დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: საერთაშორისო ორგანიზცია აღიარებს მონოპოლიას ნავთობ,
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
bazuka
ციტატა
მოკლედ უბრალო მომხმარებელი, ექსპეტები, ეკონომისტები, ჟურნალისტები და ეხლა უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებიც, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ნავთობკომპანიების ბიზნესში არის მონპოლია და კარტელური გრიგებები.

მიდის ხალხის ძარცვა უცერემნიოდ და მოურიდებლად

აქამდე ბენზინის გაძვირების გამართლებას უბადრუკად,მაგრამ მაინც ცდილობდნენ, ცოდვილობდნენ რაღაცას ყოველ შემთხვევაში, თითქოს ბარელის ფასი გაძვირდა და ლარის კურსი დაეცაო

ეხლა იმის გათვალისწინებით, რომ ყველამ გაიგო ეს ბარელის ფასი და ყველამ იცის, რომ უკვე რამდენ ხანია მისმა ფასმა 8$ დაიკლო, ასევე ყველა ხედავს რომ, ლარი გამყარდა დოლართან მიმართებაში და ნაცვლად 1,78 -სა დღეს ერთი დოლარი შეგიძლია 1,70 იყიდო

ეს ნაგავი ხალხი უბრალოდ გაჩუმდა, დასაბუთებასაც აღარ კადრულობენ, პირდაპირ გვეუბნებიან, რომ რა ფასადაც უნდათ იმ ფასად ყიდიან, ყოველ ლიტრ ბენზინში ზედმეტად გვახდევინებენ 50 თეთრს

პატრონი კი არ ყავს ამ სფეროს

ამიტომ ვისაც გაქვთ ღირსება და პროტესტის გრძნობა

ვაკეთებთ შემდეგ რამეს

შეთქმულებაში მონაწილე კომპანიებიდან: ვისოლი, ლუკოილი, სოკარი, რომპეტროლი, ეკო ვირჩევთ ერთს, რომელსაც დავსჯით
ყველას ვერა, მაგრამ ერთი კომპანიის დასჯა უსასტიკესად შეგვიძლია

მაშ ასე ვირჩევთ ვისოლის კალონკებს (ყველაზე მეტი უკმაყოფილება ამ კალონკაზე ისმის, ამთმა პრესამსახურის უფროსმა კი რამოდენიმე დღის უკან ჟურნალისტს უთხრა კომენტარს ვერ გავაკეთებ, ბაკურიანში ვსრიალებო)


15 თებერვლიდან ვიწყებთ შურისძიებას, არცერთი ადამიანი 15 თებერვლიდან ვისოლის ქსელის არცერთ კალონკაში არ ასხავს ბენზინს და დიზელს. ამ ფორუმს კითხულობს რამოდენიმე ათასი ადამიანი.
თითეული ადამიანი თავის მხრივ ამ გადაწყვეტილებას ეუბნება საკუთარ ოჯახისწევრბს, მეგობრებს, თანამშრომლებს სამსახურში და ასე შემდეგ, ვარვრცელებთ მთელ თბილისში და მთელ საქართველოში, ჩაასხი სადაც გინდა გარდა ვისოლისა,

მოგიწოდებთ საყოველთაო შირისძიებისკენ, დავსაჯოთ კომპანია ვისოლი, რომელიც კარტელურ გარიგებებში მონაწილეობს და გვძარცვავს, რომლის ხემძღვანელების დაგვცინიან,

