დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Crosman Phantom 1000
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > პნევმატიკა მფლობელის თვალით
Quick
ესე იგი ჩემი ფანტომის ვრცელ აღწერას დავწერ ჩემი გამოუცდელი თვალით, რამე თუ შემეშლება მომიტევეთ და შემისწორეთ smile.gif
საუბარი წავა წყვილზე crosman phantom 1000 .177 cal + Leapers/UTG 3-9x50AO, RG intensified Mil-Dot reticle.




თავიდან რამოდენიმე სიტყვა ჩამოტანაზე. ვიყიდე ამაზონზე უოპტიკო ფანტომი, ლიპერს/უტჯ ოპტიკა, რინგები და კროსმან პრემიუმ მზიმე ტყვიების კოლოფი. ყველაფერი ჩამოვიტანე ბარამით, ბევრი ვიგინე იმაზე რომ ერთად ჩამოიტანეს და არა ცალ-ცალკე, ბევრი ვიგინე საბაჟოზე სანამ გამომატანეს ამანათები მაგრამ ასე თუ ისე ჩამოვიდა, 170 ლარით მეტი დამიჯდა ვიდრე უნდა ყოფილიყო.
ჯამში გადავიხადე: 189.76 ლარი იარაღში + 186.36 ლარი ოპტიკაში, ტყვიებში და რინგებში (69.95$, 25.63$, 10.49$ შესაბამისად). აქ შედის ამერიკაში ტრანსპორტირება.
ამას ემატება ბარამის მომსახურეობა 45+13.5+9+5=72.5$ ანუ 126.90 ლარი და ჯამში გამოდის 503 ლარი.
უკვე ძვირი ჩანს ასეთი იარაღისთვის მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ ხარისხიანი ტყვიები მოყვა 1250 ცალი და სტანდარტულზე გაცილებით უკეთესი ოპტიკა.
წესით საბაჟო რომ არა ამით მთავრდება ყველაფერი, მაგრამ იმის გამო რომ ერთად ჩამოვიდა ოთხივე ამანათი და 300 ლარს აცდა ჯამური ღირებულება მომიწია განბაჟება.
აქ დავაკოპირებ ჩემივე პოსტს, რომელშიც კარგადაა გადმოცემული მაშინდელი ემოციური მდგომარეობა და აღწერილია დეტალები:
ციტატა
მოკლედ ვიტყვი, გადამახდევინეს 91 ლარი დღგ, 12 მოსაკრებელი, 15 ტერმინალის მომსახურება და საბაჟოს საწყობში შენახვა.
კიდევ მივეცი 50 ლარი ბროკერს, მაგრამ უმაგისოდ ნამდვილად არ გამატანდნენ. მებაჟემ გატრაკება დაიწყო ოპტიკაზე, მაგას ნებართვა უნდაო. ლოლ, მაგრამ იმ მომენტში სულ არ მეცინებოდა, ვუხსნი სანადირო მაღაზიებში თბილისში იყიდება თავისუფლად, ნებართვა კი არა სრულწლოვნობა არაა საჭირო, არაო მაგი შეგიძლია ცეცხლსასროლზეც დააყენო და ალბათ ნებართვა უნდაო, გაარკვიეთო. ბროკერმა დაურეკა ქარავანის დილერს, რომელსაც კვირაში ორჯერ შემოაქვს ბლომად ოპტიკები და დაარწყმუნეს ძლივს რო სისულელეს ამბობდა.
11-ზე მივედი დილას და ამანათები 16:45-ზე მომცეს, ამ შუალედში სულ დავრბოდი წინ და უკან ბროკერთან ერთად, კიდე აეროპორტში გადავირბინე ორჯერ დღგს გადასახდელად. მოკლედ ტვინი წაიღეს რა...


ახლა აღვწერ დაშლის და დეკონსერვაციის პროცესს. ვინც ახლა აპირებს ყიდვას ყველას ვურჩევ გააკეთოს დეკონსერვაცია იმიტომ რომ რო დავშალე კომპრესორის მილში და დგუშში იმდენი ზეთი იყო რო გუბეებით გროვდებოდა რო გაგეჩერებინა ცოტა ხანს. თან ისეთი უხარისხო ზეთია, რაღაც ყვითელი ფერის... მოკლედ აუცილებლად დაშალეთ ახალი შაშხანა, გაწმინდეთ და ახლიდან გაზეთეთ ზომიერად. თუ ამას არ იზამთ დგუშის მანჟეტა გაგიფუჭდებათ ძალიან მალე და იარაღი დაკარგავს სიმძლავრეს, ასევე თუ ძლიერი დიზელის ეფექტი იქნება თვითონ დგუშის ლითონიც იღლება და შესაცვლელი გაგიხდებათ უფრო ადრე ვიდრე რესურსი აქვს გათვლილი.

ეს არის კროსმან ფანტომის ეგრეთ წოდებული ”აფეთქების სქემა”, არ ვიცი სწორი ქართული ტერმინი, взрыв-схема ან exploded view არის რუსულად და ინგლისურად.



