გადავადგილდებოდეთ დაჩქარების გარეშე, სწრაფი და უხეში მოძრაობების გარეშე. შაშხანის მოძრაობა, ყვავის მხარეს უნდა გავაკეთოთ ძალიან ნელა, რომ მივამსგავსოთ ტოტების მოძრაობას, პატარა ქარის დროს - მაშინ გვაქვს შანსი არ დავაფრთხოთ ყვავი დრომდე ადრე და კარგად დაუმიზნოდ.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
არაერთხელ მინახია, რომ ყვავი გასროლამდე ნახევარი წამით, გაურკვეველი მიზეზის გამო ფრინდებოდა, ვითომ გრძნობდა გამშვებ კაუჭზე დაჭერას. მე მგონი არა მარტო მე შემხვედრია ეს მოვლენა. ამასთან დაკავშირებით მაქვს ერთი შემთხვევა. მაკეთებდი ჩემი AirArms 410-ის მისროლას: ტყვიები იყო ცუდი, განმეორებადობა და ჯგუფურობა იყო ძალიან ცუდი, ნადირობა ეგეთი შედეგებით არ შეიძლებოდა, უბრალოდ ვერ ისიამოვნებდი, ყველაფერი მიდიოა ცუდად, მოკლედ ყვავების თავი არ მქონდა. მთელი ჩემი აზრები იყო მისროლის პროცესში. მე არ ვიმალებოდი, არ ვაკეთებდი ფარულ მოძრაობებს, მაგრამ მისროლის პროცესში მოვკალი 3 ყვავი, თან ძალიან პატარა მანძილიდან 10-20 მეტრი.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
ეს და სხვა შემთხვევებმა, დამაფიქრეს, ნუ თუ ყვავები რაღაცნაირად გრძნობენ, ადამიანის ფსიქო-ფიზიკურ მდგომარეობას. გამშვებ კაუჭზე დაჭერის მომენტი - ემოციური დაძაბვის პიკია - ადრენალინი ურტყავს თავში, სისხლი გვიკაკუნებს საფეთქელებში, ხელები გვიკანკალებს და ა.შ. ეს აძაბულობის პიკის მდგომარეობას გრძნობს ყვავი, და გასროლამდე რაღაც წამებში ტყდება ადგილიდან. როდესაც მე ვაკეთებდი მისროლას, სულ ფეხებზე მეკიდა ყვავები, მტავარი იყო შედეგის მიღწევა, და როდესაც ვისროდი მათზე ეს იყო იგივე წყნარი და დაფიქრებით გასროლა როგორც ქაღალდის სამიზნეზე ტირში. ჩემი აზრები იყო ყვავებისგან ძალიან შორს, მე ვცდილობდი მივაქციო ყურადღება მხოლოდ შაშხანის მისროლაზე, დავიჭირო ზეზუსტი გასროლის გრძნობა. არ არის აზრები, არ არის ემოციები, არ არის აგრესია და ყვავები ვერ გრძნობდნენ თავის სიკვდილს smile.gif. ყვავები, თავისი ბუნებით, ძალიან "ნაგლები" არიან, და ამიტომ მოფრინდნენ ძალიან ახლოს უბრალოდინტერესის გამო.

გასულა მთელი წელი, იქამდე სანამ მე პირველად დავფიქრდი ამ მოვლენის, ნადირობისას, პრაქტიკულ გამოყენებაზე. როდესაც ნადირობ და არ გაგაჩნია ზედმეტი ემოციები, ნადირობის ეფექტურობა ძალიან მატულობს. შენ ვითომ დადიხარ და უბრალოდ ათვალიერებ მიდამოებს, შენ ხარ არაფრით გამორჩეული და ჰარმონიული ბუნების ნაწილი. ხშირად არის ასეთი შინაგანი მდგომარეობა, როდესაც გრძნობები ზალიან გამახვილებულია, რომ ყურადღებას აქცევ გარშემო მფრინავე და მჯდომარე ყვავების მზერებზე, რომლებიც არიან გასროლის ზონაში. ეგეთ მომენტებში არ არის საჭირო ყვავის მოძებნა და დევნა, უბრალოდ ატრიალებ თავს და იქ ზის ყვავი, გადის 3-4 წამი და აი უკვე ის ძირს გდია. ამ მდგომარეობის მთავარი მინუსია ის რომ ნადირობა კარგავს თავის ემოციურ ხიბლს და აზარტს, და ხდება უბრალოდ სამუსაოდ.
parna
მეც უამრავჯერ მიცდია ყვავის დაგორება პირდაპირ ჩემი სახლის აივნიდან ყვავის დანახვის თანავე სწრაფად ცოტა მალულად შევდიოდი ოთახში ოთახშივე ვტენიდი იარაღს გამოვდიოდი აივანზე მოვიმარჯვებდი თოფს ისე რომ არჩანდა გარედან მაგრამ როგორცკი მუშკას გავყოფ გარეთ იმწამსვე ითესებიან :blink:
vito
ციტატა(parna @ Feb 17 2009, 07:37 PM) *
მეც უამრავჯერ მიცდია ყვავის დაგორება პირდაპირ ჩემი სახლის აივნიდან ყვავის დანახვის თანავე სწრაფად ცოტა მალულად შევდიოდი ოთახში ოთახშივე ვტენიდი იარაღს გამოვდიოდი აივანზე მოვიმარჯვებდი თოფს ისე რომ არჩანდა გარედან მაგრამ როგორცკი მუშკას გავყოფ გარეთ იმწამსვე ითესებიან :blink:

მაგაზე არ ინერვიულო ფარნა, ნელ ნელა ყველაფერს დაამუღამებ, ყვავების ხოცვაც ახალი ხილი იქნება ჩვენთან და ყველას ერთად მოგვიწევს მაგ საქმის ათვისება
hatsan
მე ერთხელ დავაგდე კაჭკაჭი იჯ 61 ით ადრეე პრთასჰი გავარტყი და მერე კანტროლკა
geojorjika
hatsan
პირველ რიგში კეთილი იყოს შენი ფეხი ამ ფორუმზე , მეორე გაგვეცანი აქ http://www.airgun.ge/forums/index.php?showforum=8
და მესამე ნიკიდან გამომდინარე შენი ფიშტოს რეპორტი და ფოტოები დადე აქ http://www.airgun.ge/forums/index.php?showforum=20 დიდი მადლობელი დაგრჩებით smile.gif
nihontoman
ჩიტებზე ნადირობის მართლა დიდი გამოცდილება მაქვს ჩემი იჟ-38-ით. მომიკლია ბეღურიდან დაწყებული მიმინოთი დამთავრებული( რაზეც მერე ძალიან ვინანე) . დისტანცია 5 დან 40(შემთხვევით ^_^ ) მეტრომდე. ეს ყველაფერი ხდებოდა სოფლის ახლო-მახლო ტყეებში, ყველნაირი კამუფლაჟის გარეშე. დაკვირვებული ვარ, რომ როდესაც ახალბედა ესვრის ჩიტს( ოლიმპიური ჩემპიონიც რომ იყოს ) წარმატებები მართლაც არ აქვს, მაგრამ თუ შენთვის ნადირობა Uბრალოდ დროის გაყვანაა და მეტი არაფერი, მაშინ ემოციები არ გაქვს და უფრო მეტსაც ინადირებ. ალბათ ჩიტები მართლაც გრძნობენ ღელვას -_-
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.