nihontoman ბოდიში, მაგრამ შენი პოსტი წავშალე, არაფერი საერთო არ აქვს აირსოფტს და 15 ლარიან უაზრობას AT44-თან, ცოტა რეალისტური შედარებიბი თუ გაქვს დიდი სიამოვნებით მოვისმენთ ყველა დანარცენი კი ფლუდია.
სხვის თემაში დასაც 2 მომხმარებელი ცდილობს ყიდვა გაყიდვას და საერთოდ მონაცემებისა თუ ტექნიკური მონაცემების მიმოცვლას, იქ რაღაც ბეღურები და აირსოფტი...
მოკლედ კიდევ ერთხელ ბოდიში იმედია არ მიწყენ.
soza ციტატა(georgesoza @ 29th March 2010 - 01:20 PM)

ამ თოფის მარადიორთან სჰედარება ტუ შეიძლება ჯაჯა? გირს ორი მაგდენის გადახდა მარადიორში?
ნუ ღირს არ ღირს ეს ყველას პირადი გადასაწყვეტია, შეუძლებელია ჩემი პირადი ანუ სუბიექტორი აზრით სხვამ გააკეთოს 100%-იანი არჩევანი და კმაყოფილი დარჩეს, ყველას თავისი გემოვნება აქვს, მაგით გამობვირჩევით ადამიანები.
შედარება თუ გინდა შაბათ კვირა ორშაბათს მგონი ვისვენებ, ასე რომ შეგვიძლია ვთხოვოთ თუმბუშას და თუ ეცლება და სურვილი თუ ექნება, გავიდეთ, მე ჩემს მარადიორს წამოვიღებ და მერე ადგილზე შენ გადაწყვიტე. სხვა უკეთესის შემოთავაზება არ შემიძლია.
ტექნიკური მაჩვენებლებით რა გითხრა:
1) ორივე 10 ტყვიანია
2) ორივეს მექანიკური გადატენვა აქვს, ერთი ბოლტიანი ჩახმახით მეორე ბიატლონის ვარიანტით
3) ორივე 200-ბარზე იტენება
4) მარადიორს ცოტა მერი მოცულობიოს რეზერვუარი აქვს 220 კუბიკი 180-ის წინააღმდეგ
5) ლულა არერთს არ აქვს LW ასე რომ რაიმე განსაკუთრებული ლულით არცერთი არ გამოირჩევა
6) ორივე მძიმე თოფია, თუმცა ჰაჩიკას ცოტა ბალანსი დარღვეული აქვს და წინ ქაჩავს წონა, მარადიორი კარგად გაწონასწორებულია
7) მოდერით ანუ შრაუდერით მარადიორი მოუგებს, ანუ ჰაჩიკას ხმაურიანია, მარადიორი ჩუმია
8) რეზერვუარის მხრივ ჰაჩიკას პლიუსი აქვს, მერეს იყიდი და გასვლისას გაქვს 40-50 გასროლის მაგივრად 80-100 გასროლა გაქვს, ძირითადი რეზერვუარის დაცლის მერე ამოხრახნი და ჩახრახნი ახალს, მორჩა სულ გაქვს ტან წაღებული 850 გრამი ზედმეტი წონა, მარადიორის შემთხვევაში ეგეთი სიამოვნება არ გაქვს, ან ბალონი ან ნასოსი თან უნდა ათრიო, ეგ კი დამატებითი 3-4 კილოა.
9) მარადიორის ხის მონდახი ერთისმხრივ ლამაზია, მერესმხრივ სათრევად ბუნებაში მურტალია, ამ შემთხვევაში ჰაჩიკას პლასტიკატის კონდახი ჯობია
10) სიზუსტე მარადიორის ქარხნიდანვე აქვს, ჰაჩიკას ზოგს აქვს ზოგს არა, თუმცა დიდი პრობლემა ეგ არაა პაწა ხელის შევლება და იგივე სიზუსტეს მიიღებ (საუბარია 50 მეტრზე 20 თეთრიანში 5-10 ტყვიის ჩაჯენაზე), სანადირო სიზუსტე ჰაჩიკას ქარხნიდანვე აქვს, პროსტა შესაბამის ტყვიებს უნდა შერჩევა რომელი ტყვია მოსწონს და რომელი არა.
11) ორივე ერთნაირად იოლად იშლება, აქვთ კონსტრუქციული განსხვავებები, მაგრამ იოლად გაიგებს ორივეს კაცი
12) ორივე საშუალო დონის პნევმატიკაა, იაფიანებში კი ზიან, მაგრამ სიმძლავრე და რესურსი ორივეს აქვს.
მოკლედ ორივეს თავისი პლიუს მინუსები აქვს, შეუძლებელია თქვა ეს კაია ის არ ვარგა, ორივეს თავისებურება აქვს, მაგრამ რომელი გირჩევნია და რა ფასად ეგ მგონი შენ უნდა გადაწყვიტო. იდეაში მე რომ მარადიორი და დისკო არ მქონდეს, ამ ჰაჩიკას ყიდვას ვერ დამასწრებდა ვერავინ, თან ასეთ ლამაზ ფასად, მარადიორი ნასოსიანად 1500 ლარამდე გადის პლიუს ოპტიკა მიამატე სადრაც 80$ თავისი რინგებით, იქ ჩიხოლი და მარადიორი ნოლიდან რომ იყიდო თავისუფად მიუკაკუნებ 1700-2000 ლარს, გააჩნია რეებს დაამატებ და რეების იყიდი, ასე რომ მაგ ფორმზე ჰაჩიკა 650 ლარად თავისი ნასოსით, ოპტიკით და დანარჩენი პრიბამბასებით...
უკვე ვეღარ ვიტყვი რომ იაფია, პროსტა წესით ხელიდან უნდა გლიჯავდნენ მაგ თოფს ამ კაცს. მარა რავიცი რავიცი.
კაროჩე ამ კვირის ბოლოს მეცლება და თუ მანამდე არ გაყიდა ამ კაცმა და თან ეცალა და სურვილი ექნა გავიდეთ სადმე ერთად და ნახე შენს ჭკუაზე ორივე თოფი. გამოგიტყდები მე ხელში მეჭირა მაღაზიაში ეგ მოდელი, მაგრამ ბოლომდე გემო ვერ გაუგე და მეთვითონ ინტერესი მკლავს

, ნუ მაღაზიაში რა უნდა შეამოწმო, მითუმეტეს თუ გამყიდველი უვიცია და თოფის სიმძლავრეს გიქებს იმის და მიხედვით რა მანძილზე შესძლებს ჰაერის ნაკადით გაზეთის ქაღალდის აფართხალებას

თუმბუშ თუ დაგვთანხმდები გასვლაზე, რადენიმე კურდღელს მოვკლავთ ერთად, გავიგებთ მაგ თოფს უკეთესად,
soza ადგილზე შეაფასებს და შეიძლება იქვე იყიდოს, მე გპირდები ყველა მხრიდან ყველაფერს ვნახავ და ჩემებურ სრულ რეპორტს გამოვაცხობ მაგ თოფზე, შემდგომში სრულ დახმარებას გავწევთ მაგ მოდელის მომდევნო მფლობელებისთვის. წამოვიღებ რამდენიმე ტიპის ტყვიას და გავიგებთ რომელს უკეთესად ჭამს. შენც შეაფასებ სხვა თოფს და ბოლო ბოლო ერთმანეთს რეალში გავიცნობთ