დაშლამდე მოამზადეთ სუფთა ქსოვილის ნაჭრები ან საფნები, ჯობია ისეთი რომელიც არ ტოვებს ნაწილაკებს, ტექნიკური საფნები რომ იყიდება ისეთი.
აუცილებლად დარწყმუნდით რომ იარაღი არ არის გადატენილი. თუ თქვენ დაიწყებთ დატენილი იარაღის დაშლას ზამბარა გაფრინდება ისეთი ძალით რომ ვერ შეიკავებთ და რომც ეცადოთ შეიძლება სერიოზულად დაშავდეთ!
მე გავფინე იატაკზე დიდი თეთრი ნაჭერი და მაგაზე ვაკეთებდი ყველაფერს. შეგიძლიათ მაგიდაზე დაშალოთ, მაგრამ ყველა ვარიანტში მოამზადეთ რამე ჭურჭელი ან ცალკე ადგილი პატარა ნაწილების დასალაგებლად, ისე რომ არაფერი არ დაიკარგოს.
დაშლის პროცესი:
1. პირველ რიგში მოხსენით ოპტიკა (თუ ის დამაგრებულია). ამისთვის საკმარისია რინგების ქვედა ვინტები მოუშვათ ცოტა და კომპრესორის მილის ზემოთ ამოფრეზერებულ მიმართველებიდან ამოიღოთ ოპტიკა რინგებიანად.
2. მოხსენით ვინტები 36 და 24 (2 ცალი) და განცალკევეთ პლასტმასის კონდახი და რკინის შიგნეულობა. ფრთხილად იყავით და არ დაკარგოთ ნაწილი 30, რომელიც ან კონდახში დარჩება ან სმ-ის (აქ და შემდგომში სასხლეტი მექანიზმი) დამჭერ ვინტზე (29). მოხსნილი ვინტები და 30 ჩაალაგეთ ჭურჭელში, კონდახი გადადეთ გვერდზე.
3. გახსენით ლულა და ოდნავ მოატრიალეთ (15-20 გრადუსით) იმისთვის რომ ვინტი 19 არ იყოს დაჭიმულ მდგომარეობაში და მოხსენით ის. ნელა ამოიღეთ ლულა კომპრესორის მილის ვილკიდან. არ დაკარგოთ პლასტიკის შაიბები 20, ჩემთან ისინი არ ჩამოვარდნენ, თავის ადგილზე არც მოძრაობდნენ და დავტოვე ლულაზე. ვინტი 19 ჩადეთ ჭურჭელში.
სხვათა შორის ბევრი ამბობს რომ ამ პლასმასის შაიბების გამო ლულის ლუფთი ჩნდება ადრე ან გვიან და ამ შაიბებს ცვლიან ლატუნის ხელნაკეთ შაიბებზე.
4. ოდნავ მოქაჩეთ წინ ლულა ისე რომ ნაწილი 22 (тяга взвода) ოდნავ გამოვიდეს კომპრესორის მილის (15) პაზიდან და შემდეგ მოატრიალეთ ლულა ისე რომ 22 დადგეს 90 გრადუსით ნაწილ 25-თან (ეს ავტომცველია). ამის შემდეგ 25 ადვილად გამოდის 22-ის უკანა მხარეს არსებულ ოთხკუთხათავიან შტიფტიდან, თვითონ 22 კი გამოდის კომპრესორის მილიდან. ლულა მოხსნილია და გადადეთ ის კონდახთან. ნაწილ 22-ზე გვერდზე არის პლასტმასის ბორბალი, ჯობია ისიც მოხსნათ და ჩადოთ ჭურჭელში.
5. მოხსენით ვინტი 29 და ჩადეთ ჭურჭელში.
6. ახლა დარჩა დასაშლელი დგუშის ჯგუფი (ნაწილები 1,2,3,4,5,6,7,15). ზამბარას (4) აკავებს მხოლოდ შტიფტი 16. თეორიულად თქვენ უნდა დაამაგროთ კომბრესორის მილი სტრუბცინაში ან რამე მსგავსში რომ გადაიტანოთ ზამბარის ძალა შტიფტიდან სხვა სხეულზე, ამის შემდეგ შტიფტს ამოიღებთ და ნელა მოუშვებთ სტრუბცინას, ზამბარა თავისი მიმმართველით გამოვა და იმის მერე რაც ბოლომდე გაიშლება ამოიღებთ სტრუბცინიდან და ეგაა.
ეს თეორიულად. პრაქტიკაში კი ბევრს არ გაგვაჩნია სათანადო მოწყობილობა და მე აღვწერ როგორ მოვაგვარე ეს საკითხი ჩვეულებრივი ინსტრუმენტით.
აიღეთ ორი ძველი წიგნი, ერთი დადეთ იატაკზე და ზედ დადეთ კომპრესორის მილი ”კაზენიკით” ქვემოთ ისე, რომ ”фальш-затыльник” (7) თავისი ბრტყელი ნაწილით ეყრდნობოდეს წიგნის ნაპირს და მრგვალი ნაწილით ჰაერში იყოს. თუ დადებთ პირდაპირ პლასტმასი სავარაუდოდ გატყდება. დაიჭირეთ კომპრესორის მილი ვერტიკალურად, ვილკაზე დადეთ მემორე წიგნი, დადექით მუხლებზე და მკერდით მიაწექით ზემოდან რაც კი წონა გაქვთ, პრაქტიკულად დაწექით ზედა წიგნზე მაგრამ ამავდროულად შეინარჩუნეთ კომპრესორის მილის ვერტიკალური მდგომარეობა. ახლა პატარა ჩაქუჩით და ხის ჯოხით ან ექვსკუთხა hex wrench-ით ამოაგდეთ შტიფტი 16. შემდეგ ნელ-ნელა შეამცირეთ ზეწოლა კომპრესორის მილზე და მიმართველი (6) გამოვა თავისი ადგილიდან. ზამბარის სრულ გაშლას ჭირდება სადღაც 5-6 სანტიმეტრი, ამის მერე შეგიძლიათ ადგეთ და ხელით ამოიღოთ მიმართველი, (5), ზამბარა და დგუშის დამამძიმებელი (3).
ბევრი ამბობს რომ ზამბარის შეკუმშვისთვის საჭიროა სადღაც 50 კგ ძალა დაატანო, მე ამდენი არ დამჭირდა, საკმაოდ ადვილად მოვხსენი და ავაწყვე. რა თქმა უნდა ზამბარას გააჩნია, გაზის ზამბარას საერთოდ ვერ შეკუმშავთ მასე, მაგრამ ჩემი ზამბარა არ არის დასუსტებული და სულ არ გამჭირვებია შეკუმშვა.
7. ახლა უნდა მოხსნათ სმ (28). კარგად დააკვირდით მის მდგომარეობას თუ გინდათ გადაუღეთ სურათი იმისთვის რომ შემდგომში ზუსტად დააბრუნოთ ისე როგორც იყო.
მოხსნისთვის მოქაჩეთ სმ უკან და ის თავისუფლად გამოვა კომპრესორის მილის შესაბამის პაზიდან. არ დაშალოთ თვითონ სმ-ი თუ არ არის ამის საჭიროება. დეკონსერვაციისთვის ეს ნამდვილად არაა სავალდებულო.
8. ახლა ამოიღეთ დგუში. ის საკმაოდ ძნელად მოძრაობს კომპრესორის მილში და ხელით ვერ ამოიღებთ, მითუმეტეს თავისით არ ამოვარდება. აიღეთ რამე ხის ჯოხი და მოქაჩეთ ის უკან კომპრესორის მილის ქვედა ნაწილში მდებარე ტექნოლოგიური ნახვრეტის გამოყენებით (თავიდან დგუშის პირი ჩანს მარტო, დაახლოებით იქ სადაც ნაწილი 22 შედის კომპრესორის მილში).