15 თებერვლიდან ვისოლის კალონკაში არცერთი მანქანა არ ასხავს ბენზინს და დიზელს

ჩაასხას მთვრალაშვილმა მარტო და ფხაკაძემ

http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...15334&ct=18


წყარო http://forum.ge/?showtopic=34077174&vi...&p=17937017
bazuka
მე მაგალითად დღეს დილით 20 ლიტრი ჩავასხი ვისოლში და აწი არარ გავეკარები მაგ კალონკას, ეგებ ეგეთი მასიური ქმედებით კარტელი მართლაცდა დაიშალოს
giga_st
მე დიდი ხანია აღარ ვასხავ ვისოლში, ამიტომ ჩემი დაწყებული გამოდის ეგ კამპანიაsmile.gif ისე მართლა ძალიან უნამუსოდ იქცევიან.
toti
მე სულ რომში ვარ, ვისოლი სულ პერებოის მაძლევს
Power_VANO
მეც არ ვასხამ ვისოლში. და არ ჩავასხამ კიდევ. ამოვიდა მართლა ყელში... ხარისხიანი ბენზინი მაინც იყოს, ნაგავში ვიხდით ლამის იგივე ფასს, რაც ევროპაში მაღალი კლასის ბენზინი ღირს.
nihontoman
Power_VANO
გავკარი ყველას, მარა აბა რომელში ჩავასხა, ეკოში?
არ გიფიქრიათ რომ ეს ვისოლის წინააღმდეგ მიმართული უფროა ვიდრე საერთოდ მონოპოლიისკენ? გადამრევთ რააა, რაც არ უნდა ნაგავი იყოს, სხვებსაც იგივე ნაგავი აქვთ, ასე რომ....
Davitus
nihontoman
შენ რა ყველაფერში საწინააღმდეგო აზრი გაქვს... რა ხარ ასეთი?


მე უკვე აღარ ვასხამ ვისოლში, შეძლებისდაგვარად გავავრცელებ პროპაგანდას
bazuka
nihontoman
წაიკითხე ნორმალურად და გააანალიზე, აქ არის 4-5 კომპანიისგან შემდგარ კორტელზე საუბარი
ანუ ძირითადი მსხვილი კომპანიები შეთანხმებულები არიან ერთმანეთში ფასის საკითხში (ამას ბევრი მტკიცება არუნდა 2008-ში ომის დაწყებამდე ბარელი ნავთობი ღირდა 140$, თბილისში კი მაქსიმუმი იყო 1.90 ისიც არა ნორმალი, დღეს ბარელის ფასი მერყეობს 70-80 $, და ბენზინის ფასი იგივეა რაც 140-ის შემთხვევაში იყო, ესეიგი რა გამოდის?? )
მოკლედ ამ კომპანიებს სრული იდილია აქვთ, არანაირი პრობლემა, ხოდა საკმარისი ნებისმიერ 1 კომპანიას მოაკლდეს კლიენტურა და პრაქტიკულად ეს მათი შეთანხმება მოირღვევა. თუ რატომ ვისოლი ეგრე ყველაზე შეიძლება თქმა, უბრალოდ ვისოლს უფრო მეტი კალონკა და გავლენის სფეროაქვს (შესაბამისად მოგებაც და სიტყვაც უფრო ფასობს მაგათი).

მოკლედ ცდათ ღირს, ვინ რას კარგავს ამით??
Power_VANO
nihontoman
არა, ცოტა სხვადასხვანაირი ნაგავი აქვთ smile.gif ზოგის უფრო მეტადაა ნაგავი, ზოგის ნაკლებად smile.gif + ვისოლს მაინც ზემოდან ყავს დიდი კრიშა და თუ ვინმეზე რამე მტკივნეულად აისახება, უპირველესად მაგათ "აეწვებათ" smile.gif
nihontoman
Power_VANO
bazuka
Davitus
კარგით ხალხო გავიგე გავიოგე, ნუ გაბრაზდით. ვისოლის დედაც, სულაც მახატიან ეგენი. რაც მაგათ ფასები აქვთ, მტრისას (მაგათ მარტო ეკო ჯობნის)
დედა ცვუტიროთ, მონოპოლიას მართლა ეგეთი მტკივნეული ზომებით თუ ეშველება....
ja_ja
bazuka
პირობას ვდებ და 100%-იან გარანტიას გაძლევ რომ უახლოეს 1 თვეში (ნუ ეს მინიმუმ და მაქსიმუმ რავცი შეიძLება 1 წელიც იყოს biggrin.gif) ერთ წვეთ ბენზინს არ ჩავასხავ არცერთ ბენზინ გასამართ სადგურზე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

დაე მიხვდეს ყველა რომ მე მათი უერთიერთ გარიგებებით უკმაყოფილო ვარ. big_boss.gif დაე დაემხოს ბენზინის მაფია საქართველოში. ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს.

