დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Black & Decker RTX-B 3 Speed RTX Rotary Tool
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
bazuka
როგორც იქნა მეღირსა 1 თვის წინ შეძენილი საქონელი
დღეს ბარამში 9:40 წუთზე დავერჭე და ვიყავი რიგით მეორე, 10:00-ზე უკვე მთელი ზედახორა იყო, ამიტომაც კმაყოფილი დავრჩი ნაადრევად მისვლით.

გამომიტანეს ამანათი, ვუყურებ, ვფიქრობ, ეს რა პუჭურა კოლოფია ....
მოკლედ მოვედი სახში ვხსნი კოლოფს და შიგნით ნახევარზე გაბერილი ბუშტია ნახევარზე კიდევ კოლოფი, საერთოდ დავიშოკე, მეთქი აქ რაღაუნდა იყოს ...

ვხსნი კოლოფს და "ვროძე" ნორმალური ზომა, ვაა კაია smile.gif




ხარისხი მშვენიერი, ხარისხიანი პლასმასი + რეზინი, მშვენიერი შესრულებით, ჰაი ენდი ვერაა, მარა მიდლ ენდის კლასში თავისუფლად გადის შესრულების ხარისხით, მე შევიძინე ყველაზე იაფიანი მოდიფიკაცია 24$, რომელსაც მოყვა ნაჭრის მინი ჩანთა, პირების მოსაჭერ-მოსაშვები გასაღები, და 1 პირიკორპუსი თავისი 5 ზუმფარის ცილინდრით. სამწუხაროდ მინდა ვთქვა რომ შევცდი, 30$-იან მოდელს მოყვებოდა როგორც 1/8 ასევე 3/8 პირების გადამყვანი, ჩემსას მხოლოდ 1/8 აქვს.

აქვს სიჩწარის 3 რეჟიმი 12,000/24,000/30,000 RPM, (თუმცა სურათზე 6 სიჩქარიანი მოდელია, მარა წარმოდგენა რომ შეგექმნათ ამას დავდებ)


აპარატი მუშაობს მხოლოდ 120v 60HZ დენზე, სამწუხაროა თუმცა ერთი სასიამოვნო მოულოდნელობა, ამის შესახებ ქვემოთ მოგიყვებით wink.gif

ძალიან კარგად მოფიქრებული "ტორმუზი" (ღეძის მაფიქსირებელი "ნასადკების" შეცვლის დროს რომ არ იტრიალოს), წინიდან არის ბერკეტივით, რომელიც უნდა გადმოწიო უკან, რის შედეგადაც ბლოკავს ჩამრთველ ღილაკს. ამიტომაც ვერაფრის დიდებით ვერ ჩართავ სანამ "რუჩნოიზეა" smile.gif


ასევე 4$ შევიძინე პირების კომპლექტი, (მოგეხსენებათ შიდა ტრანსპორტირება რომ უფასო იყოს ნივთის ღირებულება უნდა არემატებოდეს 25$, ამიტომაც მივაბი ეს კომპლექტი, და უფრო იაფი გამოვიდა ვიდრე მხოლოდ "დრემელი"+ ტრანსპორტირება)

თუმცა ამის ხარისხი, განსაკუთრებით კი წვრილთავიანი პირებისა გამოდგა საკმაოდ ცუდი, იყო მოღუნულები წვერმომტვრეულიც ...

მოკლედ ჩავრთე ავამუშავე, მუშაობს შესანიშნავად. თუმცა ერთი დიდი მინუსი, როდესაც წვერს ძალიან წინ ვაყენებ თითქოს მცირე მარა ვიბრაცია აქვს, აი ბოლომდე როცა ვათავსებ თითქოს უკვე სუფთად ტრიალებს. ეს შეიძლება რამოდენიმე რამის ბრალი იყოს
1. "როტორის ღერძს ბოლოში აქვს ხვრელი სადაც თავსდება 1/8 გადამყვანი ჯვარისებრი ჭრილებით სადაც თავსდება პირი (ნასადკა), და ზემოდან უჭერს და აფიქსირებს ქანჩისებრი დეტალი, აი ამ მოჭერის დროს ხდება არასწორი დაფიქსირება, რაც შესაძლოა დროთაგანმავლობაში მოჯდეს და გასწორდეს.
2. თავად როტორის ღერძია არასწორად გაჩარხული, რასაც არაფერიც არ ეშველება
3. თავად პირებია უხარისხო.



