ავტომატურად საჭირო არის მოდერი, 80-იანი წლების დისკოთეკაზე მოდერი არ გამოგადგებათ, მაირამ აი Benjamin-ის დისკოზე კი სავსებით საჭიროა.
იყო ჩვენს ფორუმზე რამდენიმე შექმნის მცდელობა, ყველაზე მოხერხებული გამოუვიდა Daviti-ს, რომელსაც მიბაძეს ჩვენმა ფორუმელებმა, მაგრამ როდესაც წინასწარ ჩამოყალიბებული გეგმა არ გაქვს ყოველთვსი რაღაც ის არ გამოდის რაც გინდა.
კაიხანია ვხაზავ ხან ისე ხან ასე რა იქნებოდა საჭირო რა არა და...
მგონი მივიყვანე საბოლოო კონდიციამდე

თუ მთლიანი სურათის წარმოდგენა ძნელია, აგერ ბატონო დისკოსთან ერთად

რას ვიღებთ ასეთი მოდერისგან?
1) სალამურზე წამოცმული მოდერი 10 სამტიმეტრის სიგრძით, შეიძLება ჩათვალოთ რომ ამძიმებს, მაგრამ მეორესმხრივ საერთო ფონში ჯდება, პლიუს მყარად ზის.
2) მოკლე წინა ნაწილი სულ რაღაც 13 სანტიმეტრი
3) წინა დამტენი პოსტის ხუფის მოსახსნელად ადგილია გათვლი
4) 4 ცალი სექცია, მგონი საკმაოდ ჩუმი უნდა იყოს, მტავარია ეს კამერები მოზანზარე ფოლადის ან ალუმინისგან არ გააკეთოთ, პლასტიკატი მემგონი ყველაზე მისაღებია, ან კაპრონი
5) სალამურის სტოპერი, ანუზედმეტად შიგნით რომ არ შევიდეს მოდერში სალამური
6) სრულიად დაშლადი - გასაწმენდად საკმაოდ მარტივი უნდა იყოს
7) საკმაო ზომის დიამეტრი, 22.5 მილიმეტრი მარადიორისგანაა აღებული არც ძალიან დიდია და არც პატარა
რავი აბა ველი თქვენს შეფასებებს რას მოისურვებდით რომ გადაკეტებულიყო? აწი ნელნელა ამინდები გამოდის და შეიძლება ჩალიჩი.