P.S ისე და რა განსხვავებაა ბენზინსა და დიზელს შორის lol2.gif lol2.gif lol2.gif
cz80
ციტატა(ja_ja @ 12th February 2010 - 09:53 PM) *
პირობას ვდებ და 100%-იან გარანტიას გაძლევ რომ უახლოეს 1 თვეში (ნუ ეს მინიმუმ და მაქსიმუმ რავცი შეიძLება 1 წელიც იყოს ) ერთ წვეთ ბენზინს არ ჩავასხავ არცერთ ბენზინ გასამართ სადგურზე

biggrin.gif biggrin.gif
Der Rote Baron
ვაახ კაცო მე რო სულ ვისოლში ვასხამ და მშვენივრად მოსწონს ჩემს პიპიას? თქვენ რომელ ბენზინ გასამართ სადგურს მირჩევთ? biggrin.gif
bazuka
Der Rote Baron
მე ვასხავდი ვისოლში, იმიტო რომ გზად 3 ცალი არის, მარა არაუშავს ცოტა მოვიღუნავ გზას და რომპეტროლში ჩავასხავ.
რომპეტროლში კია უკეთესი ბენზინი მარა მეზარებოდახოლმე smile.gif მარა საქმეს თუ ეშველება ჯანდაბას
skywalker
ისე ამას მარტო ფორუმზე არ უნდა წერდნენ ვინმემ უნდა ითავოს პრესკომფერეცია გამართოს და მოუწოდოს ხალხს რო ესე მოიქცნენ და დარწმუნებული ვარ შედეგი მალე იქნება სახეზე !
Der Rote Baron
ციტატა(bazuka @ Feb 12 2010, 11:06 PM) *
Der Rote Baron
მე ვასხავდი ვისოლში, იმიტო რომ გზად 3 ცალი არის, მარა არაუშავს ცოტა მოვიღუნავ გზას და რომპეტროლში ჩავასხავ.
რომპეტროლში კია უკეთესი ბენზინი მარა მეზარებოდახოლმე smile.gif მარა საქმეს თუ ეშველება ჯანდაბას

ხო ჩემთანაც გზად ვისოლია და იქ ვასხამ ხოლმე, მარა ერთი რამ ვერ გავიგე იქ რამოდენიმე კომპანია იყო ჩამოთვლილი და რაღა მაინც და მაინც ვისოლს?
არადა ვისოლის მომსახურება მაგრად მომწონს, მომწონს რა სხვაგან სადაც ჩამისხია ესე არაა, რომ მივაყენებ
-გამარჯობა როგორ ბრძანდებით?
- მერე ვასხმევინებ ბენზინს
- მერე იძახის ჩეკი გნებავთ?
-არა
-და ბოლოს კეთილი მგზავრობა smile.gif
ვოტ
პ.ს ნუ მოკლედ ვცადოთ იქნება თხა იყოს კვიცი მაიგოს biggrin.gif
bazuka
skywalker
skywalker
არ გამოვა ეგრე, იმიტო რომ ჯერ ერთი არუნდა მიეცხოს პოლიტიკური ელფერი და რატომ:
(ეს დავწერე ზემოთხსენებულ ფორუმზე და იქიდან გადმოვაკოპირე)
ციტატა
მოდი ერთი ისეთი პრეცენდენტი მაინც დავუშვათ, რომ "მიშა მაგარია" ან "რას გვიშვრება ეს სააკაშვილი" მიმართულება არ მივცეთ,
მითუმეტეს იმიტო, რომ ერთის მძახებელსაც და მეორეს მძახებელსაც აწუხებს ეს თემა და ერთერთი იარლიყის მიკერება უკვე ძაან ასუსტებს ამის განხორციელების შანსებს.
ეს რატოა იცი კაი იდეა, ყველას შეუძლია ამაში მონაწილეობის მიღება ისე, რომ არ გამოვა და გამოაშკარვდება მისი პიროვნება, და არ გაიგივდება "ქუჩის აქციის" მონაწილესთან.
ანუ იგივე პოლიციელს, იგივე რომელიმე სამთავრობო სტრუქტური თანამშრომელსაც შეუძლია ამ აქციაში მონაწილეობის მიღება.
ანუ სოციალურ პრობლემას უფრო ადვილად მოვაგვარებთ თუ მას პოლიტიკისგან გავმიჯნავთ.