ახლა გაწმინდეთ აბსოლუტურად ყველა ნაწილი და მოაშორეთ ძველი ზეთი სუფთა ნაჭრის ან საფენის გამოყენებით. დაახვიეთ ნაჭერი ჯოხზე და კარგად გაწმინდეთ კომპრესორის მილი შიგნიდან. მე ამისთვის 3-4 ნაჭერი დამჭირდა, იმდენი ზეთი იყო. ასევე დგუშის შიდა ნაწილი.
შემდეგ ძალიან თხლად წაუსვით ზეთი მანჟეტის (1) გვერდებზე (არა ზედაპირზე), დგუშის უკანა ნაწილზე, მიმართველზე (6), შეგიძლიათ ოდან დააწვეთოთ სმ-ში, ვინტი 19-ის ღერძში და პლასტმასის შაიბებზე, ნაწილი 22-ის შარნირებში. ასევე ლიტოლით ან მსგავსი არათხევადი საშუალებით ზამბარას მოუსვით გარედან. მგონი ამისთვის ტაოტიც ივარგებს ან გრაფიტის ლუბრიკანტი ქულერებისთვის.
”თხლად წასმა” გულისხმობს ერთი წვეთი ზეთის ქაღალდზე ან სუფთა ნაჭერზე დაწვეთებას და ამ ნაჭრით ნაწილის ზედაპირზე რამოდენიმეჯერ წამოსმას. დაინახავთ რომ დამუქდა ოდნავ ზედაპირი და ეს საკმარისია.

