დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: არის თუ არა რეალური გზა, ინტერნეტში ფულის შოვნის?
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
Jah
ბევრი რამე ვცადე თავის დროზე...
ფორექსზეც ვითამაშე... და დავრწმუნდი, რომ ძირითადად ყველაფერი ლოხოტრონია.
მაინტერესებს თქვენი აზრი, არის თუ არა რამე რეალური გზა?
Power_VANO
Jah
კი, არის - Google Adsense smile.gif

ოღონდ, ქართულენოვანი საიტი დაუშვებელია მანდ.
ja_ja
Jah
არის ბევრი გზა, მაგრამ მემგონი დროს უფრო მატს კარგავ ვიდრე რაიმე ხეირიანს შოულობ.
Der Rote Baron
ციტატა(Power_VANO @ Feb 21 2010, 08:56 PM) *
Jah
კი, არის - Google Adsense smile.gif

ოღონდ, ქართულენოვანი საიტი დაუშვებელია მანდ.

ადრე მანდ დავარეგსიტრირე ჩემის საიტი (უფრო სოწრად სხვას დავარეგისტრირებინე) ინგლისური გავაკეთე და დაბრო მოგვცეს და მერე მედო მაგათი რეკლამები დავდე მარა მერე გადამავიწყდა 1-2 წლის წინანდელი ამბავია, შეიძლება რამე თანხაც იდოს biggrin.gif http://oursite.dsl.ge/ აი ეს საიტია კიდევ არსებობს მარა ამის ფტპ მაროლიც კი აღარ მახსოვს, ისე მანდ თვეში მაქსიმუმ რამდენს აკეტებენ მაყუთს?
Power_VANO
Der Rote Baron
შეუზღუდავი რაოდენობით შეგიძლია მანდ ფული აკეთო smile.gif მონდომებაზეა დამოკიდებული. smile.gif

აი რომ კარგად მოინდომო, თვეში 1000 მწვანე რეალურია საკმაოდ, 2-3 კარგი ინგლისურენოვანი საიტით, რომელსაც ნორმალური რაოდენობის მომხმარებელი ეყოლება.

არის ხალხი, თვეში ათეულობით ათასებს ჭრის მანდ.
Der Rote Baron
ციტატა(Power_VANO @ Feb 22 2010, 12:31 AM) *
Der Rote Baron
შეუზღუდავი რაოდენობით შეგიძლია მანდ ფული აკეთო smile.gif მონდომებაზეა დამოკიდებული. smile.gif

აი რომ კარგად მოინდომო, თვეში 1000 მწვანე რეალურია საკმაოდ, 2-3 კარგი ინგლისურენოვანი საიტით, რომელსაც ნორმალური რაოდენობის მომხმარებელი ეყოლება.

არის ხალხი, თვეში ათეულობით ათასებს ჭრის მანდ.

ეგ ხალხი საქართველოშია? ანუ საქართველოდანაც არიან ეგეთები ინტ-ით რო ფულს აკეთებენ?
Iraklius
მე პირადად www.mturk.com -იდან მაქვს გაკეთებული 100 მწვანემდე (ბევრი არც მიმუშავია). ეგ საიტი არის ამაზონის მფლობელობაში. შედიან დამკვეთები და დებენ სამუშაოს (ყველაფერი თარგმანიდან დაწყებული, სურათების დახარისხებით, სტატიების დაწერით, საიტების გატესტვით, აუდიოდან ტექსტში გადაყვანით და ა.შ. დამთავრებული) დაგროვებული თანხა შეგიძლიათ გამიყენოთ ამაზონის პროდუქციის შესყიდვაში ან ჩაარიცხინოთ ნებისმიერ ამერიკულ ბანკში. ეს ჩემი პირადი გამოცდილება არის ინეტში ფულის შოვნის, ყოველ დღე რო ვიჯდე და ვუკაკუნო, ალბათ თვეში ერთ 300 მწვანეზე ავალ, მაგრამ ცოტას იხდიან ზოგადად და მართლა დიდი მონდომება უნდა. თან უნდა მონახო ისეთი სამუშაო რომელშიც შეიძლება რელურად რაღაცის გამომუშავება. ანუ არის ზოგი დადებული რო 5 დოლარს გიხდის მაგრამ ერთი 10 საათი უნდა ეჩალიჩო იმის გაკეთებას და ზოგში კიდე 2 ცენტს გიხდის და 10 წამში ასრულებ და რეალურად გამოდის რაღაცა გამომუშავება (მაგ: სურათის დახარისხება, NSFW კონტროლი). ასე თუ ისე სერიოზულ ფულს მანდ ვერ იშოვი, სამსახურში არაფერს რო არ ვაკეთებ მაშინ ვუკაკუნებ და უფასო ტყვიები და მოვლის საშუალებები გამომდის.
Power_VANO
Der Rote Baron
არა, საქართველოში ეგეთი მონდომებულები არ გვყავს smile.gif

თუმცა, პირადად ვიცნობ ერთ-ერთ ქართველ ვებ-კაცს (ამ ტერმინზე მომიტევეთ), რომელიც ედსენსით თვეში ~400 მწვანეს შოულობს smile.gif


მოკლედ, აჰათ თქვენ სტატია ედსენსზე: http://www.compinfo.ge/index.php?nav=1&...amp;type=review

წლების წინ დავწერე, მაგრამ ახლაც რელევანტურია. დასაწყისისთვის სრულად გამოგადგებათ. მერე დეტალებისთვის ლინკში მითითებული წიგნები ჩამოტვირთეთ და წაიკითხეთ, თუ დაგაინტერესებთ.

P.S. ჯერჯერობით, მეც ვერ მოვიცალე მაგ საქმისთვის, მაგრამ, როცა ვცადე დაწყება, პოტენციალი მაგაში ნამდვილად დევს. დღემდე 50$ მიდევს ჩემს ედსენსის ანგარიშზე biggrin.gif
foxi
ციტატა(Jah @ 21st February 2010 - 08:18 PM) *
ფორექსზეც ვითამაშე... და დავრწმუნდი, რომ ძირითადად ყველაფერი ლოხოტრონია.

აფსოლუტურად არასწორი ინფოა. მე პირადად ვიცნობ ხალხს ვინც ფორექზე კარდ თანხებს იგეს.
Jah
ციტატა(kakha @ 22nd February 2010 - 12:16 PM) *
მე პირადად ვიცნობ ხალხს ვინც ფორექზე კარდ თანხებს იგეს.

იქნებ ონლინე რამენაირად სჰემახვედრო, ან სკაიპით ან მეილით...
მაინტერესებს სად თამაშობენ და რანაირად.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.