აქედან გამომდინარე ოპოპოლიტიკოსი ვერ ისაუბრებს ამაზე (არცუნდა ისაუბროს)
ნუ ხელისუფლებიდან მითუმეტეს არავინ გამოვა.
მაშ ვინღა გამოვა? არასამთავრობოები? წარმოუდგენელია, ეგენი სხვა რამისთვისაა სექმნილები.
მაშ ვინ გამოვა? ფინანსები საიდან, თან ანტირეკლამაც არ შეიძლება, კანონი გვიკრძალავს.
ანუ ეს ვარიანტი ამოვარდა რაა.

Der Rote Baron
კაი ეხლა მაგათი "გმადლობთ-ბოდიში" ერთადგილას გაიკეთონ, 50 თეთრს გვწაპნიან ყოველი 1 ლიტრი ბენზინიდან და ...
მირჩევნია ბენზინი ღირდეს 1.40 და სრულიად უხმოთ მივიდე ჩავასხა და წამოვიდე.
skywalker
BAZUKA პოლიტიკა აქ რა შუაშია ? ჩვეულებრივმა ადამიანებმა არ შეიძლება გააკეთონ რაიმე ტიპის განცხადება ? იტალიაში მაკარონის ფასი რო გაზარდეს და ხალხი სამსახურებში აღარ მივიდა მაგისთვის რო ორგანიზაცია არ გაეწია ვინმეს ესე ერთდროულად დაარტყა თავში ხალხს აზრმა რო მოდი პროტესტის ნიშნად არ წავალოო ? smile.gif რამე ისეთი უნდა მოვიმოქმედოთ რო ყველას ყურამდე მივიდეს . მარტო ფორუმი ვერაფერს იზავს
Der Rote Baron
ციტატა(bazuka @ Feb 12 2010, 11:45 PM) *
Der Rote Baron
კაი ეხლა მაგათი "გმადლობთ-ბოდიში" ერთადგილას გაიკეთონ, 50 თეთრს გვწაპნიან ყოველი 1 ლიტრი ბენზინიდან და ...
მირჩევნია ბენზინი ღირდეს 1.40 და სრულიად უხმოთ მივიდე ჩავასხა და წამოვიდე.

კაი რა ნეტა მართლა 1.40 ღირდეს და მადლობებს აქეთ ვეტყვი biggrin.gif
toti
ციტატა(George @ 12th February 2010 - 11:30 PM) *
მერე იძახის ჩეკი გნებავთ?
-არა

ჩეკზე ვეუბნები რომ აუცილებლად უნდა ამოიღო და უნდა მომცე მეთქი ისედაც ბევრს შოულობენ და ჩეკიც აღარ უნდა ამოიღონ?დაჰკათ მაგათ!გავიყიდეთ ამ ბენზინის შემხედვარე უკვე!
Der Rote Baron
ციტატა(toti @ Feb 13 2010, 12:23 AM) *
ჩეკზე ვეუბნები რომ აუცილებლად უნდა ამოიღო და უნდა მომცე მეთქი ისედაც ბევრს შოულობენ და ჩეკიც აღარ უნდა ამოიღონ?დაჰკათ მაგათ!გავიყიდეთ ამ ბენზინის შემხედვარე უკვე!

არა შენ ვერ გამიგე სწორად, ჩეკი ამოაქვს და მერე ფანჯარაში გაწვდის მარა არ ვიღებ ხოლმე მერე მაინც ვაგდებ
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.