იარაღის აწყობას ასე დეტალურად არ აღვწერ, ყველაფერი კეთდება შებრუნებული მიმდევრობით. უბრალოდ გავაკეთებ რამოდენიმე შენიშვნას.
* დგუშის ჩადებისას ფრთხილად მოექეცით მანჟეტას, ნელა შეიყვანეთ ის კომპრესორის მილში და თუ დაინახავთ რომ ის მილის ნახვრეტებიდან ამოყოფს თავს ჯოხით ოდნავ დააჭირეთ რომ არ წამოედოს რამეს და დაუზიანებელი შევიდეს ბოლომდე.
* სასხლეთ მექანიზმს აქვს დაპრუჟინებული ნაწილი (სასხლეტის მოპირისპირე მხარეს) - шептало. სმ-ის სწორ მდგომარეობაში ეს ნაწილი არ არის მილის შიგნით, ის ეყრდნობა მილს ერთი ბოლოთი და შიგნით მხოლოდ მისი ენა მოჩანს. ამ ენით ის იჭერს დგუშს დატენილ მდგომარეობაში და სასხლეტის გაწევა ზუსტად ამ ნაწილის დაშვებას და შედეგად დგუშის გათავისუფლებას იწვევს. სმ-ის ჩადებისას კომპრესორის მილში უკნიდან თითით დააჭირეთ შეპტალოს რომ სმ-თან მივიდეს და ბოლომდე გაწიეთ სმ-ი წინ სანამ არ დაჯდება თავის ადგილზე.
* ლულის მიმაგრებისას ჯერ ჩადეთ ავტომცველის (25) ჭრილი ნაწილ 22-ის უკანა მხარეს მდებარე შტიფტზე, შემდეგ ჩადეთ 22-ი კომპრესორის მილის პაზში (დგუშის ჩადებისას დააკვირდით რომ მისი და მილის ნახვრეტები ერთად იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში 22-ი ვერ ჩაჯდება თავის ადგილას). ამის მერე ჩადეთ ლულის უკანა ნაწილი კომპრესორის მილის ვილკაში (ისევ გადატეხილ მდგომარეობაში), ჩადეთ ვინტი 19 და მოუჭირეთ.

დანარჩენი სირთულეს არ წარმოადგენს. ბოლოს დარწყმუნდით რომ ჭურჭელში არავითარი პატარა ნაწილი არ დაგრჩენიათ smile.gif



ეხლა დავუბრუნდეთ ჩემ ფანტომს. დეკონსერვაციის მერე გავისროლე 10-მდე ტყვია, დიზელი არის, მაგრამ მსუბუქი და ტყვიიდან ტყვიამდე კლებულობს. დიზელი ჩემ შემთხვევაში გამოიხატება ბოლში, რომელიც ლულაში რჩება გასროლის მერე. ოდნავ შევუბერავ და ლულა მთლიანად იწმინდება.
რაც შეეხება თვითონ იარაღს. წონა საკმაოდ შთამბეჭდავი აქვს, ოპტიკით კი ძალიან სერიოზულ ვიდზეა. მოშორებიდან ვერც გაარჩევ ეს საბრძოლო იარაღია თუ უბრალო პნევმატიკა. მე ვერ შევადარებ სხვა იარაღებთან რადგან ეს ჩემი პირველი შაშხანაა, მაგრამ შესრულების ხარისხი ნორმალურზე მაღალია. ლულა შიგნიდან აბსოლუტურად სწორი ჩანს, ხრახნები მთელ სიგრძეზე გამოკვეთილია. ღია სამიზნე ფიბერგლასის ოპტიკური ძაფებით მართლაც კარგად ჩანს ნებისმიერ განათებაზე, ბარაბნები კარგად არ ტრიალებს მაგრამ პლასტმასისაა და ახლო მანძილზე თავის საქმეს აკეთებს ეს სამიზნე, მეტი არ მოეთხოვება.
ოპტიკა: გარედან შესრულების ხარისხი და ლითონი მართლა კარგია. ობიექტივის და ოკულარის რეგულატორები საკმაოდ ძნელად ტრიალებს, განსაკუთრებით პარალაქსის გასწორება გამოდგება მაჯის სავარჯიშოდ, ხშირად თუ გამოიყენებთ. შეიძლება მარტო თავიდანაა მასე, არ ვიცი. თვითონ პარალაქსი სწორდება 5 იარდიდან უსასრულობამდე. სამწუხაროდ ოკულარის დიოპტრიების კომპენსაცია ”-” მიმართულებით ძალიან ცოტაა, მე -2.5 მაქვს მარჯვენა თვალზე და არ მყოფნის. ”+” მიმართულებით კი მგონი +10-საც გაასწორებს, მაგრამ რათ გინდა. არა უშავს სათვალეებითაც მშვენივრად ვუყურებ. ბადის განათება საკაიფო რამეა, მაგრამ რამდენად გამოდგება არ ვიცი ჯერ. მაგას დრო გვიჩვენებს. ბარაბნები ტრიალებს კარგი ტკაცუნით, მაგრამ ძალიან პატარა ლუფთი არის ორი მდგომარეობის შორის. თვითონ გამოსახულება ნათელია დღისითაც და ღამითაც.
ოპტიკით ძალიან კმაყოფილი ვარ, ამ ეტაპზე მეტი არ დამჭირდება.

თვითონ იარაღზე კი ვრცელ რეპორტს დავდებ იმის მერე რაც კარგად გამოვცდი და ჯგუფურობაზე შევამოწმებ. საწყალ წიგნებს სახლში დედა უტირა უკვე ამ თოფმა smile.gif

პ.ს. ბოდიშს ვიხდი პოსტში გამოყენებული რუსული და ინგლისური ტერმინებისთვის, მათი ქართული ანალოგი მე არ ვიცი. ყველა ტექნიკური ლიტერატურა რაც წაკითხული მაქვს რუსული ან ინგლისური იყო. თუ თქვენ იცით ქართული ტერმინები шептало-სთვის, фальш-затыльник-ისთვის, hex wrench-ისთვის, тяга взвода-სთვის, exploded view-სთვის, ასევე სწორი ტერმინი კომპრესორის მილისთვის, დაწერეთ და მე პოსტს შევასწორებ.

