ვაა კიდე არ მოსულან? მე 16:30 მოვრჩი საქმეებს და იმდენად მონდომებული ვიყავი ჩავაგდე თოფი და ნასოსი მანქანაში და გავეშურე გლდანის ზემოთ ტბასთან, ციხეებს გავცდით და გავიარეთ თბილისის ნაგავსაყრელი, ხოდა მე იქ დაუშინებელი და არაფრთხილი ყვავ ყორნები ვნახეე, იმდენი ვნახეეეე...
თან ნაგლები ზედ გზაზე დადიან, იქ სადაც ვისროდით ერთი ძველი გაზის დამტენი სადგურის დარაჯი გამოგვეცნაურა აქაო დილას იმდენი ყვავებია რომა ტელევიზორის ანტენაზე მიჯდებიან სულ გარეთ მიწევს სირბილიო, ხოო მე ვუთხარი მაშინ ერთ დილას უნდა გესტუმროო მობრძანდით ბატონოო იმისთანა მოწყობილი მაქვს ოთახიო გაქეიფეფთო, მოკლედ ნამეტანი შეაწუხეს ყვავებმა ეტყობა ან ცოცხალი ადამიანის ნახვა მოენატრა

ჩემი დისკო კი ძალიან მიყვარდება ოპტიკა უნდა აშკარად და ღია სამიზნეს დარეგულირება, დღეს მორიგი გაკვირვებული სახეები ვნახე ჩემი ორი მეგობრის სახით, როცა დაახლოებით 20 მეტრიდან ბოთლი გავხეთქე (მაგათ ჯაჯას ნასროლი რო ენახათ ხო საერთოდ...)
მოკლედ ვისროდი ვისროდი და აშკარად ვგრძნობდი, რომ იდეური ძმები მაკლდა გვერდზე, ეს ჩემები მაინც სტერეოტიპებში ზიან სხვა თოფებიც წამოგეღოო. სურათები ვერ გადავიღე არც მომაგონდა იმდენად აჟიტირებული ვიყავი ფოტო და ტელეფონი ვის ახსოვდა. თუმცა მერე კი ვინანე რადგანაც ვერ ვდებ ჩემს ღია სამიზნით გაკეთებულ ჯგუფებს, რომლითაც ორივე ჩემ მეგობარს მოვუგე სახინკლე თუმცა იქვე გლდანში მიკისრეს მარა "ი ტო ხლებ" აბა ველოდები ბიჭებს რა ქნეს, ისე მგონია დაგაინტერესებთ ეგ ადგილები ელ. ხაზები გადის და იმაზე ზიან ჩვენი ყვავუკები ჩვენ არ მოგვეკარენ სათოფეზე თუმცა ცოტა ქვემოთ, რომ ჩავიწიეთ იცოცხლე ბევრი იყო.