დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ღამის ხედვის ოპტიკა
Georgian Airgunners Portal > ოპტიკა > ოპტიკური სამიზნეები
STIG
ღამის ხედვის ხელსაწყოები პნევატურ იარაღს ალბათ ნაკლებად ეხება, მაგრამ ერთი რამ მაინტერესებს: ღამის ხედვის დურბინდი ტაქტიკურ იარაღად ითვლება და მისი საქართველოში ჩამოტანა შეიძლება?
გერმანიაში მაგალითად, თავისუფლად იყიდებოდა და ვერ გავბედე ყიდვა, აქ არ ჩამომართვან მეთქი.
ja_ja
STIG
ციტატა(STIG @ 22nd January 2010 - 12:25 PM) *
ღამის ხედვის დურბინდი ტაქტიკურ იარაღად ითვლება და მისი საქართველოში ჩამოტანა შეიძლება?

აქ არ არის დაშვებული სამოქალაქო ბრუნვაში.

ისე კი პნევმოზეც ცედი არ იქნებოდა ღამე ვირთხებზე ნადირობისთვის.
bazuka
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 22nd January 2010 - 01:52 PM) *
ისე კი პნევმოზეც ცედი არ იქნებოდა ღამე ვირთხებზე ნადირობისთვის.

ვირთხებზე მარტო?? ვირთხებზეც, მაჩვებზეც, კურდღლებზეც და რავი ბევრ რამეზე კიდევ


ისე მე კი ვგეგმავ მომავლისთვის MK350-ის ან 390-ის შეძენას მარა როგორ არვიცი :lol:


ისე კი ყველაზე კაი ვარიანტია, იყიდო იუკონის მონოკლი დღის ხედვაზე გადამყვანი ადაპტერით და მიაყენო ჩვეულებრივ 3-9 ოტიკას
bazuka
მაიმარკეტზე გაიჩითა რუსული PNS-4,6x52 ღამი8ს ხედვა, საკმაოდ კაი ფასად თან სულ ახალია

უბრალოდ მდებარეობაა გორი sad.gif არვიცი რა ვქნა, ესეთ ფასში ვერანაირად ვერ ჩამოიტან ვერსაიდან



p.s. ჯორჯიკას უეჭველი ნანახი ექნება უკვე biggrin.gif
geojorjika
bazuka
არააა biggrin.gif

იუკონია?
bazuka
geojorjika
ნწუუ
vomz-ია აი ტექნიკური პარამეტრები
geojorjika
bazuka
ეგ ყველაფერი კაი მარა 3 კითხვამაქვს

1. ეგ ლეგალურია?
2. ერთი კგ რომ არის მაგის წონა თუ იცი?
3. რა ჯანდაბად გინდა? smile.gif
Power_VANO
geojorjika
კი ჯორჯიკ, ლეგალნო smile.gif

აირსოფტში ფართოდ გამოიყენება, ჩამოაქვთ ხოლმე კიდევაც ხანდახან.
geojorjika
Power_VANO
Power_VANO
ანუ გინდა თქვა ამის ჩამოტანა ლეგალნო?

http://www.amazon.com/ATN-MK350-Guardian-M...4815&sr=1-1
Power_VANO
და რატომაც არა? კანონი კრძალავს ჩვენთან ღამის ხედვის ხელსაწყოს ჩამოტანას? აირსოფტში საკმაო რაოდენობით აქვთ ბიჭებს ნაით ვიჟენები smile.gif
geojorjika
Power_VANO
რომელ ნაით ვიჟენებს იყენებენ? ფასი? smile.gif
Power_VANO
geojorjika
აქვთ რუსულები, PNV-57E
აქვთ 1PH33B
აქვს ერთს ეს: http://www.scopesnskies.com/prod/Bresser/n...lux/NV-NOW.html ფასიც მანდვე უწერია ზემოთ.