ფანტომის ნახაზი აღებულია აქედან http://www.shans2003.ru/Article/Exploided_Views.html
აქ კიდევ ბევრი სხვა შაშხანის ნახაზია
Quick
ესეც დაპირებული რეპორტი.

სამწუხაროდ გარეთ გასვლის შესაძლებლობა არ მქონდა და სატესტო სროლები სახლში ჩავატარე. მაქსიმალური მანძილი, რისი მიღწევაც შეიძლება ჩემ ბინაში არის 11 მ (ნუ თუ ძალინ გაიჭიმები 12-იც მაგრამ მასე საყრდენიდან ვერ გაისვრი) ეს არის მანძილი ვანის ერთი ბოლოდან შემოსასვლელ კარებამდე.

საბრძოლო პოზიცია:



მწვანე ისრით ნაჩვენებია რას ვესროდი, საკმაოდ პატარა სამიზნეა. ეს არის საბჭოთა კავშირის დროინდელი პისტოლეტების 10მ-იანი სამიზნე smile.gif

თავიდან მიზანი გავასწორე. ცოტა ბევრი გასროლა დამჭირდა სანამ დავამუღამე ბარაბნებით მიზანზე ზემოქმედება როგორ უნდა, სადღაც 15-20 გასროლა. მერე კიდევ 10 დავუმატე რომ დავრწყმუნდე სიზუსტეში. ესეც შედეგი:



ამასობაში დიზელის ეფექტი სრულიად გაქრა. ახლა გასროლის მერე ლულაში ბოლის სუნიც კი არაა.

ამის მერე კი ჩემი პირველი 10 ტყვიანი ჯგუფი გავაკეთე. ჩათვალეთ რომ ცხოვრებაში პნევმატიკიდან მარტო ის 25-30 ტყვია გავისროლე, რაც ზემოთ სამიზნეზე ჩანს. 8 წლის რო ვიყავი და ტირში რო მასროლინეს იჟიდან 3 ტყვია ის არ ითვლება wink.gif

ყველა გასროლაზე 3-4 წამი ვუმიზნებდი და სუნთქვა შეკრული ძალიან ნელა ვწევდი სასხლეტს, რომელიც მართლა მძიმე და გრძელი აღმოჩნდა sad.gif




როგორც ხედავთ 17 მილიმეტრს არ აღემატება ჯგუფი, თუმცა უკეთესიც შეიძლებოდა. ძალიან გამოუცდელი ვარ მინც :|
ამის მერე ქაღალდის ახალ სამიზნეს ვესროლე 10 ტყვიანი ჯგუფი (მწვანედაა შემოხაზული), შემდეგ მივედი სამიზნესთან რო შედეგი მენახა. მერე დავბრუნდი და 2-იც დავუმატე (წითლად შემოხაზულია). ეს არ უნდა მექნა, ეტყობა სხვანაირად დავიჭირე შაშხანა და ცოტა გვერდზე და ქვემოთ წავიდა ბოლო ორი ტყვია:





აქ შედეგი 15-16 მილიმეტრია თუ არ ჩავთვლით ბოლო 2 ტყვიას. მგონი ნორმალურია ამ იარაღისთვის, გამოუცდელი მსროლელისთვის და არც თუ ისე კარგი საყრდენისთვის.

ჯერ კიდევ შორს ვარ საბოლოო დასკვნებიდან, ეს მანძილი არაა ამ ოპტიკის და შაშხანის შესაფერისი, მაგრამ უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ამ იარაღმა ძალიან მასიამოვნა. ცოტა ვარჯიშის მერე მგონი კიდე უკეთესს მივაღწევ, იარაღი ამის საშუალებას აძლევს. თუმცა სასხლეტს უნდა დავურეგულირო კარგად მეორე ფაზა, ძალიან გრძელია.

რეპორტის გაგრძელება იქნება როცა შედარებით დიდ მანძილებზე გავტესტავ ღია ცის ქვეშ.
bazuka
მშვენიერ.
კიდევ ერთხელ გილოცავ, მთავარია კმაყოფილი ხარ
foxi
Quick
ყოჩაღ! აი ასეთი უნდა იყოს რეპორტი. აბა მეროვწერ ეგ რეპორტია? ძალიან საინტერესოდ ახსენი თვითეული დეტალიც კი. rtfm.gif
გამოადგებათ ფანტომის მქონეებს და არამარტო მაგათ.
cz80
Quick
საღოლ,
გული მიგრძნობს ,ჩვენს ფორუმს კიდევ ერთი რეპორტმენი მიემატა smile.gif 13.gif
(მე ნაღდად ვერ ვქაჩავ მაგდენს ) smile.gif)

გისურვებ არც ერთი მიზნისთვის არ აგეცილებინოს smile.gif wink.gif
smile.gif
geojorjika
მალადეც smile.gif , რავარი მისცა ჰა? smile.gif მადლობა დიდი smile.gif
skywalker
Quiq იცი რა მაინტერესეებს აი 1 ,2 ,3 ნაწილები როგორ მოხსენი ? ბევრი ვეჩალიჩე მარა ვერაფრით ვერ მოვხსენი
ja_ja
Quick
ვააა, ვააა ეს რა დავინახეეეეე... 22.gif 30.gif

ყოჩაღ, ყოჩაღ საერო საქმეე გააკეთე. ძლივს ეღირსა ეს ფორუმი Phantom 100-ის რეპორტს, თან საკაიფოს, თრავისი დაშლით და დეტალების ზედმიწევნითი აღწერით.