ახლა კი იმ სასიამოვნოს შესახებ ზემოთ რომ დაგპირდით. ეს აპარატი არის 2 ამპერიანი, და ჩემმა 500 ვატიანმა 220>120 გადამყვანმა მშვენივრად გაართვა თავი დაკისრებულ ამოცანას (ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა) მარა ყველაზე მაგარი ის აღმოჩნდა, რომ 50 ვატიანმა იაფიანმა გადამყვანმაც ამუშავა ეს აგრეგატი :lol:
თუმცა ხმით მომეჩვენასავით, რომ 1-2 ათასი ბრუნით ნელ ტრიალებდა თითქოს, მარა ეგ არაფერია.
ja_ja
ვაა გილოცავ ბაზუკ მშვიდობაში

აბა აწი მედაშენ გადავეხვიოთ ერთმანეთს და ვხვრიტოთ და ვაპრიალოთ ყველაფერი biggrin.gif


ისა ... რა ვერ გავიგე ეს გადამყვანი საიტზე რომ გადავედი, არის 120ვოლტიან შტეფზელში რომ 220-იანი მოწყობილობა შეაერთოოო და შენ რა ქენი უკუღმა შეაერთე???
geojorjika
ვა კარგია გილოცამ smile.gif , აბა რეალის სურათებიც დადე smile.gif , ისადა დემელის პირები არ მიდის ამაზე?
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 16th January 2010 - 04:24 PM) *
ისადა დემელის პირები არ მიდის ამაზე?

უნდა წავიდეს, წესით ყველა ეგეთ ინსტრუმენტზე სტანდარტული თავები მიდის, ღერძი მეტრულ სისტემაშში მგონი არის 3.15 თუ 3.2 მილიმეტრი. თუმცა არსებობს დამატებითი თავაკები, რომელიც უფრო მსხვილი ან წვრილი ღერძების გამოყენების შესაძლებლობას გაძლევს.
bazuka
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 16th January 2010 - 04:19 PM) *
ისა ... რა ვერ გავიგე ეს გადამყვანი საიტზე რომ გადავედი, არის 120ვოლტიან შტეფზელში რომ 220-იანი მოწყობილობა შეაერთოოო და შენ რა ქენი უკუღმა შეაერთე???

მე ამაზონზე არ მიყიდია, სადღაც 2 წლის წინ ჩემებმა ბავშვებს სანტაკლაუსი გამოუგზავნეს და ესეც მოაყოლე მანდ რომ იმუშავოსო, 3 თუ 5 დოლარი გადაიხადეს, ვიზუალურად ზუსტად ეგეთია.

geojorjika
ციტატა(giorgi @ 16th January 2010 - 04:24 PM) *
აბა რეალის სურათებიც დადე

არა ძმაო რეალის სურატებს როგორ დავდებ ბარსას ბალეშიკი ვარ :lol:
ესლი სერიოზნო, სამსახურში ვარ და სახში რომ მივალ ჩემს გადარებულ ფოტოებსაც დავდებ. ამას რამდენიხანია იცი რაც ვწერ !!!
ერთი 1000-ჯერ მაინც სემაწყვეტინეს და აზრების ხელახალი დალაგება მომიწია რამდენჯერ smile.gif


****************************************
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 16th January 2010 - 04:26 PM) *
თუმცა არსებობს დამატებითი თავაკები, რომელიც უფრო მსხვილი ან წვრილი ღერძების გამოყენების შესაძლებლობას გაძლევს.

აი ზუსტად მაგაზე ვწერდი, 30$-იანს 2 ცალი მოყვება 1/8 ზომის და 3/8 ზომის, ეხლა ვნანობ რაა, თუმცა იმას კიდე რარაცეებიც მოყვებოდა და დიდი და მძიმეც იყო და მაში მაგტომ ვარჩიე ეს, რომ ტრანსპორტირება ძვირი არ გამოსულიყო


***************************************



აგერ ჩემო jaja სურათზე დააკვირდი წარწერას, ეს სხვაა როგორც ჩანს
input 220
output 120

მარა ამას ევროპული შტეკერი აქვს ხედავ ??
ja_ja
bazuka
ციტატა(bazuka @ 16th January 2010 - 04:28 PM) *
მარა ამას ევროპული შტეკერი აქვს ხედავ ??

