LUCHNIIIK აირფორსი მართლა სულ სხვა დონის ჩიტია, კლასითაც, შესრულებითაც, ენერგეტიკითაც... მოკლედ სად კოკოითი და სად ობამა, აი რაღაც ეგეთი დონის შედარებები მოიყვანე

კონდორს ენერგიაც აქვს, LW-ს ლულაც, აურაცხელი მოცულობის რეზერვუარი, თავისებური უნიკალური კონსტრუქცია.... მოკლედ მაგ თოფს რომ რედუქტორიც რაიმენაირად რომ უყენდებოდეს სუპერ სანადირო ფიშტო იქნებოდა, ისე კი საუცხოოო სანადირო ფიშტოა, ოღონდ მე გირჩევდი ეგრევე ყურადღება შეაჩერო AirForce Talon SS, მაგას ინტეგრირებული შრაუდერი აქვს და ჩუმია. ჩვეულებრივი AirForce Talon და AirForce Condor-ებს გეკოზე 3-ჯერ ძლიერი ხმა აქვს, ერთი გასროლა და ყველა არსება გაფრინდება
მოკლედ AirForce Talon SS თან არის მოკლე, მოკლედ მგონი საკაიფო პონტია.
მოკლედ პლიუსები:
1) ენერგიის ინტერაქიული რეგულირება

ანუ ამ მრგვალ რაღაცას ატრიალებ და შენს წკუაზე უმატებ ან უკლებ ენერგიას.
2) მოკლე ფორმა
3) ჩუმია
4) დიდი, ვეებერთელა რეზერვუარი 400 კუბური სანტიმეტრი (ერთერთ გასვლაზე ვისროლეთ ერთი დატენვით 125-ჯერ და მერე უბრალოდ გავჩერდით თორემ თოფი სროლას კიდევ აგრძელებდა)
5) მინიმალისტური დიზაინი
6) ლულების ცვლის შესაძლებლობა 12" 18" და 24"
7) ერგონომიული ფორმა
თუმცა მინუსებიც, აქვს, აბა ისე რომელი თოფი არსებობს
1) ავტომატური მცველი, ანუ ყოველი გასროლის მერე მცველი უნდა მოხსნა თორემ ისე ვერ გაისვრი
2) ტერორისტული იარაღის ფორმა, პოლიციელები გარანტირებულად, არაბ ტერორისტად ჩაგთვლიან

3) დატენვის თავისებური ფორმა, ანუ მიჩვეულად ჩახმახის უკან გამოწევის მაგივრად პირიქით წინ უნდა გაწიო

4) ნასოსით დატენვა მაგარი ძნელია, მე ჩემს მარადიორზე და 230 კუბის დატენვაზე სადრაც 250 ბუქნი მჭირდება ნოლიდან როდესაც ვტენი, 1000PSI-დან სადრაც 100-150 ბუქნი, აი ტალონის 400 კუბურ ბალონს კი.... კაროჩე რა მგონი ამასწინათ მე და გიგამ 400 თუ 500 ბუქნი გავაკეთეთ ერთად როდესაც ნასოსის აღდგენის შემდეგ რეზერვუარი ნოლიდან 200 ატმოსფერომდე დავტენეთ.
5) დიდი სუპერ სიზუსტით მოკლე ვერსიები არ გამოირჩება, ხელში დაჭერა ძნელია მოკლე ფორმის გამო და ასევე ჩამოდებაც ჭირს, სავარაუდოდ გრძელ ლულიან ვერსიაზე და კონდორზე ეგეთი პრობლემები არ უნდა იყოს.
მოკლედ აქ ერთ ჩვენს ახლობელს აქვს AirForce Talon-ი ანუ მოდერის გარეშე რომ არის,
აი ეს, საკაიფო რაღაცაა, პროსტა ხმა აქვს ისეთი რომ.... ამიტომაც გირჩევ SS ვერსიას., სხვათაშორის მგონი ამ ბოლო დროს AirForce Condor-იც გამოვიდა მოდერით დასაძებნია ეგეც.