მალადეც ტემპი არ დააგდო იმენნა საკაიფოდ ჩალიჩობ.

დანარჩენ Phantom-ისტებს
სირცხვილი თქვენ, ამდენს ჩალიჩობთ რაცხას წერთ და რამდენი თვეა რეპორტს ვერცერთმა თავი ვერ მოაბით, აგერ კაცმა 1 კვირაა რაც დაითრია თოფი და საკაიფო რეპორტი გამოაცხო. თქვენ რას აკეთებთ ჰააა smile.gif რას აკეთებთ მეთქი, აიტ! biggrin.gif biggrin.gif
nihontoman
ja_ja
მე რეპორტი დავწერე, ძალიანაც კაი, ვისაც არ გჯერათ გაგვატარეთ!
Quick
მადლობა ყველას შექებისთვის, შევეცდები მომავალშიც გავაგრძელო იგივე სტილში რეპორტების წერას, მთავარია იყოს რამე დასარეპორტებელი smile.gif
skywalker
3 წესით თავისით უნდა ამოვარდეს დგუშიდან, მე ზამბარა რო ამოვიღე იმას გამოყვა.
მანჟეტის (1) მოხსნა დგუშიდან (2) არ გინდა, შეცვლას რო დააპირებ მარტო მაშინ მოხსენი.
თუ თვითონ დგუში ვერ ამოიღე კომპრესორის მილიდან? მაგი ხო დავწერე, ძნელად გამოდის და მილში ნახვრეტი რომაა, საიდანაც (22)-ის ბოლო ამოიღე იქ ჩადე რამე ჯოხი და მოქაჩე კაზენიკისკენ (სურათზე მარჯვენა ბოლოა).
dawiti
რა მაგარი რეპორტი მიცა wink.gif
soxa
Quick
საღოლ ძმაო მაგარია და კიდევ ერთხელ გილოცავ
Quick
დაიდო რეპორტის პირველი ნაწილი, აბა შეაფასეთ smile.gif
http://www.airgun.ge/forums/index.php?s=&a...ost&p=25295
bazuka
Quick
ძალიან კარგი და მშვენიერი.
მარა მომავლისთვის 1 რამ გაითვალისწინე.
ვინაიდან მიზანი პირდაპირ ხის ფიცარზე გქონდა მიმაგრებული, ამიტომ ძალიან დაზიანდა
ეს რომ არ განმეორდეს, მოიძიე რამე მუყაოს კოლოფი, ზედ დააკარი მიზანი და კოლოფის უკან დადე ეგ ფიცარი
ან შიგნით კოლოფში მოათავზე რაიმე ძველი წიგნი (მე ძველისძველი გერმანული კატალოგი OTTO ჩავდე).
ნახავ რა სასიამოვნო ხვრელები ხვრელები ექნება შენს მიზანს wink.gif
Quick
bazuka
კაი რჩევაა, დავიმახსოვრებ.
nihontoman
Quick
ამდენი ხანი რაც აღმოვაჩინე ფანტომში ისაა, რომ მას ხელიდან სროლა ყველაზე მეტად მოსწონს. ანუ შეიძლება ხელი დააყრდნო რამეს, მარა თვითონ თოფი ხელში უნდა გეწიროს.

შენც ცადე სემდეგნაირად სროლა:


აიღე ფანტომი, დაჯექი სკამზე და წინ მოსახერხებელი სიმაღლის რამე დაიდგი (მაგიდა ან რამე ეგეთი) მარცხენა ხელი დადე ამ მაგიდაზე გაშვერილი. მარცხენა ხელის თითებით გააკეთე ეგრეთწოდებული ფისტოლეტი, საჩვენებელი და ცერა თითებით და დაჭიმე (ძაან არ დაძაბო, მარა ფისტოლეტი მყარი იყოს). ფანტომის კონდახის უკანა ნაწილი, ასე, 10 სმ-ით დაშორებულ ისასხლეტი მექანიზმის დამცავი რგოლიდან, დადე ამ ფისტოლეტში, ისე, რომ ეს კონდახი ეყრდნობოდეს რბილ ადგილს ცერა და საცვენებელ თითებს შორის. რაც სეეხება მარჯვენა ხელს, არანაირად არ მოუჭირო და არ დაძაბო, კონდახი ძალიან მსუბუქად მიიბჯინე მხარზე და საერთოდ მარჯვენა ხელი მხოლოდ ორი, მაქსიმუმ სამი თითით დაიჭირე, ცერა თითი არ შემოხვიო, უბრალოდ ზემოდან დაასვენე, ხოლო საჩვენებელით კი გამოკარი (ნუ ეს ისე, ალბათ უკვე იცოდი biggrin.gif ).