ეგენია რაც უცბად ახლა ფორუმზე ვიპოვნე ღიად მოდელები. კიდევ აქვთ სხვა მოდელებიც.
geojorjika
Power_VANO
ეუფ მაგას ის არ ჯობია რაცმე ამაზონზე დავდე?ის იარარზე მაინც მაგრდება და ეგ მონოკულარია smile.gif
Power_VANO
კი რა თქმა უნდა, უბრალოდ მე უცბად რაც ვნახე ფორუმზე მოდელები, ისინი დავაკოპირე smile.gif თორემ აქვთ სხვადასხვანაირები. 1-2-ს იარაღზე დასამაგრებელიც აქვს, უმეტესობას თავზე დასამაგრებელი და ა.შ. ნუ აირსოფტში თავზე დასამაგრებელი ღამის ხედვა უფრო მოსახერხებელია და იმიტომ.
bazuka
Power_VANO
შენ რაც დადე, ეგ არის ბინოკლი, მონოკლი თუ როგორცაა რა.

ღამის ხედვის დასამიზნებელი მოწყობილობა კი აკრძალული ყოფილა

ციტატა
თავი V იარაღის ბრუნვა

მუხლი 12. სამოქალაქო, სამსახურებრივ-საშტატო და ცივი იარაღის ბრუნვის შეზღუდვა

1. აკრძალულია სამოქალაქო და სამსახურებრივ - საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს:

ა) ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის კონსტრუქცია იძლევა დაკეცვის, დაშლის ან აწყობის საშუალებას ისე, რომ იარაღი არ კარგავს სროლის შესაძლებლობას;

ბ) ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც აქვს სხვა საგნის იმიტირებული ფორმა;

გ) კასტეტი და სხვა მსგავსი დასარტყამ-დამაქუცმაცებელი (დამამსხვრეველი) საგნები;

დ) საბრძოლო მასალა, რომელსაც აქვს ჯავშანგამტანი, ცეცხლგამჩენი, აფეთქებითი ან ტრასირებული მოქმედების ძალა;

ე) იარაღი და სხვა მოწყობილობანი, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას, რადიოაქტიურ გამოსხივებას ან ბიოლოგიურ ფაქტორებს;

ვ) გაზის იარაღი, რომელიც აღჭურვილია ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებებით;

ზ) პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე მეტია;

თ) მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სროლის დასახშობად ან სიბნელეში დამიზნებისათვის;

ი) გრძელლულიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

2. აკრძალულია ფიზიკურ პირთა მიერ ცივი და ცივი სასროლი იარაღის დამზადება და ტარება. ასეთი სახის იარაღის შეძენა, შენახვა, გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა დაიშვება საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს სათანადო ნებართვის საფუძველზე.
Power_VANO
ოოოო, ე.ი. ის, რაც იარაღზე ყენდება, აკრძალულია, რაც არ ყენდება, არა smile.gif
gregory
მოკლედ ხალხნო ჩემი გასაჭირიდან გამომდინარე მუდმივი კავშირი მაქვს საბაჟოსთან და საუბარში გაირკვა რომ არანაირ ოპტიკას არ გავაჩერებთო(ვიმეორებ: საუბარში!!!! და არა რაიმე გარანტიები მომცეს...) არც ღამის ხედვის ოპტიკაა პრობლემაო!!!
ეხლა გადავხედე კანონს( არადა რამდენჯერ მაქვს წაკითხული, ოღონდ პნევმატურ იარაღს ვაკვირდებიდი smile.gif )და მართლაც ესეა:"საქართველოს კანონი იარაღის შესახებ"