ჰო ამ სურათიდან უკვე იდეა გასაგებია.

ისე მაინც პატარა რაცხა კითხვა არ გამოვჩიჩქნო ისე რავა იქნება biggrin.gif, ამ კონვერტორს წელზე იზოლენტა აქვს შემოხვეული თუ რა ხდებაა??? ასე გაფარჩაკდნენ ამერიკელები რომ სკოჩის მეტი ვერაფერი მოიფიქრეს?
bazuka
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 16th January 2010 - 04:57 PM) *
მ კონვერტორს წელზე იზოლენტა აქვს შემოხვეული თუ რა ხდებაა??? ასე გაფარჩაკდნენ ამერიკელები რომ სკოჩის მეტი ვერაფერი მოიფიქრეს?

არა, მეტალის ფირფიტებია აი ბავშვობაში სათამაშო ელექტრო ძრავი თუ დაგიშლია, როტორი, ფირფიტები რაზეც ხვია იყო. აი ეგეთი რაღაცაა რა .. wink.gif
თან როგორც ჩანს რადიატორის მოვალეობასაც ასრულებს
ja_ja
bazuka
აჰა იასნია
parna
გილოცავ მაგარი რამეა smile.gif
bazuka
მოკლედ მოვედი სახში, და გავაგრძელე შესწავლა, პირები უკვე ბალანსირებულად მუშაობს როგორც ჩანს მოჯდა ბუდე



ესეც წვერების კომპლექტი, როგორც გავარკვიე ესენი ძირითადად გრავიურისთვისაა (ფოტო განათების გარეშეა და ცოტა ვერლავეს რა)



კიდევ ერთხელ, თავად აპარატის სურათი (ესეც განათების გარეშეა)



მოკლედ ვატრიალე, ვაბრუნე რავქნა რაღაც ნიტო პირები ვიყიდე ..... მოკლედ ავიღე მახათი და დავიწყე გაყრა :lol:
ვიპოვე ძველისძველი "zippo"-ს ტიპის სანთებელა
ამოვქარგე საკუთარი სახელი :lol::lol::lol:
შემდეგ ყვავილი
შემდეგ მოკიდებული პაპიროსი smile.gif


კიდევ რაღაცა მოვნახე და იმაზე ვიიდეინე ... მომწყინდა
რამე სხვა მინდა ..
მინაა ?
კაი იდეაა, გამოვიღე იაფფასიანი წვენის ექვსკუთხა ლამბაქი და ფსკერზე ქვემოდან ამოვქარგე კვლავ საკუთარი სახელი
შემდეგ ისევ ის ყვავილი :lol:

ესეც შიგნიდან


ახლა რამე სხვა smile.gif
geojorjika
ვახ , ლუდის კათხების მოხატვაზე შკვეთებს არ მიიღებ? biggrin.gif biggrin.gif
Der Rote Baron
ციტატა(geojorjika @ Jan 17 2010, 12:36 AM) *
ვახ , ლუდის კათხების მოხატვაზე შკვეთებს არ მიიღებ? biggrin.gif biggrin.gif

:lol: biggrin.gif biggrin.gif
პ.ს ლულაზე ბარონ–ს რამდენად წააწერ? ოღონდ კარგი ხოშიანი წარწერა უნდა იყოს უნაკლო biggrin.gif
ja_ja
bazuka
ისე შენ ხატვაც გცოდნია
bazuka
geojorjika

ციტატა(giorgi @ 17th January 2010 - 12:36 AM) *
ლუდის კათხების მოხატვაზე შკვეთებს არ მიიღებ?