ეს ტეხნიკა ასე ვთქვათ ჩემებური ვარიანტია საარტილერიო სროლის ტექნიკისა და სულ რამდენიმე დღის წინ ვცადე პირველად, და ზალიანაც მომწონს. უკუცემა იმდენად იხშობა, რომ ოპტიკაში ტყვიასაც დაინახავ. დღეს 70 მეტრზე გირჩებს დავაყარე და 5-დან 3-ს გავარტყი. ადრე მაგ მანძილზე გირჩებზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო, ყვავებს ძლივს ვარტყავდი.

ხო, რევიუ კაია, მომეწონა. wink.gif
ja_ja
მაიცა კაცოუუუუ, ეს Phantom-ით გააკეთე???
geojorjika
ციტატა(ja_ja @ Mar 27 2010, 10:54 PM) *
მაიცა კაცოუუუუ, ეს Phantom-ით გააკეთე???


ჰო ოღონდ პენალტის ნიშნულიდან biggrin.gif ( 11 მეტრი)
geojorjika
Quick
მშVენიერ wink.gif მადლობა რეპორტისთვის smile.gif
Davitus
Quick

ყოჩაღ კაი რეპორტია... ტაკ დერჟატ! smile.gif
Quick
nihontoman
მასეც ვცდი. მიჩვევა უნდა და სტოიკის დამუღამება smile.gif
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 27th March 2010 - 10:54 PM) *
მაიცა კაცოუუუუ, ეს Phantom-ით გააკეთე???

დიახ. ძალიან ბანძია? sorry.gif
nihontoman
Quick


ცადე, ჩემს ფანტომზე ამართლებს, შენსაზე რატო არ უნდა გაამართლოს? მერწმუნე, ეს ტექნიკა რომ დავამუღამე, თოფს მეორე დიხანია გაეხსნა, მართლა ვამბობ, ზუსტი გახდა რამდენიმეჯერ....


პ.ს. ჯგუფები არაუშავს, ბანძი ნაღდად არაა. თუმცა მე მასეთებს 15 მეტრიდან ვაკეთებდი თურქული ოზიტაით. მოკლედ ფანტომი ხელიდან უნდა ისროლო, საყრდენი ზ.დ.პ.-ებზე მნიტოა რა... საუკეთესო საყრდენი მაინც ხორცია... biggrin.gif
bazuka
Quick
ციტატა(Quick @ 28th March 2010 - 12:11 AM) *
ძალიან ბანძია?

არანაირად არა.

ესე გააგრძელე და 20 მეტრზეც იგივეს მიიღებ მალე
Quick
ესე იგი მინდა გაგიზიაროთ ფანტომის მფლობელებს (და არა მარტო) ჩემი პატარა გამოცდილება.

გადავწყვიტე ჩემ ფანტომასში ცოტაოდენ გაუმჯობესებები შევიტანო. პირველი და უმარტივესი: კონდახის უკანა ნაწილში რამე მძიმე ნივთის ჩადება და დამაგრება. ფანტომს სიმძიმის ცენტრი ძალიან წინ აქვს გატანილი და ამის გამო არც ისე კომფორტულია როგორც უნდა იყოს. თავიდან ამას ვერ ამჩნევ, მაგრამ გამოცდილება რო გროვდება ხვდები ამას. თან ყველა ფორუმზე წერენ რომ ეს გასაკეთებელია. რა თქმა უნდა რასაც ჩადებთ კარგად უნდა დაამაგროთ რომ არ ყანყალებდეს შიგნით. მე წვრილი არმატურა დავჭერი ნაწილებად, ჯამში სადღაც 400 გრამს იწონის ალბათ, და ჩავდე კონდახში. დიამეტრი ისეთი ჰქონდა რომ მყარად ჯდება, ამის მიუხედავად მაინც ნაჭერი შევტენე ხვრელებში რომ არსად დაიძრას საერთოდ. ამის დადებითი მხარე კიდე ისაა რომ კონდახში რეზონაციას ახშობს გასროლისას.

ეგ კაი, ახლა უფრო კარგად ჯდება ხელებში და მიუხედავად იმისა რომ უფრო მძიმე გახდა შაშხანა, ხელიდან სროლა უფრო კომფორტულია.

მეორე და უფრო მნიშვნელოვანი ტიუნინგი: სასხლეტი მექანიზმის დამსუბუქება.
დავშალე შაშხანა, მოვხსენი სმ-ი და ისიც დავშალე. ფანტომის სასხლეტში სამი მოძრავი ნაწილია (თუ არ ჩავთვლით მცველს). პირველია სასხლეტი, მისი მოძრაობა გადაეცემა რაღაც დეტალს, რომლის მობრუნების დროს შეპტალო ვარდება და ათავისუფლებს დგუშს. სამივეს (სასხლეტს, "რაღაც დეტალს" და შეპტალოს) აქვს თავისი ზამბარა. შეპტალოს ზამბარა არაფერს გვიშავებს, სასხლეტის სიმძიმეზე არ აქვს ზეგავლენა. აი დანარჩენი ორი კი გვაინტერესებს. მე არ მქონდა საშუალება რო გამომეცვალა ეს ზამბარები და მგონი არცაა საჭირო. მივჭიმე ცოტა ერთიც და მეორეც და ავაწყვე უკან. მარეგულირებელი ბოლტი ბოლომდე ჩავხრახნე რაც იდეაში მეორე საფეხურის სიგრძეს ამოკლებს. თუმცა არ ვარ დარწყმუნებული რომ რამეს აკეთებს რეალურად smile.gif

