toti ციტატა(ria2204 @ 11th February 2010 - 10:30 PM)

ისა და ბარემ ამ თემაში დავწერ:ნადირობისას ფანტომი დამისველდა და ვეგარ ვხსნიდი კინააღამ ფეხებით შევჯექი,ხელი გამიშავდა ლულაზე რტყმაში ძლივს ვხსნიდი დიდი წვალებით,იქნებ რამე რემონტი ჭირდება დაშეზეთვა,ახლა ვითომ კარგად იხსნება მაგრამ კიდევ არ მოიმოქმედოს მასე მეშინია.
საერთოდ ყოველი გასვლის მერე განსაკუთრებით ნამიან ამინდში, ისეთი როგროიც ახლა გარეთაა, თოფის სახლში მიტანისას აუცილებლად უნდა დაიშალოს (ოღონდ არა ბოლომდე, ნომინალურ დაშლას ვგულისხმოვ, მაგალითად კონდახიდა ამოღებას და ასეთ რაღაცეებს), უნდა გამშრალდეს თოფი და მერე ზეთით დანამული (დანამული და არა დასველებული) ნაჭრით უნდა მოხდეს ყველა ზედაპირის დამუშავება.
კონკრეტულად შენს შემთხვევაში დასველდებოდა ლულის ჩამკეტი ენა (ლულის გადატეხვის ადგილში რომ არის პატარა ლითონის კბილი ამოშვერილი), მაგის დასველებისა და დაჟანგვის შემთXევვაში მაგ კბილის მოძრაობა შეიზღუდებოდა, შედეგად გაგიჭირდებოდა ლულის გადახსნა.
მოკლედ უბრალო მანქანის ზეთი, ან სინთეთიკური ზეთი და უბრალო ჩვარი აუცილებლად საჭიროა თუ გინდათ რომ თოფმა დიდხანს იმუშაოს, ჟანგი არ მოეკიდოს და არ გაგაწვალოს