HW100 მაქვს დასათრევი, აბა რასვიზამ ? :lol:
Der Rote Baron
ჩაგწერე სიაში wink.gif

ja_ja
ციტატა(ja_ja @ 17th January 2010 - 01:20 AM) *
ისე შენ ხატვაც გცოდნია

ეეჰ, სამწუხაროა და მეც ეხლა აღმოვაჩინე, მარა :santa:
ochopintre
მშვიდობაში მაგარი რაღაცაა
რა დაგიჯდა ეგ სიამოვნება სულ?
Jah
bazuka
მომილოცავს!
ძალიან საინტერესო აპარატია.
Power_VANO
გილოცავ ბაზუკა, მშვიდობაში! smile.gif


bazuka
ja_ja
ესე 20-25 დღეში მეც შემოგიერთდებით დრემელაობაში biggrin.gif
ჰობიკინგიდან დავუკვეთე იმათივე dremel-style აპარატი, 14.79$ ღირს იქ, ფასმა მომხიბლა. + შიპინგი იაფი მიჯდება და ჯამში გრუბად რომ დავიანგარიშე 40 თუ 45 ლარი გამომდის. მოკლედ, რომ ჩამოვა, მეც დავარეპორტებ, ვნახოთ რა ხილი იქნება smile.gif
bazuka
Power_VANO
ესა ალბად ხო ???
და საიდან მოდის ეს კონკრეტული მოდელი და რაჯდება შიფინგი?
Power_VANO
bazuka
კი, ეგ smile.gif

ჰონგ-კონგშია ეგ მაღაზია, იქიდან მოდის. ახლა მე ჯამში დრემელი + შიპინგი 40 თU 45 ლარი მიჯდება, უბრალოდ, ნაცნობმს უნდოდა რაღაც-რაღაცების დაკვეთა და გავაერთიანე იმასთან.

შიპინგი წონის მიხედვით მრგვალდება მანდ, თან 4-ნაირი შიპინგია საქართველოსკენ. მოკლედ, აირჩიე დეტალები დასაკვეთად და Cart-ში ქვემOთ ჩანს შიპინგის დეტალები. ოღონდ, დარეგისტრირდი აუცილებლად და შედი ექაუნთში. რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის ბევრ რამეზე უკეთესი ფასებია მანდ wink.gif
ja_ja
Power_VANO
ვაა კაი რაღაცაა, გილოცავ გილოცავ!! პრაქტიკულად Dremel 300-ის ასლია და 45 ლარად, მაგარი რაღაცაა.
Power_VANO
ja_ja
მადლობა, მადლობა smile.gif მაგრამ რეალური მოლოცვები მერე, ჯერ ჩამოვიდეს და ვნახოთ რამდენად ხარისხიანი ასლია გაკეთებული. უბრალოდ, ფასმა მომხიბლა ძალიან და გავრისკე ყიდვა. თუ ნამდვილი დრემელივით ხარისხიანი არ იქნა (და დარწმუნებული ვარ, ვერც იქნება), იმედია ფასს მაინც გაამართლებს სრულად smile.gif
ja_ja
Power_VANO
ნუ კაი ახლა ფას ნებისმიერ შემთხვევაში გაამართლებს რაც არ უნდა იყოს. ნებისმიერ ვარიანტში კაპიკებია. რომც არ გაამართლოს, გული კი დაგწყდება კაცსს მარა არა რისე ოგორც მე ჩემს 190ალრიანზე დამწყდებოდა რომ არ გაემართლებინა biggrin.gif,
bazuka
აუუუ დღეს რაღაცეების ამოჩორკვნა მინდოდა :lol:


აი ამ გლუვ ხეზე



აი ამდაგვარი რაღაცეების





მარაა, შემომელევინა და თავი აღარ მაქვს, ალკოჰოლურ კაიფში ვარ რააა :lol:


მარა გპირდებით რაღაც ამდაგვარს გავაკეთებ ოდესღაც smile.gif




ჯაჯ შენ ეხლა უფრო დიდიხანია რაც ამდაგვარი აპარატის მფლობელიხარ, ხოდა მაინტერესებს ხეზე სამუშაოდ რომელი პირებია?? ხომ არ გინახავს უკვე (ამ პირების არქონის გამო გადავდე ამის ჩალიჩი მეგობრები, მართლა კონიაკის გამოკიარა smile.gif )
ja_ja
bazuka
ხეზე წი წავამუშავე ჩემი დრემელი, მარა მეც სულ რაღაც 10-იოდე პირი მაქვს, 25 კი აწერია ყუთს მარა განსხვავებული 10-12 ცალი ქინება, დანარჩენი ზუმფარის ქაღალდია 1-ის მაგივრად 7 ცალი და მაგას რაოდენობაშI თვლიან და რკინის საჭრელი პირია 5 ცალი biggrin.gif