ავაწყვე შაშხანა და გავაკეთე საცდელი გასროლა. ესე იგი, შედეგი გვაქ უზარმაზარი © biggrin.gif

როცა მე ვფიქრობდი რომ პირველი საფეხური მთავრდება და მეორე უნდა დაიწყოს შაშხანამ უკვე გაისროლა. ანუ ფაქტიურად ახლა მთლიანად გასროლისთვის საჭიროა იმდენი ძალისხმევა რაც ადრე პირველ საფეხურს ჭირდებოდა, ყოველ შემთხვევაში სუბიექტური შეფასებით ეგრეა. გაცილებით რბილია ახლა სასხლეტი, სროლის დროს კომფორტი გაიზარდა მნიშვნელოვნად.
ცოტა ვარჯიშის შემდეგ დავამუღამე სასხლეტი კარგად და უკვე ვგრძნობ შაშხანას. პირველი და მეორე საფეხურიც გამოკვეთილია და მსუბუქი, ამ დროს შემთხვევითი გასროლის ალბათობა 0-ია. რა მინდა კიდე ბედნიერებისთვის?
კი მინდა: სასხლეტი მექანიზმის დეტალების პოლირება biggrin.gif
როცა დავშალე შევამჩნიე რო ყველა დეტალი არი არც თუ ისე კარგი დამუშავებული. ამის გამო ცოტა არათანაბარი ხახუნი იგრძნობა სასხლეტის გამოწევის დროს, რბილ ზამბარებზე ეს უფრო შესამჩნევია.
სამწუხაროდ ამ წუთას არ მაქვს საჭირო ინსტრუმენტები თორე ამასაც გავაკეთებდი. ასე რომ to be continued...

P.S. ფოტოაპარატი ამეხა ცოტა ხნით და სურათები ვერ გადავუღე პროცესს smile.gif მობილურს კი მაკრო გადაღების ფუნქცია არ აქვს ....
gregory
Quick
საღოლ შენ რომ ამდენი გააკეთე! ის ვინტი დაშლის გარეშეც მუშაობს( ანუ ნაადრევ და გვიან გასროლას რომ არეგულირებს).
მაგასაც იტოვებ ეტყობა wink.gif ფანტომი თავის კლასში საუკეთესო თოფია(ხარისხი/ფასი/სიამოვნება)! ერთი ისაა რომ ზდპ-ა smile.gif
nihontoman
gregory
თავის კლასში საუკეთესოზე რა მოგახსენო, მარა მართლა კარგია.


Quick
სასხლეტი მექანიზმის გაუმჯობესება შეიძლება აი ამით:
http://www.charliedatuna.com/


მარა თუ ამდენის ფული არ გაქ, მაშინ პოლირება ალტერნატივაა (არაუშავს, ალბათ)

ხო, მართლა რამდენი ბრუნი გააკეტა იმ მარეგულირებელმა ბოლტმა?




koknar
Quick
ნახევარი კილოთი დაამძიმე რა ამბავია.... ნამეტანი ხო არ მოგივიდა. და მანდ ტყვიის გამოყენება ჯობია, უბრალოთ საფანტის ჩაყრაც მოსულა მარა მჭიდროთ უნდა გატენო.
gregory
nihontoman
ციტატა(nihontoman @ 17th August 2010 - 11:17 PM) *
gregory
თავის კლასში საუკეთესოზე რა მოგახსენო, მარა მართლა კარგია.

ეგრეა, ეგრე: კროსმანში მითხრეს biggrin.gif
Quick
gregory
კი, ვიტოვებ. კაი რაღაცაა მაინც, ერთი ზდპ-ც მქონდეს არსენალში.
ვიცი რო დაშლის გარეშეც არეგულირებს ვინტი, მაგრამ რას შვრება მარტო მაშინ მივხვდი როცა დავშალე და ვნახე როგორაა მოწყობილი სასხლეტი. მანამდე იქაც ვატრიალე და აქაც, ვერაფერი განსხვავება ვერ ვიგრძენი.
nihontoman
ეს გრტ ვიცი, მაგრამ ძაან ძვირია ჩემი აზრით.
ბრუნები არ დამითვლია, მაგრამ მინიმუმ 2 სრული ბრუნი იყო
koknar
არაა ნახევარი კილო, 350 გრამი ან 400 მაქსიმუმ. ფორუმებზე საერთოდ ამბობენ კაი ბალანსისთვის 600-700 უნდა კონდახში და ერთი 200 გრამიანი მოდერი ლულაზე. და მერე მარტო ბიპოდით უნდა ისროლო, არ მინდა ესე.
nikola_migina
ძალიან მაგარი რეპორტია და მაგ ოპტიკას სანშეიდერი მოხვა? და რინგები და ხუფები ცალკე იყიდე?
WARNer brother
nikola_migina
არქეოლოგი ხარ რაა.
nikola_migina
მეც ვაპირებ ყიდვას და მაინტერესებს smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.