nihontoman ციტატა(nihontoman @ 20th March 2010 - 10:46 PM)

არანაირი პრიორიტეტები ქსელში არ მაქ დაყენებული
დარწმუნებული ხარ? ქსელებს რა დონეზე იცნობ, ზოგადად?
bazuka ბაზუკ-ჯან, ეგ ტვიკი ვინდოუზ 7-ში არ იმუშავებს, გარანტირებულად. ეგ ჭრის მარტო XP-ზე, ისიც იშვიათად. TCP/IP-ის ე.წ. "კეშ-ფანჯრის" ზომას ზრდის ეგ რეესტრის ჩანაწერი. ჰოდა ხშირად დრაივერებიდან მაგის ზომა ისედაც დიდია ხოლმე, იშვიათად, რომ პატარა იყოს.
ვინ 7-ზე კი ეგ "კეშ-ფანჯარა" დინამიური ზომისაა. საჭიროებისამებრ ზრდის და აპატარავებს სისტემა მაგის ზომას.
nihontoman მოკლედ, 7 გაცილებით უფრო კომპლექსური სისტემაა, ვიდრე XP. კარგად გადაამოწმე სად მიდის შენი ტრაფიკი, რა პარამეტრებს იყენებთ შენ და შენი მეზობელი ნეტში დასაკავშირებლად, + რატომ ზიხარ მოდემზე და არა როუტერზე, როგორც მეზობელი?

გგონია, რომ შენ თუ მოდემს შეუერთდები და ის როუტერს, სადაც მოდემიდან მიდის ნეტი, ის იჩაგრება?
XZ რა მოდემი აყენია შენთან, XZ შეიძლება თუ არა მაგისი ნდობა

მეტი დეტალები მოგვაწოდე და უფრო ადვილად დაგეხმარებით.
P.S. მაგ სპიდტესტის ტესტზე მაინცდამაინც ნუ ააწყობ საქმეს, ხშირად ეგ ტესტი მცდარი იქნება. იქ ხაზში სხვადასხვა დროს სხვადასხვა დატვირთვაა, იქ შეიძLება იმ მომენტშI მეზობლის კომპი ტრაფიკის ნაწილს ჭამდა და ა.შ. იმოქმედე რეალური სცენარებით, ვთქვათ, Microsoft.com-იდან მე დიდი ფაილი გადმოწერე, ერთი კომპიდანაც და მეორედანაც, ოღონდ ერთნაირი პროგრამებით. ვთქვათ, მეზობლისგან IE-თი გადმოწერე? შენგანაც ეგრე ქენი, იქ ოპერა? შენთანაც და ა.შ.
+ უნდა გადმოწერო ეს არა თითოჯერ, არამედ 4-5-ჯერ, თითო კომპზე, რომ რეალური საშუალო სიჩქარე მიიღო.
ყველაზე კარგი ვარიანტია, ამ 4-5-ზე მონაცვლეობით ახვიდე, ანუ ერთხელ მეზობლის კომპზე გადმოწერ, ერთხელ შენთან, მერე ისევ მეზობელთან, მერე ისევ შენთან