მოკელდ მე მხოლოდ ზუმფარის ბორბლით წავეკაიფე ხეს, შენნაირი ხის ნასადკები ჯერ არ მაქვს, მოგვიანებით დავუკვეთავ. ასე რომ ვერანაირ გამოცდილებას ვერ გაგიზიარებ sad.gif
Power_VANO
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 17th January 2010 - 08:48 PM) *
Power_VANO
ნუ კაი ახლა ფას ნებისმიერ შემთხვევაში გაამართლებს რაც არ უნდა იყოს. ნებისმიერ ვარიანტში კაპიკებია. რომც არ გაამართლოს, გული კი დაგწყდება კაცსს მარა არა რისე ოგორც მე ჩემს 190ალრიანზე დამწყდებოდა რომ არ გაემართლებინა ,

ეგეც მართალია, ნამდვილად smile.gif 45 ლარი ნებისმიერ შემთხვევაში გამართლებადია ეგეთ აპარატში. ნუ კაი, თუ გაფუჭებული არაა biggrin.gif

ბაზუკა, ბოდიში თემის გაოფებისთვის smile.gif
bazuka
ja_ja


ამის შეძენამდე არ ვიზამ. მართალია ესეც გამოდის საქმე მარაა ...


Power_VANO
მიღებულია smile.gif
ja_ja
bazuka
ციტატა(bazuka @ 17th January 2010 - 09:43 PM) *
ამის შეძენამდე არ ვიზამ. მართალია ესეც გამოდის საქმე მარაა ...

ჰო რაღაც ეგეთს მეც ვუმიზნებ biggrin.gif მარა ეს ამაზონი მაგიჟებს რა, ფასები ზემოთ ქვემოთ რა პრინციპით დარბის ვერ ვხვდები, თან ლამის 2-ჯერ იზრდება ხოლმე ფასი
Davitus
bazuka
შენ რაც დადე, მაგეთ რელიეფს დრემელით და ვერცერთი მბრუნავი ხელსაწყოთი ვერ გააკეთებ, ეგ მართალია ქარხნულია, მაგრამ ხელითაც შეიძლება გაკეთება, თუმცა ეგეთი ზუსტი ვერ იქნება, ეგ ყველაფერი კეთდება, უწვრილესი შტიხელებით
geojorjika
Davitus
ეგეთი რამე ხლით მხოლოდ მაღალი კლასის იარაღზე კეთდება მაღალი კლასის ოსტატის მიერ , აი ეგ კი კეთდება უახლესი ციფრული სტანოკებიტ სადღაცას იუტუბზე ვნახე როგორ აკეთებენ იმენა აირარმსის რელიეფს , პატარა ნემსივით საჭღისი იყო და რობოტი აკეთებდა smile.gif
mab
რა ხდება, ხმარობთ ნორმალურად ამ ხელსაწყოს თუ არ ღირს ყიდვა ამისთანის?
tengo
ციტატა(mab @ Aug 15 2010, 08:09 AM) *
რა ხდება, ხმარობთ ნორმალურად ამ ხელსაწყოს თუ არ ღირს ყიდვა ამისთანის?


თუ რაღაცეების კეთება გეხერხება და გაინტერესებს ,ნამდვილად ღირს . მეც მაქვს თავის ხორთუმიანად და ბევრ რაღაცეებში უკვე გამომადგა.
Power_VANO
tengo
ხორთუმი რომელი მიდის მაგაზე, მაილსკრაფტის თუ დრემელის?
tengo
ციტატა(Power_VANO @ Aug 16 2010, 09:20 PM) *
tengo
ხორთუმი რომელი მიდის მაგაზე, მაილსკრაფტის თუ დრემელის?


მე რომ შევიძინე პლასმასის კეისში იდო და ხორთუმიც მოყვებოდა.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.