თავი V
იარაღის ბრუნვა

მუხლი 12. სამოქალაქო, სამსახურებრივ-საშტატო და
ცივი იარაღის ბრუნვის შეზღუდვა
1. აკრძალულია სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს: (2.07.2010. N3285)
ა) ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც აქვს სხვა საგნის იმიტირებული ფორმა;
ბ) კასტეტი და სხვა მსგავსი დასარტყამ-დამაქუცმაცებელი (დამამსხვრეველი) საგნები;
გ) საბრძოლო მასალა, რომელსაც აქვს ჯავშანგამტანი, ცეცხლგამჩენი, აფეთქებითი ან ტრასირებული მოქმედების ძალა;
დ) იარაღი და სხვა მოწყობილობანი, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას, რადიოაქტიურ გამოსხივებას ან ბიოლოგიურ ფაქტორებს;
ე) გაზის (აირის) იარაღი, რომელიც აღჭურვილია ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებებით;
ვ) პნევმატური იარაღი, რომლის ტექნიკური მახასიათებლები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ზ) მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სროლის ხმის დასახშობად;
თ) გრძელლულიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი;
ი) მართლსაწინააღმდეგოდ დამზადებული ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღი;
კ) იარაღი, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებს.
2. აკრძალულია ფიზიკურ პირთა მიერ ცივი და ცივი სასროლი იარაღის დამზადება და ტარება. ასეთი სახის იარაღის შეძენა, შენახვა, გადატანა=გადაზიდვა და გადაგზავნა დაიშვება საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს სათანადო ნებართვის საფუძველზე.


ანუ კანონი აღარ კრძალავს!
ასე რომ ვისაც ღამე გინდათ ნადირობა გზა ხსნილი გაქვთ smile.gif
Power_VANO
gregory
როდისაა ჩასწორება გაკეთებული ბოლოს?

იმიტომ რომ, ეს პუნქტიც დაუხვეწავთ smile.gif

ციტატა(gregory @ 15th January 2012 - 04:46 PM) *
ზ) მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სროლის ხმის დასახშობად;


ადრე ეწერა როგორც მახსოვს - "სროლის დასახშობად" ანუ თოფის ლულაში "პრობკის" გაკეთება იკრძალებოდა biggrin.gif



ნუ ოპტიკაზე შეზღუდვა არც არასდროს იყო ოფიციალურად კანონში, თავის პონტში ა&*(ებდა ხოლმე საბაჟო ყოველთვის მაგაზე.
gregory
Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 15th January 2012 - 07:27 PM) *
როდისაა ჩასწორება გაკეთებული ბოლოს?

2.07.2010
ციტატა(Power_VANO @ 15th January 2012 - 07:27 PM) *
ადრე ეწერა როგორც მახსოვს - "სროლის დასახშობად" ანუ თოფის ლულაში "პრობკის" გაკეთება იკრძალებოდა

ადრე ეს ეწერა:
თ) მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სროლის დასახშობად ან სიბნელეში დამიზნებისათვის;
ანუ ღამის ხედვის ოპტიკა დაუშვეს smile.gif
ilariona
gregory

ინტერესნოოო, ერთი მეც გავარკვევ მაგ საკითხს, ვინაიდან ადრე, რომ მინდოდა ყიდვა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ არ შაიძლებაოო.

ხვალ დავურეკავ და ერთი იმ 20 იანვარზეც ვკითხავ რამე არის თუ არა.

gregory
ilariona
ძალიან კარგი იქნება
xabaza
2. აკრძალულია ფიზიკურ პირთა მიერ ცივი და ცივი სასროლი იარაღის დამზადება და ტარება
ანუ ამ ჩანაწერის მიხედვით სანადიროდ თუ წახვალ დანის წაღება არ შეიძლება?
ReMiNgToN
xabaza
თუ ფიზიკური პირის მიერაა დამზადებული ალბათ არა
ilariona
xabaza
ReMiNgToN

ან ოპტიკასთან რა შუაშია და ან დანა როდის იყო სასროლი იარაღი?

დააკვირდით რა სად და რას პოსტავთ.
gregory
ციტატა(ilariona @ 15th January 2012 - 08:53 PM) *
gregory

ინტერესნოოო, ერთი მეც გავარკვევ მაგ საკითხს, ვინაიდან ადრე, რომ მინდოდა ყიდვა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ არ შაიძლებაოო.

ხვალ დავურეკავ და ერთი იმ 20 იანვარზეც ვკითხავ რამე არის თუ არა.

ilariona
რაიმე ახალი ხომ არ გაგიგია?

ilariona
gregory

კი გუშინ ველაპარაკე იმ პიროვნებას და პასუხი შენც კარგად იცი sad.gif
ja_ja
მეც რაცხა იმ 20 იანვარზე ჭორი მომივიდა ჩაფლავდა არ გაკეთდა თუ ვერ გააკეთესო...
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.